თარიღი: 4,11,2009
ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
2002 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 87% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის, ხოლო 0.7% – ურწმუნო, დანარჩენი წილი ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიებს და მრწამსებს!
საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მაგრამ რადგან მთელი საქართველო რელიგიურმა ისტერიამ მოიცვა, გადავწყვიტე ჩემი პატარა წვლილი მეც შემეტანა და ყველაფრისთვის PR ის გადმოსახედიდან გადმომეხედა, ასევე ვეცდები სავარაუდო პროგნოზი და შესაძლო სცენარი გადმოვცე, რაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დამთხვევა – იქნება მხოლოდ შემთხვევითი. ქვემოთ მოყვანილი აზრი კი გამოხატავს მხოლოდ ავტორის პირად შეხედულებას და თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს გთხოვთ დატოვოთ საიტი და არ წაიკითხოთ აღნიშნული სტატია.
ხოლო, თუ მაინც გადაწყვიტეთ რომ წაგეკითხათ, მაშინ…
როგორ იწყებოდა ყველაფერი…
ალბათ ახალი არ იქნება არავისთვის, თუკი აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ საპატრიარქოში ყველაფერი რიგზე ვერ არის, ნებისმიერი მორწმუნე და რელიგიური ადამიანი შესძლებს თუნდაც ერთი ისეთი ფაქტის გახსენებას, როდესაც მისი ან მისი მეგობარის მოძღვარი არ მოიქცა სათანადოდ, მთვრალმა სადმე იცეკვა, ქალებისკენ მიურბის თვალი და ა.შ. თუმცა იქვე იგივე პიროვნება აუცილებლად დასძენს რომ ყველანი სულაც არ არიან ასეთები და არ შეიძლება თითო-ოროლა მღვდლის არასათანადო საქციელზე ჩამოაყალიბო აზრი საერთოდ მართლმადიდებლური და კერძოდ კი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ. რაც ალბათ მართალია.
საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს ასეთმა ბრალდებებმა იმატა, გამოჩნდნენ ადამიანები და მათ შორის რამოდენიმე თავად ეკლესიის წიაღიდან (აქაც და სხვაგან, ეკლესიაში მართლმადიდებლურ ქრისტიანობის მრწამსს ვიგულისხმებ) რომლებმაც გადაწყვიტეს ხმამაღლა განეცხადებინათ არსებული ნაკლების შესახებ და მისი სასწრაფო შეცვლა მოეთხოვათ, ეკლესია კი, რომელიც თავისი კონსერვატიზმით გამოირჩევა, ცხადია უარზე იყო.
აქვე უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი გარემოება, საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიას შორის არსებობს ე.წ. კონკორდატის ტიპის შეთანხმება, სადაც მაგალითად წერია რომ პატრიარქი ხელშეუვალია (ანუ იმუნიტეტი იცავს, როგორც მაგალითად პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს) გარდა ამისა ეკლესია თავისუფალია გადასახადებისგან, არ მოეთხოვებათ ჯარში სამსახური და ა.შ.
საინტერესოა ასევე ეკლესიის დაფინანსების საკითხი, გარდა პირდაპირი შემოსავლებისა, რომელიც აქვთ შემოწირულობებისგან, უშუალო გაყიდვებისგან (სანთლები და სხვ) თუ მომსახურებისგან (ნათლობა, ჯვრისწერა და ა.შ.) ბიუჯეტიდან საპატრიარქოს გამოეყო 25 მილიონი.
სოციუმის მდგომარეობა მასობრივ ისტერიამდე
დიდი ხანია რელიგიურობა წაბაძვის ერთ-ერთ წყაროდ იქცა საქართველოში, რაოდენობამ რასაც თავისი მხრივ ისტორია უწყობს ხელს, დიდი როლი ითამაშა და ამან ასახვა პროდუქციაზეც კი ჰპოვა, მაგალითად ხშირად წააწყდებით სამარხვო ნამცხვარს, სამარხვო ქაბაბს და ა.შ. მარხვა იქცა ერთ-ერთი დიეტის სახეობად… თუმცა ყველაფერი ეკონომიკის კანონებითაა – არის მოთხოვნა? გაჩნდებიან ახალი მიმწოდებლები. ცხადია თავის მხრივ აყვავდა ხატების და თავად საეკლესიო ინვენტარის გაყიდვის სფერო. თავად ხატი გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საჩუქრად, იქნებოდა ეს დაბადების დღეები თუ სხვა დღესასწაულები.
თავის მხრივ ეკლესიამ დაიწყო აქტიური პროპაგანდა გარკვეული ნაწარმის ასაკრძალად, მაგალითად მწვავე განცხადებები გაკეთდა “დავინჩის კოდის” ჩვენების შესახებ, რამაც სინამდვილეში პირიქით – ინტერესი გაამძაფრა და ამ საკმაოდ მდარე ხარისხის ფილმს ბევრმა მიაკითხა. იგივე ბედი ეწია ჰარი პოტერის ნაწარმს. ეს დაგვირგვინდა “ჰელოუინის” დღესასწაულის რბევით შარშან, ხოლო წელს, აქციით სადაც ჰელოუინი სატანიზმის ზეიმად მონათლეს.
საკმაოდ საინტერესო ცვლილებები იყო ისეთ წვრილმან საკითხებში, როგორიცაა სახლის და ავტომობილის კურთხევა. თუკი ადრე მოძღვარი უბრალო ჯვრების გაკეთებით შემოიფარგლებოდა (სახლის კურთხევის დროს, ოთხივე კედელზე ჯვარს ხატავდა) ახლა ამისთვის უკვე სპეციალური, ფერადი სტიკერები იბეჭდება, იგივე ავტომობილებზე ლამაზი გამჭვირვალე ჯვრის სტიკერების მიკვრა შეიძლება.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს-დღეისობით ერი განიცდის დაბერებას, ანუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 40-50 წლამდე ან უფრო მეტი ასაკისაა, რაც კიდევ ერთი ფაქტორია გაზრდილი რელიგიურობისა.
რა მოხდა?
თეა თუთბერიძემ, რომელიც რათქმაუნდა არც ისე კარგი იმიჯით სარგებლობს ზემოთ აღნიშნულ სოციუმში, Facebook ის მეშვეობით გაავრცელა ვიდეო, რომელიც რეალურად იუთუბზე იდო და ინკოგნიტო ავტორის მიერ იქნა ატვირთული.
PR სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია დააკვირდეთ ფაქტს და საზოგადოების მიერ მის აღქმას, კერძოდ რა მომენტი მოქმედებს მასაზე და რა რეაქცია აქვს ფაქტზე და შემდგომი მისი მონიტორინგი.
კერძოდ კი მიუხედავად იმისა რომ თეა თუთბერიძეს არასდროს უღიარებია ამ ვიდეოს დამზადება, მისი ცუდი იმიჯის გამო, საზოგადოების რისხვის მთელი წონა გადავიდა მასზე! რეალური, შემოწმებადი ფაქტი კი ის იყო, რომ მან თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ისედაც მისაწვდომი იყო ნებისმიერი იუთუბის მომხმარებლისთვის. სწორედ ამან და არა თავად ვიდეოს შინაარსმა გამოიწვია უკურეაქცია.
მოგვიანებით თუთბერიძემ ინტერვიუც ჩაწერა, სადაც უკან არ დაუხევია და განაცხადა “პატრიარქი ღმერთი ხომ არ არისო” რომ კრიტიკის უფლება არ მქონდესო, ამან კიდევ უფრო დიდი რისხვა გამოიწვია
დააკვირდით ასევე იმ მომენტს, რომ მიუხედავად სამთავრობო უწყებების მიერ დიდი ინვესტიციებისა PR სფეროში, მისი ან მასთან დაკავშირებული ცალკეული წევრები ვერ სარგებლობენ აშკარა კარგი ან სანდო იმიჯით, როდესაც საქმე მიდგება მასებზე.
სტუნდეტთა რბოლა
უცნაურია, მაგრამ საზოგადოების ნაწილმა, რომელიც როგორც წესი სხვადსხვა სახის რევოლუციების მამოძრავებელი ძალაა და ზოგადად მეამბოხე სულით უნდა გამოირჩეოდნენ, ანუ სტუდენტებმა. უფრო ზუსტად კი მათმა გარკვეულმა ნაწილმა შეკრებები მოაწყო პატრიარქის დაცვის მოტივით, ერთ სიუჟეტში გაშუქდა ბიჭი რომელსაც ხელში ფურცელი ეჭირა რაღაცა წარწერით და ღრიალით “საქართველო” დარბოდა ქუჩაში…
კი, მაგრამ მართლა რა მოხდა?
ყველა რეაქციას თან უკურეაქციაც ახლავს, მეტად საჭოჭმანო სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ გაუგებარი იყო დაირღვა თუ არა სიტყვის თავისუფლება და მიადგა თუ არა შეურაცხყოფა პატრიარქს, უკურეაქცია წამოვიდა სეგმენტიდან, რომელიც მე ვიტყოდი მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე ჩუმად იჯდა და არსად არ ყოფდა თავს, კერძოდ კი ლიბერალური აზროვნების მქონე ადამიანებისგან, მოდით ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ რას წარმოადგენს ეს სეგმენტი და რა “ღილაკები” მოქმედებს მათზე
ო, ეს ლიბერალები
ლიბერალიზმი, ანუ ფილოსოფიური, პოლიტიკური და ეკონომიკური თეორია, რომლის მთავარი აზრიც არის ის, რომ ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ თავისუფლებას! და ამ სახის თავისუფლება არის საძირკველი საზოგადოებრივი და ეკონომიკური მოწყობისა.
ახლა ეს ცოტა უფრო მარტივად რომ “გადმოვთარგმნოთ” ლიბერალები ბევრ ქვეყანაში იბრძვიან თანაბარი უფლებებისთვის ყველასთვის, მათ შორის ქალებისთვის, ჰომოსექსუალებისთვის, ზანგებისთვის და მხარს უჭერენ სხვადასხვა პროგრესულ იდეებს. ეკონომიკური ლიბერალიზმის მონაპოვარი გახლდათ ე.წ. თავისუფალი ბაზარი, ანუ კონკურენციის მომენტი და ა.შ. ისინი ასევე ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ძირითადი ღირებულებების დარღვევისას, მაგალითად როცა ირღვევა ადამიანების უფლებები, სიტყვის თავისუფლება… და ა.შ.
საქართველოში ცხადია, ზემოთ აღნიშნული სეგმენტი უმცირესობაშია და უმრავლესობა მათ დაცინვით “პრადვინუტებს” (რუს. განვითარებულები.) უწოდებს, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ლიბერალური სულისკვეთების ადამიანები ჭარბობენ, რაც ცხადია პირდაპირ აისახება მათ ქვენებზეც.
ყურადღება მიაქციეთ როგორ ცდილობს უმრავლესობა თავი დაიცვას გარკვეული ცვლილებებისგან, რომელიც ერთი შეხედვით გარდაუვალიც კი ჩანს. ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.
რა უნდოდათ?
ლიბერალებმა, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები შეადგენდნენ, თავიდანვე სწრაფი და მწვავე რეაქცია გამოხატეს უმრავლესობის სურვილზე ლინჩის წესით გაესამართლებინათ ვიდეოს გამავრცელებელი ანუ თუთბერიძე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯერ კიდევ არსად ჩანს თავად ვიდეოს დამამზადებელი, ანუ სოციუმი ცდილობს ემოციონალური აფეთქება სადღაც მიმართოს და გამალებით ეძებს “დამნაშავეს”.
უნდა ითქვას რომ ეს საქართველოს ისტორიაში ლიბერალების ძალის, ალბათ ერთ-ერთი პირველი აშკარა და ღია დემონსტრირებაა, ამას ხელი რათქმაუნდა შეუწყო აშშ-ში დემოკრატების კანდიდატის, ბარაკ ობამას გამარჯვებამ, რომელიც თავიდან საკმაოდ ბევრი ლიბერალური იდეით გამოირჩეოდა, თავად ის ფაქტი რომ შავკანიანია, უკვე ბევრ რამეს ნიშნავს პლანეტისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ჩარჩენილია რასიზმის ჭაობში.
რადგან ბარაკ ობამას შევეხეთ, კიდევ ერთი მეტად უცნაური მომენტი გავიხსენოთ… თუმცა ერთი რატომ, ორი გავიხსენოთ:
როდესაც ბარაკ ობამა თავის სიტყვას ამბობდა მან იქ მეტად საინტერესო ფრაზა გააჟღერა “- მე ვიქნები სამართლიანი პრეზიდენტი ქრისტიანებისთვის, მუსულმანებისთვის, ყველა რელიგიის წარმომადგენელისთვის და ასევე ურწმუნობისთვისაც. ” რაც რათქმაუნდა არ არის საინტერესო, თუკი არ გავიხსენებთ იმ ფაქტს რომ ძალიან ბევრმა წინა პრეზიდენტმა, აშშ პირდაპირ ქრისტიანულ ერად გამოაცხადა თავის სიტყვაში…
და მეორე, როდესაც პრეზიდენტი ფიცს დებდა, მას ბიბლიაზე ედო ხელი, მაგრამ სიტყვები შეეშალა, ამიტომ მეორე დღეს ფიცი ხელმეორედ დაადებინეს და ამჯერად ბიბლიის გარეშე.
რათქმაუნდა ასეთ მომენტებს, მისი დაუყოვნებლივი დემონიზაცია მოჰყვა, ის სატანად შერაცხა მორწმუნე სეგმეტნმა, მაგრამ აშშ-ში მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი სწორედ დემოკრატების ანუ იმთავითვე ლიბერალური ღირებულებების მხარეს იდგა… ეს აშშ-ში, აი ჩვენთან…
საქართველოს პრეზიდენტი
აქ დიდ ხანს აღარ შევჩერდები, მოხდა ის რომ პრეზიდენტმა განაცხადა რომ გმობდა აღნიშნულ ვიდეოს და მის გავრცელებას და ა.შ. დიდი შანსია, რომ მისმა პატივმოყვარე ბუნებამ ვერ აიტანა ის ფაქტი რომ ვიდეოში სწორედ მას ახსენებდნენ აუგად.
