Marketeer » მარკეტინგი

პროვაიდერთა ომები, ანუ Caucasus Online vs United Georgian Telecom
აგვისტოში რუსეთთან უსამართლო და უთანასწორო ომით ისედაც ნერვებდაწყვეტილ ქართველებს, ოქტომბერში ახალი სანერვიულო გაუჩინეს ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა, ამჯერად ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” იერიში მიიტანა ”კაუკასუს ონლაინის” ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე, რომელიც ბაზარზე GElink ის სახელითაა ცნობილი.

გარდა ამისა ”გაერთიანებული ტელეკომი” ითხოვდა გაურკვეველი წარმომავლობის ვალის 3 მილიონი ლარის ანაზღაურებას, მაგრამ 16 ოქტომბერს სასამართლომ დავა ”კაუკასუს ონლაინის” სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ამ დროს აღმოჩნდა, რომ ”კაუკასუს ონლაინს” არ გააჩნდა კორპუსის ამხანაგობებისგან თანხმობა – სახურავებზე დაემონტაჟებინა ხაზები, ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ”გაერთიანებლი ტელეკომის” თანამშრომლებმა ამ ”შეცდომის გამოსწორება” სასწრაფოდ საკუთარ თავზე აიღეს და ისედაც გამწარებულ ხალხს ინტერნეტის ხაზის ჩაუჭრეს.

შეიძლება სხვა დროს ხალხს ასეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონოდა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ხალხი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ინფორმაციას სწორედ ინტერნეტიდან იღებს, ხოლო საქართველოში შექმნილი პირობების გამო, ზოგიერთისთვის ინტერნეტი ერთადერთ გასართობ საშუალებადაც კი იქცა.

ცოტა უფრო მოკლედ, რომ ვთქვათ ”გაერთიანებულ ტელეკომს” ძალიან დაეზარა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, თან ძალიან ეჩქარებოდა, რადგან თვის ბოლოს ”კაუკასუს ონლაინი” თავის ევროპულ ინტერნეტს რთავდა და ამიტომ გადაწყვიტა აქტიურ ქმედებებზე გადასულიყო.

Caucasus Online - ის ლოგო

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ”კაუკასუს ონლაინი” დიდი ხანია ბაზარზე მონოპოლისტია, ის შეიქმნა ”ჯორჯია ონლაინის”, ”კაუკასუს ნეტვორკის” და ”სანეტის”  შერწყმის შედეგად. მოგვიანებით კიდევ ”ტელენეტი” და ”დელტანეტიც” დაიმატა.სახელიც და ლოგოც შეიქმნა ”კაუკასუს ონლაინის” და ”ჯეორჯია ონლაინის” კორპორატიული სტილის შერწყმით.

როგორც მონოპოლისტებს სჩვევიათ კლიენტების მიმართ საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ, ერთადერთი ცვლილება რაც უამრავ პროტესტს მოჰყვა იყო ის, რომ შემოიღეს ოპერატორების შეფასების სისტემა, ხოლო რობოტი ავტომატურად გამცნობდათ კიდევ რამდენი ხანი უნდა მოგეცადათ მოთმინებით.

სიახლე, სიახლედ და ”კაუკასუს ონლაინის” აბონენტებთან მომსახურების ცენტრი ხანდახან უბრალოდ ითიშებოდა, ან სისტემა ვერ უძლებდა ან უბრალოდ არ სურდათ უკმაყოფილო მომხმარებლების მოსმენა.

ამ და სხვა მიზეზების გამო, ინტერნეტ მომხმარებლები დიდი ხანია ალტერნატივას ეძებდნენ, ხოლო მომხმარებელთა ლოიალურობა ”კაუკასუს ონლაინის” მიმართ უკვე დიდი ხანია 0 – იან ნიშნულს ჩასცდა.

