Marketeer » readability

15 გზა, სარეკლამო ტექსტის კითხვადობის გასაზრდელად.
თუკი თქვენ გსურთ დიდი ტექსტის კითხვადობის გაზრდა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი ამის მისაღწევად, რეკლამის მამა: დევიდ ოგილვი გვთავაზობს 15 წესს, რომლებიც დღემდე აქტუალურია, მიუხედავად მათი სიძველისა.

ქვესათაურები, თითოეული სათაურის ქვეშ და ტექსტს შორის, ყოველთვის აღძრავს მადას მოახლოებული ტექსტის წაკითხვამდე

თუკი განცხადების ტექსტს დიდი ასოთი იწყებთ, კითხვადობას საშუალოდ 13% ით ზრდით

პირველი აბზაცი უნდა იყოს მაქსიმუმ 11 სიტყვიანი, დიდი აბზაცები აფრთხობს მკითხველს

დასაწყისიდან 3-4 დიუმის მერე, შემოიტანეთ პირველი ქვესათაური და ამის მერე რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ის, თან ზოგიერთი კითხვით ფორმაში ჩამოაყალიბეთ.

მკითხველები მიჩვეულები არიან, გაზეთის ტიპის ვიწრო სვეტებად კითხვას, რაც უფრო ფართოა სვეტი, მით ნაკლები მკითხველი გეყოლებათ

ტექსტი რომელიც დაბეჭდილია მე9 პუნქტირზე დაბალი შრიფტის ზომით – ძნელად იკითხება უმეტესობა ადამიანებისთვის

ყველაზე უკეთ იკითხება მახვილბოლოებიანი შრიფტი

არ არის აუცილებელი თითოეული აბზაცი ამთავრებდეს აზრს, მაგრამ ბოლო აბზაცზე უნდა მთავრდებოდეს ძირითადი აზრი.

ეცადეთ მოერიდოთ ტექსტის მონოტონურობას, დროდადრო გაამუქეთ ან კურსივით დაბეჭდეთ მთავარი ტერმინები, ტექსტი, სიტყვები.

გააფორმეთ ილუსტრაციებით

გამოყავით აბზაცებიისრებით, ვარსკვლავებით.

თუკი უამრავი ფაქტი გაქვთ, რომელიც ერთმანეთთან კავშირში არ არის, არ სცადოთ მათი უხეშად დაკავშირება, არამედ უბრალოდ გაუკეთეთ ნუმერაცია, როგორც ამ წერილშია.

არასდროს განათავსოთ სარეკლამო ტექსტი ნეგატივში, ანუ არ დაბეჭდოთ შავ ფონზე თეთრი ასოებით, ადრე ფიქრობდნენ რომ ეს აუმჯობესებს კითხვადობას, ახლა კი ვიცით რომ ეს მეთოდი კითხვას შეუძლებელს ხდის.

თუ აბზაცებს შორის პუნქტირულ ხაზებს გამოიყენებთ, კითხვადობას კიდევ 12% ით გაზრდით.

არასდროს განათავსოთ თქვენი სათაური მთავარი სურათის თავზე, არამედ განათავსეთ ილუსტრაცია ზემოთ და სათაური ტექსტით – მის ქვეშ.

საერთოდ, ეცადეთ რედაქტორებს მიბაძოთ, რადგან მკითხველს კულტურას სწორედ ისინი უყალიბებენ.