როგორ გავაფორმოთ სარეკლამო განცხადება?
დღეს დიზაინერები რატომღაც ირჩევენ აბსტრაქტულ ფოტოებს რეკლამების გასაფორმებლად, არადა მე აბსტრაქტულ ფოტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებდი თუკი მსურს კლიენტს რაიმე დავუმალო. მოერიდეთ ექსცენტრულობას თუკი თქვენი პროდუქტის გაყიდვას არ აპირებთ ექსცენტრიულ ხალხზე.
ქალის სურათს რეკლამაში – კაცები იგნორირებას გაუკეთებენ, ხოლო კაცის სურათს პირიქით – ქალები, თუკი გსურთ მაინცდამაინც ადამიანის ფოტოთი გააფორმოთ რეკლამა, მაშინ აირჩიეთ ბავშვის სურათი, კვლევებით დადგინდა რომ ქალები ბავშვის სურათს გაცილებით უკეთ აღიქვამენ ვიდრე ოჯახის სურათებს.
გახსოვდეთ რომ ფერადი სურათი ორჯერ უფრო კარგად ამახსოვრდება ადამიანს ვიდრე შავ-თეთრი.
მორიდეთ ისტორიულ სიუჟეტს, ის მხოლოდ ვისკის რეკლამირებისთვის გამოდგება და მეტი არაფრისთვის, ნუ გააფორმებთ რეკლამას ადამიანის სახის გადიდებული სურათით, ის დამთვალიერებლებს აშინებს. ეცადეთ რეკლამა მაქსიმალურად უბრალო იყოს და ფოკუსი მხოლოდ ერთ ადამიანზე კეთდებოდეს, გუნდური სცენები არ იზიდავს მომხმარებელს. სცადეთ მოერიდოთ სტერეოტიპულ ფოტოებს, არასდროს აჩვენოთ ფოტოზე წარმოების პროცესი, თუკი თავად მწარმოებელ დანადგარებს არ ყიდით რათქმაუნდა.
რეკლამის ნებისმიერ სფეროში ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია თვითონ გაფორმება და არა მისი შესრულების ხარისხი!
ჰმ.. ვერ წარმოვიდგენდი თუ კი ვინმეს ახლოს გადაღებული სახე შეაშინებდა.
და მე მამაკაცი არ მინახავს, რომელის ქალის პოსტერს თვალს აარიდებდა.. :D
საინტერესოა მეტად.ვეთანხმები იმ აზრს, რომ რეკლამას ძალზედ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დატვირთვა გააჩნია.ამიტომ მისი შექმნა მოთხოვს ფსიქოლოგიური მომენტების გათვალისწინებას, რათა მან არ გამოიწვიოს უარყოფი შედეგი საზოგადოებაში.
შესრულების ხარისხის ჩვენებაც ზოგ შემთხვევაში აუცილებელია მაგალითად თჩვენ გაქვტ შოგოლადის მაგაზია და კლიენტებს აჩვენებტ ტუ როგორ კეთდება ჩხელი შოკოლადი(ანუ შუშებიან ოტახში რომელიც კაფეშია განტავსებული ადამიანები ატარებენ შოკოლადის შექმნის აქტს) ეს ზაან ლამაზი და მადის აღმძვრელი პროცელია საყურებლად და აუცილებლად შეიძენს მომხმარებელი,
მოძრავი ბილბორდები ყველაზე მაცდურია
დავამატებდი, რომ საზოგადოება უფრო კეთილგანწყობილია ბავშვებისა და ცხოველების ფოტოების მიმართ. და კიდევ: ფსიქოლოგების მოსაზრებით, ბილბორდის ცენტრში მოთავსებულ სურათს უფრო ხშირად შეძლებული მასა აკვირდება, ხოლო ბილბორდის ნაპირებში განლაგებულ სურათებს – ხელმოკლე მასა.
ძალიან საინტერესო სტატიაა.მომეწონა ))
გამარჯობა ადმინისტრატორო მე გიო მქვია და 15 წლის ვარ, ვიცი ფოტოშოპი და უამრავი ლოგო მაქვს შექმნილი საიტებისთვის მარკეტინგზე არ მიმუშავია მაგრამ უამრავი იდეა მაქვს. ჩემი სკაიპია გიორგი60399 ინლისური ასეობით…
კარგი პროდუქტის, კარგი რეკლამა, ეს არის გზა დიდი წარმატებისთვის
პირველ რიგში ძალიან მომეწონა ეს სტატია და მინდა წარმატებები გისურვო :) თუმცა აქვე ავღნიშავ, რომ არც ისეთი სწორი მიდგომაა როგორც შენ გგონია, ანუ ვგულისხმობ აბსტრაქტულ ფოტოებს რეკლამაში, საკმაოდ კარგად დაიმკვიდრა ამ მომენტმა ადგილი მსოფლიო “გარეკლამებაში”.
ასევე კარგად მოქმედებს ქალისა და მამაკაცის ფოტოები!
აი, გადიდებულ სახეს რაც შეეხება ეგ ჭეშმარიტად “საშინელებაა”, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ :)
წარმოების ფოტოები საკმაოდ კარგი იმიჯით სარგებლობს, როდესაც წარმოება ნამდვილად არსებობს და უკვე კარგი იმიჯი აქვს!
გუნდური ფოტოსესიებიც თუ კარგად გადაღებული, კარგად დამუშავებული და კარგად გამართულია შინაარსობრივად მაშინ მშვენიერია.
ეს მხოლოდ ჩემი აზრია და უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ, ვთვლი რომ ამ სფეროში ცოტაოდენი გამეგება (სუბიექტურობაში ნუ ჩამომართმევთ).