UTG - ის ლოგო

რაც შეეხება ”გაერთაინებულ ტელეკომს” ის ”საქართველოს ტელეკომის”, ”ვანექსის” და ”აჭარის ტელეკომის” გაერთიანების შემდგომ შეიქმნა.”გაერთიანებული ტელეკომის” ლოგო, კომპანია BBDO International მა შეიმუშავა, მაგრამ გაუგებარია რა დატვირთვას შეიძლება ატარებდეს (რიგ მკითხველს ალბათ პოზა 69 საც გაახსენებს). 2008 წელს კი გამოაცხადეს, რომ ”მაშტაბურ სერვის კამპანიას” გეგმავდნენ, (ეტყობა მომხმარებლის სახურავზე სირბილი და ხაზების გადაჭრა თუ მოიაზრებოდა.)

გარდა ხაზების გადაჭრისა, ”გაერთიანებული ტელეკომის” თანამშრომლები შედიოდნენ სადგურებში და ”კაუკასუს ონლაინის” აპარატურა გამოჰყავდათ მწყობრიდან, ეს ფაქტები ”კაუკასუს ონლაინის” სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

გარდა ამისა, ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები, სადაც ინტერნეტ მომხმარებელს არწმუნებდნენ სასწრაფოდ გადართულიყო ”გაერთიანებული ტელეკომის” ინტერნეტზე, რადგან სულ მალე GElink გაითიშებოდა.

კაუკასუსმა საპასუხოდ, განათავსა ინფორმაციული ბანერები მის ყველაზე დიდ ონლაინ სერვისებზე და პორტალებზე, ეტყობა ბანერები ნაჩქარევად იყო დამზადებული, რადგან საკმაოდ მდარე ხარისხის იყო.

უამრავი ადამიანი, სწორედ ”კაუკასუს ონლაინისგან” ადრინდელი აგდებული დამოკიდებულების გამო გადაერთო ”გაერთიანებულ ტელეკომზე”, მაგრამ ეტყობა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, როგორც იქნა ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” ცივილურ ხერხს მიმართა და მომხმარებელს მაცდუნებელი წინადადება შესთავაზა – მაღალ სიჩქარიანი გლობალური შეერთება მესამედ ფასად, თან პირველი თვე – უფასოდ.

ამის შემდეგ სიტუაცია თითქოს დაწყნარდა, ხაზები საკმაოდ ოპერატიულად აღადგინეს ”კაუკასუს ონლაინის” თანამშრომლებმა, უმრავლესობა მომხმარებლებმა კი ორივე ინტერნეტი დაიდგეს სახლში, ახლა ხან ერთზე გადაერთვებიან, ხან მეორეზე.

საგულისხმოა, რომ არცერთ მხარეს არ გააჩნდა არანაირი მომხმარებლის მხარდაჭერა. მათ შესათავაზებელიც კი არაფერი ჰქონდათ. სიტუაცია საკმაოდ უცნაურია, რადგან როგორც წესი, ოლიგოპოლიის თუ დუოპოლიის შემთხვევაში კომპანიები თანხმდებიან და ქმნიან კარტელს, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელზე გამანადგურებელი შედეგი აქვს, რადგან ისპობა კონკურენცია და ხდება ფასების ფიქსირება.

ასე იყო თუ ისე, კაუკასუსმა მართლაც გრანდიოზული პროექტი ”ვარნა-ფოთის” მაგისტრალი დაამთავრა, ოღონდ ქართული დაუდევრობის გარეშე, არც მის გახსნა-ჩართვას ჩაუვლია, როგორც ეტყობა პირდაპირ 18-19 ნოემბერს, ამოგლიჯეს (სხვა ახსნას ვერ ვუძებნი) თურქული ინტერნეტი და ახალ ხაზზე გადააერთეს ლამის მთელი საქართველო.

