4 ფილოსოფოსიური კითხვა, რომელიც ტვინს აგატკიებთ!
სალამი მკითხველებო, თქვენს თითოეულ კომენტარებს ყურადღებით ვაკვირდები და ვკითხულობ. უნდა ვაღიარო, რომ ცოტა, მაგრამ ძალიან საინტერესო მკითხველები მყავს :)
დღეს გადავწყვიტე ოდნავ განსხვავებულ თემას შევხებოდი, რადგან 20 ნოემბერი ”მსოფლიო ფილოსოფოსიის” დღეა. მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის არ იქნება საიდუმლო, რომ მთელი მარკეტინგი აგებული დარწმუნების ტექნოლოგიებზე, მომხმარებლის ფსიქოლოგიურ რეაქციაზე, ხშირად გადარწმუნებაზე და გარკვეული აზრის დანერგვაზე.
ნამდვილი მარკეტოლოგისთვის კამათი არასადროს არის დამთრგუნველი, პირიქით, ნებისმიერი მარკეტერი ცდილობს ჩაერთოს ასეთ კამათში და თავისი პოლიტიკა გაატაროს. ხდება ისეც, რომ მარკეტოლოგი განგებ მარცხდება, მარტო იმიტომ რომ საკუთარი პროდუქტის უპირატესობა დაამტკიცოს, მოკლედ მგონი უკვე მიხვდით რომ დღეს საუბარი იქნება ჩახლართულ, ტვინის ასატკიებელ ფილოსოფოსურ პრობლემებზე.
დიდი შანსია, რომ ქვემოთ მოყვანილ 4 ფილოსოფოსურ კითხვასთან თავად მიხედვით, რომელიც BBC იმ გამოაქვეყნა, თავად გიმსჯელიათ და ალბათ კომენტარებშიც გამოხატავთ აზრს, რომელიც თქვენ თავთან თუ სხვასთან კამათში დაგებადათ. მე პირადად კი რამოდენიმე თემაზე მქონდა გახსნილი დისკუსია Forum.ge ზე, თუმცა ზოგი მათგანი მართლაც უცხო და საინტერესო აღმოჩნდა.
მოკლედ, დავიწყეთ.
- უნდა მოვკლათ თუ არა ჯანმრთელი ადამიანი – მისი ასევე ჯანმრთელი ორგანოების გამო?თუკი… – დავუშვათ ”მიშა” არის ჯანმრთელი ადამიანი, ოჯახის და ახლობლების გარეშე, დასაშვებია თუ არა მისი მოკვდინება უმტკივნეულოდ, თუკი მისი ორგანოები გადაარჩენს 5 სხვა ადამიანს, რომლებსაც სჭირდებათ მისი გული, თირკმელი და ა.შ.?თუ არა, რატომ არა?
ახლა კი წარმოიდგინეთ სხვა სიტუაცია, მკვლელმა დაგიჭირათ თქვენ და კიდევ სხვა 6 ადამიანი, მან როგორღაც დაგარწმუნათ, რომ თუკი თქვენ მოკლავთ 6 იდან ერთ-ერთს, მაშინ დანარჩნეებს გაათავისუფლებს, თუ არცერთს არ მოკლავს, მაშინ 6 ივეს დახოცავს, ხოლო თქვენ ყველა შემთხვევაში გაგათავისუფლებთ.
მოკლავდით თუ არა ერთ ადამიანს დანარჩენი 5 ის გადასარჩენად – ამ შემთხვევაში?
- ხარ თუ არა ისევ ის ადამიანი, რომელმაც ამ წერილის კითხვა დაიწყო? წარმოიდგინეთ თქვენი ბავშვობისდროინდელი ფოტო, სადაც ხართ სულ 8 წლის, როგორ ფიქრობთ, რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ, რომ ეს ადამიანი სწორედ თქვენ ხართ? შეიძლება იფიქროთ რომ ეს ადამიანი ფოტოზე ხართ თქვენ, მარტო იმიტომ რომ ორივე შედგებოდით და შედგებით ერთიდაიგივე უჯრედებისგან, მაგრამ ყოველ 7 წელში, ადამიანი იცვლის თავის უჯრედებს, ძველი უჯრედები კვდებიან, ახლები იბადებიან.თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ “თქვენ” მაშინ და “თქვენ” ახლა, ხართ ერთიდაიგივე ორგანიზმი – მთლიანად, მაგრამ რა ქმნის რეალურად ამ მთლაინობას? დავუშვათ, რომ თქვენი და რომელიმე სხვა ადამიანის ტვინს შეუცვალეს ადგილები (რომელი ფილმი გახსენდებათ?) იქნებით კი თქვენ, ახალი ორგანიზმი? რათქმაუნდა მიმზიდველია განაცხადოთ რომ ”თქვენ” ხართ მხოლოდ ადამიანის ტვინი და არა ადამიანი, როგორც არსება.
მაგრამ რატომ მაინცდამაინც ტვინი და არა სხვა რომელიმე ორგანო, მაგალითად ელენთა? ალბათ იმიტომ რომ სწორედ ტვინში მიმდინარეობს ჩვენი მენტალური პროცესები, იმედები, შიშები, ოცნებები, რწმენები, ღირებულებები და მახსოვრობა. ახლა უკვე გამოდის, რომ სწორედ ემოციებია მთავარი და არა ტვინი, რომელიც მათ უზრუნველყოფს.
საბოლოო ჯამში, თუკი უბრალოდ შესაძლებელი იქნებოდა თქვენი ტვინის სკანირება და დროებით სადმე ჩაწერა, შემდეგ თქვენი და კიდევ ერთი ადამიანის ტვინის მთლიანად წაშლა და მერე ზედ ადრე შენახული ტვინის მონაცემების ჩაწერა, გამოდის რომ ამ დროს ორი ერთიდაიგივე ადამიანი, დედამიწის სხვადასხვა ადგილას – ერთდროულად იარსებებდა!
ასე, რომ არანაირი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თქვენ, სწორედ თქვენ ხართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში – არ არის სწორი!
თქვენ უკვე ის პიროვნებაც კი არ ხართ, ვინც ამ წერილის კითხვა დაიწყო!
- არის თუ არა ამ წამს კომპიუტერის მონიტორი თქვენს წინაშე? რა მიზეზით ფიქრობთ, რომ ამჟამად თქვენ მონიტორს უცქერით? ალბათ თქვენი პასუხი იქნება – ”მე ხომ მას ვხედავ” ან… უბრალოდ გგონიათ რომ ხედავთ! საქმე იმაშია, რომ გრძნობები ხშირად გვატყუებენ, ხშირად სწორი ჯოხი, წყალში მოღუნულ ჯოხად გვეჩვენება, ხანდახან კი ორი თანაბარი სიდიდის ზოლი, სხვადასხვა ზომის ჩანს.მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ გრძნობები მაინც იძლევიან საფუძველს დავეყრდნოთ მათ როდესაც ვიქმნით წარმოდგენას სამყაროს შესახებ, ანალოგიას თუკი გავატარებთ, არაზუსტ ბარომეტრსაც კი შეუძლია მოგვცეს საფუძველი ვიფიქროთ რომ სადაცაა იწვიმებს.
მაგრამ სანამ ბარომეტრს ვენდობით, ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ და უბრალოდ გავიხედოთ გარეთ, ვნახოთ გვატყუებს თუ არა ბარომეტრი, ასეთი შემოწმების შემდეგ, რათქმაუნდა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბარომეტრი ამინდს 99% იანი სიზუსტით აჩვენებს.
თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, როდესაც საქმე მიდგება ჩვენს გრძნობებზე, შეუძლებელია ამოხტე საკუთარი შეგრძნებების განცდიდან და შეამოწმო, რეალურია თუ არა ისინი, სინამდვილეში თქვენ არანაირი საფუძველი არ გაქვთ ფიქრობდეთ, რომ ახლა თქვენს წინაშე მონიტორია. (აბა ახლა, რომელი ფილმი გაგახსენდათ?)
- როდესაც ამ წერილის კითხვა დაიწყეთ, იყო კი ეს თქვენი დამოუკიდებელი არჩევანი?დავუშვათ სამყაროს წარმოქმნის მომენტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, არსებობდა ვინმე ”მიშა”, რომელსაც გააჩნია აბსოლიტური ინფორმაცია, სამყაროში არსებულ ყველა ფიზიკის კანონზე, ყველა ნაწილაკზე და შეუძლია გადაამუშაოს ეს ინფორმაცია.გამოვა, რომ ”მიშას” შეუძლია გამოთვალოს, რომ როდესმე დაიბადება დედამიწა, განვითარდება ზედ გარკვეული მოვლენები და ბოლოს ამ წამს თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ.არავინ უარყოფს რომ თქვენ აირჩიეთ ამ წერილის წაკითხვა, მაგრამ იყო კი ის დამოუკიდებელი? თქვენს არჩევანს ხომ უამრავი მიზეზი ჰქონდა, თუნდაც ტვინში ნეირონების მიკრო იმპულსები, რომლებსაც თავის მხრივ მიზეზები ჰქონდათ სწორედ ასე და არა სხვანაირად გამოეცათ ის იმპულსები, იმ მიზეზებს კიდევ მიზეზები და ასე დაუსრულებლად უკან, სამყაროს წარმოშობამდე, ასე რომ ”მიშამ” იცოდა რომ ამ წერილს წაიკითხავდით და როდესაც თქვენ გაჩნდით, უკვე გვიანი იყო რაიმეს შესაცვლელად.
რათქმაუნდა არანაირი ”მიშა” არ არსებობს, მაგრამ აქ აზრი იმაშია, რომ თუკი ასეთი ”მიშა” იარსებებდა, მას შეეძლო მოვლენების განვითარების წინასწარმეტყველება, ახლა შეიძლება შემეკამათოთ, -”კი მაგრამ თანამედროვე ფიზიკაში ხომ არის ისეთი მაგალითები სადაც ფუნდამენტური შემთხვევითობებთან გვაქვს საქმე და ეს მაგალითები ”მიშას” ძალიან ეწყინებოდაო”, მაგრამ აბა თავად დაფიქრდით, ცვლის კი ეს რაიმეს ჩვენს პირად ცხოვრებაში?
არ გახსენდებათ მაგალითი, რომ როდესაც ადამიანი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს, ხშირად ვეჭვობთ, რომ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია დამოუკიდებლად.
ასე რომ თავისუფალი ნება, მისი ჩვეულებრივი განმარტებითაც და შემთხვევითობის მაგალითებითაც მაინც შეუსაბამოა ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენ არასდროს მიგვიღია არცერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
ალბათ უკვე ბევრი საფიქრალი გაქვთ და შიგადაშიგ გვარიანადაც დაიბენით, როგორც მე მომივიდა პირველად წაკითხვისას, თუკი დაფიქრდებით, ბევრი რამე თავის ადგილზე დგება და ეს ყველაფერი გასაოცარი ხდება :)
Bonus: დასასრულს, ჩემს პირად მოსაზრებასაც გაგიზიარებთ: – ”თუკი როდესმე ადამიანები შეძლებენ უკვე მკვდარი ადამიანების გაცოცხლებას, მაშინ ისინი ყველა ადამიანს გააცოცხლებენ ერთიდაიმავე დროს და რადგან ჩვენ მთელი ეს დრო მკვდრები ვიქნებით და ვერაფერს ვიგრძნობთ ან გავიგებთ, გამოდის, რომ ჩვენ სიკვდილისთანავე მომავალში გამოვიღვიძებთ” :)
“…the end of our exploring,
Will be to arrive where we started,
And know the place for the first time.”
ძალიან საინტერესო კითხვაა, განსაკუთრებით პირველი მომეწონა :) ის წინაპირობა ვერ დავინახე, რო მოვკლათ უეჭველი ვარჩენთ დანარჩენებს? თუ კი, მაშინ რატომაც არა, მოვკლათ! :))
აი მონიტორს რაც ეხება ისე მეძინება რომ დავიჯერებ ადვილად :)
ჩემი აზრით ყველაზე არასადისკუსიო კი არადა ყველაზე სადისკუსიო მაგრამ საბოლოო აზრის და საერთო აზრის გაჩენის გარეშე დარჩებოდა ბოლო კითხვა. მართალია ყველა კითხვაზე პასუხი სუბიექტური იქნებოდა მარა დამტხვევებით და აი ბოლო კითხვა იმდენ რამეს მოიცავს იდეაში უფრო სწორად პასუხი თუ მსჯელობა რომ ყველაზე არასასმჯელო კითხვაა.
@სექრეთს, რა მოვკლათ, გამოშტერდი? რა გარანტია გაქვს რომ ის ხუთი ადამიანი უფრო მეტს გააკეთებს კაცობრიობის განვითარებისთვის ვიდრე ის რომელსაც კლავ?
აინშტაინი რომ მოეკლათ დევის & ბატჰედის (ემტივის დეგენერატი პერსონაჟები) გადასარჩენად სწორი იქნებოდა? ომგ
—-
მეორე პუნქტსაც არ ვეთანხმები.
იმიტომ რომ ადამიანი მარტო უჯრედების გროვა არ არის.
წმინდა ქიმიური და წმინდა ფიზიკური მიდგომა ადმაიანის რაობასთან მინიმუმ არ მომწონს და მაქსიმუმ სისულელედ მიმაჩნია.
—
ეს ვიღაც “მიშა” მგრუზავს. :(
პირველ კითხვას რომ უპასუხო საჭიროა იცოდე ვინ შემოგთავაზებს ხსენებულ არჩევანს. ყველა ეგეთი “გადაწყვეტილების სისწორე” ფარდობითია, გააჩნია როგორ აღიქვამ/აღგაქმევინებენ მოცემულ მომენტს. გარემოპირობებს აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ დაარწმუნებ იმ ერთს რომ ასეა საჭირო არავითარი პრობლემა არ იქნება.
მეორე კითხვას რაც შეეხება, ძველი დრო გამახსენდა. ბავშვობაში ერთი აზრი მქონდა აკვიატებული და არ მასვენებდა: სხვა ადამიანად რომ დავბადებულიყავი ნეტა ეხლა როგორი ვიქნებოდიმეთქი. მერე ვიფიქრე, შეიძლება უკვე სხვა ადამიანად ვარ დაბადებული და წესით სხვა უნდა ვყოფილიყავიმეთქი. რომ დავფიქრდეთ შეიძლება ყველა ადამიანი ეგრე იყოს. ხომ შეიძლება ისიც “სხვად უნდა დაბადებულიყო”? ასე თუ გავაგრძელებთ მსჯელობას შეიძლება გამოვიდეს რომ ყველა ადამიანი ერთია.
მაგრამ მარტივი პასუხი: რას ჰქვია “დაბადებულიყავი”, ვინც დაიბადე ეგ ხარ რა..
საინტერესო კითხვებია :-)
აგერ ჩემი აზრი:
1. პირველ შემთხვევაში დაუშვებელია, რა თქმა უნდა. ოღონდ “რა თქმა უნდა” აქ ეყრდნობა იმას, რომ ყველას მიგვაჩნია სწორად ადამიანის “უფლებებისა და თავისუფლებების” ხელშეუხებლობა. სხვა შემთხვევაში კამათს აზრი არ აქვს.
მეორე შემთხვევაში პირადად მე ვერ დამარწმუნებდა, ასე მგონია :D და რომც დავერწმუნებინე, მეეჭვება, მომეკლა.
2. მანდ კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას, მგონი. კითხვას “ხართ თუ არა იგივე პიროვნება” დადებითი პასუხი ექნება (ეს არ გამორიცხავს, რომ სხვაგან ჩემი კლონი არსებობს, მერე რა, რომ ჩვენ ერთი და იგივე პიროვნებები ვართ).
ჯერ ვთქვათ, რითი ვასხვავებთ ადამიანებს ერთმანეთისგან და “პარადოქსებიც” გაქრება.
3. შეთანხმების ამბავია. იმ მოვლენას, რომ ახლა მე მონიტორს ვხედავ ჩემგან რაღაც მიმართულებით, ვუწოდებ, რომ “მონიტორი ჩემს წინაა” და რადგანაც ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იგივენაირად აღიქვამს ამ მოვლენას, ყველაფერი კარგადაა :D უმცირესობისთვის კი, ვინც მოვლენებს სხვანაირად აღიქვამს, არსებობს ფსიქიატრიულები ]:) ნიცშეს “ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით” (დედანის სახელი არ ვიცი, სამწუხაროდ) დაახლოებით პასუხობს მაგ კითხვას, თან კარგად :P
მაგ ფილმმა თავის დროზე მაგრად დამაფიქრა :D
4. თანამედროვე ფიზიკა არათუ ვერ წინასწარმეტყველებს, არამედ ჯერჯერობით გაჩხერილია იმ აზრზე, რომ წინასწარმეტყველება შეუძლებელია (იხილეთ ჯიბლოგ.ჯი-ზე დრო, დროის ისარი დამატებითი ინფორმაციისთვის), ეს ჩემი დილეტანტური აზრით :-)
მე მჯერა, რომ არსებობს დაუგეგმავი, კონკრეტულ ადამიანზე დამოკიდებული რაღაცები, ისევე, როგორც აბსოლუტურად დამოუკიდებელი გამომდინარე რელიგიური მოსაზრებებიდან. კამათს ამაზე ვერ დავიწყებ, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, მგონი.
@სვიტი
ეგ წინაპირობა არაა, ვის კლავ და ვის არჩენ.
ტაკ შტო რო ავიღოთ 1 რადიატორმჭრელი 5 რადიატორმჭრელის გადასარჩენად :)
ნეტა რა უნდა ამტკივდეს რაც არ მაქვს :D :D
1. რატომაც არა?
2. არა – პერმანენტული ბიოლოგიური ცვლილებები ჩვენს სხულში-ს გამო
3. კი, ჩემთვის კი…
4. დამოუკიდებლობა არ არსებობს, მითუმეტეს არჩევანი, თუნდ იმისგამო რომ სამყაო 1იანია
ცოტა უფრო რთული კითხვები დასდე
აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს. ყველაფერი სწორია და ყველაფერი მცდარია. შავი თეთრია, თეტრი კი – შავი
მაგრად მომეწონა ეს სტატია და კიდევ ტუ დაბეჭდავთ ამდაგვარ რამეს დზნ კარგია მიყვარს ნაწერებსჰი სჰეცდომების პოვნა:D
ეს მინდოდა ამ ძილისწინ მე? :(
1-კითხვაზე გავცემ პასუხს და დანარჩენს –გამოძინებიშ შენდეგ თორემ შუაღამეა და ამ სისულელეებ ხომ არ გაუთენებ :)
ქრისტე გვასწავლის როგორც ერთი ხორბალი იძლევა მრავალ ნაყოფს და 2 პურით დააპურა ათასები–ასე ვატეთოდ სიკეთე და არა 5 მაგივრად 1 დაიკლას–შეიწიროს.5 გაჭირვებულს გაუკეთე რაც შეგიძლია და გაეცი შრომა შენი,მატერიალური დოვლათი, სიყვარული.განწირე მათთვის სიცოცხლე –თუ ცხოველი ან მტერი ემუქრება მიეცი ორგანოც –თუ შეგიძლია და სხვა გზა არაა –ქეც რომ ემსხვერპლო ამას.მაგრამ თუ იცი რომ გადარჩენის შანსი არაგაქვს – უფალს მიანდე. რა უფლება აქვს ვინმეს მსგავსი საკითხები გადაწყვიტოს შენი ნების გარეშე ან შენ რა უფლება გაქვს სკუთარი სიცოცხლე არაკრიტიკულ სიტუაციაში განწირო.სიცოცხლე –უფლის ნაბოძებია და იქნებ ბევრად მეტი მოგეთხოვება ვიდრე 5 ავადმყოფის სიცოცხლისთვის თავგანწირვა 5 000 რომ იყვეს –კიდევ არაუშავს :)
ძილი ნებისა
აქ პირველივე კითხვაში ურთიერთსაწინაარმდეგო 2 მაგალითია, აშკარად დასაბნევად.
პირველ ვარიანტში ჯანმრთელი ადამიანის მკვლელობაა 5ის გადასარჩენად და მეორე შემთხვევაში კი 6 გაწირულიდან “იძულებული” ხარ 5ის გადასარჩენად 1 მოკლა. ამიტომ ჯობია 1 მოკლა რადგან ის აინშთაინი იყოს თუგინდ მაინც მოკვდება და იმ ცუდ 5ს მაინც გადაარჩენ.(თან რა ისი იქნებ არცისე ცუდები არიან Sweet Baby Girl)
ადამიანი ყოველწამში იცვლება მაგაში დავეთანხმებოდი. ყოველწამს ვიზრდებით და გვეცვლება აზრები წარმოდგენები, შეგრძნებებიც კი. ის რაც ვიყავი წერილამდე აღარ ვარ ;) თუგინდ უმნიშვნელო იყოს ეს ცვლილება მაგრამ ზუსტად იგივე ხომ ვერ იქნები მუდამ, (ღმერთმა დამიფაროს). წინ წინ გასწით მეგობრებო ;)
არის თუ არა ამ წამს კომპიუტერის მონიტორი თქვენს წინაშე?
