თარიღი: 23,10,2008
”ქალაქში მკვლელია” – 3 დღე, ქართული PR კამპანიის არქივებიდან.
2005 წლის ნოემბერში, თბილისის ახალგამოღვიძებულ, ისედაც ათასი საზრუნავით დატვირთულ ქალაქის მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა, ქალაქში გაჩნდა პოსტერები და ბანერები, უცნაური და მუქარით სავსე წარწერებით: ქალაქში მკვლელია, თბილისი სასაფლაოა, ჯერ კიდევ არავინ მოგიკლეს? და ა.შ.
მისი წარმოშობის არც წყარო და არც მიზანი არავინ იცოდა. დაიწყო მასიური ისტერია. უცნაურმა კამპანიამ ერთი შეხედვით შედეგს მიაღწია, მშვენივრად მუშაობდა Word of Mouth ინსტრუმენტი. ცნობები ახალი პლაკატების შესახებ, სავარაუდო ახსნები და ა.შ. მეგობრიდან – მეგობარს გადაეცემოდა მთელი ქალაქის მასშტაბით.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსულმა სააგენტოებმა სერიოზული ტონით დაიწყეს ინფორმაციის გამოქვეყნება იმის შესახებ, რომ თბილისის ქუჩებში უცნაურ პოსტერები ჩდებოდა, ხოლო წარმოშობა არავინ იცოდა.
რათქმაუნდა სენსაციაზე დახარბებული ქართული მედია საშუალებები დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ამ მოვლენებს და ოფიციალური კომენტარის მიღება პატრულისგან სცადეს. გათვლა მარტივი იყო, რადგან წარწერები ღამე ჩნდებოდა, ხოლო ამ დროს მხოლოდ პატრული მოძრაობდა ქალაქში, წესით მათ უნდა სცოდნოდათ ვინ იყო ავტორი, მაგრამ მათ მხოლოდ მხრები აიჩეჩეს და ამ ფაქტმა მხოლოდ ნავთი დაამატა უკვე დანთებულ ისტერიის ცეცხლს.
ამასობაში უცნაური წარწერების ავტორები გააქტიურდნენ და ერთ დღესაც რუსთაველზე და უნივერსიტეტების ცხვირწინ, ზედ საავტომობილო გზაზე, საღებავით დახატული ნაფეხურები გაჩნდა, პარალელურად იმჟამინდელმა თბილისის მერმა განაცხადა რომ წარწერების ჩამოკიდება და გაკვრა მასთან არ იყო შეთახნმებული, ასე შევიდა კამპანია პიკში…
მაგრამ ყველაფერი უცნაურად ჩაფლავდა ყველაზე საინტერესო მომენტში, ერთ დღესაც უამრავმა ადამიანმა მეილზე შემდეგი ტექსტი მიიღო:
მეგობრებო,
ალბათ შეამჩნევდით, რომ მესამე დღეა თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ტრანსპარანტები წარწერით: “ქალაქში მკვლელია”, “ვინ იქნება შემდეგი”, “ჟერ არავინ მოგიკლეს?” და ა.შ.
მინდა გაცნობოთ, რომ ეს არის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც გაგრძელდება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვა და სხვა ფორმის აქტივობებით.
ამ კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე ორგანიზაციაა თიბისი ბანკი.
აღნიშნული კამპანიის მთავარი მოვლენაა კვირას, 20 ნოემბერს, დღის 13.00 საათზე, შარდენის ქუჩაზე, სიონის ბაღთან დაგეგმილი შეკრება და მდუმარე მსვლელობა.
გთხოვთ, მიიღოთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა და შემოგვიერთდეთ 20 ნოემბერს, 13.00 საათზე, სიონის ბაღთან დაგეგმილ შეკრებაზე.
არ ვიცი ვისი იდეა იყო ასეთი უცნაური და ორიგინალური კამპანიის ასე უაზროდ დამთავრება, მაგრამ ხალხმა მაშინვე დაივიწყა მთელი ეს კამპანია.
