Marketeer

პარეტოს პრინციპი, ანუ რესურსების ფოკუსირება.

დიდი ხანია აღარ დამიწერია, კრიზისმა საკუთარი მსხვერპლი მოითხოვა და გადავყევი ზედ, მოკლედ ასე იყო თუ ისე, ახალი წერილისთვისაც მოვიცალე. მგონი რომ მეტად აქტუალური თემა შევარჩიე მიმდინარე მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, მაშ ასე, თქვენს წინაშეა პარეტოს პრინციპი, სხვანაირად 80/20 ის კანონი.

მოგეხსენებათ თავად მარკეტინგი საკმაოდ ახალგაზრდა მეცნიერებაა, ხოლო საქართველო თავად ახალგაზრდა ქვეყანა, ამიტომ ბევრი რამ საქართველოში პირველად ხდება, იმიტომ კი არა რომ ჩამოვრჩით, დებილები ვართ და ა.შ. არამედ უბრალოდ – სულ რამოდენიმე წელია რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ამიტომაც ჯერ ყველაფერს ვერ ავუწყეთ ფეხი.

ამხელა შესავალი კი იმისთვის დამჭირდა, რომ გითხრათ – 80/20 ის კანონი დასავლეთის, უკვე განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებადი პრინციპია, მაგრამ საქართველოში მეეჭვება ბევრმა კი არა საერთოდ ვინმეს გაეგონოს, განეხილოს ან მითუმეტეს – კორპორაციაში დაენერგოს.

მაშ ასე, მაინც რა არის ეს მისტიური პრინციპი?

პარეტოს პრინციპს, მეორე სახელად 80/20 ის კანონი ტყუილად არ ქვია, საქმე იმაშია, რომ ეს კანონი გვამცნობს: ნებისმიერი შედეგის 80% მომდინარეობს განხორციელებული ცდების 20% იდან. თუ თქვენ ჩემნაირად აზროვნებთ, მაშინ ალბათ მაგალითიც დაგჭირდებათ ცარიელი სიტყვების რახა-რუხის მაგივრად, მაშ ასე: თუ თქვენ ფლობთ მაღაზიას, მისი გაყიდვების 80% იქნება თქვენი კლიენტების 20% ისგან… ოღონდ ამ მაგიურმა რიცხვებმა 80% და 20% არ მოგატყუოთ, ეს არ არის მკაცრად ფიქსირებული რიცხვი, არამედ იგულისხმება რომ შედეგის და ცდების ფარდობა ამ რიცხვებთან ახლო-მახლო იტრიალებს, ანუ შეიძლება იყოს 10% კლიენტებიგან შემოსული 90% შემოსავალი, ან 30% პროდუქციისა გამოიმუშავებდეს 85% ს მოგებისა და ა.შ.

კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ადამიანის გონება ისეა მოწყობილი რომ წამსვე შეკრებს 80% და 20% ს და მიიღებს 100% ეს არ შეგეშალოთ, 80% ხომ სხვა განზომილებაა და 20% კი სხვა. მათი შეკრება არ შეიძლება და არ არის აუცილებელი ფარდობა 100% ს ადგენდეს.

ახლა კი დროებით, პარეტოს დავუბრუნდეთ, ვინ იყო პარეტო? ეკონომისტებისთვის ეს ადამიანი კარგად ცნობილი იქნება, მას გარდა ამ კანონისა კიდევ ბევრი კვლევა და დამოკიდებულება აქვს გამოვლენილი, კერძოდ 80/20 ის კანონი კი აღმოაჩნია იტალიის მოსახლეობაზე დაკვირვებისას, როდესაც დაადგინა რომ იტალიის მიწების 80% ეკუთვნოდა იტალიის მოსახლეობის 20% ს, მოგვიანებით პარეტომ სხვა ქვეყნებიც შეამოწმა და აღმოაჩინა რომ იქაც იგივე ფარდობა მოქმედებდა, როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ ფარდობა ჯადოსნური სულაც არ არის და ის ცხოვრების ბევრ სფეროზე მოქმედებს, უფრო სწორად კი – ყველა სფეროზე.

მაგალითად ინტერნეტში შეხვდებით საიტებს, რომლებიც ირწმუნებიან რომ პარეტოს პრინციპით, შეიძლება სწრაფად დაიკლო, თუკი შესრულებული სავარჯიშოების რაოდენობას დაიყვან 20% მდე, მაგრამ ზუსტად ამოირჩევ რომელი სავარჯიშოების 20% შეადგენს იმ ეფექტს, რომელიც 80% ით გაკლებინებთ წონაში.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ პარეტოს პრინციპის გამოყენების არსიც ეს არის, უნდა გაარკვიოთ თქვენი კლიენტების/პროდუქციის თუ სხვა მომსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი 20% და მოახდინოთ მასზე კონცეტრირება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარკეტინგული კამპანიებისთვის კრიზისის პირობებში, ამ დროს ხომ ბიუჯეტი მაქსიმალურად შეზღუდულია და დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ვუმიზნებთ მომხმარებლიდან.

მაგრამ!

არ დაგავიწყდეთ არც დარჩენილი 80% კლიენტისა და არც ახალი კლიენტების მოპოვება, ამ ნაწილიდან მიღებული შემოსავალი დაფარავს კომპანიის ხარჯებს და შეუნარჩუნებს მას საერთო იმიჯს.

წარმატებებს გისურვებთ!