მაგდენი სად შევიძლია ჩვენ უბრალო მოკვდავებს?
ერთს ვიტყვი რომ გარემო და გარემოსმყოფები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში
და ჩვენს გენებს აძლევენ შესაბამის მიმართულებას
რომელიც სხვა გარემოში სხვა გენების აქტივაციით სულ სხვა მხარეს წასულიყო შეიძლება
მართლა ეს მინდოდა ამ ძილისწინ მეც? :)
1. ა) ჯანმრთელი ადამიანის სიკვდილი თუ ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენს, მისი სიკვდილი მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
ბ) “ხერხი” მახსენდება :D ალბათ, ფაქტის წინაშე, მოვკლავდი…
2. გააჩნია. პიროვნულად იგივე ვარ, ფიზიოლოგიურად არა.
3. უაზრო ბოდვა. ჩემს წინაა ნამდვილად.
4. “დამოუკიდებლობა” შედარებითი ცნებაა. ეგეც სისულელეა და უბრალო სიტყვებით თამაში.
საერთოდ ამგვარი ფილოსოფია ადამიანს მაიმუნის დონეზე აპრიმიტიულებს. ეს შეკითხვები და შესაბამისი თეორიები ათეისტის დაწერილია. მე კი უფრო მეტის მჯერა :)
პირველმა კითხვამ გამახსენა House MD-ს პირველი სეზონის მე-4 სერია :) http://avoe.ge/movies/download.php?id=7105&file=movies21%2FHouse+M.D.+-+Season+1%2FHouse.M.D.S01E04.rus.avi&dir=movies21/ ესეც ლინკი ვისაც დაგაინტერესათ :)
ფილოსოფია კი არა ეს უბრალოდ “ძნელად გასაგები” კითხვებია, ფილოსოფია გაცილების სხვა რამეა ვიდრე ხეების დაკვირვება (თუ რატო ყანყალებს ქარში)ანუ ჩაღრმავება და ფილოსოფია ერთმანეთში არ აგვერიოს,
ეს ყველა ის კითხვაა რომელიც “მატრიცაში” ჩნდება(ნუ პირველი ნაწილობრივ), პასუხები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჰიპოთეზები და ვარაუდები.
სტატიის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რამდენად უპატივისმცემლოდ ვექცევი საკუთარ დროს. :(
პირველ კითხვაზე საერთოდ რა არჩევანიცაა შემოთავაზებული, მაგის მიხედვით არაა ძნელი მისახვედრი რომ სტატიის ავტორი ათეისტია და შესაფერის სიტუაციაში მოხვედრისას თავს ნამდვილად მისცემს სხვისი სიცოცხლის განმკარგველის როლში ყოფნის უფლებას ;(
ვგონებ ამით მთლად უკმაყოფილოც არ დარჩება.
პირველ კითხვაზე რომ უბრალოდ კი ან არა უპასუხო შეუძლებელია(ორივე შემთხვევაში) სანამ ფაქტის წინაშე არ დადგები ვერ გადაწყვეტ და მაინც სულ შეგაწუხებს ცხოვრების მანძილზე რომ იქნება არასწორი გადაწყვეტილება მიიღე(?)…
მეორე კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხებ – ვარ თუ არა სხვა ადამიანი? ანუ თუ იგივე არ ვარ, ე.ი. სხვა ვარ, მაშინ ვინ ვარ? რამდენჯერ ვიბადები?:) მცირედი ან თუნდაც მნიშვნელოვანი ფიზიკური ცვლილებები, გონებრივი განვითარება, ფასეულობათა გადაფასება და ა.შ. არ ნიშნავს რომ თავს კარგავ და სხვა ადამიანი ხდები.
მესამე კითხვა საერთოდ ან ვერ გავიგე ან ცუდადაა დასმული(ის ჩემს წინაა და ვხედავ, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ მიყვარს)
მეოთხე – სამყარო სისტემაა, ადამიანები კი ერთმანეთისგან განსხვავებული პატარ-პატარა სისტემები, შეგიძლიათ გამორიცხოთ რომ რობოტები ვართ ან არ ვართ? ზოგ ადამიანში მეტად არის ჩადებული ცნობისმოყვარეობა და ამ წერილს წაიკითხავს. საკითხავია რატომ ვერთ ისეტები როგორებიც ვართ? და საერთოდ, როგორები ვართ? ვითომ ვიცით?
