Marketeer

Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა

დადგა დრო, როდესაც მარკეტინგის ახალ ტრენდებზე, ანუ მიმდინარეობაზე უნდა ვისაუბროთ, დღეს გავჩერდებით ერთ, სრულიად ახალთახალ ტერმინზე “თრაივერთაისინგზე” ანუ “ცადე-შეაფასეზე” ქართულად უფრო შესატყვისი ტერმინი ვერ გამოვიგონე, თუმცა როდესაც სტატიას უფრო დაწვრილებით წაიკითხავთ და დაუკვირდებით, ადვილად მიხვდებით რამდენად მარტივი და მძლავრი ინსტრუმენტია ეს ახალი მიმდინარეობა.

სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არ არის ახალი, მაგრამ ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველიაო, დღეს რეალურად საუბარი გვაქვს მარკეტინგის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის “საცდელი ნიმუშის” ცალკე ტრენდად, ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბებაზე

მაშ ასე, რა არის რეალურად Tryvertising – ი?

ძველია – არ ახალია, რომ ტრადიციული სატელევიზიო თუ ბილბორდების და ა.შ. რეკლამა მომხმარებელზე უკვე აღარ მოქმედებს, ერთი პერიოდი მეწარმეები ცდილობდნენ კრეატიული მიდგომით გაეღვივებინათ მათი პროდუქციის მიმართ ინტერესი მომხმარებელში, რამაც საბოლოოდ ვირუსული მარკეტინგი და სხვ. პროპაგანდის მიმართულებები ჩამოაყალიბა, მაგალითად “ასტრო ტურფინგი” ანუ ხელოვნური საფუძვლის შექმნა ვირუსული მარკეტინგისთვის, მაგრამ დღესდღეისობით ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, კვლავ სადემონსტრაციო – სანიმუშო პროდუქციაა.

კონკრეტულად რის შესახებ გვაქვს საუბარი? მაგალითად ავიღოთ ავტომობილების ბაზარი, ბევრი ავტომობილის წარმომადგენლობა, სანამ ავტომობილს შეისყიდით, საშუალებას მოგცემთ ჯერ ის გასინჯოთ, ანუ გაიყვანოთ ე.წ. Test Drive ზე, სადაც თქვენ თავად აფასებთ ავტომობილის შესაძლებლობებს, ხოლო საქართველოში, დიდ სუპერმარკეტებში შემოგთავაზებენ ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელის გასინჯვას – სრულიად უფასოდ, და ა.შ. მაგალითები შეიძლება უამრავი მოვიყვანოთ, მაგრამ მგონი აზრი გასაგებია – სანამ თქვენ პროდუქციის მომხმარებელი გახდებით, თქვენ საშუალება გეძლევათ უშუალოდ გასინჯოთ ის! ერთი შეხედვით რა უნდა იყოს ასეთი განსაკუთრებული ამ მარკეტინგულ ინსტრუმენტში, სინამდვილეში კი დღესდღეისობით საცდელი ნიმუში – მარკეტინგის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, აქ ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს:

  1. გადაწყვეტილება საკუთარი გამოცდილებიდან და არა რეკლამიდან – რაც მომხმარებლის ნდობას გამოიმუშავებს, ან ძველი ანდაზის თანახმად – ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო, თქვენ მომხმარებელს საშუალებას აძლევთ თავად მოსინჯოს თქვენი პროდუქტი და საკუთარი გადაწყვეტილებით გახდეს ან არ გახდეს მისი მომხმარებელი, განსხვავებით თავსმოხვეული რეკლამისგან, ამით მომხმარებლის ნდობას იმსახურებთ.
  2. ვალდებულების ქვეცნობიერი შეგრძნება – ცნობიერად მომხმარებელი ამას იშვიათად აღიარებს, მაგრამ ნებისმიერი მომხმარებელი ქვეცნობიერად ცდილობს საპასუხო დააბრუნოს მის მიმართ გაღებულ უფასო საჩუქარზე, რაც ამ შემთხვევაში თქვენი პროდუქციაა, მაგალითად თუ მას უფასოდ აჩუქებთ გასასინჯად ერთ ბოთლ ლუდს, ის შეეცდება მომავალში თქვენი პროდუქცია შეიძინოს და ამით “ვალი დააბრუნოს”.

ცხადია თანამედროვე მარკეტოლოგებმა ეს შესაძლებლობები სათანადოდ შეაფასეს და მალე, სადემონსტრაციო, სანიმუშო პროდუქციის უფასოდ ჩუქება მომხმარებლისთვის, ცალკე მიმდინარეობად იწყებს ჩამოყალიბებას, ზუსტად ეს გახლავთ Tryvertising – ი, ხოლო ამ მიმდინარეობის მომხმარებლებს Tryverter ებს უწოდებენ.

ეს მიმდინარეობა ნიმუშების მომხმარებელთან დისტრიბუციის ყველა საშუალებას მოიცავს, მათ შორის განთქმულ Sampling საც, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, როდესაც მომხიბვლელი გოგონები გამომწვევად გთავაზობენ პროდუქციის უფასოდ გასინჯვას დიდ სუპერმარკეტებში, ასევე ზემოთ ნახსენები ავტომობილების Test Drive გარდა ამისა ბევრი ყოველდღიური მომხმარების პროდუქციის მწარმოებელი, მაგალითად შამპუნების, საპონების და ა.შ. ცდილობს შეაღწიოს სასტუმროებში, წარმოიდგინეთ სცენა: მომხმარებელი შედის სასტუმროში და მას საწოლზე ხვდება უფასო შამპუნის, საპონის და თავის მოვლის სხვა საშუალებების ნაკრები – ბრწყინვალე რეკლამა.

ცხადია მწარმოებლები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან, მაგალითად:

ჟილეტის – საპარსები უფასო დაარიგეს ერთ დღიანი გადაფრენებისას თვითმფრინავში – სადილის შემდგომ

ნაიკის – ახალი სპორტული ფეხსაცმელის მორგება და მოსინჯვა ყველას შეეძლო ამ ბრენდის მაღაზიებში

BMW – კიდევ უფრო შორს წავიდა, ახალი Z სერიის მოდელის Test Drive ზე გაყვანისას, გაყიდვის მენეჯერი თქვენ წინაშე, საქარის მინაზე დებდა 20 ევროიანს, რომელიც იმ შემთხვევაში გერგებოდათ, თუკი… თუკი უბრალოდ აიღებდით… საქმე იმაშია, რომ ახალი Z სერიის BWM ავტომობილს საკმაოდ მძლავრი აქსელერაცია აქვს, რაც სავარძელს მთელი რბოლის მანძილზე მყარად მიგაკრავთ, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის წინ გადაიხაროთ და 20 ევროიანს მიწვდეთ – შედეგი? შოკისმომგვრელი ეფექტი!

როგორც ხედავთ ამ მიმდინაროების შესაძლებლობები ჯერ-ჯერობით ამოუწურავია და ბევრი კარგი გზის მონახვა შეიძლება, თუ როგორ შეიძლება თქვენს სავარაუდო ან უკვე არსებულ მომხმარებელს წარუდგინოთ და გაასინჯოთ/ანახოთ, მოკლედ დემონსტრაცია გაუკეთოთ თქვენი პროდუქტის/სერვისის შესაძლებლობებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რამოდენიმე თვის წინად, ჯერ სან-დიეგოში, ხოლო  მოგვიანებით მადრიდში გაიხსნა მაღაზიები, რომელიც მთლიანად მიძღვნილია იმ პროდუქციაზე, რომელიც უფასოდ შეგიძლიათ მოსინჯოთ, ცხადია ასეთ მაღაზიებს მომხმარებლები არ აკლიათ, რომელთაც სურთ ახალი პროდუქცია პირველებმა მოსინჯონ.

რას მოიფიქრებთ თქვენ?

Never be afraid to try something new. Remember, amateurs built the ark. Professionals built the Titanic.

11 Comments

  1. floody says:

    საინტერესოა :) ბმვ-ს 20 ევროიანისა და უფასო ლუდის მაგალითები ძაან მომეწონა :)

  2. T3_MENEJER says:

    ძალიან გთხოვთ ქსელური მარკეტინგის შესახებ რამე დაწეროთ .
    ურალოდ ძალიან მაინტერესებს.

  3. aiwona-daiwona says:

    თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანი წაკითხულის 10%-სა და ნათქვამის – 20%-ს იმახსოვრებს მაშინ, როცა 90%-ით ახსოვს ყველაფერი, რაშიც თვითონ მონაწილეობდა, ცხადი გახდება, რომ პროდუქტის მოსინჯვა (დაგემოვნება, მორგება და ა.შ.)ძალიან ეფექტური რეკლამაა – მომხმარებელს ეს პროდუქტი არასოდეს დაავიწყდება.

  4. sopo says:

    ძალიან მომეწონა

  5. nino says:

    სუპერ ამბავია ოც ევროიანი

  6. ძალიან კარგია მე მომწონს ეგ მიმდევრობა მაგრამ საქართველოში ჯერ არ არის კარგად გავრცელებული და იმედია გავრცელდება

  7. $@|\||)R0 says:

    ქსელური მარკეტინგი არის იგივე პირამიდა. შენ ვიღაცა გეუბნება დაიწყე მუშაობა ამადაამ კომპანიაშიო ან გიყვანს სამუშაოზე და “ტრეინინგის” პერიოდში იხდი ფულს, მერე შენ გეუბნებიან ვინმე აიყვანე სამუშაოზეო და იმ აყვანილის “ტრეინინგის” ფულიდან წილს შენ გაძლევენ რაც უფრო მეტს აიყვან მით უფრო მეტი ფული დაგიგროვდება აფერისტობა ერთი სიტყვით.

  8. teona says:

    ძალიან მომეწონააა.

  9. ბექა ახალმოსულიშვილი says:

    შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ დღესდღეისობით ეს მიმდინარეობა ფეხს იკიდებს საქართველოშიაც. დღეს უკვე ყველა საშუალო ზომის მარკეტშიაც კი შეხვდებით რომელიმე პროდუქციის წარმომადგენელს რომელიც უფასოდ გთავაზობთ გასინჯოთ მათი პროდუქცია.
    მაგალითად, ჩემს უბანში, მარკეტში იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა როდესაც მაღაზიაში გთავაზობდნენ სანტეს არაჟანს…
    ეს მეთოდი მართლაც ამართლებს ნამდვილად,განსაკუთრებით––ვალდებულების ქვეცნობიერი შეგრძნება– უწყობს ხელს გაყიდვებს…

  10. miranda says:

    SemiZlia erTi magaliTic davamato Tryvertising-Tan dakavSirebiT:

    kompaniam SONY, DVD handy-cams-is axali modeli momxmareblebs gamosacdelad Londonis erT-erT zooparkSi SesTavaza. maT SesaZlebloba eZleodaT erTi saaTiT, ufasod, gadaeRoT ojaxTan erTad gatarebuli saukeTeso momentebi da es wuTebi eqciaT sasiamovno mogonebad momavalSi.

  11. mary says:

    გააჩნია არა პროდუქტსაც?(depends :D) ზოგიერთ შემთხვევაში სულაც არ იქნება ეფექტური, თუ მითუმეტეს დიდ მასშტაბებზეა ლაპარაკი რამდენს დაატესტინებ პროდუქტს….. მაგ შემთხვევაში მემგონი რეკლამა უფრო მეტს მოხვდება.ორივე ერთად რომ იყოს ეგ უკეთესი იქნება, მაგრამ ეს აზრი უფრო უტოპიურია ვიდრე რეალური :D

Leave a Reply