Marketeer

Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი

მუსიკალური კლიპი, რომელიც ორ პოპ-ლეგენდას, ლედი გაგას და ბიონსის შესრულებით, რეჟისორმა ჯონას აკერლანდმა გადაიღო – უკვე წარმატების ზენიტშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრემიერა სულ 2-3 დღის წინად შედგა. თავისთავად ცხადია, რომ კლიპის პოპულარობა უკვე დამკვიდრებულმა ვარსკვლავმა – ბიონიმ და ამომავალმა ვარსკვლავმა – ლედი გაგამ განაპირობეს, ამას დავამატოთ საკმაოდ ხარისხიანი მუსიკა და მულტიმილონიანი გადაღება.

მაგრამ…

ვიდეო კლიპში, რომელიც სხვათაშორის 10 წუთიანია, ჩვენ, როგორც მარკეტოლოგებს სულ სხვა რამე გვაინტერესებს, ეს კლიპი უხვადაა ამოტენილი ე.წ. Product Placement (საქონლის განთავსება) ით, რომელიც სხვადასხვანაირად გადანაწილდა და კლიპის დანახარჯების უდიდესი ნაწილი აანაზღაურა – თუ მთლიანად არა.

მაშ ასე, თავად ვიდეო და დეტალური მასალაც

If you can see this, then you might need a Flash Player upgrade or you need to install Flash Player if it's missing. Get Flash Player from Adobe.

როგორც მინიმუმ 9 სხვადასხვა ბრენდნეიმს შეხვდებით ამ კლიპში, ყველაზე თვალსაჩინო რათქმაუნდა უკვე შენიშნეთ – Virgin Mobile მობილური პროვაიდერია, მაგრამ აქვეა HP Enny, Beats Limited Edition – ლეპტოპი, მაიონეზი Miracle Whip და პურის მცხობელი Wonder Bread ასევე რათქმაუნდა Diet Coke… სია გრძელდება…

ცხადია პოპ-კულტურა მაშინვე ლამის აფეთქდა ორი ლიდერი ვარსკვლავის მიერ შესრულებული ვიდეო კლიპით, ხოლო მედიამ, მაშინვე ჩამოაწიკწიკა ყველა აქსესუარი და ბრენდი, რომელიც კლიპებში მოხვდა, მათ შორის დეტალური განხილვები გამოაქვეყნა: Huffington Post-მა The Guardian-მა Jezebel-მა Rolling Stone და Interview Magazine მა.

საინტერესო ის არის, რომ კლიპში მოსახვედრად ყველა ბრენდს ფული არ გადაუხდია, მაგალითად Diet Coke რომლის მეშვეობითაც ლედი გაგას თმები აქვს დახვეული – მისი პირადი იდეა იყო. ასევე სამზარეულოს სცენაში, სადაც მომღერალი ვითომდა საწამლავს ამზადებს, გაგას სურდა მთლიანად ამერიკული ბრენდები გამოეყენებინა, Wonder Bread მა უფასოდ მიიღო სარეკლამო ადგილი, ხოლო Miracle Whip მა თანხა გადაიხადა, თუმცა რაოდენობა უცნობია. ამ ბრენდზე განსაკუთრებული აქცენტიც კეთდება კლიპში და მისი ახალი შეფუთვა – განსაკუთრებით თვალსაჩინოა, ეს Miracle Whip ის მიერ გაჩაღებული კამპანიის ნაწილია.

რაც შეეხება ზემოთ უკვე ნახსენებ Virgin Mobile ს რომელიც ასევე საკმაოდ თვალსაჩინოა, ეს კომპანია მომღერალის მსოფლიო ტურნეს ასპონსორებს, ხოლო “Polaroid” მა რეკლამა მიიღო იმის გამო, რომ მომღერალი ამ კომპანიის კრეატიული დირექტორია.

კლიპში არის ადგილები სადაც HP ის ლეპტოპებით ხდება ინტერნეტის დათვალიერება, ეს რეკლამა ბრენდმა ლედი გაგასთან ადრე გაფორმებული მარკეტინგული კონტრაქტით – უფასოდ მიიღო.

