Marketeer » გაძლიერებული

ევანგელიზმი – მარკეტინგის მწვერვალები
თუკი Word of Mouth (WoM) მარკეტინგის გაძლიერებული ფორმაა, მაშინ ევანგელიზმი თვითონ WoM ის გაძლიერებული ჟანრია.

რას ნიშნავს თვითონ ტერმინი ”ევანგელიზმი” ის მოდის სიტყვიდან – ”კარგი ამბების მოტანა” და როგორც უკვე ხვდებით, რელიგიასთან საკმაოდ ახლო კავშირშია, რა იყო რელიგიური ევანგელისტების ძირითადი მიზანი? გადმოეყვანათ ყველა სხვა სარწმუნოების აღმსარებელი – ქრისტიანობაზე.

მარკეტინგული ევანგელიზმიც დაახლოებით ასე მოქმედებს, ევანგელისტი, რომელიც კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, აქვს დარწმუნების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები, ქმნის მომხმარებელთა კულტურას, გუნდს, საზოგადოებას. რომლებიც თავის მხრივ სხვებს არწმუნებენ გადმოვიდნენ ამ პროდუქტზე.

რათქმაუნდა, ევანგელისტები და ევანგელიზმი მაინცდამაინც ხელმისაწვდომი არ არის მცირე ზომის კომპანიებისთვის, ეს საკმაოდ იშვიათი და ეგზოტიკური პროფესიაა, ცალკე ევანგელიზმში ვერავინ მოგამზადებთ, საჭიროა ბუნებისგან მონიჭებული შეუდარებელი ნიჭი ადამიანების დარწმუნებისა.

ევანგელიზმის ტექ.სფეროში შემომტანად და საერთოდ მარკეტინგული ევანგელიზმის მამამთავრად გაი კავაზაკი ითვლება, თავის დროზე მან უარი თქვა Yahoo ს დირექტორობაზე, მარტო იმიტომ რომ Apple ის ევანგელისტი გამხარიყო. 1986 წელს გაი კავაზაკიმ დაიწყო მაკინტოშის პროდუქტის პრომოცია და შესძლო ჩამოეყალიბებინა Apple ის მომხმარებლების ისეთი საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ Apple ის პროდუქტს ადვოკატობას უწევენ.

გაი კავაზაკი (მარცხნივ) და სტივ ბალმერი (მაიკროსოფტი)

როგორც უკვე მიხვდით, მარკეტინგული ევანგელიზმის პროცესში, კონკრეტული პროდუქტის გარშემო ხდება გარკვეული, ვირტუალური ფანკლუბის ფორმირება და ეს ფანკლუბი მზად არის თავის პროდუქტზე ”მოაქციოს” ნებისმიერი პოტენციური მომხმარებელი, იმავე დროს ეს ფანკლუბი მზად არის დაიცვას თავისი პროდუქტი კონკურენტული პროდუქციის მომხმარებლების კრიტიკისგან და ა.შ.

ანუ ასეთი მომხმარებლები ფორმირდებიან ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მდგომარეობაში და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, მაინც მზად არიან დაიცვან საყვარელი კომპანიის ინტერესები, გასაგებია რომ ასეთი მომხმარებლები მოქმედებენ, როგორც ერთი დიდი სეილ-მენეჯერების გუნდი.

ევანგელისტი, თავის მხრივ მუდმივად განაგრძობს ასეთი მომხმარებლების წახალისებას, ხელს უწყობს გაერთიანდნენ ერთ საზოგადოებაში და ხშირად თავაზობს მათ ”ექსკლუზიურ ტკბილეულს” მაგალითად მომავალ პროდუქტების სასინჯ ნიმუშებს, პატიჟებს უფასოდ სხვადასხვა გამოფენებზე, სიმპოზიუმებზე, მოკლედ ხელს უწყობს ასეთმა მომხმარებლებმა თავი იგძრნონ სხვა ”უბრალო მოკვდავი” მომხმარებლებისგან გამორჩეულად.

ბევრი კომპანია აწყობს უფასო პიკნიკებს, სადაც ათასობით მომხმარებელს უფასოდ ეპატიჟება.

ხდება რა ამ პროდუქტის მომხმარებელი, ადამიანი თვლის რომ ის უკვე ამ ”გუნდის” წევრია და თავადაც იწყებს ამ პროდუქტის ადვოკატობას. ხშირად ასეთ მომხმარებლებს Fanboy (Fangirl) ებსაც უწოდებენ.

ცნობილი ევანგელისტები თავიანთ წიგნებში, ევანგელისტი მომხმარებლის ფორმირების 6 ძირითად პრინციპს აყალიბებენ:

მუდმივად მოაგროვეთ მომხმარებლის შთაბეჭდილებები თქვენი პროდუქტის შესახებ

თავისუფლად გაავრცელეთ თქვენი სასარგებლო ცოდნა

შექმენით WoM ქსელები

შექმენით საზოგადოება, კლუბი, მხარი დაუჭირეთ მათ შეხვედრებს და გაცნობებს

შექმენით ”ექსკლუზიური ტკბილეული” სასინჯი ნიმუშები, რომ გაასინჯოთ თქვენს მომხმარებელს

იზრუნეთ რომ არსებობდეს რეალური, საამაყო მიზეზი!!! რეალურად განავითარეთ თქვენი სფერო, პროდუქტი, სერვისი!

“Evangelism is selling a dream.” Kawasaki, Guy

კომიქსი - ბოლოსიტყვის მაგიერ