მომხმარებლის სამართლიან საყვედურს, თუ რატომ იყო გათიშული გარე შეერთება რამოდენიმე დღე გადაბმულად კაუკასუსმა ჩვეული დუმილით უპასუხა, მაგრამ მომხმარებლის მოლოდინი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა ასე თუ ისე გამართლდა. მართალია, ფასები ჯერ კიდევ შეიცვლება, ალბათ მონოპოლიები შეთანხმდებიან და გარკვეულ ზღვარზე დაიჭერენ ფასებს.

რომელი მხარე იყო დამნაშავე? ორივე! იმის მაგივრად ბაზარზე პოზიციონირება უკეთ გაეკეთებინათ და მარკეტინგული ხერხებისთვის მიემართათ – ერთმანეთთან ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ. ზარალით კი ცხადია, უბრალო მომხმარებელი დაზარალდა.

დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდია.

4 ფილოსოფოსიური კითხვა, რომელიც ტვინს აგატკიებთ!
სალამი მკითხველებო, თქვენს თითოეულ კომენტარებს ყურადღებით ვაკვირდები და ვკითხულობ. უნდა ვაღიარო, რომ ცოტა, მაგრამ ძალიან საინტერესო მკითხველები მყავს :)

დღეს გადავწყვიტე ოდნავ განსხვავებულ თემას შევხებოდი, რადგან 20 ნოემბერი ”მსოფლიო ფილოსოფოსიის” დღეა. მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის არ იქნება საიდუმლო, რომ მთელი მარკეტინგი აგებული დარწმუნების ტექნოლოგიებზე, მომხმარებლის ფსიქოლოგიურ რეაქციაზე, ხშირად გადარწმუნებაზე და გარკვეული აზრის დანერგვაზე.

ნამდვილი მარკეტოლოგისთვის კამათი არასადროს არის დამთრგუნველი, პირიქით, ნებისმიერი მარკეტერი ცდილობს ჩაერთოს ასეთ კამათში და თავისი პოლიტიკა გაატაროს. ხდება ისეც, რომ მარკეტოლოგი განგებ მარცხდება, მარტო იმიტომ რომ საკუთარი პროდუქტის უპირატესობა დაამტკიცოს, მოკლედ მგონი უკვე მიხვდით რომ დღეს საუბარი იქნება ჩახლართულ, ტვინის ასატკიებელ ფილოსოფოსურ პრობლემებზე.

დიდი შანსია, რომ ქვემოთ მოყვანილ 4 ფილოსოფოსურ კითხვასთან თავად მიხედვით, რომელიც BBC იმ გამოაქვეყნა, თავად გიმსჯელიათ და ალბათ კომენტარებშიც გამოხატავთ აზრს, რომელიც თქვენ თავთან თუ სხვასთან კამათში დაგებადათ. მე პირადად კი რამოდენიმე თემაზე მქონდა გახსნილი დისკუსია Forum.ge ზე, თუმცა ზოგი მათგანი მართლაც უცხო და საინტერესო აღმოჩნდა.

მოკლედ, დავიწყეთ.

უნდა მოვკლათ თუ არა ჯანმრთელი ადამიანი – მისი ასევე ჯანმრთელი ორგანოების გამო?თუკი… – დავუშვათ ”მიშა” არის ჯანმრთელი ადამიანი, ოჯახის და ახლობლების გარეშე, დასაშვებია თუ არა მისი მოკვდინება უმტკივნეულოდ, თუკი მისი ორგანოები გადაარჩენს 5 სხვა ადამიანს, რომლებსაც სჭირდებათ მისი გული, თირკმელი და ა.შ.?თუ არა, რატომ არა?

ახლა კი წარმოიდგინეთ სხვა სიტუაცია, მკვლელმა დაგიჭირათ თქვენ და კიდევ სხვა 6 ადამიანი, მან როგორღაც დაგარწმუნათ, რომ თუკი თქვენ მოკლავთ 6 იდან ერთ-ერთს, მაშინ დანარჩნეებს გაათავისუფლებს, თუ არცერთს არ მოკლავს, მაშინ 6 ივეს დახოცავს, ხოლო თქვენ ყველა შემთხვევაში გაგათავისუფლებთ.

