Marketeer

Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა
დადგა დრო, როდესაც მარკეტინგის ახალ ტრენდებზე, ანუ მიმდინარეობაზე უნდა ვისაუბროთ, დღეს გავჩერდებით ერთ, სრულიად ახალთახალ ტერმინზე “თრაივერთაისინგზე” ანუ “ცადე-შეაფასეზე” ქართულად უფრო შესატყვისი ტერმინი ვერ გამოვიგონე, თუმცა როდესაც სტატიას უფრო დაწვრილებით წაიკითხავთ და დაუკვირდებით, ადვილად მიხვდებით რამდენად მარტივი და მძლავრი ინსტრუმენტია ეს ახალი მიმდინარეობა.

სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არ არის ახალი, მაგრამ ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველიაო, დღეს რეალურად საუბარი გვაქვს მარკეტინგის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის “საცდელი ნიმუშის” ცალკე ტრენდად, ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბებაზე

მაშ ასე, რა არის რეალურად Tryvertising – ი?

ძველია – არ ახალია, რომ ტრადიციული სატელევიზიო თუ ბილბორდების და ა.შ. რეკლამა მომხმარებელზე უკვე აღარ მოქმედებს, ერთი პერიოდი მეწარმეები ცდილობდნენ კრეატიული მიდგომით გაეღვივებინათ მათი პროდუქციის მიმართ ინტერესი მომხმარებელში, რამაც საბოლოოდ ვირუსული მარკეტინგი და სხვ. პროპაგანდის მიმართულებები ჩამოაყალიბა, მაგალითად “ასტრო ტურფინგი” ანუ ხელოვნური საფუძვლის შექმნა ვირუსული მარკეტინგისთვის, მაგრამ დღესდღეისობით ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, კვლავ სადემონსტრაციო – სანიმუშო პროდუქციაა.

კონკრეტულად რის შესახებ გვაქვს საუბარი? მაგალითად ავიღოთ ავტომობილების ბაზარი, ბევრი ავტომობილის წარმომადგენლობა, სანამ ავტომობილს შეისყიდით, საშუალებას მოგცემთ ჯერ ის გასინჯოთ, ანუ გაიყვანოთ ე.წ. Test Drive ზე, სადაც თქვენ თავად აფასებთ ავტომობილის შესაძლებლობებს, ხოლო საქართველოში, დიდ სუპერმარკეტებში შემოგთავაზებენ ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელის გასინჯვას – სრულიად უფასოდ, და ა.შ. მაგალითები შეიძლება უამრავი მოვიყვანოთ, მაგრამ მგონი აზრი გასაგებია – სანამ თქვენ პროდუქციის მომხმარებელი გახდებით, თქვენ საშუალება გეძლევათ უშუალოდ გასინჯოთ ის! ერთი შეხედვით რა უნდა იყოს ასეთი განსაკუთრებული ამ მარკეტინგულ ინსტრუმენტში, სინამდვილეში კი დღესდღეისობით საცდელი ნიმუში – მარკეტინგის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია, აქ ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს:

გადაწყვეტილება საკუთარი გამოცდილებიდან და არა რეკლამიდან – რაც მომხმარებლის ნდობას გამოიმუშავებს, ან ძველი ანდაზის თანახმად – ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო, თქვენ მომხმარებელს საშუალებას აძლევთ თავად მოსინჯოს თქვენი პროდუქტი და საკუთარი გადაწყვეტილებით გახდეს ან არ გახდეს მისი მომხმარებელი, განსხვავებით თავსმოხვეული რეკლამისგან, ამით მომხმარებლის ნდობას იმსახურებთ.

ვალდებულების ქვეცნობიერი შეგრძნება – ცნობიერად მომხმარებელი ამას იშვიათად აღიარებს, მაგრამ ნებისმიერი მომხმარებელი ქვეცნობიერად ცდილობს საპასუხო დააბრუნოს მის მიმართ გაღებულ უფასო საჩუქარზე, რაც ამ შემთხვევაში თქვენი პროდუქციაა, მაგალითად თუ მას უფასოდ აჩუქებთ გასასინჯად ერთ ბოთლ ლუდს, ის შეეცდება მომავალში თქვენი პროდუქცია შეიძინოს და ამით “ვალი დააბრუნოს”.

ცხადია თანამედროვე მარკეტოლოგებმა ეს შესაძლებლობები სათანადოდ შეაფასეს და მალე, სადემონსტრაციო, სანიმუშო პროდუქციის უფასოდ ჩუქება მომხმარებლისთვის, ცალკე მიმდინარეობად იწყებს ჩამოყალიბებას, ზუსტად ეს გახლავთ Tryvertising – ი, ხოლო ამ მიმდინარეობის მომხმარებლებს Tryverter ებს უწოდებენ.

ეს მიმდინარეობა ნიმუშების მომხმარებელთან დისტრიბუციის ყველა საშუალებას მოიცავს, მათ შორის განთქმულ Sampling საც, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, როდესაც მომხიბვლელი გოგონები გამომწვევად გთავაზობენ პროდუქციის უფასოდ გასინჯვას დიდ სუპერმარკეტებში, ასევე ზემოთ ნახსენები ავტომობილების Test Drive გარდა ამისა ბევრი ყოველდღიური მომხმარების პროდუქციის მწარმოებელი, მაგალითად შამპუნების, საპონების და ა.შ. ცდილობს შეაღწიოს სასტუმროებში, წარმოიდგინეთ სცენა: მომხმარებელი შედის სასტუმროში და მას საწოლზე ხვდება უფასო შამპუნის, საპონის და თავის მოვლის სხვა საშუალებების ნაკრები – ბრწყინვალე რეკლამა.

ცხადია მწარმოებლები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან, მაგალითად:

ჟილეტის – საპარსები უფასო დაარიგეს ერთ დღიანი გადაფრენებისას თვითმფრინავში – სადილის შემდგომ

ნაიკის – ახალი სპორტული ფეხსაცმელის მორგება და მოსინჯვა ყველას შეეძლო ამ ბრენდის მაღაზიებში

BMW – კიდევ უფრო შორს წავიდა, ახალი Z სერიის მოდელის Test Drive ზე გაყვანისას, გაყიდვის მენეჯერი თქვენ წინაშე, საქარის მინაზე დებდა 20 ევროიანს, რომელიც იმ შემთხვევაში გერგებოდათ, თუკი… თუკი უბრალოდ აიღებდით… საქმე იმაშია, რომ ახალი Z სერიის BWM ავტომობილს საკმაოდ მძლავრი აქსელერაცია აქვს, რაც სავარძელს მთელი რბოლის მანძილზე მყარად მიგაკრავთ, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის წინ გადაიხაროთ და 20 ევროიანს მიწვდეთ – შედეგი? შოკისმომგვრელი ეფექტი!

