როგორც იქნა მოვიცალე და გადავწყვიტე ბლოგის განახლებას საინტერესო და სახალისო თემიდან შევუდგე. ნებისმიერი მარკეტოლოგი, ელემენტარულ დონეზე უნდა ერკვეოდეს ეკონომიკაში, უნდა იცოდეს როგორ იქცევა მისი მიზანი, მისი მომხმარებელი ამა თუ იმ გარემოში, როგორ რეაგირებს სხვადასხვა მოვლენებზე, რომ თავადაც უკეთ მოერგოს, უკეთესი მარკეტინგული აქტივობა დაგეგმოს და მიმდინარე მოვლენებს მაქსიმალურად მოერგოს. სხვანაირად, ეკონომიკისგან დამოუკიდებლად, მარკეტინგი საერთოდ არ არსებობს.
მარკეტოლოგის მიზანია, რომ როდესაც მომხმარებელი ჯიბიდან ფულს ამოიღებს, ის მისი კომპანიის პროდუქტის სანაცვლოდ დახარჯოს და არა კონკურენტთან, მაგრამ რა არის თვითონ ფული, თვითონ ბაზარი და როგორ მოქმედებს ის?
ადამ სმიტი, კლასიკური ეკონომიკის მამა და ფუძემდებელი დარწმუნებული იყო, რომ ფულის და ფულის გაცვლის აზრი, მხოლოდ ადამიანებისთვის, კაცობრიობისთვის იყო ცნობილი და გასაგები.
-”ჯერ არავის უნახავს, რომ ერთ ძაღლს, მეორე ძაღლისთვის ძვალი გაეცვალოს, სამართლიანად და ნებით” წერდა ის “არავის უნახავს ერთ ცხოველს მიენიშნებინოს მეორესთვის “აი ეს ჩემია, ეს კი შენი, მე მსურს მოგცე ეს, ამის სანაცვლოდ”" თუმცა 2005 წელს, იელის ახალი ჰევინის ლაბორატორია საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცადა.
წაიკითხე დანარჩენი »
აგვისტოში რუსეთთან უსამართლო და უთანასწორო ომით ისედაც ნერვებდაწყვეტილ ქართველებს, ოქტომბერში ახალი სანერვიულო გაუჩინეს ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა, ამჯერად ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” იერიში მიიტანა ”კაუკასუს ონლაინის” ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე, რომელიც ბაზარზე GElink ის სახელითაა ცნობილი.
გარდა ამისა ”გაერთიანებული ტელეკომი” ითხოვდა გაურკვეველი წარმომავლობის ვალის 3 მილიონი ლარის ანაზღაურებას, მაგრამ 16 ოქტომბერს სასამართლომ დავა ”კაუკასუს ონლაინის” სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ამ დროს აღმოჩნდა, რომ ”კაუკასუს ონლაინს” არ გააჩნდა კორპუსის ამხანაგობებისგან თანხმობა – სახურავებზე დაემონტაჟებინა ხაზები, ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ”გაერთიანებლი ტელეკომის” თანამშრომლებმა ამ ”შეცდომის გამოსწორება” სასწრაფოდ საკუთარ თავზე აიღეს და ისედაც გამწარებულ ხალხს ინტერნეტის ხაზის ჩაუჭრეს.
შეიძლება სხვა დროს ხალხს ასეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონოდა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ხალხი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ინფორმაციას სწორედ ინტერნეტიდან იღებს, ხოლო საქართველოში შექმნილი პირობების გამო, ზოგიერთისთვის ინტერნეტი ერთადერთ გასართობ საშუალებადაც კი იქცა.
წაიკითხე დანარჩენი »
სალამი მკითხველებო, თქვენს თითოეულ კომენტარებს ყურადღებით ვაკვირდები და ვკითხულობ. უნდა ვაღიარო, რომ ცოტა, მაგრამ ძალიან საინტერესო მკითხველები მყავს :)
დღეს გადავწყვიტე ოდნავ განსხვავებულ თემას შევხებოდი, რადგან 20 ნოემბერი ”მსოფლიო ფილოსოფოსიის” დღეა. მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის არ იქნება საიდუმლო, რომ მთელი მარკეტინგი აგებული დარწმუნების ტექნოლოგიებზე, მომხმარებლის ფსიქოლოგიურ რეაქციაზე, ხშირად გადარწმუნებაზე და გარკვეული აზრის დანერგვაზე.
ნამდვილი მარკეტოლოგისთვის კამათი არასადროს არის დამთრგუნველი, პირიქით, ნებისმიერი მარკეტერი ცდილობს ჩაერთოს ასეთ კამათში და თავისი პოლიტიკა გაატაროს. ხდება ისეც, რომ მარკეტოლოგი განგებ მარცხდება, მარტო იმიტომ რომ საკუთარი პროდუქტის უპირატესობა დაამტკიცოს, მოკლედ მგონი უკვე მიხვდით რომ დღეს საუბარი იქნება ჩახლართულ, ტვინის ასატკიებელ ფილოსოფოსურ პრობლემებზე.
დიდი შანსია, რომ ქვემოთ მოყვანილ 4 ფილოსოფოსურ კითხვასთან თავად მიხედვით, რომელიც BBC იმ გამოაქვეყნა, თავად გიმსჯელიათ და ალბათ კომენტარებშიც გამოხატავთ აზრს, რომელიც თქვენ თავთან თუ სხვასთან კამათში დაგებადათ. მე პირადად კი რამოდენიმე თემაზე მქონდა გახსნილი დისკუსია Forum.ge ზე, თუმცა ზოგი მათგანი მართლაც უცხო და საინტერესო აღმოჩნდა.
მოკლედ, დავიწყეთ.
წაიკითხე დანარჩენი »
თუკი Word of Mouth (WoM) მარკეტინგის გაძლიერებული ფორმაა, მაშინ ევანგელიზმი თვითონ WoM ის გაძლიერებული ჟანრია.
რას ნიშნავს თვითონ ტერმინი ”ევანგელიზმი” ის მოდის სიტყვიდან – ”კარგი ამბების მოტანა” და როგორც უკვე ხვდებით, რელიგიასთან საკმაოდ ახლო კავშირშია, რა იყო რელიგიური ევანგელისტების ძირითადი მიზანი? გადმოეყვანათ ყველა სხვა სარწმუნოების აღმსარებელი – ქრისტიანობაზე.
მარკეტინგული ევანგელიზმიც დაახლოებით ასე მოქმედებს, ევანგელისტი, რომელიც კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, აქვს დარწმუნების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები, ქმნის მომხმარებელთა კულტურას, გუნდს, საზოგადოებას. რომლებიც თავის მხრივ სხვებს არწმუნებენ გადმოვიდნენ ამ პროდუქტზე.
წაიკითხე დანარჩენი »
მოგესალმები მკითხველო, უაზრო და არაფრის მომცემი წინასიტყვაობა არავის მოსწონს, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: – როგორ ფიქრობთ, რას ეძღვნება ეს ვებ-გვერდი?
თუ უკვე მიიხედ-მოიხედეთ მაშინ მარკეტინგთან დაკავშირებით, უამრავ საინტერესო და სახალისო წერილს წააწყდებოდით. ვებ-გვერდიც სწორედ ამ ახალგაზრდა მეცნიერებას – მარკეტინგს მიეძღვნა, თავიდან-ბოლომდე!
წაიკითხე დანარჩენი »
ბოლოს კომენტარები: