• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

თარიღი: 28,10,2008

ევანგელიზმი – მარკეტინგის მწვერვალები

მარკეტინგი
ევანგელიზმი – მარკეტინგის მწვერვალები

თუკი Word of Mouth (WoM) მარკეტინგის გაძლიერებული ფორმაა, მაშინ ევანგელიზმი თვითონ WoM ის გაძლიერებული ჟანრია.

რას ნიშნავს თვითონ ტერმინი ”ევანგელიზმი” ის მოდის სიტყვიდან – ”კარგი ამბების მოტანა” და როგორც უკვე ხვდებით, რელიგიასთან საკმაოდ ახლო კავშირშია, რა იყო რელიგიური ევანგელისტების ძირითადი მიზანი? გადმოეყვანათ ყველა სხვა სარწმუნოების აღმსარებელი – ქრისტიანობაზე.

მარკეტინგული ევანგელიზმიც დაახლოებით ასე მოქმედებს, ევანგელისტი, რომელიც კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, აქვს დარწმუნების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები, ქმნის მომხმარებელთა კულტურას, გუნდს, საზოგადოებას. რომლებიც თავის მხრივ სხვებს არწმუნებენ გადმოვიდნენ ამ პროდუქტზე.

რათქმაუნდა, ევანგელისტები და ევანგელიზმი მაინცდამაინც ხელმისაწვდომი არ არის მცირე ზომის კომპანიებისთვის, ეს საკმაოდ იშვიათი და ეგზოტიკური პროფესიაა, ცალკე ევანგელიზმში ვერავინ მოგამზადებთ, საჭიროა ბუნებისგან მონიჭებული შეუდარებელი ნიჭი ადამიანების დარწმუნებისა.

ევანგელიზმის ტექ.სფეროში შემომტანად და საერთოდ მარკეტინგული ევანგელიზმის მამამთავრად გაი კავაზაკი ითვლება, თავის დროზე მან უარი თქვა Yahoo ს დირექტორობაზე, მარტო იმიტომ რომ Apple ის ევანგელისტი გამხარიყო. 1986 წელს გაი კავაზაკიმ დაიწყო მაკინტოშის პროდუქტის პრომოცია და შესძლო ჩამოეყალიბებინა Apple ის მომხმარებლების ისეთი საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ Apple ის პროდუქტს ადვოკატობას უწევენ.

გაი კავაზაკი (მარცხნივ) და სტივ ბალმერი (მაიკროსოფტი)

გაი კავაზაკი (მარცხნივ) და სტივ ბალმერი (მაიკროსოფტი)

როგორც უკვე მიხვდით, მარკეტინგული ევანგელიზმის პროცესში, კონკრეტული პროდუქტის გარშემო ხდება გარკვეული, ვირტუალური ფანკლუბის ფორმირება და ეს ფანკლუბი მზად არის თავის პროდუქტზე ”მოაქციოს” ნებისმიერი პოტენციური მომხმარებელი, იმავე დროს ეს ფანკლუბი მზად არის დაიცვას თავისი პროდუქტი კონკურენტული პროდუქციის მომხმარებლების კრიტიკისგან და ა.შ.

ანუ ასეთი მომხმარებლები ფორმირდებიან ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მდგომარეობაში და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, მაინც მზად არიან დაიცვან საყვარელი კომპანიის ინტერესები, გასაგებია რომ ასეთი მომხმარებლები მოქმედებენ, როგორც ერთი დიდი სეილ-მენეჯერების გუნდი.

ევანგელისტი, თავის მხრივ მუდმივად განაგრძობს ასეთი მომხმარებლების წახალისებას, ხელს უწყობს გაერთიანდნენ ერთ საზოგადოებაში და ხშირად თავაზობს მათ ”ექსკლუზიურ ტკბილეულს” მაგალითად მომავალ პროდუქტების სასინჯ ნიმუშებს, პატიჟებს უფასოდ სხვადასხვა გამოფენებზე, სიმპოზიუმებზე, მოკლედ ხელს უწყობს ასეთმა მომხმარებლებმა თავი იგძრნონ სხვა ”უბრალო მოკვდავი” მომხმარებლებისგან გამორჩეულად.