როგორც ხედავთ ამ მიმდინაროების შესაძლებლობები ჯერ-ჯერობით ამოუწურავია და ბევრი კარგი გზის მონახვა შეიძლება, თუ როგორ შეიძლება თქვენს სავარაუდო ან უკვე არსებულ მომხმარებელს წარუდგინოთ და გაასინჯოთ/ანახოთ, მოკლედ დემონსტრაცია გაუკეთოთ თქვენი პროდუქტის/სერვისის შესაძლებლობებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რამოდენიმე თვის წინად, ჯერ სან-დიეგოში, ხოლო  მოგვიანებით მადრიდში გაიხსნა მაღაზიები, რომელიც მთლიანად მიძღვნილია იმ პროდუქციაზე, რომელიც უფასოდ შეგიძლიათ მოსინჯოთ, ცხადია ასეთ მაღაზიებს მომხმარებლები არ აკლიათ, რომელთაც სურთ ახალი პროდუქცია პირველებმა მოსინჯონ.

რას მოიფიქრებთ თქვენ?

Never be afraid to try something new. Remember, amateurs built the ark. Professionals built the Titanic.

რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში?
დეკადა – ეს 10 წელს ნიშნავს, ალბათ შეამჩნიეთ რომ დამთავრდა 21-ე საუკუნის პირველი დეკადა და წინ მოულოდნელობით აღსავსე, მეორე დეკადა გველოდება. რით არის ვითომ მნიშვნელოვანი ეს ამბავი? საქმე იმაშია რომ კაცობრიობა ნელ-ნელა გადადის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ეპოქიდან, ახალ – ენერგეტიკულ ეპოქაში.

რას ნიშნავს თავად ეპოქა? წლების მანძილზე, კაცობრიობამ სხვადასხვა ეპოქალური ეტაპები გაიარა, მაგალითად (ძალიან შორს, რომ არ წავიდეთ) ინდუსტრიალიზაციის ეპოქა, ამ პერიოდში მოხდა ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა, უამრავი ახალი პროდუქტის გამოგონება, კონვეირული სისტემის დანერგვა, ძრავის გამოგონება და ა.შ. ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა რომ ადრე იშვიათი თუ ძვირფასი პროდუქცია, ხელმისაწვდომი გახდა საშუალო ფენის მომხმარებლისთვისაც.

ინდუსტრიალიზაციას მალევე მოყვა თან კომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეპოქა, ეს იყო ტელეგრაფი, ტელეფონი, პეიჯერები, მობილური ტელეფონი, რადიო, რაციები, ტელევიზიები, ალბათ ეპოქალური გარღვევა იყო ინტერნეტი, შემდგომ კი ვირტუალური სერვისები, ახალი კომუნიკაციის საშუალებები, ელ.ფოსტა, ტვიტერი, ფეისბუქი, მყისიერი შეტყობინების სერვისები ე.წ. მესენჯერები, ინტერნეტ ტელევიზია, ინტერნეტ ტელეფონი, უამრავი გაზეთი გადავიდა ვირტუალურ გამოცემებზე  და ა.შ.

რას ნიშნავს ეპოქალური გადასვლა და რაში ჭირდება ამის ცოდნა მარკეტოლოგს?

მახასიათებლები:

პირველ რიგში – ეს არის ფულადი მასის, ანუ ინვესტიციების მიმართულების ცვლილება, ცოტა უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუკი ადრე ფულის “ჩადებას” ინვესტორები ამჯობინებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში, ახლა ურჩევნიათ ვირტუალურ სერვისებში ჩადონ, რაც იმას ნიშნავს რომ შესაბამისი სექტორის კომპანიები ყველაზე გავლენიანი და მდიდრები გახდებიან, მაგალითად სრულიად ვირტუალურმა პროდუქციამ Windows მა – Microsoft ს, ხოლო ძიების მექანიზმა Google – ს ლამის მსოფლიო ძალაუფლება მოუტანა და ეს კომპანიები დღეს რეალური, “ხელშესახები” პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას უსწრებენ.

მეორე – კომუნიკაციის საშუალებების, საერთო ბიზნეს გარემოსთან ცვილელბასთან ერთად, იცვლება მომხმარებლის ფასეულობები და მასთან “მისასვლელი გზები”, ის რაც ადრე ზე-ეფექტური იყო, ახლა უკვე აღარანაირ გავლენას აღარ ახდენს მომხმარებელზე, სწორედ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტოლოგისთვის რომელიც ეპოქალური ცვლილების ზღვარზე მოღვაწეობს – არ გაუშვას მომენტი და დროულად აუწყოს ფეხი ახალ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს, მაგალითად: თუკი ადრე ბილბორდებზე და ტელევიზიაში რეკლამა საკმარისზე მეტი იყო, ახლა კომპანიების მარკეტინგული დეპარტამენტები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ სოციალურ მედიაში, შექმნან გვერდები ფეისბუქში, ატვირთონ ვიდეოები იუთუბზე, აწარმოონ კომპანიის შესახებ დღიური საკუთარ საიტზე და ა.შ. და ა.შ.

მესამე – პროგრესი, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები, ფულადი მასით უზრუნველყოფის გამო, სწორედ მიმდინარე სფეროს ეპოქაში ხდება. მაგალითისთვის კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და უსადენო ინტერნეტიც კმარა.

რას უნდა ველოდოთ და მიმდინარე ტრენდები:

საერთო გამწვანება ანუ  Going Green…

გამწვანდი!

მოძრაობა, რომელიც პრინციპში 70 იან წლებში დაიწყო, სულ უფრო იკიდებს ფეხს, საუბარია ე.წ. “გამწვანებაზე” რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ცდილობს გამოიყენოს ისეთი პროდუქცია რომელიც მიწაში იხსნება, ანუ უარი თქვას პლასტმასის შეფუთვაზე და/ან მომხმარებაზე, ცდილობს მავნე გამონაბოლქვის შემცირებას გარემოში, შესაბამისი რეგულირების მიღებით, ან გარკვეული მასალების შეზღუდვით, მოკლედ რომ ვთქვათ – ცდილობს მაქსიმალურად ეკოლოგიური გახდეს, მონაწილეობს შესაბამის ბუნების დასუფთავების თუ გადარჩენის აქციებში ან თავად აწყობს ასეთ აქციებს და ა.შ.

ეკოლოგია – სწორედ ეს იქნება მომავალი წლების მთავარი ლოკომოტივი, თქვენ კი მის ვაგონზე აუცილებლად უნდა აღმოჩნდეთ!

ცხადია, ზოგიერთი “გასამწვანებელი” ღონისძიება ხარჯების ზრდას იწვევს, ზოგი კი უფასოა, მაგრამ თუკი მომხმარებლის მოხიბვლა და მიზიდვა გსურთ, ეს აუცილებელი გახდება PR ისთვის მომავალში! “გამწვანებით” შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ასევე მომხმარებლის კეთილგანწყობა თქვენი ბრენდის მიმართ, ანუ Goodwill ი.

“გამწვანების” კამპანიას, უკვე ბევრმა, დიდმა ინდუსტრიამ აუწყო ფეხი, ავტომობილის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ შემდეგი დეკადის განმავლობაში მათი ყველა(!) მოდელი იმოძრავებს ელ.ძრავაზე, უფრო მეტიც, ინტერნეტში შეეხვდებით ე.წ. “გამწვანებულ” ჰოსტინგ პროვაიდერებსაც კი.