ვინ დაკითხეს?
არ გასულა დიდი ხანი და საქართველოს პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ დაწყებულია ძიება და დაიკითხა ორი პიროვნება აღნიშნული ვიდეობის დამზადების გამო. ასევე ჩატარდა რეიდი და ამოღებულია კომპიუტერი და ფაილები.
საინტერესოა ის ფაქტი რომ აღნიშნული წერილი ძალიან პატარა იყო, არ შეიცავდა არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას, არ გავრცელდა ინგლისურად და საერთოდაც ტოვებდა ძალიან დიდ, გაურკვევლობის გრძნობას, უნდა აღინიშნოს, რომ იუთუბიდან ინფორმაციის გამოთხოვა ძალიან სახლაფორთო საქმეა, დიდ ენერგიას და თავისთავად დროს მოითხოვს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ დაიკითხა თეა თუთბერიძეც, მაგრამ თავად მას ამ ფაქტზე არაფერი მოუყოლია.
ამ ფაქტს, ლიბერალების კიდევ უფრო დიდი რეაქცია მოყვა, რადგან იმ დღესვე გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ პოლიციამ აღნიშნული პირები, სავარაუდოდ ერთი სკოლის მოსწავლე და მეორე სტუდენტი, დაკითხა იმის საფუძველზე რომ ინტერნეტ ფორუმზე მათი მეტსახელი ჩამოგავდა მამა ბუასილის ანუ იუთუბზე ვიდეოს დამდების მეტსახელს
ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის?
და აქ დაიწყო თავდავიწყება, ყველა ვინც თვლიდა, რომ სიტყვის თავისუფლება მისთვის ღირებული იყო, ადგა და თავისი აზრი ხმამაღლად, ცხადად და აშკარად დააფიქსირა, ინტერნეტი, რომელიც ქართული ჟურნალისტიკისთვისაც კი ოაზისად ითვლება, ერთიანად აფეთქდა, ცხადი გახდა რომ ვირტუალურ სივრცეში ძალა უფრო მეტად ლიბერალების მხარეს იყო, ვიდრე მორწმუნე უმრავლესობის წარმომადგენლებისკენ.
გარდა ქართველი ბლოგერებისა, რომლებიც ცხადია დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან უნდა გავათანაბროთ, Facebook ზე შეიქმნა ახალი ჯგუფი “მე ვარ მამა ბუასილი” რომელსაც მაშინვე უამრავი წევრი შეემატა და მათ პროტესტის ნიშნად სურათად შავ ფონზე თეთრი წარწერა “მე ვარ მამა ბუასილი” დაიყენეს.
ჟურნალმა “ლიბერალმა” კი მოიპოვა ინფორმაცია ერთ-ერთი დაკითხულისგან, რომელიც სავარაუდოდ “მამა ბუასილს’ დაუპირისპირეს, მისი აყვანის მოტივი კი გახდა “სატანისტობა” ასევე დაკითხულის ინფორმაციიდან გამომდინარე, მას დაკითხვაზე ჰკითხეს დადიოდა თუ არა ეკლესიაში, რისი სწამდა და ა.შ. ხოლო თავად პოლიციელების და გამომძიებლების ქცევა არაფრით განსხვავდებოდა შევარდნაძის ეპოქის პოლიციის ქცევისგან.
რეიდის შედეგად კი ამოღებული იქნა ყველა ინფორმაციის მატარებელი (ვინჩესტერი) და კომპიუტერები რომელიც მას და მამამისს ეკუთვნოდათ. რეიდში, მისივე განცხადებით პროკურატურა და მთაწმინდა-კრწანისის პოლიცია მონაწილეობდა.
უნდა ითქვას რომ ლიბერალებში შეხვდებით როგორც ამჟამინდელი მთავრობის მომხმრეებს, ისე მის მოწინააღგმდეგეებს, თუმცა ორივეს თანაბრად დასწყდა გული როდესაც პოლიციელების არაადეკვატური ქცევის შესახებ შეიტყვეს.
დადგა მომენტი, როდესაც ბევრისთვის ნათელი გახდა, პოლიციას შეეძლო ისინი დაეპატიმრებინა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მეტსახელი ვიღაცა სხვისას მიამსგავსეს, ხოლო იმ ხალხისთვის ვინც ”დამნაშავეს” ეძებდა, ეს ორი დაკითხული პიროვნება მაშინვე რეალურ დამნაშავეებად იქცნენ.
ყურადღება მიაქციეთ როგორ მოქმედებს ”განტევების ვაცის” ფენომენი, საზოგადოების უმრავლესობამ არ დაუცადა არც ბრალის წაყენებას, არც მის დამტკიცებას და ავტომატურად მიიღო დაკითხული პირები – დამნაშევეებად! აქვე საინტერესოა რომ არ იყო ცნობილი კონკრეტულად რა დანაშაულისთვის.
ამასობაში, თავად ვიდეოების დამამზადებელმა, კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა რითიც ცხადი გახდა რომ პოლიცია არასწორ კვალზე იდგა.
აი აქ ორი ფაქტი უნდა აღინიშნოს:
პირველი ის რომ ამჯერად ლიბერალების რეაქცია მიმართულია უკვე ზოგადად საპატრიარქოსკენ, არადა დაკითხვა ხომ პოლიციამ აწარმოა? დიდი შანსია საპატრიარქო საერთოდ არაფერ შუაში იყო ამ დაკითხვასთან და მმართველმა მთავრობამ, ეს მათი გულის მოგების გამო გააკეთა. ასეა თუ ისე, ლიბერალების გულისწყრომა ორივეს დაატყდა თავს, მაგრამ უფრო მაინც საპატრიარქოს, როგორც ალბათ წყაროს ამ უსამართლობისა. ყველაფერი გაამძაფრა ბევრისთვის უადგილო მუხლის მიყენებამ ძიების დაწყებისთვის, კერძოდ შესაბამისმა სტრუქტურამ ძიება დაიწყო “დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის” მუხლით.
თუმცა ვექტორი ისევ შეიცვალა და ლიბერალების გულისწყრომა ისევ გადაერთო პოლიციაზე, როდესაც დაკითხვის დეტალები გახდა ცნობილი
მეორე ის, რომ ამ დავიდარაბაში, გამოიკვეთა კიდევ ერთი “პოხუისტების” ანუ იგივე ნეიტრალური პოზიციის მქონე საზოგადოების სეგმენტი, ამ ტიპის ხალხმა განზე გადგომა და სეირით დატკბობა არჩია, თან შიგადაშიგ “დაიკიდეთ”, “კიდე ამაზეა ერთი ამბავი”, “თქვენ რა პრადვინუტები ხართ?”, ”ორივე მხარე ერთნაირები ხართ” ტიპის განცხადებებით ავსებდნენ ინტერნეტ-სივრცეს. ეს სეგმენტი გარკვეულ ბალასტს წარმოადგენს ასეთი სახის სიტუაციებში და ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლებიან, თუნდაც PR ის თვალსაზრისით, მაგრამ სხვა სიტუაციებში, მაგალითად როგორც ელექტორატი, შეიძლება გადამწყვეტ ძალადაც კი იქცნენ
მასმედია
საპატრიარქომ პირველი არხისგან, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვა ეთერი – სადებატოდ. თუმცა პირველმა არხმა თავიდან უარი განაცხადა რემონტის მომიზეზებით, მოგვიანებით მაინც დათანხმდა სტუდიის სასწრაფო წესით მოწყობას, მაგრამ ამასობაში თვითონ საპატრიარქომ თქვა უარი.