მოკლავდით თუ არა ერთ ადამიანს დანარჩენი 5 ის გადასარჩენად – ამ შემთხვევაში?

ხარ თუ არა ისევ ის ადამიანი, რომელმაც ამ წერილის კითხვა დაიწყო? წარმოიდგინეთ თქვენი ბავშვობისდროინდელი ფოტო, სადაც ხართ სულ 8 წლის, როგორ ფიქრობთ, რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ, რომ ეს ადამიანი სწორედ თქვენ ხართ? შეიძლება იფიქროთ რომ ეს ადამიანი ფოტოზე ხართ თქვენ, მარტო იმიტომ რომ ორივე შედგებოდით და შედგებით ერთიდაიგივე უჯრედებისგან, მაგრამ ყოველ 7 წელში, ადამიანი იცვლის თავის უჯრედებს, ძველი უჯრედები კვდებიან, ახლები იბადებიან.თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ “თქვენ” მაშინ და “თქვენ” ახლა, ხართ ერთიდაიგივე ორგანიზმი – მთლიანად, მაგრამ რა ქმნის რეალურად ამ მთლაინობას? დავუშვათ, რომ თქვენი და რომელიმე სხვა ადამიანის ტვინს შეუცვალეს ადგილები (რომელი ფილმი გახსენდებათ?) იქნებით კი თქვენ, ახალი ორგანიზმი? რათქმაუნდა მიმზიდველია განაცხადოთ რომ ”თქვენ” ხართ მხოლოდ ადამიანის ტვინი და არა ადამიანი, როგორც არსება.

მაგრამ რატომ მაინცდამაინც ტვინი და არა სხვა რომელიმე ორგანო, მაგალითად ელენთა? ალბათ იმიტომ რომ სწორედ ტვინში მიმდინარეობს ჩვენი მენტალური პროცესები, იმედები, შიშები, ოცნებები, რწმენები, ღირებულებები და მახსოვრობა. ახლა უკვე გამოდის, რომ სწორედ ემოციებია მთავარი და არა ტვინი, რომელიც მათ უზრუნველყოფს.

საბოლოო ჯამში, თუკი უბრალოდ შესაძლებელი იქნებოდა თქვენი ტვინის სკანირება და დროებით სადმე ჩაწერა, შემდეგ თქვენი და კიდევ ერთი ადამიანის ტვინის მთლიანად წაშლა და მერე ზედ ადრე შენახული ტვინის მონაცემების ჩაწერა, გამოდის რომ ამ დროს ორი ერთიდაიგივე ადამიანი, დედამიწის სხვადასხვა ადგილას – ერთდროულად იარსებებდა!

ასე, რომ არანაირი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თქვენ, სწორედ თქვენ ხართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში – არ არის სწორი!

თქვენ უკვე ის პიროვნებაც კი არ ხართ, ვინც ამ წერილის კითხვა დაიწყო!

არის თუ არა ამ წამს კომპიუტერის მონიტორი თქვენს წინაშე? რა მიზეზით ფიქრობთ, რომ ამჟამად თქვენ მონიტორს უცქერით? ალბათ თქვენი პასუხი იქნება – ”მე ხომ მას ვხედავ” ან… უბრალოდ გგონიათ რომ ხედავთ! საქმე იმაშია, რომ გრძნობები ხშირად გვატყუებენ, ხშირად სწორი ჯოხი, წყალში მოღუნულ ჯოხად გვეჩვენება, ხანდახან კი ორი თანაბარი სიდიდის ზოლი, სხვადასხვა ზომის ჩანს.მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ გრძნობები მაინც იძლევიან საფუძველს დავეყრდნოთ მათ როდესაც ვიქმნით წარმოდგენას სამყაროს შესახებ, ანალოგიას თუკი გავატარებთ, არაზუსტ ბარომეტრსაც კი შეუძლია მოგვცეს საფუძველი ვიფიქროთ რომ სადაცაა იწვიმებს.