სერიოზული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურ ნაწარმსაც, ანუ არა-გენმოდიფიცირებულ საკვებს, ეს სფერო უსწრაფესად იზრდება, Wallmart მა, ცნობილმა სუპერმარკეტების გრანდიოზულმა ქსელმა, თავის მაღაზიებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ცალკე სექციები გამოუყო. სწორი მარკეტინგის პირობებში საქართველოს შეუძლია თავისი სიტყვა თქვას ამ ბაზარზე

ახალი ეპოქა – ალტერნატიული ენერგეტიკა

ესპანეთის უდიდესი სადგური

ცხადია, თავად “გამწვანების” იდეა, გარდა მავნე აირების გამოყოფისა და საერთო ბუნებრივი რესურსების დაცვისა, კიდევ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს – ალტერნატიულ ენერგიასაც მოიცავს – ენერგიას რომელიც ბუნებისთვის უსაფრთხოა. ასეთი წყაროები კი საკმარისზე მეტია, თუმცა მათ ორი ხინჯი აქვთ ჯერ-ჯერობით: მაღალი ღირებულება და დაბალი წარმადობა. ანუ მათი დანერგვა საკმაოდ ძვირი ღირს და გამომუშავებული ენერგია კი ძალიან ცოტაა.

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ამ სექტორისკენ უკვე მიმართულია უზარმაზარი ინვესტიციები, ესპანეთის უზარმაზარი ნაწილი მთლიანად გადასულია მზის ენერგიის წყაროებზე, ხოლო ჩინეთი ახლა იწყებს გრანდიოზულ პროექტებს საკუთარი თავის მოსამარაგებლად. აშშ-შიც საკმაოდ დიდი წილი მოდის ალტერნეტიულ ენერგიაზე, კერძოდ კი მზის ელემენტებზე.

მზის ელემენტები ამჟამად ყველაზე პოპულარული წყაროა, მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ არანაირ ზიანს არ აყენებს გარემოს, განსხვავებით მაგალითად ქარის გენერატორებისგან, რომელიც უიღბლო ფრინველებს ხოცავს, საკმაოდ ცუდი ხმა აქვს და მოსახლეობაზე დამთრგუნველ ეფექტს ატარებს. მზის ელემენტების სექტორი ამჟამად ნამდვილ ბუმს განიცდის, მისი უბედურებაც დაბალი წარმადობაა, მზის სხივების 80% ზე მეტი სრულიად უსარგებლოდ იკარგება, სწორედ ამ პრობლემაზე მუშაობენ ახლანდელი მეცნიერები და ინსტიტუტები, ლამის ყოველწელს ხერხდება მარგი ქმედების კოეფიციენტის რამდენიმე პროცენტით გაზრდა.

ცხადი ხდება რომ ამ სფეროში მოხდება გარკვეული გარღვევა ადრე თუ გვიან, ეს შესაძლოა ისევ ცნობილი წყაროები იყოს, ან მოხდეს რაიმე სახის ახალი ენერგიის წყაროს აღმოჩენა და გამოყენება.

მოკლედ, თუ უზრუნველყოფილი კარიერა გსურთ თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის, სწორედ ამ სექტორს უნდა დააკვირდეთ და მასში შესასვლელად მოემზადოთ.

ცოტა ხნით უკან, ჰაიტექში:

ინტერნეტი უკვე საკმაოდ მომწიფდა, გრანდიოზულ გარღვევებს ალბათ უკვე აღარ უნდა ველოდოთ, თუმცა ცხადია განვითარება გაგრძელდება, უახლესი ტრენდი კი რთული ვებ-აპლიკაციებია, რომლებიც ხშირად ბრაუზერზეა დაყრდნობილი, მაგალითად არსებობს ვირტუალური ოპერაციული სისტემა, ვირტუალური მედია ედიტორი და სხვ.

HDD ზემოთ, SSD ქვემოთ

იცვლება ინფორმაციის შენახვის სახეც, ეპოქის მანძილზე მთლიანად ამოწურა თავი Floppy iს სახის ინფორმაციულმა მატარებელმა, ასევე გადაშენების გზას ადგას CD და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ე.წ. “ვინჩესტერიც” მას სულ მალე SSD ტექნოლოგია ჩაანაცვლებს, ასეთი სახის შემნახველს არ გააჩნია მოძრავი დეტალები, უფრო დიდხანს ძლებს, უფრო სწრაფია და უფრო მეტად მედეგი რყევების წინააღგმდეგ.

ვირტუალური ჰოსტინგის ახალი ტრენდი კი “ღრუბელური” გამომთვლელები და შემნახველებია ე.წ. Cloud ტიპის გარემო, რეალურად ის წარმოადგენს ერთ დიდ გამომთვლელ სისტემაში გაერთიანებულ ბევრ ვინჩესტერებს ან ბევრ პროცესორებს და ა.შ.

ძირითადი განსხვავება არის ანაზღაურების ფორმაში, მაგალითად 1გბ ის ატვირთვა შეიძლება ღირდეს 0.1 ცენტი, მისი შენახვა ასევე 0.1 ცენტი და ა.შ. ანუ თუ არ იყენებ სივრცეს – არც იხდი, ხოლო თუ მოულოდნელად რესურსი დაგჭირდა, ასეთი ჰოსტინგი თეორიულად – უსაზღვროდ იზრდება. აღნიშნულ სერვისებს უკვე გვთავაზობს მაგალითად ამაზონი. გარდა შემნახველი სივრცისა, არსებობს გამომთვლელი რესურსიც, სადაც იხდით გამოყენებული პროცესორის რესურსის მიხედვით, მაგალითად 1 საათით დატვირთვა და ა.შ.

მაგალითისთვის, შეგიძლიათ გამართოთ პროგრამა, ატვირთოთ დასარენდერებელი სურათი და უმალ მიიღოთ შედეგი, სულ რამოდენიმე დოლარად, ეს პროცესი თქვენს კომპიუტერზე უზარმაზარ დროს წაიღებდა.

ძალებს იკრებს ასევე მობილური ქსელიც, ამჟამად მსოფლიო მობილური ქსელის მომხმარების 33% მოდის ეფლის აიფონზე, ვარაუდობენ რომ სულ მალე ეს სექტორი აფეთქდება პოპულარობით.

რათქმაუნდა, ეს ყველაფერი არ არის, რაც მოხდება ან არ მოხდება მომავალში, წინ ბევრი მოულოდნელი აღმოჩენა და სასიამოვნო ცვლილება გველის, სწორედ ამიტომ არის ცხოვრება საინტერესო!

მოკლედ, წარმატებულ მომავალ დეკადას გისურვებთ! ერთად ვნახოთ, რა გამართლდება და რა – არა.

A man lives not only his personal life, as an individual, but also, consciously or unconsciously, the life of his epoch and his contemporaries – Thomas Mann

პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი
ანუ როგორ უნდა აკეთო თან კარგი საქმე და თან მარკეტინგი? ხშირად, მარკეტოლოგებისადმი მიდგომა ძალიან მძაფრია, უბრალო მომხმარებლების მიერ, ისინი ხომ მომხმარებლის სურვილებზე მოქმედებენ, ბრჭყვიალა შეფუთვაში ჩვეულებრივ პროდუქტს ახვევენ და მომხმარებელს თავაზობენ უფრო მეტ ფასად ან კიდევ უფრო უარესს – უღირსს პიროვნებას პოლიტიკაში “ქაჩავენ” და მერე უბრალო ხალხს მართავენ, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი მარკეტოლოგი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს – მოყვეს მხოლოდ პროდუქტის კარგ მხარეებზე, ისე – როგორც ადრე ვერასდროს წარმოიდგენდით.

კომპანია პიქსარს, ასე თუ ისე ყველა ვიცნობთ, ამ კომპანიას ეკუთვნის ისეთი ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმები როგორიცაა “ვოლი”, “რატატული”, “სათამაშოების ისტორია”, “მონსტრების კორპორაცია” და რათქმაუნდა “მაღლა” (UP) ჯერ კიდევ დამწყები კომპანია Apple ის სტივ ჯობსმა შეიძინა ხოლო 2006 წელს კი დისნეის მფლობელობაში გადავიდა.

პიქსარი იმ დროს ჯერ კიდევ UP ის გამოსაშვებად ემაზდებოდა, ხოლო 10 წლის გოგონა ქოლბი ქართენი კიბოს იშვიათი სახეობით იტანჯებოდა. თუმცა მას ერთი ფილმის ნახვის სურვილი აცოცხლებდა, მან თვის დასაწყისში UP ის მიმოხილვა ნახა და ძალიან უნდოდა ნახვა მოესწრო. სამწუხაროდ ქოლბის კიბო ჯერ კიდევ 3 წლის წინად დაუდგინდა, ხოლო თვის ბოლოს უკვე ცხადი გახდა, რომ მალე დაიღუპებოდა…

რომც გაეძლო, ზედმეტად ცუდად იყო, კინოთეატრში მაინც ვერ გადაიყვანდნენ, ოჯახმა და ოჯახის მეგობრებმა შეშლილებივით დაიწყეს პიქსარის ყველა საკონტაქტო ტელეფონზე გამუდმებით რეკვა, საქმე იმაშია რომ Pixar ს ავტომოპასუხე უყენია, რომელიც დარეკვისას ითხოვს ადრესატის სახელს, ანუ თუ პიქსარში არ იცით ზუსტად ვის ურეკავთ, მაშინ ავტომოპასუხე გაგთიშავთ, მაგრამ ოჯახის ერთ-ერთმა მეგობარმა მოახერხა სახელის შემთხვევით “გარტყმა” და როგორც იქნა წარმომადგენელს დაუკავშირდნენ.

ქოლბი

პიქსარმა ყურადღებით მოისმინა თხოვნა და დაპირდა კიდეც, რომ მეორე დღეს მათი წარმომადგენელი ეწვეოდა და მომაკვდავ გოგონას ბოლო სურვილს აუსრულებდნენ…

- შეგიძლია მოითმინო? – კითხა დედამ გოგონას

- მზად ვარ (სიკვდილისთვის), მაგრამ მაინც დავუცდი ფილმს! – უპასუხა გოგონამ

მართლაც, მეორე დღეს პიქსარის წარმომადგენელი ვერტმფრენით ეწვიათ, სპეციალური დაცვის თანხლებით (ამ დროს ფილმი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული) და თან DVD მოიტანა, კიდევ ფუმფულა მულტფილმის გმირების სათამაშოები, ფილმის პოსტერი და ის დღიურის ანალოგი სადაც ფილმის პერსონაჟები თავაიანთ თავგადასავლებს წერდნენ. წარმომადგენელმა უცებ მოყვა ფილმის გადაღების ისტორია და ყველანი სანახავად დასხდნენ.

ამ დროისთვის პატარა ქოლბის ტკვილისგან თვალების ბოლომდე გახელაც აღარ შეეძლო, ამიტომ დედამ ყველა სცენა და სიუჟეტი დაწვრილებით აღუწერა.

ფილმის სეანსის შემდგომ კი წარმომადგენელი წავიდა, გოგონას კი მამა ეწვია, რომელიც დედასთან გაყრილი იყო.

გოგონა ფილმის ნახვიდან დაახლოებით შვიდ საათში, დედას და მამას გვერდზე გარდაიცვალა.

პიქსარი დღემდე რაინდულად საიდუმლოდ ინახავს წარმომადგენლების ვინაობას და არც კომენტარს აკეთებს ამ ისტორიაზე, სამაგიეროდ გოგონას მშობლების მადლიერებას საზღვარი არ აქვს.

Young Ellie: You know him.

Young Ellie: Charles Muntz, explorer. When I get big, I’m going where he’s going,

Young Ellie: South America. It’s like America, but south.

UP (2009)

რატომ არის მონოპოლია ცუდი – თავად მონოპოლისტისთვისაც?
სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ, პატარა შესავალი უნდა გავაკეთო და მოვყვე, როგორ მივიკვლევდი გზას ამ დასკნვამდე, ვისაც გეზარებათ ბევრის კითხვა და მითუმეტეს ისტორიები – დაბლა ჩადით და პირდაპირ ახსნაზე გადადით.

ისტორია კი წლების წინად, ჩემს ინსტიტუტში დაიწყო, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ ზოგადად ბიზნესს ვერავინ გასწავლის, ასევე დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ სასწავლო დაწესებულებას მხოლოდ კარგი კარიერისტის მომზადება შეუძლია და არა მეწარმე-ბიზნესმენის, ეს აზრი მომავალში კიდევ უფრო გამიმყარდა – გამოცდილების დაგროვების შემდგომ, მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს არსად უსწავლიათ ეს საქმე და ან სხვა განათლება აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ უმაღლესი განათლება, არამედ უბრალოდ – თავისი იდეების რწმენა გააჩნდათ და კიდევ – ძალიან ბევრს მუშაობდენ და წირავდნენ ყველაფერს საკუთარი ბიზნესისთვის. ეს ახლანდელმა კრიზისმაც დაადასტურა, როდესაც გადარჩნენ მხოლოდ ბუნებრივი ნიჭის მქონე მმართველების მიერ მართული კომპანიები, ხოლო სხვადსხვა ცნობილი უნივერსიტეტების MBA თუ სხვა სტატუსის მქონე მენეჯერებმა კრახი განიცადეს და უდიდესი კომპანიები სამუდამოდ დასამარდა.

მოვრჩეთ ახლა სწავლა-განათლების მიერ ადამიანის ჩარჩოში მოქცევაზე ტირილს და დავუბრუნდეთ ისტორიას. მოკლედ, ამ აზრებში დარწმუნებული, ფაქტიურად არ ვსწავლობდი საგნებს, რომელიც გაკვრითაც კი არ ეხებოდა ბიზნესს, ხოლო თავად საგანს რომელსაც პირდაპირ ”ბიზნესი” ერქვა, საერთოდ აგდებით ვეკიდებოდი და წიგნსაც კი ზერელედ ვკითხულობდი, მოვიდა გამოცდებიც

ჩემი ისტორია:

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მართლაც – ბიზნესის გამოცდები უმაღლეს ქულებზე ჩავაბარე, ერთხელ, ორჯერ – ისე რომ საერთოდ წიგნიც კი ნორმალურად არ მქონდა წაკითხული და მხოლოდ საკუთარ საღ აზრს ვეყრდნობოდი, მაგრამ სადღაც მესამე გამოცდაზე, ერთ-ერთი საკითხი შემხვდა ”მონოპოლიის სახეები და მონოპოლისტური ბაზარი” –  ეს იყო ის საკითხი, რომელსაც საკმაოდ კარგად ვფლობდი და ვფლობ. იმდენად კონკრეტულად მენეჯერის საქმე არაა, რამდენადაც ეკონომისტის, მიუხედავად ამისა, გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მენეჯერსაც, რადგან მარკეტინგის საჭიროებას, სწორედ კონკურენცია წარმოქმნის!

