• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

თარიღი: 15,10,2008

15 გზა, სარეკლამო ტექსტის კითხვადობის გასაზრდელად.

რჩევები და ხრიკები
15 გზა, სარეკლამო ტექსტის კითხვადობის გასაზრდელად.

თუკი თქვენ გსურთ დიდი ტექსტის კითხვადობის გაზრდა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი ამის მისაღწევად, რეკლამის მამა: დევიდ ოგილვი გვთავაზობს 15 წესს, რომლებიც დღემდე აქტუალურია, მიუხედავად მათი სიძველისა.

  1. ქვესათაურები, თითოეული სათაურის ქვეშ და ტექსტს შორის, ყოველთვის აღძრავს მადას მოახლოებული ტექსტის წაკითხვამდე
  2. თუკი განცხადების ტექსტს დიდი ასოთი იწყებთ, კითხვადობას საშუალოდ 13% ით ზრდით
  3. პირველი აბზაცი უნდა იყოს მაქსიმუმ 11 სიტყვიანი, დიდი აბზაცები აფრთხობს მკითხველს
  4. დასაწყისიდან 3-4 დიუმის მერე, შემოიტანეთ პირველი ქვესათაური და ამის მერე რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ის, თან ზოგიერთი კითხვით ფორმაში ჩამოაყალიბეთ.
  5. მკითხველები მიჩვეულები არიან, გაზეთის ტიპის ვიწრო სვეტებად კითხვას, რაც უფრო ფართოა სვეტი, მით ნაკლები მკითხველი გეყოლებათ
  6. ტექსტი რომელიც დაბეჭდილია მე9 პუნქტირზე დაბალი შრიფტის ზომით – ძნელად იკითხება უმეტესობა ადამიანებისთვის
  7. ყველაზე უკეთ იკითხება მახვილბოლოებიანი შრიფტი
  8. არ არის აუცილებელი თითოეული აბზაცი ამთავრებდეს აზრს, მაგრამ ბოლო აბზაცზე უნდა მთავრდებოდეს ძირითადი აზრი.
  9. ეცადეთ მოერიდოთ ტექსტის მონოტონურობას, დროდადრო გაამუქეთ ან კურსივით დაბეჭდეთ მთავარი ტერმინები, ტექსტი, სიტყვები.
  10. გააფორმეთ ილუსტრაციებით
  11. გამოყავით აბზაცებიისრებით, ვარსკვლავებით.
  12. თუკი უამრავი ფაქტი გაქვთ, რომელიც ერთმანეთთან კავშირში არ არის, არ სცადოთ მათი უხეშად დაკავშირება, არამედ უბრალოდ გაუკეთეთ ნუმერაცია, როგორც ამ წერილშია.
  13. არასდროს განათავსოთ სარეკლამო ტექსტი ნეგატივში, ანუ არ დაბეჭდოთ შავ ფონზე თეთრი ასოებით, ადრე ფიქრობდნენ რომ ეს აუმჯობესებს კითხვადობას, ახლა კი ვიცით რომ ეს მეთოდი კითხვას შეუძლებელს ხდის.
  14. თუ აბზაცებს შორის პუნქტირულ ხაზებს გამოიყენებთ, კითხვადობას კიდევ 12% ით გაზრდით.
  15. არასდროს განათავსოთ თქვენი სათაური მთავარი სურათის თავზე, არამედ განათავსეთ ილუსტრაცია ზემოთ და სათაური ტექსტით – მის ქვეშ.

საერთოდ, ეცადეთ რედაქტორებს მიბაძოთ, რადგან მკითხველს კულტურას სწორედ ისინი უყალიბებენ.

წერილის გამოქვეყნების თარიღია: 15,10,2008 დრო: 5:07 pm თემა: რჩევები და ხრიკები. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ თემაზე გამოხმაურებას კომენტარების RSS 2.0 არხით. შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი, ან გამომეხმაუროთ თქვენი საკუთარი ვებ-გვერდიდან.

11 კომენტარი

ინტერესით გავეცნობოდი თქვენს აზრს!



  1. ავტორის ვებგვერდი

    1,11,2008

    ბმული კომენტართან

    Landish ფიქრობს:

    ვაჰ საინტერესო რამაა, მაგრამ რამდენიმე რაღაც ვერ გავიგე? მაგალითად ეგ 3-4 დიუმი რამდენი სანტიმეტრია ან სხვა ჩვენთვსი, ქართველთათვის ნაცნობი საზომი ერთეული? :D
    მახვილბოლოებიანი შრიფტი რა პონტია? :D
    და ისა პუნქტირული ხაზი რაღაა არის? :D
    მემგონი ვსიო..



  2. ავტორის ვებგვერდი

    2,11,2008

    ბმული კომენტართან

    Rocko ფიქრობს:

    მაგალითად ეგ 3-4 დიუმი რამდენი სანტიმეტრია ან სხვა ჩვენთვსი, ქართველთათვის ნაცნობი საზომი ერთეული? :D
    მახვილბოლოებიანი შრიფტი რა პონტია? :D
    და ისა პუნქტირული ხაზი რაღაა არის? :D

    მახვილბოლოებიან შრიფტში ალბათ sans-serif შრიფტი იგულისხმა. სან-შერი არის შრიფტის ტიპი, რომლის სიმბოლოებიც არ არის გაფორმებული პატარა დეკორატიული ნაწიბურებით, ე.წ. serif-ებით. მაგალითად, სან-შერი შრიფტია Arial, ხოლო შერი – Times New Roman.

