• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

თარიღი: 21,10,2008

LOLcats – ანუ ერთი ფისუნიას ფენომენალური წარმატება

featured მარკეტინგი
LOLcats – ანუ ერთი ფისუნიას ფენომენალური წარმატება

ყველაფერი კი 2003 წელს, ერთ უცნაურ ფორუმზე Something Awful ზე დაიწყო, ამ ფორუმის წევრმა სახელად HappyCat – მა იმ დღეს სასაცილო, ჩაპუტკუნებული ფისუნიას სურათი აღმოაჩინა რუსული კატების საკვების მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე და სასწრაფოდ ფორუმზე გამოფინა.

Happycat მა გადაწყვიტა, რომ მარტო კატა იმდენად სასაცილო არ იყო და ამიტომ ქვეშ ინგლისურად წარწერაც მიამატა I can haz Cheezburger? (ჩიზბურგერს მაჭმევ?) განგებ დამტვრეული გრამატიკით და მართლწერით, თითქოს კატები ასე საუბრობენო…

ამ სურათმა უცებ მოიპოვა პოპულარობა და ინტერნეტში აქა-იქ გაიელვებდა ხოლმე, ინტერნეტის აქტიურმა მომხმარებლებმა დაიწყო სურათის საკუთარი ვერსიების შექმნა, საკუთარი სასაცილო წარწერებით, თან რაც მთავარია დამტვრეული ინგლისურით.

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ვერც იდეის ავტორი და ვერც კატების საკვების მწარმოებელი კომპანია ვერ მიხვდა ამ სურათის მთელ პოტენციალს, სამაგიეროდ ნიჭიერმა ბიზნესმენმა ერიკ ნაგაკავამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა რომ ასეთი ტიპის სურათებს ერთად მოგროვებულს ვერცერთ საიტზე ვერ ნახავდით, ამიტომ მან და მისმა პარტნიორმა სასწრაფოდ დაარეგისტრირეს დომეინი http://icanhascheezburger.com და ინტერნეტ სივრცის ყველაზე პოპულარული ფენომენის ისტორიაც სწორედ აქედან იწყება.

I can has cheezburger?

I can has cheezburger?

“თავიდან არც ისე ბევრი სტუმარი გვყავდა” იხსენებს ნაგაკავა ”მაგრამ პოპულარობა იმდენად სწრაფად იზრდებოდა რომ სულ ახალ და ახალ საიტზე გადასვლა გვიწევდა, რადგან საიტები ვერ უმკლავდებოდა უზარმაზარ სტუმრების რაოდენობას”

საიტი ვითარდებოდა და ნებისმიერს შეეძლო მასზე სასაცილო ფისოების სურათების გამოგზავნა, სასაცილო აღწერითურთ, ოღონდ რათქმაუნდა დამტვრეული ინგლისურით.

პარტნიორებმა საიტი 2007 წელს საინვესტიციო კომპანიას მიყიდეს, ინვესტორები იხსენებენ: ”როდესაც ტელევიზორში გამოვაცხადეთ, რომ ფული ჩავდეთ საიტში სადაც ფისოების სურათებია და თან დამტვრეული ინგლისურით, ჩვენმა აქციონრებმა ადვოკატებთან დარეკვა დაიწყეს…”

ინვესტორებმა საიტში სულ 2 მილიონამდე გადაიხადეს და იმ დროისთვის საიტი უკვე თვეში 30 მილიონ ჩვენებას ითვლიდა. აქციონრებიც დაწყნარდნენ და ინვესტიციაც წარმატებული აღმოჩნდა.

2008 წლის მარტში საიტმა პოპულარობის პიკს მიაღწია, დღეში 5000 ზე მეტი სასაცილო ფისუნიას სურათს აგზავნიდა ერთგული მომხმარებელი, ამიტომ კომპანიამ დაიქირავა თანამშრომლები, მათი ერთადერთი მოვალეობა იყო – გადაერჩიათ სურათები და დღეში 7-8 საუკეთესო მათგანი საიტზე გამოექვეყნებინათ.

საიტს უკვე 800 000 ზე მეტი სასაცილო ფოტო აქვს მონაცემთა ბაზაში და გვერდის ჩვენებები მილიარდს

Proceed

Proceed

უახლოვდება. ბიზნესმენები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და კიდევ 6 შვილობილი საიტი გახსნეს, თითოეული მათგანი სხვადასხვა სასაცილო თემას ეხება.

LOLcat ის ფენომენმა კი საიტის დამოუკიდებლად დაიწყო განვითარება, დამტვრეული ინგლისური კატების ”ოფიციალურ ენად” გამოაცხადეს, ხუმრობით ამ ენაზე ბიბლიაც კი თარგმნეს

ჩამოყალიბდა LOLcat ების სხვადასხვა მიმართულებები, რამოდენიმე სხვა ფოტოც ძალიან პოპულარული გახდა, პოპულარული გახდა ახალი ტერმინიც: om nom nom nom ამ ერთი შეხედვით უაზრო სიტყვათა შეთანხმებით, ვითომდა ფისუნიების მიერ ჭამის დროს გამოცემული ხმა გამოისახება.

