Marketeer » Tbilisi

პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
რებრენდინგი… ბევრი მარკეტოლოგი და არც თუ უმიზეზოდ ამ სიტყვას უფრთხის, როგორც წესი გამოცდილი პროფესიონალები რებრენდინგს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ, რადგან ეს საკმაოდ რთული, დროში გაწელილი, დიდ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებული პროცესია. გარდა ამისა პროცესს თან სდევს ძველი ბრენდის მიმართ ცნობადობის დაკარგვა, უნდობლობა კლიენტებში, დამაბნეველი სიტუაციები, იურიდიული პროცესები და სხვ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად გადამწყვეტი ხდება რებრენდინგზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოში, მითუმეტეს უფრო იშვიათია მსგავსი პროცესი, დღემდე სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია გასახსენებელი, მათ შორის ცოტა ხნის წინად საზოგადოებრივი მაუწყებლის, (რომელიც თავის მხრივ პირველ არხს, მეორე არხს და რადიოებს აერთიანებს) ”პირველმა არხმა” გაიარა ეს პროცესი, რადგან შედეგების მონიტორინგს და დაკვირვებას დრო სჭირდება, მოდით ვნახოთ რეალურად ღირდა თუ არა ამ არხის რებრენდინგი.

თემა მითუმეტეს საინტერესო უნდა იყოს, თუკი გავიხსენებთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კერძო კომპანია, ის პირდაპირ ფინანსდება თქვენი, გადასახადების გადამხდელის ჯიბიდან, მათ შორის პერსონალის ხელფასი და ისინი ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების წინაშე, დამქირავებელი – ხალხია! მოსამსახურე – საზ.მაუწყებელი!

ლოგო… ო, ეს ლოგო!

ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე საზოგადოებრივ მაუწყებელს მწვანე, დაკლაკნილი ლოგო ჰქონდა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ქილიკის, იუმორის და ანეკდოტების წყარო, მიუხედავად დიდი მონდომებისა მისი ავტორი მაინც ვერ დავადგინე, სამაგიეროდ გავარკვიე რომ თავის დროზე დამკვეთებს მოუთხოვიათ: – მწვანე იყოს და CNN ის ლოგოსავით დაკლაკნილიო… მოკლედ, რაც გამოვიდა აქედან, ყველამ ვნახეთ, გაუგებარია მწვანე ფერის არჩევა, ან CNN თან მიბაძვა რითი იყო გამოწვეული, ალბათ ისევ ქართველების წამხედურა-მიმბაძველობით.

გავიდა დრო და ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყდა არხის განახლება – ამასთანავე რებრენდინგიც, ჰოდა დადგა დრო ლოგოს გამოცვლისა… თუმცა ახალი ლოგო… მე მგონი აქ არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ წყევლაა… ჰო რა, წყევლა, რომ პირველ არხს არასდროს არ უნდა ჰქოდნეს კარგი ლოგოტიპი სანამ მას პრინცი არ აკოცებს ან რამე ამის მსგავსი.

რას წარმოადგენს ახალი ლოგო? – ნაცრისფერ ოთკუთხედს… რომელსაც საფლავის ქვის შეფერილობა და ფორმა აქვს, ეს აღქმა კიდევ უფრო ძლიერი ხდება, თუკი ბილბორდზე გამოსახულ წამყვანს ნახავთ, რომელსაც ეს ქვ… ვიზუალური ეფექტისთვის – ლოგო ირეკლავს ფერმკრთალად… ეს ყველაფერი ღამით საკმაოდ უცნაური სანახავია.

ახლა სარკის ეფექტი რატომ? იდეა ასეთი იყო: ეს არის სარკე, რომელიც ჩვენ ანუ საზოგადოებას ირეკლავს… რაც თავის მხრივ, ალბათ რუსული ОРТ – ს ქუდებიდან თუ გადაიღეს, მოგვიანებით კი ეს ”სარკე” გაამრუდეს… რაც ასევე ცუდი სიგნალია.

მოკლედ, ამ ლოგოს ყველა თავისი ”გარყვნილების დონის” მიხედვით აღიქვავს… ან შეიძლება ავტორი ცდილობდა რაიმეს კომპენსაციას? მოკლედ, ლოგოს ამბავში არ იქნა და არ გვეშველა, სამაგიეროდ პარლამენტარები არ მოერიდნენ უხამსს შედარებებს, ხოლო პირველ არხზე დასაქმებული ჟურნალისტები კი გამეტებით იცავდნენ ლოგოს და უხამსს შედარებებს მომხმარებლის გარყვნილ ბუნებას მიაწერდნენ, რაც ცოტა არ იყოს და საკამათოა, თუკი ვინმემ რაიმე უხამსი ფორმით შექმნა, რა მომხმარებლის ბრალია?