მაგრამ სანამ ბარომეტრს ვენდობით, ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ და უბრალოდ გავიხედოთ გარეთ, ვნახოთ გვატყუებს თუ არა ბარომეტრი, ასეთი შემოწმების შემდეგ, რათქმაუნდა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბარომეტრი ამინდს 99% იანი სიზუსტით აჩვენებს.

თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, როდესაც საქმე მიდგება ჩვენს გრძნობებზე, შეუძლებელია ამოხტე საკუთარი შეგრძნებების განცდიდან და შეამოწმო, რეალურია თუ არა ისინი, სინამდვილეში თქვენ არანაირი საფუძველი არ გაქვთ ფიქრობდეთ, რომ ახლა თქვენს წინაშე მონიტორია. (აბა ახლა, რომელი ფილმი გაგახსენდათ?)

როდესაც ამ წერილის კითხვა დაიწყეთ, იყო კი ეს თქვენი დამოუკიდებელი არჩევანი?დავუშვათ სამყაროს წარმოქმნის მომენტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, არსებობდა ვინმე ”მიშა”, რომელსაც გააჩნია აბსოლიტური ინფორმაცია, სამყაროში არსებულ ყველა ფიზიკის კანონზე, ყველა ნაწილაკზე და შეუძლია გადაამუშაოს ეს ინფორმაცია.გამოვა, რომ ”მიშას” შეუძლია გამოთვალოს, რომ როდესმე დაიბადება დედამიწა, განვითარდება ზედ გარკვეული მოვლენები და ბოლოს ამ წამს თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ.არავინ უარყოფს რომ თქვენ აირჩიეთ ამ წერილის წაკითხვა, მაგრამ იყო კი ის დამოუკიდებელი? თქვენს არჩევანს ხომ უამრავი მიზეზი ჰქონდა, თუნდაც ტვინში ნეირონების მიკრო იმპულსები, რომლებსაც თავის მხრივ მიზეზები ჰქონდათ სწორედ ასე და არა სხვანაირად გამოეცათ ის იმპულსები, იმ მიზეზებს კიდევ მიზეზები და ასე დაუსრულებლად უკან, სამყაროს წარმოშობამდე, ასე რომ ”მიშამ” იცოდა რომ ამ წერილს წაიკითხავდით და როდესაც თქვენ გაჩნდით, უკვე გვიანი იყო რაიმეს შესაცვლელად.

რათქმაუნდა არანაირი ”მიშა” არ არსებობს, მაგრამ აქ აზრი იმაშია, რომ თუკი ასეთი ”მიშა” იარსებებდა, მას შეეძლო მოვლენების განვითარების წინასწარმეტყველება, ახლა შეიძლება შემეკამათოთ, -”კი მაგრამ თანამედროვე ფიზიკაში ხომ არის ისეთი მაგალითები სადაც ფუნდამენტური შემთხვევითობებთან გვაქვს საქმე და ეს მაგალითები ”მიშას” ძალიან ეწყინებოდაო”, მაგრამ აბა თავად დაფიქრდით, ცვლის კი ეს რაიმეს ჩვენს პირად ცხოვრებაში?

არ გახსენდებათ მაგალითი, რომ როდესაც ადამიანი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს, ხშირად ვეჭვობთ, რომ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია დამოუკიდებლად.

