Marketeer

15 გზა, სარეკლამო ტექსტის კითხვადობის გასაზრდელად.

თუკი თქვენ გსურთ დიდი ტექსტის კითხვადობის გაზრდა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი ამის მისაღწევად, რეკლამის მამა: დევიდ ოგილვი გვთავაზობს 15 წესს, რომლებიც დღემდე აქტუალურია, მიუხედავად მათი სიძველისა.

  1. ქვესათაურები, თითოეული სათაურის ქვეშ და ტექსტს შორის, ყოველთვის აღძრავს მადას მოახლოებული ტექსტის წაკითხვამდე
  2. თუკი განცხადების ტექსტს დიდი ასოთი იწყებთ, კითხვადობას საშუალოდ 13% ით ზრდით
  3. პირველი აბზაცი უნდა იყოს მაქსიმუმ 11 სიტყვიანი, დიდი აბზაცები აფრთხობს მკითხველს
  4. დასაწყისიდან 3-4 დიუმის მერე, შემოიტანეთ პირველი ქვესათაური და ამის მერე რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ის, თან ზოგიერთი კითხვით ფორმაში ჩამოაყალიბეთ.
  5. მკითხველები მიჩვეულები არიან, გაზეთის ტიპის ვიწრო სვეტებად კითხვას, რაც უფრო ფართოა სვეტი, მით ნაკლები მკითხველი გეყოლებათ
  6. ტექსტი რომელიც დაბეჭდილია მე9 პუნქტირზე დაბალი შრიფტის ზომით – ძნელად იკითხება უმეტესობა ადამიანებისთვის
  7. ყველაზე უკეთ იკითხება მახვილბოლოებიანი შრიფტი
  8. არ არის აუცილებელი თითოეული აბზაცი ამთავრებდეს აზრს, მაგრამ ბოლო აბზაცზე უნდა მთავრდებოდეს ძირითადი აზრი.
  9. ეცადეთ მოერიდოთ ტექსტის მონოტონურობას, დროდადრო გაამუქეთ ან კურსივით დაბეჭდეთ მთავარი ტერმინები, ტექსტი, სიტყვები.
  10. გააფორმეთ ილუსტრაციებით
  11. გამოყავით აბზაცებიისრებით, ვარსკვლავებით.
  12. თუკი უამრავი ფაქტი გაქვთ, რომელიც ერთმანეთთან კავშირში არ არის, არ სცადოთ მათი უხეშად დაკავშირება, არამედ უბრალოდ გაუკეთეთ ნუმერაცია, როგორც ამ წერილშია.
  13. არასდროს განათავსოთ სარეკლამო ტექსტი ნეგატივში, ანუ არ დაბეჭდოთ შავ ფონზე თეთრი ასოებით, ადრე ფიქრობდნენ რომ ეს აუმჯობესებს კითხვადობას, ახლა კი ვიცით რომ ეს მეთოდი კითხვას შეუძლებელს ხდის.
  14. თუ აბზაცებს შორის პუნქტირულ ხაზებს გამოიყენებთ, კითხვადობას კიდევ 12% ით გაზრდით.
  15. არასდროს განათავსოთ თქვენი სათაური მთავარი სურათის თავზე, არამედ განათავსეთ ილუსტრაცია ზემოთ და სათაური ტექსტით – მის ქვეშ.

საერთოდ, ეცადეთ რედაქტორებს მიბაძოთ, რადგან მკითხველს კულტურას სწორედ ისინი უყალიბებენ.

13 Comments

  1. Landish says:

    ვაჰ საინტერესო რამაა, მაგრამ რამდენიმე რაღაც ვერ გავიგე? მაგალითად ეგ 3-4 დიუმი რამდენი სანტიმეტრია ან სხვა ჩვენთვსი, ქართველთათვის ნაცნობი საზომი ერთეული? :D
    მახვილბოლოებიანი შრიფტი რა პონტია? :D
    და ისა პუნქტირული ხაზი რაღაა არის? :D
    მემგონი ვსიო..