ფენომენმა პიკს მაშინ მიაღწია როდესაც გახალისებულმა ფისუნიების ფანებმა სპეციალური დღესასწაული გამოიგონეს: Caturday (კატშაბათი) ის შეიძლება ყოველდღე მოაწყოთ, რომელიმე საზოგადოების, ფორუმის, კლუბის ან სხვა ჯგუფის წევრები დათქვამენ ხოლმე კვირის დღეს და დათქმულ დროს, ყველა ერთმანეთს სასაცილო ფისუნიების სურათებს უგზავნიან ან პირდაპირ საიტებზე აქვეყნებენ.

om nom nom nom

om nom nom nom

ფისუნიას, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო ფრენკი ერქვა, სამწუხაროდ მის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი, მან ეს სამყარო 2007 წლის ოქტომბერში დატოვა და ალბათ ახლა სამოთხეში მიირთმევს ჩიზბურგერებს. ამ ამბავმა ინტერნეტს შოკის ტალღად გადაუარა და ბევრი მისი ფანი ატირა, ალბათ ბევრი ადამიანი იოცნებებდა იმ პოპულარობაზე რასაც პუტკუნა და ლურჯმა ფისუნიამ მიაღწია.

ისტორია კი ნამდვილად ვირუსული მარკეტინგის და თვითონ Buzz effect ის მშვენიერი გაკვეთილია, კარგად ჩანს როგორ ვითარდება და იხვეწება აკვიატებული იდეა, როგორ ისწრაფვის ადამიანი გახდეს გარკვეული სოციალური ჯგუფების წევრი და ა.შ. ვფიქრობ, საინტერესო დასკვნებსაც გამოიტანთ.

ბოლო მონაცემებით, მთელი ინტერნეტის მასშტაბით დაგზავნილ ელ.ფოსტების 27% შეიცავს ერთ LOLcats მაინც.

წერილის გამოქვეყნების თარიღია: 21,10,2008 დრო: 12:44 am თემა: featured, მარკეტინგი. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ თემაზე გამოხმაურებას კომენტარების RSS 2.0 არხით. შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი, ან გამომეხმაუროთ თქვენი საკუთარი ვებ-გვერდიდან.

6 კომენტარი

ინტერესით გავეცნობოდი თქვენს აზრს!



  1. ავტორის ვებგვერდი

    1,11,2008

    ბმული კომენტართან

    დოდკა ფიქრობს:

    აუ მე მახსოვს როდესაც ვორდპრესმა დაფინანსება მისცა ლოლქეთსებს, იქ კომენტარებში რა ამბავი იყო, რომ აიტ ჩვენ სერიოზული ბლოგერები ხუიზედ ვზივართ და ამ ტუპოი ტუპოი საიტს ამხელა პოპულარულობა და ა.შ. : )))

    და რავი, მგონი ყველა შოუში იღადავეს თან ამ საიტზე.

    ნუ მე კატები არ მიყვარს, და არც საიტი მომწონს დიდად იასნია, მაგრამ ერთზე გამეცინა მახსოვს, ვოლქ ლაიკ ეჯიფშნ იყო წარწერა :დ

    უი ხო, სამაგიეროდ მუხლს ვიდრეკ ამავე საიტის შემქმნელების მიერ გაკეთებული ფაილბლოგ-ის წინაშე.

    [ინგლისურად ვერ დავბეჭდე :D ]



  2. ავტორის ვებგვერდი

    6,11,2008

    ბმული კომენტართან

    BigCrow ფიქრობს:

    ტავარიშ ავტორ…
    ადსების ჩასმა ფასიანია თქვენთან, თუ ექსჩეინჯზეც მუშაობთ?



  3. ავტორის ვებგვერდი

    20,11,2008

    ბმული კომენტართან

    /// RiDER ფიქრობს:

    საინტერესოა, ამ ისტორიის კითხვების ფონზე 100 რამის მოფიქრება შეიძლება, დავიჯერო არავინაა დაინტერესებული კვლევებით მაგ. რომელი ბიზნესი არის ხვალინდელი სიტყვა …
    ერთი უნდა დავგუგლო



  4. ავტორის ვებგვერდი

    13,01,2009

    ბმული კომენტართან

    Jack TrouT ფიქრობს:

    ”სნეპლი”-ის ისტორია თუ იცი ის დაწერე, ეგ ბევრად საინტერეოსააა :)



  5. ავტორის ვებგვერდი

    26,08,2009

    ბმული კომენტართან

    Mari ფიქრობს:

    მაგარი ფოტოებია მიყვარს კატები და რადგანაც ვიპორჭყნები ხოლმე მარი კატა შემარქვეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!**********:*:*



  6. ავტორის ვებგვერდი

    15,10,2009

    ბმული კომენტართან

    Sopho ფიქრობს:

    ამ შქეისიდან ყველაზე საინტერესო ის არის რომ ვიღაცამ ამას სწორი გზა მოუძებნა და კარგად იხეირა, რაც მაგალითად ‘ჩუტყვავილების’ შემთხვევაში არ მოხდა და ამ ტალღამ ისე გადაიარა რომ შემოსავლიანი ბრენდი არ დატოვა :(



გამოთქვით აზრი

გამოიყენეთ შანსი კომენტარის დასატოვებლად

  1. სახელი (აუცილ.)

    ელ.ფოსტა (აუცილ.)

    ვებგვერდი

    ტექსტი

  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში თარიღი: 16,05,2010
    • Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი თარიღი: 15,03,2010
    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
  • ბოლო კომენატრები

    • APRIL on პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
    • APRIL on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
    • გიორგი კალატოზიშვილი on როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
    • nino on 4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
    • დილეტანტი დედამიწიდან on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Bring – what's new on the internet
    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!