Give me a fruitful error anytime, full of seeds, bursting with its own corrections.
Vilfredo Pareto

13 Comments

  1. ფრიად საინტერესო ჩანაწერია !!
    9/10 თუმცა ვისურვებდი რეალურ მაგალითს

  2. David says:

    აქამდე არაფერი ვიცოდი პარეტოს პრინციპის შესახებ. ახლა კი ვიცი :)

  3. komisia says:

    კარგი იქნებოდა უფრო მყარი მათემატიკური მაგალითი მოგეყვანა.
    დაახლებით მივხვდი რისი თქმაც გინდოდა, მაგრამ ბევრი კითხვა დარჩა.

  4. VV says:

    რა იყო აქ გაუგებარი? შენი მომხმარებლის 20% შეიძენს შენი გაყიდული საქონლის 80%-ს.ეს ძალიან მარტივად.აქედან გამოდის კიდევ ერთი დასკვნა,რომ უნდა გყავდეს შესწავლილი შენი მომხმარებელი და ორიენტირებული უნდა იყო ეკონომიურად შეძლებულზე, ვინაიდან მისი მსყიდველობითი უნარი და შესაძლებლობა მაღალია.მაგრამ, როგორც ავტორმა თქვა, არ უნდა დაგავიწყდეს დანარჩენი 80% მომხმარებელი. მასაც თავისი ფუნქცია აქვს თქვენს ბიზნესსში.მაგრამ ეს კანონი მარტო ბიზნესსთან მიმართებაში არ არის სწორი. თვით სოციოლოგიური გამოკვლევები მოწმობენ, რომ მთლიანად ქვეყანაში კაპიტალის 80% არის მოსახლეობის 20%-ის ხელში. რასაკვირველია, ეს თანაფარდობაც მერყეობს. ამიტომაც არის, რომ მომხმარებლის 20% უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე დანარჩენი.რიცხვები არის პლიუს-მინუსით.

  5. მელოტი says:

    საინტერესო იყო ნამდვილად, მაგრამ რაღაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა :D

    პ.ს. მიხარია, რომ განაახლე წერა. მარკეტინგი ჩემი სისუსტეა ;;)

  6. Lintu says:

    კარგი სტატიაა, მაგრამ რაღაც არარეალურს და უბრალო დამთხვევას გავს ეგ კანონი

  7. Txlasho says:

    აუ ძააან მაგარი რაღაცაა :)))) გეხვეწები განავრცე და ბოლომდე დაწერე….. ან რავიცი რამე ქენი რა :) ძალიან დამაინტერესა :)

    რესფექთ!

  8. guest says:

    საინტერესოა.
    მაგრამ უფრო მარკეტინგულად უნდა მიდგომოდი. საქმე იმაშია, რომ 80/20 არ ახასიათებს მხოლოდ პარეტოს პრინციპს, ის გაცილებით ზოგადი ცნებაა. მარკეტინგში იგულისხმება, რომ 20% მომხმარებლებისა, რომლებიც განაპირობებენ შემოსავლის 80%, არიან ე.წ. “ჰევი იუზერები”, ან თუ გინდა ლოიალური მოხმარებელი დაარქვი, თუ სხვა მიმართულებითაც მიუდგები.

    საერთოდ გირჩევ წიგნს “LOVEMAრKს”, კევინ რობერტსის. ბევრი რამ წერია იმაზე, თუ რას გულისხმობს იმ 20%-ის ჩამოყალიბება, რაზეც შენ საუბრობდი, კონკურენტულ გარემოში. მაგრამ კონკრეტულად ბრენდის სავაჭრო ნიშნიდან “სიყვარულის ნიშნად” გადაქცევაზეა საუბარი.

  9. levani says:

    ზალიან საინტერესო პრინციპია აქამდე არ გამეგო, ეს პრინციპი მგონი ზუსტან კრიზისის პერიოდში არის ოპტიმალური

  10. cut_life says:

    ოღონდ მარკეტეერ გე არ გაბანძდეს რა არის მაგარი სამოცდათორმეტის წესი წაუკითხავს პარეტოს და მცირე ცვლილებები შეუტანია
    აქამდე უფრო მომწონდა ეს საიტი მიუხედავად იმისა რომ ათასში ერთხელ ანახლებდით

  11. WhalesTG says:

    ისე სამოცდათორმეტის წესთან საერთოდ არაფერ შუაშია. მე მომეწონა, საინტერესო იყო

  12. aiwona-daiwona says:

    “უნდა გაარკვიოთ თქვენი კლიენტების/პროდუქციის თუ სხვა მომსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი 20% და მოახდინოთ მასზე კონცეტრირება”
    – რა კარგი იქნებოდა, ეს რომ საქართველოში ოდესმე მოხდებოდეს!აქაურ სერვისებში კლიენტისა და მისი შენარჩუნების ცნებები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არაა აქტუალური.

  13. ბექა ახალმოსულიშვილი says:

    ეს კონცეფცია გაგებული მქონდა,მარკეტინგის ლექტორმა გველაპარაკა მარა სულაც არ უხსენებია პარეტოს პრინციპი თუ იყო ეს, მართლაც რო დასაფიქრებელი პრინციპია რადგან გულისხმობს, მომხმარებელთა საუკეთესო ნიშის შერჩევას(20%)
    საჭირო მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე ყურადღების გამახვილებას, ანუ სჯობს მიაწოდო მომხმარებელთა 20%–ს ინფორმაცია თუ თვლი რომ გაყიდვების უმეტესი მოცულობა(ამ შემთხვევაში 80%) მოდის სწორეს ამ მომხმარებლებზე, ვიდრე სხვა დანარჩენი მომხმარებელთა 80%–ისათვის დახარჯო ზედმეტი ძალისხმევა.

Leave a Reply