პროვაიდერთა ომები, ანუ Caucasus Online vs United Georgian Telecom
აგვისტოში რუსეთთან უსამართლო და უთანასწორო ომით ისედაც ნერვებდაწყვეტილ ქართველებს, ოქტომბერში ახალი სანერვიულო გაუჩინეს ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა, ამჯერად ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” იერიში მიიტანა ”კაუკასუს ონლაინის” ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე, რომელიც ბაზარზე GElink ის სახელითაა ცნობილი.
გარდა ამისა ”გაერთიანებული ტელეკომი” ითხოვდა გაურკვეველი წარმომავლობის ვალის 3 მილიონი ლარის ანაზღაურებას, მაგრამ 16 ოქტომბერს სასამართლომ დავა ”კაუკასუს ონლაინის” სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ამ დროს აღმოჩნდა, რომ ”კაუკასუს ონლაინს” არ გააჩნდა კორპუსის ამხანაგობებისგან თანხმობა – სახურავებზე დაემონტაჟებინა ხაზები, ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ”გაერთიანებლი ტელეკომის” თანამშრომლებმა ამ ”შეცდომის გამოსწორება” სასწრაფოდ საკუთარ თავზე აიღეს და ისედაც გამწარებულ ხალხს ინტერნეტის ხაზის ჩაუჭრეს.
შეიძლება სხვა დროს ხალხს ასეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონოდა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ხალხი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ინფორმაციას სწორედ ინტერნეტიდან იღებს, ხოლო საქართველოში შექმნილი პირობების გამო, ზოგიერთისთვის ინტერნეტი ერთადერთ გასართობ საშუალებადაც კი იქცა.
ცოტა უფრო მოკლედ, რომ ვთქვათ ”გაერთიანებულ ტელეკომს” ძალიან დაეზარა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, თან ძალიან ეჩქარებოდა, რადგან თვის ბოლოს ”კაუკასუს ონლაინი” თავის ევროპულ ინტერნეტს რთავდა და ამიტომ გადაწყვიტა აქტიურ ქმედებებზე გადასულიყო.

Caucasus Online - ის ლოგო
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ”კაუკასუს ონლაინი” დიდი ხანია ბაზარზე მონოპოლისტია, ის შეიქმნა ”ჯორჯია ონლაინის”, ”კაუკასუს ნეტვორკის” და ”სანეტის” შერწყმის შედეგად. მოგვიანებით კიდევ ”ტელენეტი” და ”დელტანეტიც” დაიმატა.სახელიც და ლოგოც შეიქმნა ”კაუკასუს ონლაინის” და ”ჯეორჯია ონლაინის” კორპორატიული სტილის შერწყმით.
როგორც მონოპოლისტებს სჩვევიათ კლიენტების მიმართ საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ, ერთადერთი ცვლილება რაც უამრავ პროტესტს მოჰყვა იყო ის, რომ შემოიღეს ოპერატორების შეფასების სისტემა, ხოლო რობოტი ავტომატურად გამცნობდათ კიდევ რამდენი ხანი უნდა მოგეცადათ მოთმინებით.
სიახლე, სიახლედ და ”კაუკასუს ონლაინის” აბონენტებთან მომსახურების ცენტრი ხანდახან უბრალოდ ითიშებოდა, ან სისტემა ვერ უძლებდა ან უბრალოდ არ სურდათ უკმაყოფილო მომხმარებლების მოსმენა.
ამ და სხვა მიზეზების გამო, ინტერნეტ მომხმარებლები დიდი ხანია ალტერნატივას ეძებდნენ, ხოლო მომხმარებელთა ლოიალურობა ”კაუკასუს ონლაინის” მიმართ უკვე დიდი ხანია 0 – იან ნიშნულს ჩასცდა.

