• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

თარიღი: 3,02,2009

კოკა-კოლას ყველაზე დიდი, მარკეტინგული ფიასკო.

featured მარკეტინგი
კოკა-კოლას ყველაზე დიდი, მარკეტინგული ფიასკო.

1985 წელს, მას შემდეგ რაც კოკა-კოლას დაბადებიდან თითქმის მთელი საუკუნე გავიდა, კოკა-კოლას ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა, რომელიც მომავალში უამრავ სახელმძღვანელოში შევიდა, გახდა უამრავი განხილვის საგანი, მის გარშემო შეიქმნა ბევრი თეორია, მოკლედ გახდა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ პროდუქტს.

ამ მცდარი გადაწყვეტილების შემდგომ, კოკა-კოლას აბონენტთა მომსახურების ხაზი უბრალოდ დაიბომბა სატელეფონო ზარებით, ხალხი ამბობდა რომ გადადიოდა პეპსის სმაზე, მოუწოდებდა კომპანიას შეეცვალა გადაწყვეტილება, გარდა მომხმარებელთა უარყოფითი ზარებისა კოკა-კოლამ მიიღო უამრავი უკმაყოფილების წერილი საკუთარ მისამართით.

მოდით გავყვეთ ისტორიას და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და რაც ყველაზე მთავარია – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სხვების შეცდომებიდან.

ახალი ფორმულა

ახალი ფორმულა

1985 წელი იდგა და პეპსი სულ უფრო იკრებდა ძალას, იმავდროულად პარავდა კოკა-კოლას ბაზრის წილს, ამ უკანასკნელის გაყიდვები სულ უფრო ვარდებოდა, გემოს შედარებისას უმეტესობა მომხმარებლისა აღიარებდა რომ პეპსი უფრო მოსწონდა, რადგან მას უფრო მოტკბო და უცნაურად რბილი გემო ჰქონდა. რაღაც ცვლილება აუცილებელი იყო, ასე ფიქრობდა კოკა-კოლას იმ დროინდელი ხელმძღვანელობა.

როგორც ნიუ-იორკ თაიმსი წერს, კოკა-კოლას კვლევის და განვითარების ჯგუფმა ახალი ფორმულა მიიღო დიეტური კოკა-კოლას კვლევის პროცესში, ახალი ფორმულა უფრო მოტკბო გემოსი გახლდათ, ხოლო ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო რომ მომხმარებელი ახალ ფორმულას ამჯობინებდა ძველს. გადაწყდა ახალი ფორმულის ჩაშვება და ძველის მთლიანად ამოღება ბაზრიდან, ყველაფერი საიდუმლოდ დაიგეგმა, სიახლის შესახებ არ იცოდნენ თვითონ ჩამომსხმელებმაც და კოკა-კოლას პერსონალმაც კი, დაიწყო სრული რებრენდინგი და სარეკლამო რგოლების მომზადება, მსახიობებმა, რომლებიც რეკლამებში მონაწილეობდნენ არ იცოდნენ რომ ახალ ფორმულას უწევდნენ რეკლამას და პრესკონფერენციაზე გაცხადებულ ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მათ შორის დისტრიბუტორები, მათთვის ყველაზე კარგად იყო ცნობილი კოკა-კოლის გაყიდვების შემცირების შესახებ.

ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რამოდენიმე დღეში უკმაყოფილო მომხმარებელმა კომპანიაში რეკვა დაიწყო, ისინი ითხოვდნენ ძველი ფორმულის დაბრუნებას, ბევრი ამბობდა რომ ”თითქოს ძველი მეგობარი დაკარგეს”, კოკა-კოლას სატელეფონო ხაზი დღეში ათასამდე ასეთ ზარს იღებდა, ხოლო მათი საფოსტო ყუთი გატენილი იყო უკმაყოფილო კლიენტების წერილებით, რამოდენიმე დღეში კომპანიის ხაზზე დღეში ექვსი ათასი უკმაყოფილო კლიენტი რეკავდა, ამასობაში პეპსი გამარჯვებას ზეიმობდა, თან რათქმაუნდა ცეცხლზე ნავთი დაასხა და დაიწყო PR აქცია, რომლის მთავარი მესიჯი იყო ”კოკა-კოლა მიხვდა, რომ მის სასმელს ცუდი გემო აქვს და ამიტომ ცვლის” რათქმაუნდა თან დაურთო სატელევიზიო რეკლამაც, სადაც მოხუცი კაცი ამბობდა ”მათ ჩემი კოლა მოკლეს”…

და აი მას მერე, რაც 40 000 უკმაყოფილების წერილი დაუგროვდათ, ანუ 77 დღის მერე – კოკა-კოლამ დააბრუნა ძველი ფორმულა, ნიშნულით Coca-Cola Classic და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გაყიდვებმა მიაღწიეს პიკს და დაამყარეს ბოლო 12 წლის გაყიდვების რეკორდი, ხალხი ძველ ფორმულას მიესია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცხადია მას მერე ბევრი ითქვა იმაზე, რომ ამ საქციელით კოკა-კოლამ უბრალოდ თავი გადაირჩინა და არანაირი შეცდომა არ ყოფილა, თუმცა კომპანიის მმართველმა ასე უპასუხა ამ პრეტენზიას: ”ჩვენ არც ამდენად სულელები ვართ და არც ამდენად ჭკვიანები”.

კოკა-კოლა კლასიკური.

კოკა-კოლა კლასიკური.

რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ?

  1. ცვლილება არ შეიძლება მოახდინო – მხოლოდ ცვლილების გამო! – კოკა-კოლას მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ მათ მთლიანად გააქრეს ბაზრიდან ძველი პროდუქტი, გადასვლა – თუკი ის საერთოდ მოხდებოდა, უნდა ყოფილიყო ნელი და დროში გაწელილი, რადგან პროდუქტის მიმართ ლოიალობა არ ქრება ერთიანად, ამას კარგად იყენებს მაიკროსოფტი და სხვა კომპანიები, ახალი პროდუქტის შემოტანისას წლების მანძილზე გრძელდება წინა პროდუქტების მხარდაჭერა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა მაიკროსოფტს უეცრად რომ გაექრო Windows XP და აეძულებინა მომხმარებელი გადასულიყო Windows Vista ზე.
  2. ნუ შეგეშინდება უკან დაბრუნების – კოკა-კოლას რომ არ დაებრუნებინა ძველი ფორმულა, ექსპერტების აზრით, ახლა უკვე პეპსი იქნებოდა ბაზარზე დომინანტი.
  3. მარკეტინგული კვლევა – სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რეალური აღმოჩნდება ბაზარზე პროდუქტის გამოსვლისას.

სტატია დაიწერა დღეს, იმიტომ რომ:

დღეს, 25 წლის მერე იმ თარიღიდან, როდესაც კოკა-კოლამ დიდი შეცდომა დაუშვა და მერე უკან დააბრუნა ძველი ფორმულა სახელით: Coca-Cola Classic, კომპანია აღიარებს შეცდომას და მოაშორებს დამატებას Classic, იმიტომ რომ ეს პროდუქტი ისედაც კოკა-კოლასთან ასოცირდება – ამიტომ მან თავისი თავი ამოწურა.

წერილის გამოქვეყნების თარიღია: 3,02,2009 დრო: 11:20 pm თემა: featured, მარკეტინგი. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ თემაზე გამოხმაურებას კომენტარების RSS 2.0 არხით. შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი, ან გამომეხმაუროთ თქვენი საკუთარი ვებ-გვერდიდან.

25 კომენტარი

ინტერესით გავეცნობოდი თქვენს აზრს!



  1. ავტორის ვებგვერდი

    4,02,2009

    ბმული კომენტართან

    komisia ფიქრობს:

    ან მაგრად გაუმართლათ ან ძაან ჭკვიანები არიან.