ასე იყო თუ ისე, დავიწყე ჩაბარება და ყველა საკითხი უმაღლეს ქულაზე ჩავაბარე, დადგა მონოპოლიის დროც, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახე, ვითომდა ტრიუმფისთვის, მაგრამ… როდესაც ყველაფერი მოვყევი რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი, უცებ გამახსენდა ადრე სახელმძღვანელოში ამოკითხული ფრაზა, რომ ”მონოპოლია, თავად მონოპოლიისთვისაც კი ცუდია” ჰოდა გადავწყვიტე მეთქვა… მეთქვა ისე რომ აზრი არ მესმოდა და არც ახსნა ვიცოდი, უფრო მეტიც – ახსნა წიგნშიც არ ეწერა, ეტყობა რომ წიგნი საიდანღაციდან თარგმნეს და ისე რომ ლექტორებსაც არ ესმოდათ – პირდაპირ გადმოწერეს ეს ფრაზაც.

მოკლედ, დავახეთქე ეს ”მონოპოლია, თავად მონოპოლიისთვისაც კი ცუდია” და მივიღე გამარჯვებულის სახე, მაგრამ ნაადრევი აღმოჩნდა ჩემი ზეიმი, ლექტორმა, რომელსაც არ გამორჩა ჩემი ყოყმანი – სასწრაფოდ ჩამეკითხა: – ”მაინც რატომ არის მონოპოლია მონოპოლისტისთვისაც ცუდიო?” – დიდი ხანი ჯახირის მიუხედავად მაინც ვერ მოვიფიქრე რატომ, მაშინ ვერც მოვიფიქრებდი, იმიტომ რომ მე თვითონაც ვფიქრობდი რომ მონოპოლისტს ძალიანაც რომ აწყობს მონოპოლია, ბოლოსდაბოლოს ხომ ამისკენ მიისწრაფიან? მოკლედ, იმ გამოცდაზე უმაღლეს ქულაზე ერთი ქულით ნაკლები მივიღე. (სამწუხაროდ, ეს ლექტორი მოგვიანებით საერთოდ წავიდა ინსტიტუტიდან, არადა ჩემი აზრით ყველაზე კომპეტენტური სწორედ ის იყო)

ძიება:

ჩაიარა გამოცდებმაც და მე გადავწყვიტე გამეგო, კონკრეტულად რატომ უნდა ყოფილიყო მონოპოლია – მონოპოლისტისთვის ცუდი? პირველ, ლოგიკურ გადაწყვეტად ლექტორთან მისვლა მომეჩვენა და მივადექი კიდეც, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამ საგანს 3 ლექტორი უძღვებოდა, ვერც ერთმა პასუხი ვერ გამცა, თავად გამომცდელი ლექტორი კი ვეღარსად ვნახე, ინსტიტუტში იშვიათად მოდიოდა, ეტყობოდა რომ სახელმძღვანელოს შექმნისას, ეს ფრაზა უაზროდ გადმოაკოპირეს სადღაციდან, ისე რომ აზრი არც თავად გაუგიათ.

წლებმა გაიარა და ეს შემთხვევაც დამავიწყდა, ამ დროის მანძილზე კი არაერთხელ მქონდა შეხება სხვადსხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებთან, ზოგიერთ მათგანში კი თავადაც ვმუშაობდი, ბოლოს წავაწყდი სფეროს, სადაც კომპანიები სულაც არ წუხდნენ თუკი ახალი კონკურენტი გამოუჩნდებოდათ და პირიქით, აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მაგალითად – ერთმანეთს აწვდიდნენ დეფიციტურ საქონელს, უგზავნიდნენ ისეთ კლიენტებს, რომელთა მომსახურებსაც თავად ვერ ახერხებდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს ტექნიკურ ცოდნას და ა.შ. თავიდან, ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა, მიჩვეული იმას რომ კომპანიები ერთმანეთს მუდმივად უგებენ მახეებს და ცდილობენ დაძირონ ერთმანეთი – ეს ყველაფერი არასწორადაც კი მეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა ჩვენი წერილის კითხვის პასუხი.

პასუხი:

აღმოჩნდა, რომ იმისთვის რათა პროდუქტის კატეგორია განვითარდეს, საჭიროა ამ პროდუქტის მწარმოებლებმა ერთმანეთს ხელი შეუწყონ! კონკურენცია კი ბაზარზე ახდენს მოთხოვნის სტიმულირებას და ამით ყველა მიმწოდებელი უფრო მეტად იხეირებს ვიდრე ცალკეული მიმწოდებელი იხეირებდა.

რატომ?

უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, არჩევანი ახდენს პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდის სტიმულირებას, მომხმარებელი არჩევანს – განიხილავს როგორც უპირატესობას! ხოლო თუ ბაზარზე ერთი მიმწოდებელია, ანუ მონოპოლისტი, მომხმარებელი მის მიმართ ეჭვს გამოხატავს.

ანუ თუ პროდუქტს ერთი მიმწოდებელი აწარმოებს მხოლოდ, მომხმარებელი მისით დიდად არ ინტერესდება, ხოლო საკმარისია მეორე მიმწოდებელიც გაჩნდეს – მოხმარებელი უკვე იწყებს კონკრეტულად პროდუქტით დაინტერესებას და ბაზარიც შესაბამისად იზრდება.

მაგრამ…

არავითარი, მაგრამ! შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მონოპოლისტი მარტო უფრო დიდი მოგებას ნახავდა, სინამდვილეში კი ასე არ არის! განვიხილოთ, ეს ნამცხვრის მაგალითზე:

მონოპოლისტის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ პატარა ნამცხვარი, რომელიც მარტო თქვენია და თქვენ მიირთმევთ

კონკურენციის შემთხვევაში, თქვენ უკვე ნამცხვრის ნაჭერი გაქვთ, სამაგიეროდ ეს ნაჭერი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე თქვენი მთლიანი ნამცხვარი იყო.

ასე და ამგვარად, კოკა-კოლას და პეპსი-კოლას კონკურენციამ, მომხმარებელი უკეთ გააცნო გაზიან, კოლაზე დამზადებულ სასმელებს და მათი ორივეს მოგების ზრდა გამოიწვია, მიუხედავად იმისა რომ კოკა-კოლამ ბაზრის ნაწილი დაკარგა – სამაგიეროდ ახალი ნაწილი უფრო დიდი იყო ვიდრე მთლიანად ბაზარი პეპსის შემოსვლამდე.