აქ გასათვალისწინებელია ის მომენტი რომ საპატრიარქოს მხრიდან, დებატებში ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ბასა ფოცხიშვილი. რაც PR ის თვალსაზრისით ნამდვილად არამომგებიანი სვლა იქნებოდა, რადგან არც ამ პიროვნებას აქვს კარგი იმიჯი. განსაკუთრებით სკანდალური იყო მისი წლების წინად გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ მას მოსწონს ქურდული მენტალიტეტის ადამიანები და ასეთებს თვლის სწორედ ვაჟკაცებად. საპატრიარქოს კი ისედაც ხშირად ადანაშაულებენ ამ მენტალიტეტის მქონე ხალხის შეფარებაში.
გაზეთმა კვირის პალიტრამ კი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ ტირაჟიანი გაზეთია, დაიწყო აშკარა რელიგიური პროპაგანდა, რომელიც ზედიზედ რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მაგალითად იბეჭდებოდა მუხრან მაჭავარიანის ინტერვიუ, სადაც მან რათქმაუნდა ისევ ვიდეოს გამავრცელებელი გამოლანძღა და არა დამამზადებელი. აქ უკვე ”ავტორიტეტის” მომენტი შემოდის ძალაში.
უნდა აღინიშნოს ასევე რომ საკმაოდ ბევრ გავლენიან გაზეთს თუ ჟურნალს საერთოდ არ უხსენებია საქართველოს მოქალაქეების უმიზეზო დაკავების ფაქტი, გარდა რათქმაუდნა თავად ჟურნალი “ლიბერალისა”
სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატიდან მოითხოვეს ოფიციალური ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა ვითარებაში მოხდა საქმის აღძვრა.
პატრიარქის ოფიციალური პოზიცია
ყველა ელოდა თავად პატრიარქის რეაქციასაც. რათქმაუნდა, ბევრი ითქვა იმის შესახებ რომ პატრიარქი ”შეიწყალებდა” დაკითხულ პირებს და ამის მერე ყველა ”ბედნიერი” იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ან ჯერ-ჯერობით არ მოხდა.
მან მხოლოდ განაცხადა რომ ეკლესიის წარმომადგენლებს თავი შეეკავებინათ პოლიტიკური განცხადებებისგან, მაგრამ იქვე დასძინა, ციტატა:
უფრო მძიმე დღეები უნახავს ეკლესიას და ეს ანტიეკლესიური კამპანია, უპირეველეს ყოვლისა საშიშია თვითონ სახელმწიფოსთვის
აქ, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არ დაასახელა კონკრეტულად ვინ აწარმოებს ანტიეკლესიურ კამპანიას და რა საშიშროებას შეიცავს ერთ-ერთი რელიგიის წინააღგმდეგ სავარაუდო კამპანია თავად სახელმწიფოსთვის. ასეთი ტიპის ზოგადი განცხადება კი საშუალებას იძლევა მოგვიანებით სხვადასხვანაირად იქნას ინტერპრეტირებული.
მოგვიანებით პატრიარქმა განაცხადა, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველას აზრს, თუნდაც ჩვენ ეს არ მოგვწონდესო.
ასე თუ ისე ეს ამბავიც დასრულდა, არავინ არაფერი წააგო და არავინ არაფერი მოიგო, სამაგიეროდ ბევრმა ალბათ თავისთვის გააკეთა დასკვნა.






ავტორის ვებგვერდი
4,11,2009
ბმული კომენტართან
ბრავო, ძალიან მაგარი პოსტია.
ჩემი აზრით, ერთ-ერთი სანიმუშოა ჟურნალისტური გაშუქების თვალსაზრისით.
საღოლ!
ავტორის ვებგვერდი
4,11,2009
ბმული კომენტართან
მეც მომეწონა მიხარია რომ ვიგაც მაინც აზროვნებს სწორად :)
ავტორის ვებგვერდი
4,11,2009
ბმული კომენტართან
მაგარი იყო. თანმიმდევრული, ამომწურავი, ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი.
ასეთი კარგი პოსტი ამ თემაზე არ წამიკითხავს არც ბეჭდურ მედიაში და არც ბლოგებზე. მაგარია!
ავტორის ვებგვერდი
4,11,2009
ბმული კომენტართან
სხვათა შორის, ბლოგროლზე დარეგისტრირდი უკვე?
თუ არა, დროა – http://blogroll.ge/
ავტორის ვებგვერდი
4,11,2009
ბმული კომენტართან
აქაც გადმოვიტან ბარემ ცჰემს აზრს – ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე რასაც ვფიქრობ – samwuxarod arc mama buasilis idea araa sityvis tavisufleba, samwuxarod.
es joxis meore boloa, radikalizmis sxva forma, romelic ar gansxvavdeba brmadmorwmuneebis jgufisgan ;]
balansi da zomiereba just :]
სტატია კი მრავალმხრივია და ეს კაია :]
ავტორის ვებგვერდი
4,11,2009
ბმული კომენტართან
მძლავრი პოსტია, შემაჯამებელი. საჭიროა მისი შესაბამისად გავრცელება :)
ავტორის ვებგვერდი
4,11,2009
ბმული კომენტართან
გაუმარჯოს, მომწონს ძალიან კარგი პოსტია მე თვითონ მომავალი იურისტი ვარ, სამწუხარი ფაქტი იცი რა არის? ჩემს კურსზე სწორედ ამ კუთხით რომ გამოვთქვი ჩემი პოზიცია აი იდენტურად, რაც დაწერე ისე ვთქვი ჩემი აზრი და ნაწილმა საერთოდ თავი შეიკავა, ნაწილმა კი მკვეთრი ფუნდამენტისტური არადემოკრატიული და არასამართლებრივი პოზიცია დააფიქსირა. უფრო მეტიც მომხმრეები იყვნენ, თეას თუნდაც ლინჩის წესით გასწორებოდნენ. ზოგადად ეს იმიტომ ჩავაგდე, მაინტერესებდა ზოგადად ჩემი თანატოლები მოავალი იურისტები კერძოდ 4 კურსზე ვარ და გამიკვირდა ისინი ასე არაჯანსაღად, რო შეხვდნენ ამ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იურისტები არიან ხშირად სიმართლის დამცველნი საზოგადოებაში. დასკვნა შემდეგია გამოუსვლელი და არაპროგრესირებადი საზოგადოება მოდის ჩვენში, რაზეც გული დამწყდა. პ.ს. პოსტი მომეწონა, მაგრამ ცოტა სამართლებრივი კუთხე, რომ განგევრცო უკეთესი იქნებოდა. ალოგიურია და შესაძლოა კომედიურიც ხალხს ნატო, ევროკავშირი, უნდათ და გამოხატვისა სიტყვის თავისუფლება არა!!!
