Marketeer

4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.

წინასიტყვაობა: დღეს საიტზე ახალი ავტორი გვყავს – მარი ალუღიშვილი, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში იმედია კიდევ შემოგვთავაზებს ახალ სტატიებს, მისი თემა მარკეტინგულ საფუძველში, სულ დასაწყისში მდებარეობს, გადაშალეთ ნებისმიერი მარკეტინგული სახელმძღვანელო და იქ 4P ის ანუ ე.წ. Marketing Mix (მარკეტინგული ნარევი) – ს აღმოჩენთ.

ინსტრუმენტი რომელიც თითქოს ყველა დამწყებმა მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს, დღემდე საკმაოდ ბურუსითაა მოცული, განსაკუთრებით იმ მარკეტინგული მენეჯერებისთვის, ვისაც მარკეტინგული განათლება არ მიუღია და თანამდებობაზე ნაცნობობით მოხვდა :P

მაშ ასე, ვინც არ იცით – გამოგადგებათ, ვინც იცით – არ გაწყენთ გამეორება, ბევრისთვის მისტიური 4P:

დღეს გადაწყდა ცოტა რამ მარკეტინგზე დაგვეწერა,რადგან თემა, რომელსაც ამ სტატიაში შევეხებით ძალიან გამოყენებადი და მნვიშვნელოვანია. კერძოდ ეს თემა ეხება მარკეტინგულ მიქსს, რომელიც ოთხი პი ს სახელითაცაა ცნობილი. მარკეტინგული მენეჯმენტის საფუძველიც სწორედ აქედან იწყება, მაგრამ საქართველოში მის გამოყენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაშინ როდესაც ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს ან რა დანიშნულება აქვს ოთხ პი-ს. მაშ ასე, მარკეტინგული მიქსი (Marketing Mix) ძირითადად შედგება ოთხი ელემენტისაგან:

  • ფასი (Price)
  • ადგილი (Place)
  • პროდუქტი (Product)
  • პრომო-პრომოუშენი (Promotion)

ოთხივე ელემენტი, ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მოდით განვიხილოთ, როგორ ურთიერთქმედებენ ისინი და საერთოდ, რატომ ეძახიან Marketing Mix – ს, ანუ ”მარკეტინგულ ნარევს”. საქმე იმაშია, რომ პროდუქტი ,რომელსაც შენ სთავაზობ მომხმარებელს, შეიძლება შეიცვალოს მიქსის-ნარევის ელემენტების დოზის გაზრდით ან შემცირებით.

უფრო გასაგები რომ გახდეს თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ მხატვრის პალიტრის მაგალითი:

მხატვარი ერთმანეთში ურევს მთავარ ფერებს სხვა და სხვა რაოდენობით, რომ მიიღოს საბოლოო ფერი რომელსაც ნახატში გამოიყენებს. გამოდის რომ მხატვარს შვიდი ძირითადი ფერისაგან უამრავი ახალი ფერის შექმნა შეუძლია. ყოველი ხელით შესრულებული ნახატი კი უნიკალური და ყველასგან განსხვავებულია. მარკეტინგულ მიქსში გვაქვს არა შვიდი, როგორც ეს ხატვაშია არამედ ოთხი ძირითადი კომპონენტი, რომელთა დოზების ცვლის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მრავალფეროვან, ხშირად უნიკალურ საქონელს ან  მომსახურებას.

დროთა განმავლობაში ყველა გამოცდილება, თეორია ან მეთოდი იხვეწება და ახალი, გაუმჯობესებული სახით წარმოგვიდგება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – ზოგიერთმა  მარკეტოლოგმა  4P – ხუთამდე გაზარდა და დაუმატა ახალი კომპონენტი ხალხი (People). ასე დაიბადა 5P.

მოგვიანებით, არც 5 კომპონენტი აღმოჩდა საკმარისი და საერთო რაოდენობა შვიდ P – მდე გაიზარდა, კერძოდ კი: გარეგნული მხარე (Physical evidence) და პროცესი (Process).

ამ დროისთვის, ალბათ უკვე მიხვდით რატომ წარმოიშვა ტერმინი 4P და არა მაგალითად 4M, საქმე იმაშია რომ ყველა კომპონენტის ინგლისური დასახელება ასო P დან იწყება.