  2. ავტორის ვებგვერდი

    5,02,2009

    ბმული კომენტართან

    სექრეთს ფიქრობს:

    ქულ :в



  3. ავტორის ვებგვერდი

    7,02,2009

    ბმული კომენტართან

    piccolina ფიქრობს:

    მიხარია რომ წერას განაგრძობ )) გული მწყდებოდა ახალ პოსტებს რომ ვერ ვხედავდი ))
    ნუ ეს ამბავი ვიცოდი, ისე რომ გავიგე კი ვთქვი ეს რა სისულელე ქნესთქო ))
    ხო, ესეიგი მე მაინტერესებს რაღაცეები ფერების შეხამების შესახებ
    წიპა მარკეტინგში როგორ გამოიყენება, კიარადა რომელი ფერთა წყვილი როგორ მოქმედებს მაგის შესახებ უფრო მაინტერესებს წაკითხვა
    აი მაგალითად ყვითელი და შავი რომ ძალიან მოქმდებ იმიტომ რომ რაღაც სიმდიდრის ასოციაციას ქმნის
    ხო
    ხოდა კიდევ ბლოგროლში გამატებ დიდი სიხარულიტ :ბის:



  4. ავტორის ვებგვერდი

    7,02,2009

    ბმული კომენტართან

    vauuuuuu ფიქრობს:

    გამოვყლევდი



  5. ავტორის ვებგვერდი

    7,02,2009

    ბმული კომენტართან

    N!-No ფიქრობს:

    მგონი რომ მართლაც შემთხვევით მოუვიდათ

    მარკეტინგს ბევრი შეუძლია მაგრამ არც ამდენი ალბათ : )

    ისე მგონი რომ პროდუქტისათვის აქტუალურობის შესანარჩუნებელი ახალი ხერხი დაიბადა



  6. ავტორის ვებგვერდი

    12,02,2009

    ბმული კომენტართან

    abazi ფიქრობს:

    კარგი სიახლეა მართლა მომეწონა. ისე მაგრად გაუმართლათ რო ძველ ფორულას ისევ დაუბრუნდა ხალხი :)
    და მთლიანი ამოღება რატო მოინდომეს იმას ვერ მიხვვდი ორივე რო ყოფილიყო თავიდანვე ხო კაი იქნებოდა



  7. ავტორის ვებგვერდი

    1,03,2009

    ბმული კომენტართან

    Mariam Arsenishvili ფიქრობს:

    აქ ერთი მარტივი შეცდობა დაუშვა კოკა კოლამ. გამოკითხვების ჩატარების დროს თუ როგორ მოსწონდათ ახალი კოკა კოლის იდეა და გემო არ იყო დაკონკრეტებული ის ფაქტი, რომ ახალი კოკა კოლა ჩაანაცვლებდა ძველს. ხალხის აღქმაში ეს იმდენად შეუძლებელი იყო, რომ ისინი თავის თავად ვარაუდობნენ კოკა კოლა product line-ს ქმნიდა და რომ ბაზარზე ორივე პროდუქტი იქნებოდა. გასაკვირი არ იყო რომ გამოკითხვებმა ახალი კოკა კოლა დადებითად მიიღო, თUმცა ეს მხოლოდ იმ საფუძველით რომ ძველიც დარჩებოდა. კოკა კოლას უბრალოდ უნდა დაემატებინა ეს პროდუქცი როგორც სიახლე და მაშინ პროექტი წარმატებული იქნებოდა.
    მან აშკარად ისწავა შეცდომებზე და შედეგის სახით ეხლა გვაქვს პროდუქტთა ასორტიმენდი როგორიც არის coke diet, coke zero (დიეტური კაცებისთვის, თუმცა ეს პროდუქტიც წარუმატებელი აღმოჩნდა), coke vanilla, coke cherry, coke lime და ა.შ.
    საინტერესოა, მარკეტინგი თითქოს გამართლებაზეც არის, 100%-ით ვერასოდეს განსაზღვრავ რომელი სხვა რა შედეგს მოიტანს. დიდი სიფრთხილეა საჭირო და დიდი სიფრთხილით კი წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ :))



  8. ავტორის ვებგვერდი

    4,03,2009

    ბმული კომენტართან

    Marisowner ფიქრობს:

    ეგრეა კოკა-კოლა DEFAULt სითხეა … დედამიწაზე. :)))



  9. ავტორის ვებგვერდი

    4,03,2009

    ბმული კომენტართან

    ana ფიქრობს:

    თუ შეგიძლია კოკა-კოლაზე და პეპსის კომპანიებზე საქართველოსჰი რომ დადოთ ინფორმაცია ძაან მჭირდება.