უფრო მეტიც, საუკეთესო ადგილი ფილიალის გასახსნელად, ზუსტად კონკურენტის ფილიალის გვერდზე მდებარეობს. იმიტომ, რომ მომხმარებელი უკვე მიჩვეულია იმ ადგილს და ამით ორივე კომპანია უფრო მეტად ხეირობს, ვიდრე მარტო იხეირებდა – სწორედ ამიტომ არის ცუდი მონოპოლია, თავად მონოპოლისტისთვისაც.

The best thing that happened to Coca-Cola was Pepsi-Cola. -  Laura and Ai Reis

ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
2002 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 87% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის, ხოლო 0.7% – ურწმუნო, დანარჩენი წილი ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიებს და მრწამსებს!

საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მაგრამ რადგან მთელი საქართველო რელიგიურმა ისტერიამ მოიცვა, გადავწყვიტე ჩემი პატარა წვლილი მეც შემეტანა და ყველაფრისთვის PR ის გადმოსახედიდან გადმომეხედა, ასევე ვეცდები სავარაუდო პროგნოზი და შესაძლო სცენარი გადმოვცე, რაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დამთხვევა – იქნება მხოლოდ შემთხვევითი. ქვემოთ მოყვანილი აზრი კი გამოხატავს მხოლოდ ავტორის პირად შეხედულებას და თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს გთხოვთ დატოვოთ საიტი და არ წაიკითხოთ აღნიშნული სტატია.

ხოლო, თუ მაინც გადაწყვიტეთ რომ წაგეკითხათ, მაშინ…

როგორ იწყებოდა ყველაფერი…

ალბათ ახალი არ იქნება არავისთვის, თუკი აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ საპატრიარქოში ყველაფერი რიგზე ვერ არის, ნებისმიერი მორწმუნე და რელიგიური ადამიანი შესძლებს თუნდაც ერთი ისეთი ფაქტის გახსენებას, როდესაც მისი ან მისი მეგობარის მოძღვარი არ მოიქცა სათანადოდ, მთვრალმა სადმე იცეკვა, ქალებისკენ მიურბის თვალი და ა.შ. თუმცა იქვე იგივე პიროვნება აუცილებლად დასძენს რომ ყველანი სულაც არ არიან ასეთები და არ შეიძლება თითო-ოროლა მღვდლის არასათანადო საქციელზე ჩამოაყალიბო აზრი საერთოდ მართლმადიდებლური და კერძოდ კი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ. რაც ალბათ მართალია.

საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს ასეთმა ბრალდებებმა იმატა, გამოჩნდნენ ადამიანები და მათ შორის რამოდენიმე თავად ეკლესიის წიაღიდან (აქაც და სხვაგან, ეკლესიაში მართლმადიდებლურ ქრისტიანობის მრწამსს ვიგულისხმებ) რომლებმაც გადაწყვიტეს ხმამაღლა განეცხადებინათ არსებული ნაკლების შესახებ და მისი სასწრაფო შეცვლა მოეთხოვათ, ეკლესია კი, რომელიც თავისი კონსერვატიზმით გამოირჩევა, ცხადია უარზე იყო.

ნახევარი მილიონი?

აქვე უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი გარემოება, საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიას შორის არსებობს ე.წ. კონკორდატის ტიპის შეთანხმება, სადაც მაგალითად წერია რომ პატრიარქი ხელშეუვალია (ანუ იმუნიტეტი იცავს, როგორც მაგალითად პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს) გარდა ამისა ეკლესია თავისუფალია გადასახადებისგან, არ მოეთხოვებათ ჯარში სამსახური და ა.შ.

საინტერესოა ასევე ეკლესიის დაფინანსების საკითხი, გარდა პირდაპირი შემოსავლებისა, რომელიც აქვთ შემოწირულობებისგან, უშუალო გაყიდვებისგან (სანთლები და სხვ) თუ მომსახურებისგან (ნათლობა, ჯვრისწერა და ა.შ.) ბიუჯეტიდან საპატრიარქოს გამოეყო 25 მილიონი.

სოციუმის მდგომარეობა მასობრივ ისტერიამდე

დიდი ხანია რელიგიურობა წაბაძვის ერთ-ერთ წყაროდ იქცა საქართველოში, რაოდენობამ რასაც თავისი მხრივ ისტორია უწყობს ხელს, დიდი როლი ითამაშა და ამან ასახვა პროდუქციაზეც კი ჰპოვა, მაგალითად ხშირად წააწყდებით სამარხვო ნამცხვარს, სამარხვო ქაბაბს და ა.შ. მარხვა იქცა ერთ-ერთი დიეტის სახეობად… თუმცა ყველაფერი ეკონომიკის კანონებითაა – არის მოთხოვნა? გაჩნდებიან ახალი მიმწოდებლები. ცხადია თავის მხრივ აყვავდა ხატების და თავად საეკლესიო ინვენტარის გაყიდვის სფერო. თავად ხატი გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საჩუქრად, იქნებოდა ეს დაბადების დღეები თუ სხვა დღესასწაულები.

ჰელოუინი საქართველოში?

თავის მხრივ ეკლესიამ დაიწყო აქტიური პროპაგანდა გარკვეული ნაწარმის ასაკრძალად, მაგალითად მწვავე განცხადებები გაკეთდა “დავინჩის კოდის” ჩვენების შესახებ, რამაც სინამდვილეში პირიქით – ინტერესი გაამძაფრა და ამ საკმაოდ მდარე ხარისხის ფილმს ბევრმა მიაკითხა. იგივე ბედი ეწია ჰარი პოტერის ნაწარმს. ეს დაგვირგვინდა “ჰელოუინის” დღესასწაულის რბევით შარშან, ხოლო წელს, აქციით სადაც ჰელოუინი სატანიზმის ზეიმად მონათლეს.

საკმაოდ საინტერესო ცვლილებები იყო ისეთ წვრილმან საკითხებში, როგორიცაა სახლის და ავტომობილის კურთხევა. თუკი ადრე მოძღვარი უბრალო ჯვრების გაკეთებით შემოიფარგლებოდა (სახლის კურთხევის დროს, ოთხივე კედელზე ჯვარს ხატავდა) ახლა ამისთვის უკვე სპეციალური, ფერადი სტიკერები იბეჭდება, იგივე ავტომობილებზე ლამაზი გამჭვირვალე ჯვრის სტიკერების მიკვრა შეიძლება.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს-დღეისობით ერი განიცდის დაბერებას, ანუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 40-50 წლამდე ან უფრო მეტი ასაკისაა, რაც კიდევ ერთი ფაქტორია გაზრდილი რელიგიურობისა.

რა მოხდა?

თეა თუთბერიძემ, რომელიც რათქმაუნდა არც ისე კარგი იმიჯით სარგებლობს ზემოთ აღნიშნულ სოციუმში, Facebook ის მეშვეობით გაავრცელა ვიდეო, რომელიც რეალურად იუთუბზე იდო და ინკოგნიტო ავტორის მიერ იქნა ატვირთული.

PR სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია დააკვირდეთ ფაქტს და საზოგადოების მიერ მის აღქმას, კერძოდ რა მომენტი მოქმედებს მასაზე და რა რეაქცია აქვს ფაქტზე და შემდგომი მისი მონიტორინგი.