ავტორის ვებგვერდი
4,11,2009
ბმული კომენტართან
FUUუუ საზიღარია ეს თეა
ავტორის ვებგვერდი
12,11,2009
ბმული კომენტართან
აქ საუბარი იყო მღვდლების უღირსებაზე და არასწორი დასკვნა იყო გაკეთებული. გასაგებია, რომ მღვდელიც ადამიანია და მანაც შეიძლება შესცოდოს. ამიტომ ეკლესიის “გაწმენდას” რომ მივადგეთ, არცერთი სასულიერო პირი აღარ დარება ეკლესიაში. რაც შეეხება მადლს, იგი მღვდლის მიერ მაინც გადაეცემა მრევლს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სულიერება გააჩნია მას. როგორც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ქირურგს ღვიძლი აქვს გადიდებული თუ არითმიის წამლებს სვამს და იგი მაინც აკეთებს ოპერაციას. ანალოგიურად ხდება სულიერი დაავადებების შემთხვევაშიც: არა აქვს მნიშვნელობა მღვდლის ცოდვებს, მისი მეშვეობით მაინც გადაეცემა მრევლს მადლი. მაგრამ თუ ქირურგი იმდენად ავადაა, რომ ფეხზე ვერ დგება, იგი ვერ გააკეთებს ოპერაციას. ასევე, თუ მღვდელი ისეთი სულიერი წყლულებითაა სავსე, ვერ განკურნავს სხვა ადამიანის სულიერ დაავადებებს. როდესაც ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, ყოველთვის სათანადო რეაქცია მოდის ხოლმე საპატრიარქოს მხრიდან. სტატიაში ნახსენები ფაქტი, რომ ასეთი ფაქტების დაფიქსირების დროს საპატრიარქო არ რეაგირებს სიცრუეა.
ასევე სტატიაში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ეკლესია ფულს აკეთებს თავისი “ბიზნესით”. კარგად მესმის სტატიის ავტორისა სტატიის ამ მონაკვეთში, რომელიც ხედავს ჯიპებით მოსიარულე მღვდლებსა და რეალურად არსებულ ბიზნესს. და ვეთანხმები კიდეც, რომ ეკლესია ნამდვილად იღებს დიდ შემოსავლებს ამ გზით, მაგრამ ბიზნესის განხილვა მხოლოდ შემოსავლებით რომ არ შეიძლება, ეს სტატიის ავტორმა ჩემზე უკეთესად იცის. ეკლესია ამ ნაშოვნ ფულს იენებს გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. უამრავ მათხოვარს, ბავშვთა სახლებს, გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება ეკლესია ფინანსურად. ასევე გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ პურს, ბრინჯსა და ა.შ. რაც შეეხება ჯიპებს, მღვდლებს ისინი იმიტომ ყავთ, რომ მასში ბევრი პროდუქტები ეტევა და შესაძლებლობას იძლევა რეგიონებში არსებულ ბავშვთა სახლებში თუ სხვა დაწესებულებებში უამინდობის პერიოდშიც სიარულისა. მღვდლები ავსებენ ამ ჯიპებს მაკარონით, ბრინჯით, წიწიბურით, შაქრითა და სხვა პროდუქტებით (ზემოაღნიშნული ბიზნესით ნაშოვნი ფულით) და ეწევიან ქველმოქმედებას. დღეს ჩვეულებრივ ბიზნესში ქველმოქმედება აუცილებლად “ხმამაღლა” უნდა გაკეთდეს, რადგანაც იგი ითვლება ერთ-ერთ მძლავრ საშუალებად კომპანიის იმიჯის ამაღლებისა. ეკლესიას კი იმიჯის ამაღლება არ სჭირდება და რომც სჭირდებოდეს არასოდეს ისაუბრებს თავის ქველ საქმეებზე.
სტატიაში გაჟღერებული მოსაზრება, რომ ერის დაბერება არის ერთ-ერთი ფაქტორი გაზრდილი რელიგიურობისა, მიესადაგება უფრო ლათინო-პაპისტებს, ე.წ. კათოლიკებს. მათი ეკლესიის მრევლი დღეს სწორედ მოხუცებულები არიან და ამის მიზეზი ცალსახად ის არის, რომ მათ ეკლესიაში არ არის სულიწმინდის მადლი. მართლმადიდებლური ეკლესია ერთად-ერთია მსოფლიოში სადაც უფლის მადლი აქტიურად მოქმედებს და ამის შედეგია ისიც, რომ დღეს ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ახალგაზრდების რიცხვმა მკვეთრად იმატა. მართალია ახალგაზრდები არ ჭარბობს, რაც ერის დაბერების გამო გასაკვირი არც არის, მაგრამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი დღეს დედა ეკლესიის შვილია. რამდენად ღირსეული შვილი, ეს სხვა საკითხია და ახლა არ გვაინტერესებს. აქ მთავარია დავაფიქსიროთ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა დღეს ეკლესიურია.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრება ლიბერალების შესახებ სიმართლედ მეჩვენება. შევეცდები ავხსნა, თუ რით იყო მათი ამგვარი ქმედებები და ორიენტირის ხშირი შეცვლა გამოწვეული. ლიბერალებში როგორც სტატიის ავტორი ამბობს, იგულისხმებაო თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ გაბატონებული წესებითა და ფასეულობებით, არამედ აქვთ პრეტენზია გაბატონებულის შეცვლისა, რისთვისაც მათ სჭირდებათ უფლება ხომ? აი სწორედ ამიტომ არიან ისინი დემოკრატიულობის, თანაბარუფლებიანობის მომხრენი. ბუნებრივია ასეთი ადამიანებისთვის რელიგია ყველაზე საინტერესო ასპექტია. მათ მიაჩნიათ, რომ ეკლესია თავისი კონსერვატიულობის გამო არ ცვლის არაფერს, არ ფიქრობს გაუმჯობესებაზე. ბუნებრივია ლიბერაიზმი გამოდგება ისეთი ინსტიტუტებისთვის, რომლების ქცევის კოდექსი თუ ფასეულობები სრულყოფილებისგან ძალიან შორს არის და მუდმივად ესაჭიროება დახვეწა. ეკლესია კი 2000 წელია ერთსა და იმავე პოზიციაზე დგას და არ იძვრის. ლიბერალებს ჰგონიათ, რომ ეს ეკლესიის ნაკლია და ამ ნაკლის გამოსწორებას ცდილობენ. სწორედ ამ მოტივით არის განპიროვებული ეკლესიის “გაწმენდის” სურვილი. გასაკვირი არ არის, რომ ეკლესიისაგან შორს მდგომი ადამიანი ვერ ხედავდეს ეკლესიის ღვაწლს, რომელიც ზემოთ ვახსენე და ფიქრობდეს რომ ეკლესია “გასაწმენდია”. ქ-ნ. თეა თუთბერიძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩასატარებელია ახალი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, შესაძლოა გარკვეულწილად მართალიც იყოს, მაგრამ აუცილებელია ამ საკითხთან მიმართებაში შემდეგ დტალებს დავუკვირდეთ: გასული წლის ჰელოუინ ფართის დარბევა არ მომხდარა საპატრიარქოსაგან, არამედ ეს გააკეთა მამა დავით ისაკაძის “სექტამ”. იგი გახლავთ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თავჯდომარე და ეს კავშირი ნელ-ნელა ყალიბდება როგორც სექტა და ეყოფა დედა ეკლესიას. ეს კავშირი კიდევ სხვა მრავალ შეცდომას უშვებს და ამას ეკლესია არ მალავს. ასე, რომ ნუ გავაიგივებთ მათ დანაშაულს დედა ეკლესიის დანაშაულთან. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ნამდვილად არ არის ზოგადი და ბუნდოვანი. სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ბუნდოვანია ეს განცხადება, რადგანაც უწმინდესმა და უნეტარესმა კონკრეტულად არ დაასახელა დამნაშავე და არ განმარტა საფრთხის შინაარსი. ბუნებრივია არაეკლესიურად მცხოვრები ადამიანი ვერც გაიგებდა და ბუნდოვნად მოეჩვენებოდა მას პატრიარქის განცხადება. ეკლესიის თითოეულმა შვილმა იცის (უნდა იცოდეს), რომ ეკლესია არასოდეს არ სჯის დამნაშავეებს. აკი თავად სტატიის ავტორმა აღნიშნა, რომ ხალხს ლინჩის წესით გასამართლება უნდოდა დამნაშავისა. წარმოიდგინათ რა მოხდებოდა პატრიარქს სახელი რომ დაესახელებინა დამნაშავისა. ეს ხალხი მართლა ჩაქოლავდა მას. და რაც შეეხება საფრთხეს, აქ ბუნდოვანი არაფერია: ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გულისხმობს საკუთარი ხელით მთავარი არტერიის გადაჭრას. თუმცა აქაც არ შეიძლება ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. ეკლესიის წევრებმა ისიც იციან (უნდა იცოდნენ), რომ 2000 წლის მანძილზე მართლმადიდებელი ეკლესია ვერავინ მოსპო და დაანგრია, რადგანაც მართლმადიდებლობა ერთად-ერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და უფლის მადლი იცავს მის ეკლესიას. და აქედან გამომდინარე ვერც ვერასოდეს მოახერხებენ მისი მტრები ამ “არტერიის გადაჭრას”. უბრალოდ თვითონ დაისჯებიან ამის გულისთვის. და გაუგებარი არაფერია იმაში, რომ ეს ლიბერალები, ასე ვთქვათ გზააბნეულები არიან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მათი სამიზნე ხან ეკლესია იყო ხან პოლიცია, რომ თვითონაც ვერ ერკვევიან საკითხში. აი თუნდაც ამ სტატიის ავტორს გააჩნდა მცდელობა დაელაგებინა ეს ქაოსი და ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია, მაგრამ თავის თავთან თვითონ მოვიდა წინააღმდეგობაში: ერთის მხრივ ლინჩის წესი დაგმო, მეორეს მხირვ პატრიარქისაგან დამნაშავის დასახელება მოითხოვა. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში ის ადამიანები, როომელნიც ეკლესიის წიაღში არ ცხოვრობენ, არ არიან დედა ეკლესიის შვილები, მრევლი. სწორედ ამიტომ ასეთი თავგზააბნეული ადამიანების მიერ მოვლენების პოლიტიზაცია, რომელთაც ვერც კი უპოვიათ სწორი ვექტორი მოქმედებისა, ბუნებრივია სახელმწიფოს ნგრევას უწყობს ხელს. გასაკვირი და ბუნდოვანი ამაში არაფერია.
ასე რომ გამოიკვეთა ლიბერალიზმის ობიექტის განსაზღვრის საკითხი. იგი უნდა მიმართული იყოს იმ ინსტიტუტებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია სამართლიანობისა, ჭეშმარიტებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ეკლესიაში არაფერი შესაცვლელი არაა, რამეთუ რაიმეს შეცვლა გულისხმობს იმას, რომ მანამდე ეს რაღაც არასწორი ყოფილა. მართლმადიდბელი ეკლესია არ არის კონკრეტული პიროვნების მიერ შექმნილი და დაფუძნებული, მაშინ როდესაც ნებისმიერ სხვა რელიგიურ მიმდინარეობას ყავს დამფუძნებელი პიროვნება და დაფიქსირებულია დაფუძნების თარიღები და ადგილებიც კი. მართლმადიდებლური ეკლესია კი დაფუძნებულია მოციქულთა კრებების, მსოფილიო საეკლესიო კრებებისა და სხვათა საფუძველზე, სადაც არ ხდბოდა უბრალოდ კონსესუსის მიღწევა მათში მონაწილეებს შორის. აქ მოქმედებდა სულიწმინდის მადლი და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყოველი წვრილმანიც კი უფლის დადგენილია მათლმადიდებელ ეკლესიაში და არა ადამიანისა. ამის დამამტკიცებელ არგუმენტად გამოდგება თუნდაც ის ფაქტი, რომ საეკლესიო კრებების შემდეგ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ სასულიერო პირები თუ რა დადგინდა ამ კრებაზე. თვითონ მონაწილე სასულიერო პირებიც კი ვერ ხვდებოდნენ ხოლმე და უკვირდათ ეს რა დაგვიდგენიაო. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანები ხვდებოდნენ უფლის განგებულების სისწორეს. და აი იქიდან მოყოლებული დღემდე ეკლესია ქადაგებს უფლის სიტყვას და არა ადამიანის მოფიქრებულს და მოქმედებს უფლის მიერ დადგენილი წესებითა და კანონებით და სწორედ ამიტომ არ შეიძლება მათი შეცვლა. იცვლება ისეთი საკითხები როგორიცაა დროსა და ეპოქასთან დაკავშირებული საკითხები, და უცვლელი რჩება “ხერხემალი”. მაგალითად როდესაც რჯულის კანონში დაიწერა, რომ მსახიობობა იყო ცოდვა და ისინი იყვნენ განკვეთილნი და შეჩვენებულნი, ეს დაიწერა იმ დროინდელ თეატრზე, რომელიც აშკარად აცდენილი იყო ჭეშმარიტებას. დღეს კი თეატრი ხანდახან სასარგებლოც კი არის. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეკლესიის საქმეებში ჩარევა არასწორია არაკომპეტენტური პირების მხრიდან. გთხოვთ ნუ შეეხებით ისეთ საკითხებს, რომელშიც არ ბრძანდებით კომპეტენტური, საკითხის აქტიალობისა თუ მოდურობის გამო.