ახლა, როდესაც ზოგადად ვიცით თუ რა არის შვიდი პი, მოდით ვისაუბროთ მის თითოეულ კომპონენტზე:

  1. ფასი (Price) – პროდუქტზე ფასის დადების მრავალი გზა არსებობს (Pricing), ამისათვის სწორად უნდა განისაზღვროს პროდუქტის თვითღირებულება, ბაზრის ღირებულება და კიდევ უამრავი ელემენტი.ზოგჯერ საჭიროა ფასის ცვლილება – დაწევა ან აწევა. რათა არ დაეცეს თქვენი პროდუქტის გაყიდვები.
  2. ადგილი (Place) – ესაა მექანიზმი რომლის საშუალებითაც საქონელი და/ან სერვისი, მიდის მიმწოდებლიდან მომხმარებლამდე. ადილი სადაც მომხმარებელი უშუალოდ ხვდება პროდუქტს.
  3. პროდუქტი (Product) – პროდუქტი ხელშესახები მატერია ან მომსახურებაა, რომელიც შეგიძლია გაყიდო ან იყიდო.
  4. პრომოუშენი (Promotion) – ოთხი პი ს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მოიცავს მარკეტერის ყველა კომუნიკაციას. როგორც ნეილ ბორდენი თავის დროზე ”მარკეტინგულ მიქსში” ამბობდა – ”მარკეტინგის ყველა კომუნიკაციას აქვს თავის პრომო მიქსი”. ის შეგვიძლია ნამცხვრის მიქსს შევადაროთ, რომლის ძირითადი ინგრედიენტები ერთი და იგივეა, მაგრამ თუ რომელიმე მათგანის დოზას გავზრდით ან შევამცირებთ მივიღებთ სულ სხვა გემოს.
  5. ხალხი (People) – ხალხზე დაკვირვება არის ყველა სერვისის/პროდუქტის და გამოცდილების მნიშვნელოვანი ელემენტი. მიმწოდებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პროდუქტის დამზადება და რეალიზება ერთდროულად მოხდეს, ამასთან ერთად დაიხვეწოს მომხმარებლის დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება.
  6. გარეგნული მხარე (Evidence) – არის სერვისის მატერიალური ნაწილი ჩაცმულობა და/ან აღჭურვილობა.
  7. პროცესი (Process) – პროცესი არის 7P ს ერთ-ერთი ელემენტი. მასში თავმოყრილია მარკეტინგულ და/ან ფინანსურ ოპერაციებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება. მაგალითად კომპანიას სურს მიიღოს 30% მარკეტინგული წილი, ამისათვის კომპანია ასრულებს მარკეტინგული დაგეგმარების პროცესს.

ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ოთხი, ხუთი და მით უმეტეს შვიდი პი?
პასუხი მარტივია: ფაქტიურად, მარკეტინგის ძირითად საფუძველს მარკეტინგული მიქსი წარმოადგენს! მიუდექით ამ ინსტრუმენტს, როგორც რეცეპტს, ეს დაგეხმარებათ უკეთ წარმართოთ თქვენი საქმიანობა.

საჭიროა გამოუშვა პროდუქტი, მაგრამ უნდა წინასწარ დაადგინო სად უშვებ პროდუქტს და რა სეგმენტისთვისაა გათვლილი, რათა სწორად დაადო ფასი და ბოლოს გააკეთო შენი პროდუქტის PR აქცია ან სარეკლამო კამპანია. რადგან დღესდღეობით პროდუქტის სიმცირეს არ ვუჩივით, აუცილებელია მომხმარებლამდე მივიდეს თქვენი გზავნილი, მათი საშუალებით დანარჩენი სამი პი პროდუქტის უკეთ რეალიზებასა და მეტი მოგების მიღებაში დაგეხმარებათ.

ვფიქრობ ეს სტატია დაგეხმარებათ ამ საქმის უკეთ შესწავლაში და თუ გადაწყვეტთ მარკეტინგი თქვენი ცხოვრების პროფესიად აქციოთ (ან უკვე აქციეთ) ეს ინფორმაცია გამოუყენებელი არ დაგრჩებათ.

პატივისცემით: მარი ალუღიშვილი

27 Comments

  1. მელოტი says:

    აუუ რა კარგი ბლოგი გაქვთ!!!!!

    ცოტა ხშირად დაწეროთ იქნებ სტატიები :(

    საშინლად მაინტერესებს მარკეტინგი :):):)

  2. ეხლა მერვეც დაამატეს) Performance
    რომლის აზრს კარგად ვერ ჩავწვდი, მგონი რაღაც ამ 7ს ნაზავია) არ იყო საჭირო ჩემი აზრით

  3. yahoogoogle says:

    კიდევ PR-ია ზოგან ცალკე გამოყოფილი და Politics დამატებული და ადის 10P-მდე. :)

  4. ZVIADI says:

    საინტერესო იკნება 8P რომელსაც სიამოვნებიტ გავეცნობოდი.