ბევრი კომპანია აწყობს უფასო პიკნიკებს, სადაც ათასობით მომხმარებელს უფასოდ ეპატიჟება.

ხდება რა ამ პროდუქტის მომხმარებელი, ადამიანი თვლის რომ ის უკვე ამ ”გუნდის” წევრია და თავადაც იწყებს ამ პროდუქტის ადვოკატობას. ხშირად ასეთ მომხმარებლებს Fanboy (Fangirl) ებსაც უწოდებენ.

ცნობილი ევანგელისტები თავიანთ წიგნებში, ევანგელისტი მომხმარებლის ფორმირების 6 ძირითად პრინციპს აყალიბებენ:

  1. მუდმივად მოაგროვეთ მომხმარებლის შთაბეჭდილებები თქვენი პროდუქტის შესახებ
  2. თავისუფლად გაავრცელეთ თქვენი სასარგებლო ცოდნა
  3. შექმენით WoM ქსელები
  4. შექმენით საზოგადოება, კლუბი, მხარი დაუჭირეთ მათ შეხვედრებს და გაცნობებს
  5. შექმენით ”ექსკლუზიური ტკბილეული” სასინჯი ნიმუშები, რომ გაასინჯოთ თქვენს მომხმარებელს
  6. იზრუნეთ რომ არსებობდეს რეალური, საამაყო მიზეზი!!! რეალურად განავითარეთ თქვენი სფერო, პროდუქტი, სერვისი!

“Evangelism is selling a dream.” Kawasaki, Guy

კომიქსი - ბოლოსიტყვის მაგიერ

კომიქსი - ბოლოსიტყვის მაგიერ

წერილის გამოქვეყნების თარიღია: 28,10,2008 დრო: 11:55 pm თემა: მარკეტინგი. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ თემაზე გამოხმაურებას კომენტარების RSS 2.0 არხით. შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი, ან გამომეხმაუროთ თქვენი საკუთარი ვებ-გვერდიდან.

3 კომენტარი

ინტერესით გავეცნობოდი თქვენს აზრს!



  1. ავტორის ვებგვერდი

    2,11,2008

    ბმული კომენტართან

    Lasha Tavartkiladze ფიქრობს:

    საინტერესო სტატიაა, ზუსტად 1 კვირის წინ ვიყიდე ამაზონზე გაის ბოლო წიგნი.
    მოუთმენლად ველოდები როდის ჩამომივა :-)



  2. ავტორის ვებგვერდი

    10,04,2009

    ბმული კომენტართან

    Nika Kobakhizde ფიქრობს:

    ძაან საინტერესო სტატიაა. თუ შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია დადეთ ევანგელიზმზე ან გვითხარით საიდან შეიძლება მოვიპოვოთ ინფორმაცია



  3. ავტორის ვებგვერდი

    25,10,2009

    ბმული კომენტართან

    RUSUDAN ZHORZHOLIANI ფიქრობს:

    საინტერესო იყო მომეწონა…უპრო ღრმად რომ განავრცოდ უპრო კარგი იქნებოდაა…ლასჰა ეგ წიგნები საქართველოში არ მოიპოვება?



გამოთქვით აზრი

გამოიყენეთ შანსი კომენტარის დასატოვებლად

  1. სახელი (აუცილ.)

    ელ.ფოსტა (აუცილ.)

    ვებგვერდი

    ტექსტი

  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში თარიღი: 16,05,2010
    • Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი თარიღი: 15,03,2010
    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
  • ბოლო კომენატრები

    • APRIL on პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
    • APRIL on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
    • გიორგი კალატოზიშვილი on როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
    • nino on 4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
    • დილეტანტი დედამიწიდან on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Bring – what's new on the internet
    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!