    პუნქტირებული ხაზი წყვეტილი ხაზია.

    ხოდა, რავი აბა, უმეტესობას ვეთანხმები, თუმცა ზოგიერთი ამბავი კონკრეტულ შემთხვევაზეა მაინც დამოკიდებული. თუნდაც სან-შერი შრიფტის ამბავი. პატარა ზომაში სან-შერი ნამდვილად უკეთ იკითხება, თუმცა 12-13 პოინტის ზევით, სათაურებისთვის, შერი უფრო ლამაზია ხოლმე. თუმცა, ძალიან ერთმანეთში არევაც არ ღირს.
    ისე, შერი ფონტიც შეიძლება კარგად იკითხებოდეს პატარა ზომაში, თვითონ შრიფტის და ბეჭდვის ხარისხსაც გააჩნია…

    ისა და, აბზაცების წყვეტილით გამოყოფა სადაოა იმჰო… მემგონი დაამძიმებს უფრო და ვიზუალურად გადატვირთავს ტექსტს…



  3. ავტორის ვებგვერდი

    6,11,2008

    ბმული კომენტართან

    BigCrow ფიქრობს:

    ვაჰ…



  4. ავტორის ვებგვერდი

    19,02,2009

    ბმული კომენტართან

    გიორგი კალატოზიშვილი ფიქრობს:

    დიდად დამეხმარებით თუ მეტყვით, სად შეიძლება ოგილვის ნებისმიერი წიგნის შეძენა თბილისში? განსაკუთრებით მინდა და მაინტერესებს რეკლამის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით დაწერილი წიგნი, სამწუხაროდ აღარ მახსოვს სათაური:(



  5. ავტორის ვებგვერდი

    13,03,2009

    ბმული კომენტართან

    Abrag (Business Team TSU 88) ფიქრობს:

    ჰმ,საინტერესოა,
    P.S
    კიდევ ერთს დავამატებდი,თემატურად ახლოსაა,გამოკვლევებმა ცხადყო,რომ რეკლამა ვებ-სივრცეში ან თუნდაც სტატიაში უფრო ეფექტურია როდესაც განტავსებულია მის უკიდურეს მარცხენა ზედა კუთხეში,და არა მის ცენტრშI ან ბოლოში.



  6. ავტორის ვებგვერდი

    12,04,2009

    ბმული კომენტართან

    pikro ფიქრობს:

    რაც უფრო მოკლედ დავწერთ ტექსტს, მით უფრო მეტად გავზრდით მის მკითხველს.



  7. ავტორის ვებგვერდი

    15,04,2009

    ბმული კომენტართან

    irakli ფიქრობს:

    გიორგი ოგილვის ერთი წიგნი მაქ, ელ.ფორმატში და თუ მომწერ შენ მაილს, გამოგიგზავნი. მომწერე მაილზე irakli@adoffice.ge, და შემახსენე რომ ოგილვის წიგნი გინდა



  8. ავტორის ვებგვერდი

    5,07,2009

    ბმული კომენტართან

    keti ფიქრობს:

    ეს ბლოგი ახლა აღმოვაჩინე. საინტერესო სტატიებია, მაგრამ ცოტა და იმედია, განაგრძობთ..



  9. ავტორის ვებგვერდი

    13,09,2009

    ბმული კომენტართან

    aka ფიქრობს:

    ეგ თემა დზააან კარგია მარა ამ ერტერტთ მონაწილეს რა ქვია ვერ გავიგე ბიგქოუ?ანუ დიდი
    ძროხა ??????????



  10. ავტორის ვებგვერდი

    11,12,2009

    ბმული კომენტართან

    aiwona-daiwona ფიქრობს:

    ძროხა არა, ყვავი – ქროუ.
    :)
    ირაკლი, მეც მოგწერ და ოგილვი მეც გამომიგზავნე, კარგი?



  11. ავტორის ვებგვერდი

    22,12,2009

    ბმული კომენტართან

    eka ფიქრობს:

    კოტლერის ” მარკეტინგის მენეჯმენტი” მჭირდება. თუ ვინმეს ხელი მიგიწვდებათ ამ მისამართზე გამომიგზავნეთ, გთხოვთ !
    eka-ino@mail.ru



გამოთქვით აზრი

გამოიყენეთ შანსი კომენტარის დასატოვებლად

  1. სახელი (აუცილ.)

    ელ.ფოსტა (აუცილ.)

    ვებგვერდი

    ტექსტი

  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
    • რატომ არის მონოპოლია ცუდი – თავად მონოპოლისტისთვისაც? თარიღი: 11,12,2009
    • ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ თარიღი: 4,11,2009
  • ბოლო კომენატრები

    • T3_MENEJER on Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა
    • T3_MENEJER on რატომ არის მონოპოლია ცუდი – თავად მონოპოლისტისთვისაც?
    • მაკა ასათიანი on ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?
    • komisia on რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში?
    • komisia on რატომ არის მონოპოლია ცუდი – თავად მონოპოლისტისთვისაც?
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!