ავტორის ვებგვერდი
12,11,2009
ბმული კომენტართან
და კიდევ დავამატებ, რომ ნათლობები, სახლებისა და ავტომობილების კურთხევა და ა.შ. არ იყიდება. შესაწირი ნებაყოფლობითია და ნუ გავავრცელებთ არასწორ აზრს იმის შესახებ, თითქოს იმ დონემდე დავიდნენ მღვდლები რომ ოფიციალურ ტაქსას ითხოვენ ამაში. თუ რომელიმე მღვდელი ამას გააკეთებს ამას ჭორაობა კი არ უნდა, არამედ დაწერეთ განცხადება და გაუგზავნეთ საპატრიარქოს. თუ ჩვენთვის მართლმადიდებელი ეკლესია ძვირფასია, მნიშვნელოვანია და ფასეულობაზე მეტია, მაშინ ადეკვატური საქციელი ეს იქნება და თუ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია მართლმადიდებლობას, ბუნებრივია მასაც არ მოვუფრთხილდებით. პირადად ჩემთვის პარადოქსია, ადამიანი ერ ეფერებოდეს და არ უფრთხილდებოდეს თავის სარწმუნოებას, რომელმაც გადაურჩინა მას ქვეყანა, კულტურა, ზნეობა…
ავტორის ვებგვერდი
19,11,2009
ბმული კომენტართან
სტალინიც მადარი კაცი იყო მარა ცუდი ის იყო რომ ტვინი უკუღმა უტრიალებდა
ავტორის ვებგვერდი
21,11,2009
ბმული კომენტართან
კარგადაა დაწერილი, შინაარსის გარდა, სტრუქტურაც მომეწონა. თანმიმდევრული და სასიამოვნოთ წასაკითხია
ავტორის ვებგვერდი
25,11,2009
ბმული კომენტართან
თამამი პოსტი :)
ლინკების გაცვლა მინდა ადმინისტრაციავ, რა აზრის ხართ ამაზე, ველოდები თქვენგან წერილს :)
ავტორის ვებგვერდი
28,11,2009
ბმული კომენტართან
დაიკდეთ რა :D
კი არა და კაი პოსტია, ძალიან მომეწონა.
ავტორის ვებგვერდი
3,12,2009
ბმული კომენტართან
ძალიან კარგი და თამამი პოსტი იყო. თუმცა მაინც არ ვეთანხმები ლიბერალების გაერთიანებას კასტად: “მე ვარ მამა ბუასილი” მე მაგალითად ლიბერალი ვარ და არ ვარ მამა ბუასილი. იმედია გამიგეთ.
ავტორის ვებგვერდი
10,12,2009
ბმული კომენტართან
ბრავო,აბესალომ!..ვაი,თქვენ,ქრისტეს მტრებო,და ქრისტეანობის(მართლმადიდებლობის)მტრებო!..ეს თინეიჯერები სულ დააქლიავა,ამ ნაძირალა ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა!..თქვე,უბედურებო,თქვე უგუნურნო,თქვე უწიგნურნო და ბრიყვნო!..ღმერთმა მოგიტევოთ და მიუტევოს,რაც აქ დაწერეთ და,როგორც თქვენ ფიქრობთ და საერთოდ,როგორც ფიქრობს და აზროვნებს(თუ ამას აზროვნება ჰქვია)ბევრი
გაუკუღმართებულები!..თქვე,სოდომ-გომორის მოდგმავ,თქვე ცხოველების ნაშობნო,ენა ჩაიგდეთ და თქვენს გაუკუღმართებულ ცხოვრებას მიხედეთ!..ტფუუ,თქვენი!!!..ეს “სატანის
ინსტიტუტი”,ე.წ “თავისუფლების ინსტიტუტი”,სულ მალე აღიგავება პირისაგან მიწისა!!!..დედა ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან!..ვისაც მოგეწონათ და მოგწონთ ე.წ “ლიბერალ-დემოკრატების” “პრინციპები”,დაიმახსოვრეთ,ერთხელაც იქნება დიდი ურო მოგხვდებათ ყბაში და თავში,და სანამ დროა აზრზე მოდით!..
ავტორის ვებგვერდი
10,12,2009
ბმული კომენტართან
@ MARTLMADIDEBELI
შეურაცხყოფას რატომ გვაყენებ? :)
რელიგია თავისუფალია არა? შენ გააკეთე შენი არჩევანი და ხარ მართლმადიდებელი, სხვამ გააკეთა არჩევანი და არის სატანისტი, ათეისტი, იუდეველი, ბუდისტი და ა.შ.
ძალიან მაინტერესებს შენ ვინ გეკითხება მე რა აღმსარებლობის ვიქნები? შენ რომ მართლმადიდებელი ხარ რამეს გეუბნები?
სანამ ეს ხალხი არ შეწყვეტს სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ყოფას, მანამდე არაფერი გვეშველება =//
ყველამ თავის თავს მიხედოს რა!
პ.ს. ძალიან კარგი სტატია იყო, უცებ გამახსენდა ეს ბლოგი, ვიფიქრე ხომ არ განაახლათქო და სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა : )
დიდი მადლობა :)
ავტორის ვებგვერდი
11,12,2009
ბმული კომენტართან
კარგი პოსტია,მაგრამ ხისთავიანები მაინც ვერ იგებენ და ილანძღებიან. არადა, რომ დაფიქრდნენ,მიხვდებოდნენ, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იწერება, ცოტა მეტად რომ დაფიქრდნენ, იმასაც მიხვდებიან, როგორ მოიქცნენ რომ მრევლი მომრავლდეს და მეტ ადამიანზე გადმოვიდეს მადლი ღვთისა.
ავტორის ვებგვერდი
14,12,2009
ბმული კომენტართან
ტსურკავა კარგი იქნება 1 ციგნი მაინც წაიკითხო და მერე გაიპრანჭო გულისამრევათ,~შეურაცყოფას რატო მაყენებო~.2ფრაზაზე გეტყობა რა ბუმბერაზი ინტელექტუალიც ხარ და შენნაირიებს შევატოვებტ ქვეყანას აბა.
ავტორო,სოფლის ორგობის ჭორიკანა დედეკაცს მაგონებტ,თუ დიდად შეგტკივატ გული ქვეყანაზე და შესაბამისად მის სასულიერო პირებზე შეგიზლიატ მიხვიდეტ და ამხილით კორექტულუდ,ის როგორ გაიგებს იმის საქმეა.ტქვენი ახლანდელი ქცევა და მგვდლების უწესოება ერთნაირი უგუნურებაა.საერთოდ გასაკვირი და ამაზრზენია ამგვარი სიბრმავე,უვიცობა.
გულდასაცყვეტია
ავტორის ვებგვერდი
26,12,2009
ბმული კომენტართან
tato-paata
ჰაჰა.. სად შეამჩნიე ჩემი უვიცობა, ან ინტელექტუალობა?
თავს უფლებას მივცემ და შენ მოგიწოდებ წიგნის წაკითხვისკენ, რადგან სიტყვას ვითარებით ბრუნვაში ვერ სვამ :)
“გულისამრევათ” კი არა, “გულისამრევად”.
ავტორის ვებგვერდი
31,12,2009
ბმული კომენტართან
აბესალომ და მართლმადიდებელი გაიხარეთ უფალი შეგეწიოთ.
ამ ‘ლიბერალებს’ უნდათ ვიცი რომ მოაწყონ გეების პარადი და მერე ის აღგზნებული გეებივე შემოუბრუნდებიან მაგათ :)))))))))
ავტორის ვებგვერდი
27,01,2010
ბმული კომენტართან
საინტერესო სტატია იყო. მომეწონა.