თეა თუთბერიძე

კერძოდ კი მიუხედავად იმისა რომ თეა თუთბერიძეს არასდროს უღიარებია ამ ვიდეოს დამზადება, მისი ცუდი იმიჯის გამო, საზოგადოების რისხვის მთელი წონა გადავიდა მასზე! რეალური, შემოწმებადი ფაქტი კი ის იყო, რომ მან თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ისედაც მისაწვდომი იყო ნებისმიერი იუთუბის მომხმარებლისთვის. სწორედ ამან და არა თავად ვიდეოს შინაარსმა გამოიწვია უკურეაქცია.

მოგვიანებით თუთბერიძემ ინტერვიუც ჩაწერა, სადაც უკან არ დაუხევია და განაცხადა “პატრიარქი ღმერთი ხომ არ არისო” რომ კრიტიკის უფლება არ მქონდესო, ამან კიდევ უფრო დიდი რისხვა გამოიწვია

დააკვირდით ასევე იმ მომენტს, რომ მიუხედავად სამთავრობო უწყებების მიერ დიდი ინვესტიციებისა PR სფეროში, მისი ან მასთან დაკავშირებული ცალკეული წევრები ვერ სარგებლობენ აშკარა კარგი ან სანდო იმიჯით, როდესაც საქმე მიდგება მასებზე.

სტუნდეტთა რბოლა

უცნაურია, მაგრამ საზოგადოების ნაწილმა, რომელიც როგორც წესი სხვადსხვა სახის რევოლუციების მამოძრავებელი ძალაა და ზოგადად მეამბოხე სულით უნდა გამოირჩეოდნენ, ანუ სტუდენტებმა. უფრო ზუსტად კი მათმა გარკვეულმა ნაწილმა შეკრებები მოაწყო პატრიარქის დაცვის მოტივით, ერთ სიუჟეტში გაშუქდა ბიჭი რომელსაც ხელში ფურცელი ეჭირა რაღაცა წარწერით და ღრიალით “საქართველო” დარბოდა ქუჩაში…

კი, მაგრამ მართლა რა მოხდა?

ყველა რეაქციას თან უკურეაქციაც ახლავს, მეტად საჭოჭმანო სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ გაუგებარი იყო დაირღვა თუ არა სიტყვის თავისუფლება და მიადგა თუ არა შეურაცხყოფა პატრიარქს, უკურეაქცია წამოვიდა სეგმენტიდან, რომელიც მე ვიტყოდი მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე ჩუმად იჯდა და არსად არ ყოფდა თავს, კერძოდ კი ლიბერალური აზროვნების მქონე ადამიანებისგან, მოდით ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ რას წარმოადგენს ეს სეგმენტი და რა “ღილაკები” მოქმედებს მათზე

ო, ეს ლიბერალები

ლიბერალიზმი, ანუ ფილოსოფიური, პოლიტიკური და ეკონომიკური თეორია, რომლის მთავარი აზრიც არის ის, რომ ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ თავისუფლებას! და ამ სახის თავისუფლება არის საძირკველი საზოგადოებრივი და ეკონომიკური მოწყობისა.

ახლა ეს ცოტა უფრო მარტივად რომ “გადმოვთარგმნოთ” ლიბერალები ბევრ ქვეყანაში იბრძვიან თანაბარი უფლებებისთვის ყველასთვის, მათ შორის ქალებისთვის, ჰომოსექსუალებისთვის, ზანგებისთვის და მხარს უჭერენ სხვადასხვა პროგრესულ იდეებს. ეკონომიკური ლიბერალიზმის მონაპოვარი გახლდათ ე.წ. თავისუფალი ბაზარი, ანუ კონკურენციის მომენტი და ა.შ. ისინი ასევე ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას ძირითადი ღირებულებების დარღვევისას, მაგალითად როცა ირღვევა ადამიანების უფლებები, სიტყვის თავისუფლება… და ა.შ.

საქართველოში ცხადია, ზემოთ აღნიშნული სეგმენტი უმცირესობაშია და უმრავლესობა მათ დაცინვით “პრადვინუტებს” (რუს. განვითარებულები.) უწოდებს, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ლიბერალური სულისკვეთების ადამიანები ჭარბობენ, რაც ცხადია პირდაპირ აისახება მათ ქვენებზეც.

ყურადღება მიაქციეთ როგორ ცდილობს უმრავლესობა თავი დაიცვას გარკვეული ცვლილებებისგან, რომელიც ერთი შეხედვით გარდაუვალიც კი ჩანს. ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.

რა უნდოდათ?

ლიბერალებმა, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები შეადგენდნენ, თავიდანვე სწრაფი და მწვავე რეაქცია გამოხატეს უმრავლესობის სურვილზე ლინჩის წესით გაესამართლებინათ ვიდეოს გამავრცელებელი ანუ თუთბერიძე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯერ კიდევ არსად ჩანს თავად ვიდეოს დამამზადებელი, ანუ სოციუმი ცდილობს ემოციონალური აფეთქება სადღაც მიმართოს და გამალებით ეძებს “დამნაშავეს”.

უნდა ითქვას რომ ეს საქართველოს ისტორიაში ლიბერალების ძალის, ალბათ ერთ-ერთი პირველი აშკარა და ღია დემონსტრირებაა, ამას ხელი რათქმაუნდა შეუწყო აშშ-ში დემოკრატების კანდიდატის, ბარაკ ობამას გამარჯვებამ, რომელიც თავიდან საკმაოდ ბევრი ლიბერალური იდეით გამოირჩეოდა, თავად ის ფაქტი რომ შავკანიანია, უკვე ბევრ რამეს ნიშნავს პლანეტისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ჩარჩენილია რასიზმის ჭაობში.

რადგან ბარაკ ობამას შევეხეთ, კიდევ ერთი მეტად უცნაური მომენტი გავიხსენოთ… თუმცა ერთი რატომ, ორი გავიხსენოთ:

როდესაც ბარაკ ობამა თავის სიტყვას ამბობდა მან იქ მეტად საინტერესო ფრაზა გააჟღერა “- მე ვიქნები სამართლიანი პრეზიდენტი ქრისტიანებისთვის, მუსულმანებისთვის, ყველა რელიგიის წარმომადგენელისთვის და ასევე ურწმუნობისთვისაც. ” რაც რათქმაუნდა არ არის საინტერესო, თუკი არ გავიხსენებთ იმ ფაქტს რომ ძალიან ბევრმა წინა პრეზიდენტმა, აშშ პირდაპირ ქრისტიანულ ერად გამოაცხადა თავის სიტყვაში…

და მეორე, როდესაც პრეზიდენტი ფიცს დებდა, მას ბიბლიაზე ედო ხელი, მაგრამ სიტყვები შეეშალა, ამიტომ მეორე დღეს ფიცი ხელმეორედ დაადებინეს და ამჯერად ბიბლიის გარეშე.