  10. ავტორის ვებგვერდი

    13,03,2009

    ბმული კომენტართან

    Abrag (Business Team TSU 88) ფიქრობს:

    საინტერესო და მეტად აქტუალური ინფოა,ასე გააგრძელეთ ;)



  11. ავტორის ვებგვერდი

    31,03,2009

    ბმული კომენტართან

    აბესალომი ფიქრობს:

    სტატიების დადებას აღარ აპირებთ? ძალიან ნელ-ნელა ამატებთ….



  12. ავტორის ვებგვერდი

    4,04,2009

    ბმული კომენტართან

    mako ფიქრობს:

    ძალიან მაგარი სტატია იყო !!!



  13. ავტორის ვებგვერდი

    27,04,2009

    ბმული კომენტართან

    levani ფიქრობს:

    მარიამს ვეტანხმები, როდესაც ბრენდი უკვე შექმნილია და რაიმე ახალი ტექნოლოგია შემოგაქ ბრენდის სახელით ეს სახიფატო სვლაა,აქ ყველაზე დიდი შეცდომა ძველი ბრენდის იგნორირებაა ანუ მატ გადაცყვიტეს საერტოტ ახალი ბრენდი შეექმნატ რაც იმ დროს უკვე ვეგარ გაუწევდა ცონკურენციას სხვა სასმელს, ეს მხოლოდ კოკა კოლას შეეძლო



  14. ავტორის ვებგვერდი

    6,05,2009

    ბმული კომენტართან

    tweety ფიქრობს:

    ეს იდეალური შემთხვევაა იმისა, თუ როგორ შეიძლება კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევა და უფრო მეტიც, მისი ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნება. ამას კი ბევრი ვერ ახერხებს, კოკა-კოლამ ეს ისევ და ისევ თავისი ძლიერი მარკეტინგის მეშვეობით მოახერხა.



  15. ავტორის ვებგვერდი

    16,05,2009

    ბმული კომენტართან

    tweetY ფიქრობს:

    tweetY გეთანხმები ეს იდეალური შემთხვევაა,უბრალოდ შემთხვევაა და მეტი არაფერი.ის რომ მამაპაპური :)კოკაკოლა მთლიანად ახლით ჩანაცვლდა არ იყო სწორი გადაწყვეტილება,რაც არასწორი მარკეტინგის შედეგია.და ის რომ მომხმარებელი კვლავ დაუბრუნდა კოკა კოლას ეს ძიერი მარკეტინგის კი არა კოკას სითხის სიყვარულის ბრალია;)



  16. ავტორის ვებგვერდი

    16,05,2009

    ბმული კომენტართან

    Hell ფიქრობს:

    მე ერთი ისტორია ვიცი რომ ერთ დღეს კოკა კოლის მარკეტინგულმა სამსახურმა გადაწყვიტა რომ კოკა კოლა ისედაც ცნობილი ბრენდია და მოდი რეკლამაზე ფულს ნუ დავხარჯავთო…
    შედეგად ის მიიღო რომ კოლას გაყიდვებმა კატასტროფულად იკლო…

    ასე რომ რაგინდ ცნობილიც არ უნდა იყო ბრენდი, მაინც ყოველთვის თავი უნდა შეახსენო ხალხს რეკლამით :))
    ვოტ :)



  17. ავტორის ვებგვერდი

    23,05,2009

    ბმული კომენტართან

    lok ფიქრობს:

    საინტერესო საიტია. სამწუხაროა რომ აღარ ახლდება. ავტორს თუ დააინტერესებს შესაძლო თანამსრომლობა შეუძლია გამომეხმაუროს. ინფორმაცია მის შესახებ ვერსა ვნახე.