თუმცა, ყველაზე უცნაური, მაინც ალბათ საიტ PlentyofFish.com ის გამოჩენაა კლიპში, ეს ონლაინ-გაცნობების საიტია და მისმა მარკეტინგულმა სამსახურა კლიპში მოსახვედრად ფული გადაიხადა, კლიპის პრემიერის შემდგომ მათი სტუმრების რაოდენობა 15% ით გაიზარდა, მაგრამ ვერ შეძლეს ამ ზრდის შენარჩუნება, საიტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი კრეატიულ რეკლამას ეძებდნენ და კმაყოფილები არიან შედეგით.

კლიპის პრემიერა ტელეკომპანია E! – ზე შედგა და მილიონამდე მაყურებელი მიიზიდა, აღსანიშნავია რომ ეს ტელეკომპანია MTV სთან შედარებით შეარჩიეს, რაც შეეხება ონლაინ პრემიერას ეს უფლება VEVO მ შეიძინა Youtube ზე და პირველივე დღეს 4 მილიონი ნახვა დაფიქსირდა. (სწორედ ეს ვიდეო დევს აქ)

ახლა დასკვნებიც გავაკეთოთ

ლედი გაგას და ბიონსის კლიპში მონაწილეობა – ნამდვილად ძვირი ჯდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ამ ფენომენალურ წარმატებას, გამოდის – კარგი გათვლა იყო. Product Placement ადრე აქტიურად გამოიყენებოდა მთელ რიგ ფილმებში, უფრო პოპულარული კი რათქმაუნდა – სერიალები იყო, ზოგი ქართული სერიალიც კი იყენებდა ამ სტრატეგიას თავის დროზე, თუმცა შემდგომ რატომღაც შეწყვიტეს.

მოიყვანს ერთი მუსიკალური ვიდეო გაზაფხულს? ვნახოთ…

If you really think about it, when watching television, you have product placement all the time.

7 Comments

  1. Andy says:

    ვიდეო მართლაც რომ კარგია. გაგაც როგორც ყოველთვის შესანიშნავი. ვფიქრობ გაამართლებს მოლოდინებს ეს ვიდეო და დუეტი.

  2. tcman says:

    რავი ორივე მომღერალი ძალიან მოყვარს მაგრამ არც ეს კლიპიი და არც სიმღერა რატომღაც არ მომეწონა კლიპი განსაკუთრებით

  3. DreaMar says:

    ეგ კლიპი რამდენჯერ მაქვს ნანახი და არცერთი ბრენდნეიმი არ შემიმჩნევია :დ :დ :დ ამ პოსტის მერე დავაკვირდები.

  4. ლედი გაგამ და ბიონსემ ძალიან დიდი პიარი გაუკეთეს იმ ბრენდებს რომლებიც არის დასეხელებული და თვითონ კლიპსაც რომელსაც ამ ყველაფრის შემდეგ საკმაოდ ბევრი მაყურებელი გაუჩდა

  5. SoPo says:

    da kidev gogoebi rom chxuboben mand gagas gverdze gogos rom achvenebeN eg gogo ledy gaga-s da aRis

  6. ladyshrew says:

    ვერაფერი მაიძულებს ამ კლიპს კიდევ ვუყურო :D

  7. დზინდზინ says:

    დიდი მარკეტინგული გათვლაა(თან უმარტივესი),ამ კლიპში შეხსენების გარეშე მაქსიმუმ ერთ ან ორ ბრენდს შეამჩნევ ,მაგრამ როდესაც იგებ რომ ეს კლიპი ძირითადად ამერიკული წამყვანი ბრენდების გაპიარებისთვისააა და დიდი მარკეტინგული შინააარსის არის მაშინ გაათმაგებულად აკვირდები თითოეულ დეტალს ,ეს ყველაზე დიდი ხარისხია კლიპის შინაარსიანად ყურების, აღქმის და ბრენდების აქტუალურობის წარმოდგენის მომხმარებლებისთვის ,ეს ყველაფერი ეხმარება ბრენდების უფრო აქტიურ მოთხოვნას და და ასე შე….კარგი იდეაა !!!

Leave a Reply