  2. Rocko says:

    მაგალითად ეგ 3-4 დიუმი რამდენი სანტიმეტრია ან სხვა ჩვენთვსი, ქართველთათვის ნაცნობი საზომი ერთეული? :D
    მახვილბოლოებიანი შრიფტი რა პონტია? :D
    და ისა პუნქტირული ხაზი რაღაა არის? :D

    მახვილბოლოებიან შრიფტში ალბათ sans-serif შრიფტი იგულისხმა. სან-შერი არის შრიფტის ტიპი, რომლის სიმბოლოებიც არ არის გაფორმებული პატარა დეკორატიული ნაწიბურებით, ე.წ. serif-ებით. მაგალითად, სან-შერი შრიფტია Arial, ხოლო შერი – Times New Roman.

    პუნქტირებული ხაზი წყვეტილი ხაზია.

    ხოდა, რავი აბა, უმეტესობას ვეთანხმები, თუმცა ზოგიერთი ამბავი კონკრეტულ შემთხვევაზეა მაინც დამოკიდებული. თუნდაც სან-შერი შრიფტის ამბავი. პატარა ზომაში სან-შერი ნამდვილად უკეთ იკითხება, თუმცა 12-13 პოინტის ზევით, სათაურებისთვის, შერი უფრო ლამაზია ხოლმე. თუმცა, ძალიან ერთმანეთში არევაც არ ღირს.
    ისე, შერი ფონტიც შეიძლება კარგად იკითხებოდეს პატარა ზომაში, თვითონ შრიფტის და ბეჭდვის ხარისხსაც გააჩნია…

    ისა და, აბზაცების წყვეტილით გამოყოფა სადაოა იმჰო… მემგონი დაამძიმებს უფრო და ვიზუალურად გადატვირთავს ტექსტს…

  3. BigCrow says:

    ვაჰ…

  4. გიორგი კალატოზიშვილი says:

    დიდად დამეხმარებით თუ მეტყვით, სად შეიძლება ოგილვის ნებისმიერი წიგნის შეძენა თბილისში? განსაკუთრებით მინდა და მაინტერესებს რეკლამის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით დაწერილი წიგნი, სამწუხაროდ აღარ მახსოვს სათაური:(

  5. Abrag (Business Team TSU 88) says:

    ჰმ,საინტერესოა,
    P.S
    კიდევ ერთს დავამატებდი,თემატურად ახლოსაა,გამოკვლევებმა ცხადყო,რომ რეკლამა ვებ-სივრცეში ან თუნდაც სტატიაში უფრო ეფექტურია როდესაც განტავსებულია მის უკიდურეს მარცხენა ზედა კუთხეში,და არა მის ცენტრშI ან ბოლოში.

  6. pikro says:

    რაც უფრო მოკლედ დავწერთ ტექსტს, მით უფრო მეტად გავზრდით მის მკითხველს.

  7. irakli says:

    გიორგი ოგილვის ერთი წიგნი მაქ, ელ.ფორმატში და თუ მომწერ შენ მაილს, გამოგიგზავნი. მომწერე მაილზე irakli@adoffice.ge, და შემახსენე რომ ოგილვის წიგნი გინდა

  8. keti says:

    ეს ბლოგი ახლა აღმოვაჩინე. საინტერესო სტატიებია, მაგრამ ცოტა და იმედია, განაგრძობთ..

  9. aka says:

    ეგ თემა დზააან კარგია მარა ამ ერტერტთ მონაწილეს რა ქვია ვერ გავიგე ბიგქოუ?ანუ დიდი
    ძროხა ??????????

  10. aiwona-daiwona says:

    ძროხა არა, ყვავი – ქროუ.
    :)
    ირაკლი, მეც მოგწერ და ოგილვი მეც გამომიგზავნე, კარგი?

  11. eka says:

    კოტლერის ” მარკეტინგის მენეჯმენტი” მჭირდება. თუ ვინმეს ხელი მიგიწვდებათ ამ მისამართზე გამომიგზავნეთ, გთხოვთ !
    eka-ino@mail.ru

  12. amayi says:

    მადლობა საინტერესო რჩევებისთვის!

  13. ასრეკლამო ტექსტი არ უნდა იყოს დაწერილი მაღალფართოვანი სიტყვებით რადგან მისი გაგება მომხმარებლებს უჭირთ, უნდა იყოს მარტივ გასაგებ ენაზე დაწერილი.

Leave a Reply