UTG - ის ლოგო
რაც შეეხება ”გაერთაინებულ ტელეკომს” ის ”საქართველოს ტელეკომის”, ”ვანექსის” და ”აჭარის ტელეკომის” გაერთიანების შემდგომ შეიქმნა.”გაერთიანებული ტელეკომის” ლოგო, კომპანია BBDO International მა შეიმუშავა, მაგრამ გაუგებარია რა დატვირთვას შეიძლება ატარებდეს (რიგ მკითხველს ალბათ პოზა 69 საც გაახსენებს). 2008 წელს კი გამოაცხადეს, რომ ”მაშტაბურ სერვის კამპანიას” გეგმავდნენ, (ეტყობა მომხმარებლის სახურავზე სირბილი და ხაზების გადაჭრა თუ მოიაზრებოდა.)
გარდა ხაზების გადაჭრისა, ”გაერთიანებული ტელეკომის” თანამშრომლები შედიოდნენ სადგურებში და ”კაუკასუს ონლაინის” აპარატურა გამოჰყავდათ მწყობრიდან, ეს ფაქტები ”კაუკასუს ონლაინის” სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
გარდა ამისა, ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები, სადაც ინტერნეტ მომხმარებელს არწმუნებდნენ სასწრაფოდ გადართულიყო ”გაერთიანებული ტელეკომის” ინტერნეტზე, რადგან სულ მალე GElink გაითიშებოდა.
კაუკასუსმა საპასუხოდ, განათავსა ინფორმაციული ბანერები მის ყველაზე დიდ ონლაინ სერვისებზე და პორტალებზე, ეტყობა ბანერები ნაჩქარევად იყო დამზადებული, რადგან საკმაოდ მდარე ხარისხის იყო.
უამრავი ადამიანი, სწორედ ”კაუკასუს ონლაინისგან” ადრინდელი აგდებული დამოკიდებულების გამო გადაერთო ”გაერთიანებულ ტელეკომზე”, მაგრამ ეტყობა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, როგორც იქნა ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” ცივილურ ხერხს მიმართა და მომხმარებელს მაცდუნებელი წინადადება შესთავაზა – მაღალ სიჩქარიანი გლობალური შეერთება მესამედ ფასად, თან პირველი თვე – უფასოდ.
ამის შემდეგ სიტუაცია თითქოს დაწყნარდა, ხაზები საკმაოდ ოპერატიულად აღადგინეს ”კაუკასუს ონლაინის” თანამშრომლებმა, უმრავლესობა მომხმარებლებმა კი ორივე ინტერნეტი დაიდგეს სახლში, ახლა ხან ერთზე გადაერთვებიან, ხან მეორეზე.
საგულისხმოა, რომ არცერთ მხარეს არ გააჩნდა არანაირი მომხმარებლის მხარდაჭერა. მათ შესათავაზებელიც კი არაფერი ჰქონდათ. სიტუაცია საკმაოდ უცნაურია, რადგან როგორც წესი, ოლიგოპოლიის თუ დუოპოლიის შემთხვევაში კომპანიები თანხმდებიან და ქმნიან კარტელს, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელზე გამანადგურებელი შედეგი აქვს, რადგან ისპობა კონკურენცია და ხდება ფასების ფიქსირება.
ასე იყო თუ ისე, კაუკასუსმა მართლაც გრანდიოზული პროექტი ”ვარნა-ფოთის” მაგისტრალი დაამთავრა, ოღონდ ქართული დაუდევრობის გარეშე, არც მის გახსნა-ჩართვას ჩაუვლია, როგორც ეტყობა პირდაპირ 18-19 ნოემბერს, ამოგლიჯეს (სხვა ახსნას ვერ ვუძებნი) თურქული ინტერნეტი და ახალ ხაზზე გადააერთეს ლამის მთელი საქართველო.
მომხმარებლის სამართლიან საყვედურს, თუ რატომ იყო გათიშული გარე შეერთება რამოდენიმე დღე გადაბმულად კაუკასუსმა ჩვეული დუმილით უპასუხა, მაგრამ მომხმარებლის მოლოდინი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა ასე თუ ისე გამართლდა. მართალია, ფასები ჯერ კიდევ შეიცვლება, ალბათ მონოპოლიები შეთანხმდებიან და გარკვეულ ზღვარზე დაიჭერენ ფასებს.