  5. komisia says:

    ეგრე, იმ სიტყვებს თუ დავუწყებთ ძებნას, რომელიც P-თი იწყება და მარკეტინგში რამეს ნიშნავს, 50 P-მდეც ავალთ.
    4P მოიცავს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე P-ებს!

  6. goglerr says:

    Бесплатный совет: заведи у себя в блоге рубрику типа “самые горячие обсуждения” или что-то в этом роде. Там можно будет комментировать самые обсуждаемые темы блога…

  7. ზურა says:

    უპირველესად მივესალმები აზრს, რომელიც ,,კომისიამ” გამოთქვა.
    მართლა პ ხომ არაა მთავარი?
    თანაც დღეს საქართველოში ყველაზე მაგარი მარკეტინგი იმას აქვს ვისაც ტენდერებში ყველაზე დიდი ზურგი აქვს.
    ასეთ დროს არც ფასია საჭირო და არც ადგილი:)))))

  8. ზურა says:

    და საერთოდ საუბარი იმაზე თუ რა არის ფასი – ცოტა ბავშვურია:)
    მოდით ის დავწეროთ როგორ დავადოთ ფასი!!!
    ანუ კინოფილმისა არ იყოს პრინციპი უნდა იპოვო თორემ სხვა ყველაფერი ფუჭია.
    არ გეწყინოს მარი:)

  9. zviadiusi says:

    საინტერესო ინფორმაცია მოგვაცოდე მადლობა !
    უპრო მეტი სად შეიდზლება ავიგოტ მარკეტინგზე?

  10. Lord Vader says:

    კარგი ბლოგია. არ გაჩერდეთ!

    ისე კი, მემგონი, მარკეტინგი ისეთივე ძველი მეცნიერებაა, როგორც სამყარო. მარკეტოლოგი უძველეს პროფესიათა შორის მეოთხეა მეძავისა, ჟურნალისტის და პოლიტიკოსის გვერდით… ტერმინია გვიანდელი, თორემ მარკეტინგი ყოველთვის არსებობდა.

  11. Tornike says:

    მარი ძვირფასო, კარგია მარკეტინგზე ასე რომ ხარ შეყვარებული, (ნაცნობობით თანამდებობით გაჩიტულებო მაინც არაფერი გეშველებათ:) თუ არ მიწყენთ ერთს დავამატებ, მარკეტინგი ზუსტი მეცნიერება არაა როგორც მათემატიკა, ამის ორი მიზეზია: 1. მარკეტინგის ორიენტირი და “ტარჯეტი” ხალხია, ხალხი კი მოგეხსენებატ მრავალფეროვანია, მით უმეტეს ქართველები
    2. მარკეტინგი ძველი მეცნიერება არაა და გამოგონებებს და მიღწევებს არ ემყარება, უბრალოდ ის მსოფლიოს განვითარებასთან ერთად წარმოიშვა და უკვე მომხდარი მოვლენების საფუძველზე კარგი კომერციული (და არამარტო) პროგნოზირების საშუალებაა

    ჰო მართლა თქვენს საიტს რეგისტრაციის ბმული ვერ ვუპოვე:)

  12. Tornike says:

    თორემ მარკეტინგი ყოველთვის არსებობდა

    Lord Vader,

    იმის მოფიქრებას, პროდუქცია ხალხმრავალ ადგილას გაეყიდა “უძველეს ხალხს” , მე მარკეტინგს არ დავარქმევდი

  13. kristii says:

    ძალიან საინტერესოო ინფორმაციაა…..მაგრაამ ,სანამ პროდუქციაზე ვსაუბრობთ იდეა დაგვავიწყდა იდეა რის შედეგადაც იქმნება ეს პროდუქცია…საინტერესოა 7 პ :)