ესეიგი მკვლელი ჩავთვალოთ ძლიერ კონკურენტად ბიზნესში, რომელმაც 7 ადამიანი შეილება 7 ბიზნეს მოწინააგმდეგე დაგიჩირათ, მაშინ რათქმაუნდა წასვლა და 6 მეტოქის გაწირვა ჯობია შესაბამისად კონკურეცია იკლებს და თქვენი შანსები მატულობს,
თუ 7 დან ის 6 საკუტარ ინტერესებში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენენ მაშინ გირს ერთის გაწირვა ყველაზე სუსტის -7პ ბაზარია))
და თუ პირდაპირი მნიშვნელობა აქვს კითხვას მაშინ პასუხი უბრალოდ უაზრობაა)
საინტერესოოო კითხვებიაა…..რაც შეეხება 1. კითხვას სანამ ფაკტის წინაშე არ იქნები მაგას ვერ გადაწყვიტაავ,ადამიანი როცა გასაჭირშია მას არ ახსოვს არავიინ მარტო თავის გადარჩენაზე პიქრობს და არაა გასაკვირი თუ მარლა მოკლავს იმ ერთს….მაგრამ ეგ საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არაა თუ ვინ დავტოვოთ ამ ქვეყნად და ვინ გავისტუმროთ.2.ადამიანი ყოველთვის სწავლობ რაგაც ახალსს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნულად უნდა შევიცვალო, ესე რო მოხდეს გაორება დაგენართება,ისედაც მრავალი განსხვავებული აზრი მოგდის თავში მაგრამ იცვლები ყოველი მათგანის გაფიქრების მერე???…3.ნუ მონიტორს რაც შეეხება თუ წარნოვიდგებ და დავიჯერებ რო მონიტორი ჩემს წინაშეა ის მარტლაც იქნება…რასაც რეალურად წარმოიდგენ ყოველთვის იმას დაინახავ.4. გადაწყვეტილების მიღება ხდება რაიმე მომხდარი ფაქტის შედეგან და შესაბამისად ხდება გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა..და თუ ვერ მიიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მაშინ შენ თვითონ არ ხარ შენს პიროვნებაში დარწმუნებული…არა არ შევცვლილვარ ამ კითხვების შემდეგ უბრალოდ საპიქრალი მომემატა…ხოლო დროთა განმავლობაში კი შევიცვლები,ამ ყველაპრიდან გამომდინარე რათქმაუნდა…თუ ესე არ მოხდა მაშინ სწავლა და ადამიანებთან ურთიერთობა რა საჭიროა?:))
“მიშას” მოკვდინება სხვების გადასარჩენად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სიცოცხლე ყველა ადამიანის უპლებაა და ერტი ადამიანის მიერ მეორის მოკვდინება ისჯება კანონიტ, ხოლო ტუ ერტის მოკვლიტ სხვებს გადავარჩენტ და სხვა შანსი არ გვაქვს, ამ შემთხვევაში კანონიც არ დაგვსჯის ვინაიდან ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება, ისე ესეთ რამეების კითხვას და ტვინის ჭყლეტას ერთი ისეთი, იოლი და სახალისო იდეა მაქვს, მოდით ჩემთან გამიხარეთ გული, ერთად მოვჯვათ დავაყენოთ სუნი…
სისულელეა ყველა კითხვა,წაკითხვის შემდეგ სწორედ ეგეთი გრძნობა დამჩა
შანსი მაქვს დავწერო რომ (უფრო საჭირბოროტო რამეები გვაქვს გადასაწყვეტი თვითვეულ ჩვენგანს ამიტომ პატივი ვცეთ ღვთის ბოძებულ სიცოცხლეს, გვიხაროდეს რომ იგივენი აღარ ვართ რადგან დრო ვერ გვისწრებს და მივდევთ მას განვითარებით, მთავარი ის კი არა ცჰემს წინ მონიტორია თუ არა მთავარია მე ამ მონიტორით რამდენად მოვახერხებ შეცვლას განვითარებას (მეორე კითხვისთვისაც)და ბოლოს თკვე კაი ხალხო თუ მაგდენს ვხვდებით რომ სამყაროს კანონზომიერება არ გვადზლევს სრულყოფილი დამოუკიდებლობის საშუალებას ჩვენ მაინც (კითხვა1) ნუღარ მოვინდომებთ ამ ისედაც არასრულყოფილი დამოუკიდებლობის ხელშეშლას ერთმანეთისათვის) და დავწერე კიდეც
უკაცრავად თუ ვინეს რამე ვაწყენინე :D
ჯობს, უფრო აზრიან რამეებზე დავხარჯოთ დრო
:) ძაან საინტერესოა და ყველაზე მეტად კი სასიამოვნოდ მოვიხიბლე ბოლო ავტორისეული კომენტარით სიკვდილთან დაკავშირებით :) გმადლობთ ამისთვის ავტორო :)
ლეონარდ შელბის ვეთანხმები აბსოლუტურად.