ასე რომ თავისუფალი ნება, მისი ჩვეულებრივი განმარტებითაც და შემთხვევითობის მაგალითებითაც მაინც შეუსაბამოა ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენ არასდროს მიგვიღია არცერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

ალბათ უკვე ბევრი საფიქრალი გაქვთ და შიგადაშიგ გვარიანადაც დაიბენით, როგორც მე მომივიდა პირველად წაკითხვისას, თუკი დაფიქრდებით, ბევრი რამე თავის ადგილზე დგება და ეს ყველაფერი გასაოცარი ხდება :)

Bonus: დასასრულს, ჩემს პირად მოსაზრებასაც გაგიზიარებთ: – ”თუკი როდესმე ადამიანები შეძლებენ უკვე მკვდარი ადამიანების გაცოცხლებას, მაშინ ისინი ყველა ადამიანს გააცოცხლებენ ერთიდაიმავე დროს და რადგან ჩვენ მთელი ეს დრო მკვდრები ვიქნებით და ვერაფერს ვიგრძნობთ ან გავიგებთ, გამოდის, რომ ჩვენ სიკვდილისთანავე მომავალში გამოვიღვიძებთ” :)

“…the end of our exploring,

Will be to arrive where we started,

And know the place for the first time.”

ევანგელიზმი – მარკეტინგის მწვერვალები
თუკი Word of Mouth (WoM) მარკეტინგის გაძლიერებული ფორმაა, მაშინ ევანგელიზმი თვითონ WoM ის გაძლიერებული ჟანრია.

რას ნიშნავს თვითონ ტერმინი ”ევანგელიზმი” ის მოდის სიტყვიდან – ”კარგი ამბების მოტანა” და როგორც უკვე ხვდებით, რელიგიასთან საკმაოდ ახლო კავშირშია, რა იყო რელიგიური ევანგელისტების ძირითადი მიზანი? გადმოეყვანათ ყველა სხვა სარწმუნოების აღმსარებელი – ქრისტიანობაზე.

მარკეტინგული ევანგელიზმიც დაახლოებით ასე მოქმედებს, ევანგელისტი, რომელიც კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, აქვს დარწმუნების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები, ქმნის მომხმარებელთა კულტურას, გუნდს, საზოგადოებას. რომლებიც თავის მხრივ სხვებს არწმუნებენ გადმოვიდნენ ამ პროდუქტზე.

რათქმაუნდა, ევანგელისტები და ევანგელიზმი მაინცდამაინც ხელმისაწვდომი არ არის მცირე ზომის კომპანიებისთვის, ეს საკმაოდ იშვიათი და ეგზოტიკური პროფესიაა, ცალკე ევანგელიზმში ვერავინ მოგამზადებთ, საჭიროა ბუნებისგან მონიჭებული შეუდარებელი ნიჭი ადამიანების დარწმუნებისა.

ევანგელიზმის ტექ.სფეროში შემომტანად და საერთოდ მარკეტინგული ევანგელიზმის მამამთავრად გაი კავაზაკი ითვლება, თავის დროზე მან უარი თქვა Yahoo ს დირექტორობაზე, მარტო იმიტომ რომ Apple ის ევანგელისტი გამხარიყო. 1986 წელს გაი კავაზაკიმ დაიწყო მაკინტოშის პროდუქტის პრომოცია და შესძლო ჩამოეყალიბებინა Apple ის მომხმარებლების ისეთი საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ Apple ის პროდუქტს ადვოკატობას უწევენ.

გაი კავაზაკი (მარცხნივ) და სტივ ბალმერი (მაიკროსოფტი)

როგორც უკვე მიხვდით, მარკეტინგული ევანგელიზმის პროცესში, კონკრეტული პროდუქტის გარშემო ხდება გარკვეული, ვირტუალური ფანკლუბის ფორმირება და ეს ფანკლუბი მზად არის თავის პროდუქტზე ”მოაქციოს” ნებისმიერი პოტენციური მომხმარებელი, იმავე დროს ეს ფანკლუბი მზად არის დაიცვას თავისი პროდუქტი კონკურენტული პროდუქციის მომხმარებლების კრიტიკისგან და ა.შ.