  14. BAXUSI says:

    გამარჯობათ. პირველად ვარ თქვენ საიტზე და ძალიან მომწონს. რაც შეეხება მარკეტინგ-მიქსს: მაინტერესებს, ვინ ამატებს და აკლებს ამ P-ეებს? ან სად ინახება ის საბაზისო P-ეები, რომლებსაც შემდეგ უმატებენ? თუ ასეა და ვისაც უნდა ის დაუმატებს, მაშინ მე შემოგთავაზებთ სხვადასხვა მარკეტოლოგების მიერ დამატებულ P-ეებს და გარწმუნებთ მათი რიცხვი 8-ზე მეტი გამოვა
    1.პრაქტიკა–ეს P მარკეტინგ-მიქსს ჩაკ მარტინმა დაუმატა. როგორც სტატისტიკური გამოკვლევები აჩვენებენ, პრაქტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს პირმის საქმიანობაში. ვერავინ გადაახტება ტავის ტავს, ასევე ვერავინ შეძლებს დიდი მწვერვალების მიღწევას პრაქტიკის გარეშე. პრაქტიკასტან ერტად მნიშვნელოვანია პროფესიული კადრებიც. ფაქტიურად ხომ ისინი განაპირობებენ ფირმის წარმატებას და არა რომელიმე შენობა, დანადგარი ან მოწყობოლობა.
    2.პარადიგმა–ესაა ფრაზა, რომელსაც მარკეტოლოგები იყენებენ იმ შემაშფოთებელი ტენდენციების არსანიშნავად, რომლებიც იწვევენ ყველა ძველი სტრატეგიის გნრევას მოითხოვენ საქმეში რადიკალურად ახლის დანერგვას. თანამედროვეობის ბრძენი მარკეტოლოგებიც ამას გვირჩევენ:ან თქვენ თვითონ მოშალეთ თქენი ძველი წარმოება,ან დადექით და უყურეთ როგორ დაგიშლიან სხვები,დაგიშლიან ისე, რომ ვეგარასდროს ააწყოთ.
    3.პას ელონგ-აიდეა ვირუსები. ამ პ-ს მიქსში დამატების მომხრეა სეთ გოდინი-იაჰუს ვიცე პრეზიდენტი.ესაა ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი საკითხი თანამედროვე მარკეტინგში და გულისხმობს ხალხში დადებითი აჟიოტაჟის შექმნას ჩვენს პროდუქტზე. თუ ვინე ერკვევა ვომ ტექნოლოგიებში, სწორედ ამ ტექნოლოგიებზეა საუბარი.
    კიდევ შეილება რამდენიმე Pს დამატება, მაგრამ ესენი ყველაზე მნიშვნელოვანია.

  15. nino says:

    საინტერესოა ეს ყველაფერი უფრო მეტი ინფორმაცი ამ საკითხზე ინეტში სად მოვიძიო?

  16. mariko says:

    4Pვიცოდი მაგრამ 5,6,7 და ა.შ გაგონილიც არ მქონდა :D
    მე მაინც ვფიქრობ 4P საკმარისია იმისათვის რომ დაგეგმო და შეიმუშავო სტრატეგია ბიზნესის განვითარებისთვის … ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა სხვა უამრავი წვრილმანიც დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე ბიზნესსზე …

  17. teko says:

    საინტერესოა… , . ძალიან მინდა სპეციალობად მარკეტინგი..პროფესია რომელიც არ გზღუდავს..!!

  18. Mary says:

    ჰეჰ რა სიმბოლურია ჩვიდმეტის კომენტია დატოვებული და ამ სტატიის ავტორიც 17 წლის სკოლის მოსწავლეა კარგია რომ დაუმატეთ სხვა პი ებიც მაგეებსაც მოვძებნი სადმე და უეჭველი ვისწავლი.:)

  19. მომწონს!!!!!

  20. DEVI says:

    8 პი – ეს საქართველოს მიქსია :)

    როდესაც ბიზნესსში და მარკეტინგში – პოლიტიკაც ერევა :D

    ____________________________
    PCMania.ge

  21. givi says:

    პ არა ხ კიდ, გოუმარჯოს პროდუქტის შეტენვის მეთოდს

  22. lasha says:

    ზაანსაინტერესოა

  23. lasha says:

    სიამოვნებით დაწვრილებით შევისწავლიდე ამ სფეროს თუ კიდევ არსებობს ინფორმაციები გთხოვთ გამოაქვეყნოთ

  24. nino says:

    მარკეტინგულ მიქსსში მე დავამატებდი კიდევ ერთ P-ს; PLAN:))როგორია?

  25. დაიმახსოვრეთ მკიტხველობო დამარკეტინგით დაინტერესებულო ქალბატონებო და ბატონებო, არსებობს მხოლოდ 4P MIX-ი. 4-ზე მეტი არ არსებობს ეს მარკეტინგის მამებმა დაადგინეს და ნურაფერს უმატებთ

  26. Co.L.t.D says:

    რაც შეეხება პიარს ,იგი წარმოადგენს მარკეტინგის მიქსის ერთერთი ელემენტის მთავარ კომპონენტს(რეკლამა დ.ა.შ) და არ არის აუცილებელი გამოიყოს როგორც ცალკეული კომპონენტი ანუ (P).და დავამატებ ,,გარეგნულ მხარეს,, ის წარმოადგენს პოდუქტის კომპონენტს და არც მისი გამოყოფა არ იქნება საჭირო და მიზანშეწონილი.

  27. roicon says:

    არსებობს მხოლოდ 4პ დანარჩენი მხოლოდ საქმედალეული ხალხის მოგონილია

Leave a Reply