3 წლის მერე საკმაოდ ძნელია ამ კამპანიის ავტორების მოძებნა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მას უძღვებოდა IPM Georgia
“By failing to prepare, you are preparing to fail.” Benjamin Franklin
ფოტო წამოღებულია საიტიდან: http://www.dgiuri.com/



ავტორის ვებგვერდი
1,11,2008
ბმული კომენტართან
აუ მახსოვს, კურიერიდან გავიგე პირველი დღე იყო, საკმაოდ შემეშინდა
ავტორის ვებგვერდი
1,11,2008
ბმული კომენტართან
ჰეჰ :)
რა ვიცი აბა, მე მაშინ მეგონა, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტეს რაღაც მიზეზების გამო კამპანიის შეჩერება და მეტი ვეღარაფერი მოიფიქრეს… ვიფიქრე, შეიძლება ჩათვალეს, რომ “ცოტა ზედმეტი მოუვიდათ”, ან სპონსორ-პარტნიორებმა აღარ მოინდომეს თავიანთი ასოცირება ასეთ კამპანიასთან-თქო და… :)
P.S. მომავალში მკვდრადშობილ GT-მობილურს და მაგათ კამპანიასაც თუ გაიხსენებ კარგი იქნება, მაშინ ღრმა ბავშვი ვიყავი მე და ცუდად მახსოვს :D
ავტორის ვებგვერდი
1,11,2008
ბმული კომენტართან
ვითომ თიბისი-მ მოაწყო ყველაფერი რო მერე აქციები გემართა? :D
მგონი უბრალოდ უსაქმური ახალგაზრდების “დაგეგმილი გართობა” იყო. ანუ ხარისხიანი გართობა :D
ალბათ უსწორდებოდათ მთელ ქალაქს რო ანერვიულებდნენ :D
ავტორის ვებგვერდი
1,11,2008
ბმული კომენტართან
ხო, მახსოვს. მაშინ მართლა ერთი ამბები იყო ქალაქში. ანტინარკოტიკული პიარი თუ იყო, მე ახლა გავიგე. მაშინ ხალხი ამბობდა, სანდრო გირგვიანის გარდაცვალების გამო არის ეს პლაკატები გაკრულიო.
ავტორის ვებგვერდი
1,11,2008
ბმული კომენტართან
ეს იყო ძალიან ეფექტური და მძლავრი კამპანია
ავტორის ვებგვერდი
3,11,2008
ბმული კომენტართან
მეც მახსოვს ეს კამპანია საკმაოდ იდუმალი და ლამაზი გამოვიდოდა ცოტა უფრო ტეატრალიზებული დასასრული რომ კონოდათ. ბოლომდე არ გაემხილათ იმ მკვლელის ვინაობვა და ისე დაეპატიჯნათ ხახლი მსვლელობაზე :)
ავტორის ვებგვერდი
7,11,2008
ბმული კომენტართან
მახსოვს, როგორ დავასკანერე ჩემი საკუთარი ხელით ეს გაზეთი – ”24 საათი”
ძალიან კარგი ბლოგი აქვს პატივცემულ ავტორს, და იქნებ ბარემ ისიც მიუთითოს ხოლმე, საიდან აქვს რომელიმე ფოტო ან სხვა ინფორმაცია…
http://www.dgiuri.com/2005/11/blog-post_18.html
ავტორის ვებგვერდი
7,11,2008
ბმული კომენტართან
დვორსკი,
რადგან თვითონაც გაზეთიდან გაქვს დასკანერებული ამიტომ საჭიროდ არ ჩავთვალე credit, მაგრამ რა პრობლემაა.
ავტორის ვებგვერდი
20,11,2008
ბმული კომენტართან
ძაან საინტერესო იყო,მე სხვა ისტორია მეგონა :)
ავტორის ვებგვერდი
21,11,2008
ბმული კომენტართან
დღეს რამოდენიმე ადამიანს ვკითხე სამსახურში თჲ ახსოვდათ ამ აქციიის შესახებ და ყველამ რატომღაც კმარას მიაწერა :D
ავტორის ვებგვერდი
22,11,2008
ბმული კომენტართან
ვახ ეხლა ეს რო წავიკითხე გამახსენდა ის კამპნაია,
მაგრამ როგორ დამთავრდა არც ვიცოდი.