პოსტს რო ვკითხულობდი ეგრევე მატრიცა გამახსენდა
არ ვიცი ამას ფილოსოფიას დავარქმევდი თუ სხვა სახელს,მაგრამ უდაოდ საინტერესო და დასაფიქრებელია…
მე აქ ვიგრძენი სიტყვიერი აბრაკადაბრის მადეზორიენტირებელი ზემოქმედება, რომელიც სუბსტანციურად არაფრით არ განსხვავდება სქოლასტიკური სილოგიზმების თვითმიზნური თამაშისაგან
განვიხილოთ 1 შემთხვევა.კრისტიანული გადმოსახედიდან 1 კაცის და 6 კაცის მკვლელი განსხვავდება ცოდვის სიმძიმით.რადგან ჩემზეა მაგალითი მე მირჩევნია ერთი გავწირო ვიდრე 6 ან 8 ადამინი , ბიბლიას თუ გავიხსენებთ შეკვეთილი მკვლელობა უფრო დამამძიმებელია რადგან კიდე სხვას რევ ამ საქმეში და მის ცოდვას უფრო ამძიმებ ასე რომ მირჩევნია ისევ 1 კაცი ავირჩიო თუნდაც აინშტაინი იყოს და რატო 6 კაცს გადავარჩენ ეს უკვე თითქმის გმირობააა,იმ სირსაც ავარიდებ ამხელა ცოდვას თან მეც გადავრჩებიი ერთი აინშტაინის დედაც ეგ ისეთი ახვარია კიდე დაიბადება თან აგარ მინდა ტექნოლოგიური განვითარება ამ ბოლო დროს ნოსტალგია გამიჩნდა ძველი დროის ,ამდენი იმიტო ვილაპარაკე რო გმირი ვარ :)
განვიხილოთ 1 შემთხვევა.კრისტიანული გადმოსახედიდან 1 კაცის და 6 კაცის მკვლელი განსხვავდება ცოდვის სიმძიმით.რადგან ჩემზეა მაგალითი მე მირჩევნია ერთი გავწირო ვიდრე 6 ან 8 ადამინი , ბიბლიას თუ გავიხსენებთ შეკვეთილი მკვლელობა უფრო დამამძიმებელია რადგან კიდე სხვას რევ ამ საქმეში და მის ცოდვას უფრო ამძიმებ ასე რომ მირჩევნია ისევ 1 კაცი ავირჩიო თუნდაც აინშტაინი იყოს და რატო 6 კაცს გადავარჩენ ეს უკვე თითქმის გმირობააა,იმ სირსაც ავარიდებ ამხელა ცოდვას თან მეც გადავრჩებიი ერთი აინშტაინის დედაც ეგ ისეთი ახვარია კიდე დაიბადება თან აგარ მინდა ტექნოლოგიური განვითარება ამ ბოლო დროს ნოსტალგია გამიჩნდა ძველი დროის ,ამდენი იმიტო ვილაპარაკე რო გმირი ვარ :) მეორე ვერსია Mark maranie -ემ ყველაზე მიახლოებული პასუხი გასცა ამ კითხვას საღლო ძმაო ან დაო …
ერთი რამე,მგონი როცა ერთი უჯრედი კვდება,წარმოიქმნება ახალი მაგრამ მსგავსი,აქედან გამომდინარე ორგანულად მე იგივე მე ვარ წლების შემდეგ :)
1.arcert shemtxvevashi ar movklavdi radgan aravis ar aqvs sxvisi sicocxlis xelyofis ufleba tundac es aucileblobas moitxovdes