ავტორის ვებგვერდი
23,04,2010
ბმული კომენტართან
ბრავო,
მართლა ძალიან მაგარი სტატია იყო!
ძალიან მინდა, რომ ქვეყანაში ასეთი ადამიანები მრავლად იყვნენ.
უვიცობის ჭაობში ვართ ხალხნო!
ავტორის ვებგვერდი
23,04,2010
ბმული კომენტართან
“abesalom ფიქრობს:
და კიდევ დავამატებ, რომ ნათლობები, სახლებისა და ავტომობილების კურთხევა და ა.შ. არ იყიდება. შესაწირი ნებაყოფლობითია და ნუ გავავრცელებთ არასწორ აზრს იმის შესახებ, თითქოს იმ დონემდე დავიდნენ მღვდლები რომ ოფიციალურ ტაქსას ითხოვენ ამაში.”
თავად მღვდლები არ ითხოვენ, მაგრამ მეტეხის ტაძარში დაგვავალდებულეს სანამ ცერემონიალი დაიწყებოდა, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გადაგვეხადა ნათლობის გადასახადი! (პირსახოცებს, მოწმობას და ა.შ. არ ვგულისხმობ, ამაზე არ წამომეკიდოთ)
ასე, რომ ასეც ნუ იტყვით რა! ძალიან კარგადაც ახდევინებენ და ავალდებულებენ კიდეც!
ავტორის ვებგვერდი
23,04,2010
ბმული კომენტართან
ამ თემისგან შორს არის, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს ასეთი პასუხი გავცე მორალისტ მართლმადიდებლებს:
უგუნურება და ბრიყვობა იცით რა არის?? – 40 დღის ბავშვს ვნათლავდი, ჯერ ხომ ზამთარში ცივ წყალში თავიდან ბოლომდე ამოავლო რამდენჯერმე მამაომ და 20-30 წუთის განმავლობაში მარტო პირსახოცში ბავშვი გადაბჟირდა და სველი პირსახოცის შემოტრიალება რომ ვცადეთ მე და მისმა ბებიამ, რომ ბავშვს ფილტვების ანთება არ დამართნოდა, ამ მამაომ ისე გამოგვლანძღა, დედის გინება აკლდა, თორემ ყველაფერი გვითხრა ამის გარდა.
იქ დამსწრე მორწმუნე საზოგადოების კომენტარი: “მადლია ბავშვისთვის!” O_O
ხალხო, მადლი კი არა, ეს არის ბავშვის წამება და დიდი ტვინის განძრევა არ უნდა ამას.
(თუმცა აქვე მინდა დავძინო, რომ ჩემი შვილი ძალიან ჰუმანური მეთოდით მოინათლა, ასევე ზამთარში, მაგრამ თბილ წყალში და მხოლოდ თავზე გადაასხა მამაომ, ასე, რომ ისტერიაში არც ერთი მხარე არ უნდა გადავარდეს. მეც მართლმადიდებელი ვარ და ღმერთი მწამს, როგორც სიკეთის სიმბოლო. იყავით ჰუმანურები და წიგნიერები და მარაზმის უფსკრულში ნუ გადაეშვებით)
ავტორის ვებგვერდი
11,05,2010
ბმული კომენტართან
შენს ვებ-გვერდს შემთხვევით გადავაწყდი, და მინდა ვთქვა რომ, ასეთი საინტერესოდ საკითხავი გვერდი არც თუ ისე ბევრია, შეიძლება ითქვას საერთოდ არ არის>>>> მაგარია და შენც მაგრად აზროვნებ!!!!!!! გაიხარე და სააღოლ!!!!!!!
ავტორის ვებგვერდი
16,07,2010
ბმული კომენტართან
იშვიათად წამიკითხავს ასეთი თანმიმდევრული, ეტაპიდან-ეტაპზე ლოგიკურად გადასული სტატია. სტატია, რომელიც არვის დისკრედიტაციას და შეურაწყოფას არ ისახავს მიზნად, თუმცა შეურაწყოფებს მაინც ვერ ავცდით კომენტარებში. პრობლემა მართლაც აქტუალურია და მტკივნეული საზოგადოებისთვის.მიუხედავად უამრავი ფუნდამენტური წინააღმდეგობისა ლიბერალიზმსა და ეკლესიას შორს, მათ ერთი რამ აერთიანებთ: საწინააღმდეგო აზრის მშვიდად მოსმენა და რაციონალური პასუხის გაცემა. ლიბერალების შემთხვევაში ეს ისედაც გასაგებია, მათი პრინციპები სწორედაც რომ მრავალფეროვანი აზრების შეჯერაბას ეყრდნობა. ეკლესიის შემთხვევაში კი აღსარებას მოვიყვანდი მაგალითდ, როდესაც მღვდელი ისმენს ბევრს მისთვის მიუღებელს.
სანამ განსხვავებულ აზრს პირად შეურაწყოფად მივიღებთ, ვერც სანიმუშო მართლმორწმუნენი ვიქნებით და ვერც საქებარი ლიბერალები
დილეტანტი დედამიწიდან
ავტორის ვებგვერდი
19,07,2010
ბმული კომენტართან
სტატია საინტერესოა. მომწეონა “აბესალომის” კორექტული კომენტარები და არ მომეწონა “მართლმადიდებელის” “რისხვა”. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიცით შუალედის დაჭერა – ან შუბლგადატყავებული მორწმუნეები უნდა ვიყოთ (მეტანიების გულწრფელობაც დასაზუსტებელია), ან უნდა დავიჩემოთ ლიბერალობა, ჰუმანურობა და ვითომ-კრიტიკით გავუტოლდეთ ათეისტებს.
ერთადერთ კომენტარს დავტოვებ თემასთან დაკავშირებით – რომ საპატრიარქოს “ზოგად კომენტარებს” ნუ განიკითხავთ, ვინ-ვინ, მაგრამ ეკლესიაში თავმოყრილი სხვადასხვა აზროვნების სასულიერო თუ არასასულიერო პირთაგან განსხვავებით უწმინდესმა მაინც ზუსტად იცის ეკლესიის ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში, ამიტომ თუ ამჩნევთ, ყოველთვის თავს იკავებს ან ბოლოს აკეთებს კომენტარს და თუ ეს აუცილებელია, აკეთებს ზოგად, მშვიდობისკენ მომწოდებელ განმარტებებს – და არა იმიტომ, რომ შეიძლებოდეს მისი პერეფრაზი – თუ გაიხსენებთ, ეს ეკლესიას არასოდეს დასჭირვებია, არამედ იმიტომ რომ არ გამოჩნდეს ტენდენციური. გთხოვთ, ეს სიფრთხილე და პასუხისმგებლობის განცდა მაინც დაუფასოთ უწმინდესს.
დანარჩენებმა კი რაც გინდათ ილაპარაკეთ და იწმუნეთ, ხალხი ჭრელია. უბრალოდ, ნუ გადახვალთ შეურაცხყოფაზე, ნურც ეკლესიის და ნურც ერთმანეთის.
მშვიდობით მეყოლეთ :)