რომელი მხარე იყო დამნაშავე? ორივე! იმის მაგივრად ბაზარზე პოზიციონირება უკეთ გაეკეთებინათ და მარკეტინგული ხერხებისთვის მიემართათ – ერთმანეთთან ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ. ზარალით კი ცხადია, უბრალო მომხმარებელი დაზარალდა.
დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდია.
ომის ერთ ერთი მონაწილე წესების გარეშე თმაშობს და ეს ძალიან გულდასაწყვეტია!
სატელეფონო ზარები არის ნორმალური, ყველგან მასეა. ამით კონკურენტი კომპანიის ქონებას არ აზარალებ. მაგრამ ხაზების ჩაჭრა , აი ეს უკვე ნამეტანია და სასამართლოში თავის ამოყოფის ღირსები არიან.
კარგია გაერთიანებული ტელეკომი რომ დაბალ ფასებს გვთავაზობს… ნელ-ნელა კონკურენცია მიიღებს ნორმალურ სახეს და ამოვისუნთქებთ მომხმარებლები.
ტელეკომი რო ბინძურ თამაშს ეწევა ფაქტია,ზუსტად ამიტომ არ გადავალ ტელეკომზე არასოდეს!
ნამდვილად იცი, რომ დელტანეტიც კავკასუსის შემადგენლობაში შედის?
ჩემი აზრით ტელეკომმა დაგეგმა თუ კაუკასუსის მომხმარებლებს პრობლემას შეუქმნიდნენ ამის შემდეგ მოხდებოდა მათ სისტემაზე გადმოსვლა გაბრაზებული მოხმმარებლების, მაგრამ არასწორედ დაგეგმეს ეს ყველაფერი და უფრო წესების გარეშე ბძოლა დაიწყო რაც მიუღებელი და დასაგმობია. კაუკასუს მისცეს საშუალება მონოპოლიის და შექმნა კიდევაც.
ტელეკომს სხვაგვარად რო მოეწყო ეს ყველაფერი უფრო მეტ მოხმარებელს გადაიბირებდა ვიდრე ეს მოახერხა
ტუ მანდამაინც აგრესიულად შესვლა უნდოდა ტელეკომს ბაზარზე ამის ბევრი ხერხები არსებობა (“მტაცებლური ფასები”, პიარი, რეკლამა და მომსახურების მაღალი დონე რაც კავკაზუსს აკლდა) ასე რომ…….
მოგესალმები და გისურვებ წარმატებებს!
მომწონს ეს ბლოგი და ფაქტიურად, ისევე როგორც ჩვენი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი ,,ქართული ბრენდი”, ერთადერთია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში…
რაც შეეხება ამ წერილს, კარგად არის დანახული რელაობა…
ჩემი წერილიც ,,მარკეტინგული ომი ქართულად”, სწორედ, ამ პროვაიდერების დაპირისპირებას ეხებოდა, რომელიც პორტალზე გამოქვეყნდა…
ვფიქრობ,შესაძლებელია ჩვენი თანამშრომლობაც…
მაგარი ხალხი არიან ტელეკომელები ეგეთი “საპერნიკები” გიმრავლოთ გმერთმა და აშენდებით თქვენც და თქვენი მომხმარებელიც ჩემი ტამადობით!!! მეცოდება ყველა ვინც იქ მუშაობს და ვიზიარებ ოჯახის წევრების მწუხარებას :):):):)
მდააააააა
ორი აზრი არ არი რო ამით თავი ჩაიგდეს საფრთხეში
მარკეტინგი იმიტომ არსებობს ცივილური ხერხებით ებრძოლო მოწინააგმდეგეს და არა ბარბაროსულად
სუპერ
ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან რომ,ეს არის სფერო რომელშიდაც გინდ დუოპოლიაზი გინდ ოლიგოპოლიაზე და მიტუმეტესსს სრულყოფილ კონკურენციაზე საუბარი ზედმეტიააა…. ამ სფეროში უნდა არსებობდეს სრული მონოპოლია (გინდა სახელმწიფოს და გინდათ ერთი რომელიმე კომპანიის) ….. ბევრს ეს ნათქვამი შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს მაგრამ ახლა ავხსნი რატომ უნდა იყოს ასეეეე…… ისტორიულადდ ის კომპანიები რომლებზეც სტატიაში მიდის საუბარი წარმოადგენენ ერთი ე.წ “კომპანიის” საქართველოს ელექტროკავშირის შვილობილ კომპანიებსს…. ანუ ეს რას ნიშნავსს?.. მოხდა ამ ერთი კომპანიისს გაყოფა ადმინისტრაციულად მაგრამ ტექნიკურად ისინი მაინც ერთმანეთთან არიან მჭიდრო კავშირში ….. ამიტო გამორიცხულია სახლს რომელსაც მხოლოდ ერთი შესასვლელი კარი შიგნით ორი ოჯახი ვაცხოვროთ … ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ დუოპოლიაცც კი გამორიცხულია ამ სფეროში … მითიმეტესე წმინდა კონკურენცია…. საბოლოო ჯამში მე მივდივარ დასკვნამდე რომ ამ ორი კომპანიიდანნნ ერთი აუცილებლად შთანთქავს მეორეს და ვეჭვობ ეს საფრთხე კაუკასუსს ემუქრებაა… დასკვნა გამომდინარეობსს იმ ქმედებების და პროექტების შეფასებით რასაც “გაერთიანებული ტელეკომი” იგივე “სილკნეტი” ახორციელებს
სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ კაუკასუს ონლაინს არააქვს საკუთარი სატელეფონო სადგური და ცისკო სიტემა..იგი შედგება მხოლოდ დესლამებისა და მულტიპლექსორებისგან. კაუკასუსი იყენებს ყოფილი “გაერთიანებული ტელეკომის” სასადგურე ტერიტორიას იმისთვის, რომ პირდაპირი კავშირი დაამყაროს აბონენტებთან. მას უდგას გარკვეული აპარატურა ტელეკომის კუთვნილ შენობებში(სადგურებში), რაშიც პირდაპირი მნიშვნელობით უხდიაან ქირას ფულის სახით. რაღათმაუნდა კანონიერად. საკვირველია უკანონოდ გაყვანილი ოპტიკური კაბელების ჩაჭრა შესაბამისად არ იქნება “წესების დარღვევით თამაში”..კაუკასუს ონლაინი ტელეკომის გარეშე ფიზიკურად ვერ იარსებებს, ახლა უკვე “სილქნეტის” 20მ/ბიტიან იპ სიხშირეს თუ შევხედავთ, კაუკასუსის 8 მეგაბიტი თინეიჯერ ახალგაზრდას თუ მოგვაგონებს..;)
მამუკა
იხილეთ კავკაზუსის “ევრო-HD” პაკეტი 20/20MB
ხარისხიც კავკაზუსის და დაჟე მომსახურებაც ყოველთვის ჯობდა სილქნეტისას
სამწუხარო ისაა რომ კაუკაზუსს რეკლამაში ფულის ჩადება არ უყვართ საიტიც კი მე-20-ე საუკუნისას გავს მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ კაუკაზუსი დაიძირება ან საიდან ეჭვი რომ კაუკაზუსს შთანთქვა ემუქრება როცა:
1)ხარისხი უკეთესი აქვთ
2)მომსახურება უკეთესი აქვთ (თავისი უჟმური ოპერატორებით მაგრამ მაინც)
3)ფასები ბევრად უფრო დაბალი აქვთ ავიღოთ 8მბ იანი ორივეს ოპტიკური
გელინკი 45
სილქნეტი 73
მთელი 28 ლარით იაფია
4)და ბოლოს მომხმარებლებიც ბევრად მეტი ყავთ
10-დან 9-ს კაუკაზუსი აქვს 1-ს სილქნეტი ისაც იმიტომ რომ იქ არ ყენდება ჯელინკი
ერთადერთი კაუკაზუსის დაძირვის ხერხი ისევ კაბელების ჩაჭრა და ფინანსური ჯარიმების მოგონებაა