ფერი…

ფერი ასე თუ ისე კარგია, მოწითალო-მოვარდისფრო-მოლაჟვარდ-მოიასამნისფროა, ასეთი ფერის დასმა საკმაოდ ძნელია ბეჭვდისას და საერთოდაც არ არის დომინანტი რომელიმე ფერი, გარდამავალი, გრადიენტული ფერია და კონკრეტულად თქმა ძნელია, რომელია კორპორატიული ფერი? თუმცა ფერი არ არის ბანალური და არის განსხვავებული, რაც კარგია.

საიტი… ( http://www.1tv.ge/ )

ვებ-გვერდი ნამდვილად მოწონებას იმსახურებს, ტექნოლოგიურად .NET ზეა შესრულებული როგორც ეტყობა, რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა ქართულ ვებ-სივრცეში, ეს ტექნოლოგია იმის გამო რომ იშვიათია, ასეთუისე გამორიცხავს ქართველი ვაი-ჰაკერებისგან თავდასხმას.

საიტს აქვს ე.წ. პირობების შესაბამისი ფორმატირება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ყველა ბრაუზერიდან (IE, Opera, Firefox) თანაბრად, გამართულად დაათვალიეროთ საიტი. ფორმატირებაც კარგად არის შესრულებული და მიუხედავად იმისა, რომ ზოგან ცხრილებია გამოყენებული, საიტი საკმაოდ სწრაფად იტვირთება.

სახელი…

როგორც იქნა დაიბრუნეს დასახელება ”პირველი არხი” რომელსაც 2005 წლიდან იყენებდნენ, მე მგონი ეს ყველაზე უფრო მომგებიანი სვლაა მთელ ამ დამთრგუნველ და უგვანო რებრენდინგის პროცესში.

მომხმარებელი ისედაც ”პირველ არხს” ან ”თბილისს” ეძახდა ამ არხს.

რეკლამა…

რებრენდინგს თან მოჰყვა რეკლამაც, რაც ცხადია აუცილებელია, ეს იყო ბილბორდები, ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე რათქმაუდნა დიდი პოსტერები თავად ტელევიზიის შენობაზე, ამ გადაწყვეტილებასაც არა უშავს.

გარდა ამისა დამზადდა აუცილებელი ელემენტები, ქუდები და ა.შ.

ვინ იმუშავა…

პროექტზე, საბჭოსთან ერთად მუშაობდა გერმანული united senses ( http://www.unitedsenses.tv ), რებრენდინგი მიმდინარეობდა ომის შემდგომ პერიოდში და ორიენტირი აღებული იყო BBC ზე.

კომპანია ირწმუნება, მიიღეს ვერცხლის ჯილდო პირველი არხის რებრენდინგის შესრულებისთვის კონკურსში: INAP EBUconnect Awards, რომელიც საკმაოდ გაურკვეველი წარმონაქმნია და ინფორმაციის მოგროვება ვერ შევძელი, როგორც აღმოჩნდა გამარჯვებულს გადაწყვეტს დამსწრე საზოგადოება, თუმცა ან ესენი ვინ არიან გაუგებარია.

მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერზე ტელევიზიამ ვაკანსია გამოაცხადა, ძალიან მაღალი მოთხოვნებით და კრიტერიუმებით, თუმცა არავინ აუყვანია და მოგვიანებით ალბათ გადაიფიქრეს და დანიშნეს ვახო ნიკოლავა, რომელიც თუ მეხსიერება არ მატყუებს – წამყვანი იყო.

რას ვიზამთ, წარმატება ვუსურვოთ!

დასკვნა…

ასე იყო თუ ისე, ჩვენი გადახდილი გადასახადები გერმანულმა კომპანიამ ჩაიჯიბა და შედეგად ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შემოგვთავაზა. არის ბნელი და არის ნათელი წერტილებიც. თუმცა რაც არ უნდა დიადი და ძლიერი რებრენდინგი შეასრულო და შეფუთო, პროდუქტს არ ეშველება, თუკი თავად პროდუქტი სრული ნაგავია.

ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ამართლებს უკვე გამოჩნდა, უაზრო, უშინაარსო გადაცემებით, უდაბლესი რეიტინგით და ყველაზე ცუდი: გაჩნდა ეჭვი რომ მაუწყებლობა მიკერძოებულია და მთავრობის ”რუპორად” გამოიყენება, რასაც ”სირცხვილის დერეფნები”, ცემა-ტყეპა და საბჭოდან რამოდენიმე წევრის პროტესტის ნიშნად გასვლა მოყვა.

ფაქტია რომ ”საზმაო” როგორც მას ხალხი მოიხსენიებს, ვერ იქცა პატარა BBC იდ.