ანუ ასეთი მომხმარებლები ფორმირდებიან ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მდგომარეობაში და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, მაინც მზად არიან დაიცვან საყვარელი კომპანიის ინტერესები, გასაგებია რომ ასეთი მომხმარებლები მოქმედებენ, როგორც ერთი დიდი სეილ-მენეჯერების გუნდი.

ევანგელისტი, თავის მხრივ მუდმივად განაგრძობს ასეთი მომხმარებლების წახალისებას, ხელს უწყობს გაერთიანდნენ ერთ საზოგადოებაში და ხშირად თავაზობს მათ ”ექსკლუზიურ ტკბილეულს” მაგალითად მომავალ პროდუქტების სასინჯ ნიმუშებს, პატიჟებს უფასოდ სხვადასხვა გამოფენებზე, სიმპოზიუმებზე, მოკლედ ხელს უწყობს ასეთმა მომხმარებლებმა თავი იგძრნონ სხვა ”უბრალო მოკვდავი” მომხმარებლებისგან გამორჩეულად.

ბევრი კომპანია აწყობს უფასო პიკნიკებს, სადაც ათასობით მომხმარებელს უფასოდ ეპატიჟება.

ხდება რა ამ პროდუქტის მომხმარებელი, ადამიანი თვლის რომ ის უკვე ამ ”გუნდის” წევრია და თავადაც იწყებს ამ პროდუქტის ადვოკატობას. ხშირად ასეთ მომხმარებლებს Fanboy (Fangirl) ებსაც უწოდებენ.

ცნობილი ევანგელისტები თავიანთ წიგნებში, ევანგელისტი მომხმარებლის ფორმირების 6 ძირითად პრინციპს აყალიბებენ:

მუდმივად მოაგროვეთ მომხმარებლის შთაბეჭდილებები თქვენი პროდუქტის შესახებ

თავისუფლად გაავრცელეთ თქვენი სასარგებლო ცოდნა

შექმენით WoM ქსელები

შექმენით საზოგადოება, კლუბი, მხარი დაუჭირეთ მათ შეხვედრებს და გაცნობებს

შექმენით ”ექსკლუზიური ტკბილეული” სასინჯი ნიმუშები, რომ გაასინჯოთ თქვენს მომხმარებელს

იზრუნეთ რომ არსებობდეს რეალური, საამაყო მიზეზი!!! რეალურად განავითარეთ თქვენი სფერო, პროდუქტი, სერვისი!

“Evangelism is selling a dream.” Kawasaki, Guy

კომიქსი - ბოლოსიტყვის მაგიერ

თავიდან იყო – პროდუქტი!
მოგესალმები მკითხველო, უაზრო და არაფრის მომცემი წინასიტყვაობა არავის მოსწონს, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: – როგორ ფიქრობთ, რას ეძღვნება ეს ვებ-გვერდი?

თუ უკვე მიიხედ-მოიხედეთ მაშინ მარკეტინგთან დაკავშირებით, უამრავ საინტერესო და სახალისო წერილს წააწყდებოდით. ვებ-გვერდიც სწორედ ამ ახალგაზრდა მეცნიერებას – მარკეტინგს მიეძღვნა, თავიდან-ბოლომდე!

თვითონ მარკეტინგს კიდევ ბევრჯერ შევეხებით, მანამდე კი უბრალოდ მინდა წითელი ლენტი გადავჭრა და ვთქვა: პირველი ქართული კორპორატიული ბლოგი – თავის მხიარულ და უცნაურ ცხოვრებას იწყებს!  იმედი მაქვს, რომ თქვენც შემოგვიერთდებით ამ საინტერესო მოგზაურობაში, რომელიც მარკეტინგის სამყაროში გველის.

მშვენიერი რამაა დასაწყისი, რაიმე მომსახურების ან პროდუქტის მომავლის ხედვა, მაშინაც კი თუკი თავიდან მხოლოდ ერთ კლიენტის მომსახურება მოგიწევთ, ისიც უფასოდ! – რობერტ კოლიე (მწერალი)