მართლა უაზროდ დაუმთავრებიათ.
მგონი თბს-ის უბრალდო ძალიან ეჩქარებოდა შეეტყობინებინა რომ ის იყო სპონსორი :D
ავტორის ვებგვერდი
28,11,2008
ბმული კომენტართან
მეგონა გაურკვეველი მიზეზის გამო შეჩერდა და სიმრთლე გითხრათ არ კი მახსოვდა ასე დრამატულად თუ ვითარდებოდა მოვლენები ნებისმიერ შემთხვევაში წარუმატებელი ფინალია აშკარად
ავტორის ვებგვერდი
31,01,2009
ბმული კომენტართან
აუ Kიდევ დაწერეთ ამდაგვარი რამეები ან საიტი დაწერეთ სადაც შეიძლება ამდაგვარი სტატიების ნახვა ტუნდაც რუსულად ან ინგლისურად /:)
ავტორის ვებგვერდი
31,01,2009
ბმული კომენტართან
არანაირად არაა წარუმატებელი ფინალი ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იყო წინააგმდეგ სჰემტხვევაში დიდი პრობლემები შჰეექმნებოდათ ამ რეკლამის გამკეთებლებს და დამპინანსებლებს ტუ გააგრდზელებდნენ ამ პრ ს იმიტომ რომ ბევრი ადამიანი შეშინებული იყო და გაგრდზელების სჰემტხვევაში კარგად არ დამთავრდებოდა
ავტორის ვებგვერდი
8,02,2009
ბმული კომენტართან
აუ კიდე დაწერეტ პრ ებზე რამე რაა ან სიტე მიყუტიტეტ სადაც ცჰვენტვიტონ ვნახავვტ :)
ავტორის ვებგვერდი
12,02,2009
ბმული კომენტართან
პირარი კარგი იყო ხალხი დააიტნერესა და ყველამ გაიგო მარა ფინალი ქონდა ცუდი
ავტორის ვებგვერდი
30,03,2009
ბმული კომენტართან
გეთანხმებით ,
უბრალოდ და მარტივად;)
ავტორის ვებგვერდი
27,04,2009
ბმული კომენტართან
რაც უფრო აგრესიულია რეკლამა ან აქცია მიტ უფრო მალე ხედავს ხალხი და სამწუხაროდ მალე ივიეყებს…ჯობია უფრო სახალისო და სასაცილო….
ავტორის ვებგვერდი
13,05,2009
ბმული კომენტართან
იცით რააა???? გონი ჯობია საუკეტესო პრ კამპანიებზე დაწეროთ მაგალიტად “ბრილიანტი როგორც სრულყოფილების სიმბოლო” განახლება არ აწყენდა ამ პორტალს
:))))))))))))))))))
ავტორის ვებგვერდი
16,12,2009
ბმული კომენტართან
ამგვარადვე დაიწყო ადრე, თუ გახსოვთ, კამპანია “ერთი ჭიქა რძე” – თბილისში ბილბორდებზე ეწერა და გამოკრული იყო მოხუცი კაცი როგორ აძლევდა რძეს ბავშვს, ის კამპანიაც ჩავარდა.
არც ახლახანს მსგავსმა კამპანიამ გაამართლა – “დაინახე შიშველი” – ახალი ტელევიზიის, რეალ ტვ-ის მიერ რომ დაიწყო და არავინ იცოდა, რა უნდა დაენახათ შიშველი, ზოგიერთ ბილბორდს საღებავებც კი შეასხეს ზნეობის დამცველმა ენთუზიასტებმა.
არადა, იდუმალად დაწყებული სარეკლამო კამპანია ძალიან საინტერესოა პუბლიკისთვის და ბოლომდე კარგად თუ გაკეთდა, დიდი რეზონანსი ექნება.
ავტორის ვებგვერდი
25,12,2009
ბმული კომენტართან
უი ბოდიში აქ არ ვწერდი… მამა-ბუასილზე ვწერდი :)
ეგ სარეკლამო ამბავი იტალიას მახსენებს… ის ჩამოდის… დარბაზში ანშლაგი იყო…
გაიხსნა ფარდა და ეწერა ”ის წავიდა” :)