It may be hard for an egg to turn into a bird: it would be a jolly sight harder for it to learn to fly while remaining an egg. We are like eggs at present. And you cannot go on indefinitely being just an ordinary, decent egg. We must be hatched or go bad.

C. S. Lewis

It may be hard for an egg to turn into a bird: it would be a jolly sight harder for it to learn to fly while remaining an egg. We are like eggs at present. And you cannot go on indefinitely being just an ordinary, decent egg. We must be hatched or go bad.

C. S. Lewis

”ქალაქში მკვლელია” – 3 დღე, ქართული PR კამპანიის არქივებიდან.
2005 წლის ნოემბერში, თბილისის ახალგამოღვიძებულ, ისედაც ათასი საზრუნავით დატვირთულ ქალაქის მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა, ქალაქში გაჩნდა პოსტერები და ბანერები, უცნაური და მუქარით სავსე წარწერებით: ქალაქში მკვლელია, თბილისი სასაფლაოა, ჯერ კიდევ არავინ მოგიკლეს? და ა.შ.

მისი წარმოშობის არც წყარო და არც მიზანი არავინ იცოდა. დაიწყო მასიური ისტერია. უცნაურმა კამპანიამ ერთი შეხედვით შედეგს მიაღწია, მშვენივრად მუშაობდა Word of Mouth ინსტრუმენტი. ცნობები ახალი პლაკატების შესახებ, სავარაუდო ახსნები და ა.შ. მეგობრიდან – მეგობარს გადაეცემოდა მთელი ქალაქის მასშტაბით.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსულმა სააგენტოებმა სერიოზული ტონით დაიწყეს ინფორმაციის გამოქვეყნება იმის შესახებ, რომ თბილისის ქუჩებში უცნაურ პოსტერები ჩდებოდა, ხოლო წარმოშობა არავინ იცოდა.

რათქმაუნდა სენსაციაზე დახარბებული ქართული მედია საშუალებები დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ამ მოვლენებს და ოფიციალური კომენტარის მიღება პატრულისგან სცადეს. გათვლა მარტივი იყო, რადგან წარწერები ღამე ჩნდებოდა, ხოლო ამ დროს მხოლოდ პატრული მოძრაობდა ქალაქში, წესით მათ უნდა სცოდნოდათ ვინ იყო ავტორი, მაგრამ მათ მხოლოდ მხრები აიჩეჩეს და ამ ფაქტმა მხოლოდ ნავთი დაამატა უკვე დანთებულ ისტერიის ცეცხლს.

ამასობაში უცნაური წარწერების ავტორები გააქტიურდნენ და ერთ დღესაც რუსთაველზე და უნივერსიტეტების ცხვირწინ, ზედ საავტომობილო გზაზე, საღებავით დახატული ნაფეხურები გაჩნდა, პარალელურად იმჟამინდელმა თბილისის მერმა განაცხადა რომ წარწერების ჩამოკიდება და გაკვრა მასთან არ იყო შეთახნმებული, ასე შევიდა კამპანია პიკში…

მაგრამ ყველაფერი უცნაურად ჩაფლავდა ყველაზე საინტერესო მომენტში, ერთ დღესაც უამრავმა ადამიანმა მეილზე შემდეგი ტექსტი მიიღო:

მეგობრებო,

ალბათ შეამჩნევდით, რომ მესამე დღეა თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ტრანსპარანტები წარწერით: “ქალაქში მკვლელია”, “ვინ იქნება შემდეგი”, “ჟერ არავინ მოგიკლეს?” და ა.შ.

მინდა გაცნობოთ, რომ ეს არის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც გაგრძელდება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვა და სხვა ფორმის აქტივობებით.

ამ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე ორგანიზაციაა თიბისი ბანკი.

აღნიშნული კამპანიის მთავარი მოვლენაა კვირას, 20 ნოემბერს, დღის 13.00 საათზე, შარდენის ქუჩაზე, სიონის ბაღთან დაგეგმილი შეკრება და მდუმარე მსვლელობა.

გთხოვთ, მიიღოთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა და შემოგვიერთდეთ 20 ნოემბერს, 13.00 საათზე, სიონის ბაღთან დაგეგმილ შეკრებაზე.

არ ვიცი ვისი იდეა იყო ასეთი უცნაური და ორიგინალური კამპანიის ასე უაზროდ დამთავრება, მაგრამ ხალხმა მაშინვე დაივიწყა მთელი ეს კამპანია.

3 წლის მერე საკმაოდ ძნელია ამ კამპანიის ავტორების მოძებნა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მას უძღვებოდა IPM Georgia

“By failing to prepare, you are preparing to fail.” Benjamin Franklin

ფოტო წამოღებულია საიტიდან: http://www.dgiuri.com/