  18. ავტორის ვებგვერდი

    3,06,2009

    ბმული კომენტართან

    Levani ფიქრობს:

    jurnali cxeli shokoladi aketebs proeqts bloggerebze, tqveni blogi avarchiet da tu cinaagmdegi ar iqnebit dagvikavshirdit emailze, savaraudod xval redaqciashi shesaxvedrad.



  19. ავტორის ვებგვერდი

    1,07,2009

    ბმული კომენტართან

    eka ფიქრობს:

    დაგვიკავსჰირდიტ ტბილისსჰი სიახლეA და ცესიტ დაგაინტერესებტ



  20. ავტორის ვებგვერდი

    12,09,2009

    ბმული კომენტართან

    Octave ფიქრობს:

    კოკაკოლა საუკეთესოა



  21. ავტორის ვებგვერდი

    3,10,2009

    ბმული კომენტართან

    nino ფიქრობს:

    რა ვიცი რა გითხრათ ერთი კი ცხადია გაუმართლათ



  22. ავტორის ვებგვერდი

    3,10,2009

    ბმული კომენტართან

    mariko ფიქრობს:

    მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ძველი ფორმულის ჩანაცვლებისა ახლით წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი იყო … ყველაფერს ვერ გათვლი ბიზნესში თუმცა მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობის საფუძველზე, რაც კოკა-კოლას აქვს, ადვილი წარმოსადგენი იყო ხალხის რეაქცია … ის, რომ კლიენტი უკმაყოფილო იქნებოდა ძველი ნაწარმის გაქრობით ბაზრიდან, ცალსახაა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს კონკრეტული გადაწყვეტილება იყო წინასწარ გათვლილი და არა შეცდომა :)



  23. ავტორის ვებგვერდი

    16,12,2009

    ბმული კომენტართან

    aiwona-daiwona ფიქრობს:

    მარკეტერები ფიქრობენ, რომ ეს შეცდომა იყო. უბრალოდ, მარკეტინგულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხალხს ახალი გემო უფრო მოსწონდა. მაგრამ ბოლოს ასე არ აღმოჩნდა… და კოკა-კოლაც არ დაიბნა. ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არც მარკეტინგში არ არსებობს.



  24. ავტორის ვებგვერდი

    9,06,2010

    ბმული კომენტართან

    laki ფიქრობს:

    მაინტერესებს, მართალია თუ არა ის ამბავი რომ კოკა-კოლას შემადგენლობის შესახებ მხოლოდ 99% სნობილი, ხოლო დარჩენილი 1% ისის მხოლოდ რამდენიმე კაცმა მმართველობიდან? და რომ ის 1% ნივთიერება საგულდაგულოდაა ჩაკეტილი სეიფში და წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე იხსნება?



  25. ავტორის ვებგვერდი

    10,06,2010

    ბმული კომენტართან

    Gio ფიქრობს:

    პროცენტები მთლად მასე არ არის, რეცეპტია საიდუმლო და SunTrust ის სეიფში ინახება, ატლანტაში. კი მხოლოდ რამოდენიმე კაცს აქვს დაშვება, გახსნით მაშინ ხსნიან როცა სჭირდებათ.



გამოთქვით აზრი

გამოიყენეთ შანსი კომენტარის დასატოვებლად

  1. სახელი (აუცილ.)

    ელ.ფოსტა (აუცილ.)

    ვებგვერდი

    ტექსტი

  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში თარიღი: 16,05,2010
    • Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი თარიღი: 15,03,2010
    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
  • ბოლო კომენატრები

    • APRIL on პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
    • APRIL on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
    • გიორგი კალატოზიშვილი on როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
    • nino on 4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
    • დილეტანტი დედამიწიდან on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Bring – what's new on the internet
    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!