რათქმაუნდა ასეთ მომენტებს, მისი დაუყოვნებლივი დემონიზაცია მოჰყვა, ის სატანად შერაცხა მორწმუნე სეგმეტნმა, მაგრამ აშშ-ში მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი სწორედ დემოკრატების ანუ იმთავითვე ლიბერალური ღირებულებების მხარეს იდგა… ეს აშშ-ში, აი ჩვენთან…

საქართველოს პრეზიდენტი

აქ დიდ ხანს აღარ შევჩერდები, მოხდა ის რომ პრეზიდენტმა განაცხადა რომ გმობდა აღნიშნულ ვიდეოს და მის გავრცელებას და ა.შ. დიდი შანსია, რომ მისმა პატივმოყვარე ბუნებამ ვერ აიტანა ის ფაქტი რომ ვიდეოში სწორედ მას ახსენებდნენ აუგად.

ვინ დაკითხეს?

არ გასულა დიდი ხანი და საქართველოს პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ დაწყებულია ძიება და დაიკითხა ორი პიროვნება აღნიშნული ვიდეობის დამზადების გამო. ასევე ჩატარდა რეიდი და ამოღებულია კომპიუტერი და ფაილები.

საინტერესოა ის ფაქტი რომ აღნიშნული წერილი ძალიან პატარა იყო, არ შეიცავდა არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას, არ გავრცელდა ინგლისურად და საერთოდაც ტოვებდა ძალიან დიდ, გაურკვევლობის გრძნობას, უნდა აღინიშნოს, რომ იუთუბიდან ინფორმაციის გამოთხოვა ძალიან სახლაფორთო საქმეა, დიდ ენერგიას და თავისთავად დროს მოითხოვს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ დაიკითხა თეა თუთბერიძეც, მაგრამ თავად მას ამ ფაქტზე არაფერი მოუყოლია.

ამ ფაქტს, ლიბერალების კიდევ უფრო დიდი რეაქცია მოყვა, რადგან იმ დღესვე გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ პოლიციამ აღნიშნული პირები, სავარაუდოდ ერთი სკოლის მოსწავლე და მეორე სტუდენტი, დაკითხა იმის საფუძველზე რომ ინტერნეტ ფორუმზე მათი მეტსახელი ჩამოგავდა მამა ბუასილის ანუ იუთუბზე ვიდეოს დამდების მეტსახელს

ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის?

და აქ დაიწყო თავდავიწყება, ყველა ვინც თვლიდა, რომ სიტყვის თავისუფლება მისთვის ღირებული იყო, ადგა და თავისი აზრი ხმამაღლად, ცხადად და აშკარად დააფიქსირა, ინტერნეტი, რომელიც ქართული ჟურნალისტიკისთვისაც კი ოაზისად ითვლება, ერთიანად აფეთქდა, ცხადი გახდა რომ ვირტუალურ სივრცეში ძალა უფრო მეტად ლიბერალების მხარეს იყო, ვიდრე მორწმუნე უმრავლესობის წარმომადგენლებისკენ.

გარდა ქართველი ბლოგერებისა, რომლებიც ცხადია დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან უნდა გავათანაბროთ, Facebook ზე შეიქმნა ახალი ჯგუფი “მე ვარ მამა ბუასილი” რომელსაც მაშინვე უამრავი წევრი შეემატა და მათ პროტესტის ნიშნად სურათად შავ ფონზე თეთრი წარწერა “მე ვარ მამა ბუასილი” დაიყენეს.

ჟურნალმა “ლიბერალმა” კი მოიპოვა ინფორმაცია ერთ-ერთი დაკითხულისგან, რომელიც სავარაუდოდ “მამა ბუასილს’ დაუპირისპირეს, მისი აყვანის მოტივი კი გახდა “სატანისტობა” ასევე დაკითხულის ინფორმაციიდან გამომდინარე, მას დაკითხვაზე ჰკითხეს დადიოდა თუ არა ეკლესიაში, რისი სწამდა და ა.შ. ხოლო თავად პოლიციელების და გამომძიებლების ქცევა არაფრით განსხვავდებოდა შევარდნაძის ეპოქის პოლიციის ქცევისგან.

რეიდის შედეგად კი ამოღებული იქნა ყველა ინფორმაციის მატარებელი (ვინჩესტერი) და კომპიუტერები რომელიც მას და მამამისს ეკუთვნოდათ. რეიდში, მისივე განცხადებით პროკურატურა და მთაწმინდა-კრწანისის პოლიცია მონაწილეობდა.

უნდა ითქვას რომ ლიბერალებში შეხვდებით როგორც ამჟამინდელი მთავრობის მომხმრეებს, ისე მის მოწინააღგმდეგეებს, თუმცა ორივეს თანაბრად დასწყდა გული როდესაც პოლიციელების არაადეკვატური ქცევის შესახებ შეიტყვეს.

დადგა მომენტი, როდესაც ბევრისთვის ნათელი გახდა, პოლიციას შეეძლო ისინი დაეპატიმრებინა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მეტსახელი ვიღაცა სხვისას მიამსგავსეს, ხოლო იმ ხალხისთვის ვინც ”დამნაშავეს” ეძებდა, ეს ორი დაკითხული პიროვნება მაშინვე რეალურ დამნაშავეებად იქცნენ.

ყურადღება მიაქციეთ როგორ მოქმედებს ”განტევების ვაცის” ფენომენი, საზოგადოების უმრავლესობამ არ დაუცადა არც ბრალის წაყენებას, არც მის დამტკიცებას და ავტომატურად მიიღო დაკითხული პირები – დამნაშევეებად! აქვე საინტერესოა რომ არ იყო ცნობილი კონკრეტულად რა დანაშაულისთვის.

ამასობაში, თავად ვიდეოების დამამზადებელმა, კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა რითიც ცხადი გახდა რომ პოლიცია არასწორ კვალზე იდგა.

აი აქ ორი ფაქტი უნდა აღინიშნოს:

პირველი ის რომ ამჯერად ლიბერალების რეაქცია მიმართულია უკვე ზოგადად საპატრიარქოსკენ, არადა დაკითხვა ხომ პოლიციამ აწარმოა? დიდი შანსია საპატრიარქო საერთოდ არაფერ შუაში იყო ამ დაკითხვასთან და მმართველმა მთავრობამ, ეს მათი გულის მოგების გამო გააკეთა. ასეა თუ ისე, ლიბერალების გულისწყრომა ორივეს დაატყდა თავს, მაგრამ უფრო მაინც საპატრიარქოს, როგორც ალბათ წყაროს ამ უსამართლობისა. ყველაფერი გაამძაფრა ბევრისთვის უადგილო მუხლის მიყენებამ ძიების დაწყებისთვის, კერძოდ შესაბამისმა სტრუქტურამ ძიება დაიწყო “დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის” მუხლით.

თუმცა ვექტორი ისევ შეიცვალა და ლიბერალების გულისწყრომა ისევ გადაერთო პოლიციაზე, როდესაც დაკითხვის დეტალები გახდა ცნობილი

მეორე ის, რომ ამ დავიდარაბაში, გამოიკვეთა კიდევ ერთი “პოხუისტების” ანუ იგივე ნეიტრალური პოზიციის მქონე საზოგადოების სეგმენტი, ამ ტიპის ხალხმა განზე გადგომა და სეირით დატკბობა არჩია, თან შიგადაშიგ “დაიკიდეთ”, “კიდე ამაზეა ერთი ამბავი”, “თქვენ რა პრადვინუტები ხართ?”, ”ორივე მხარე ერთნაირები ხართ” ტიპის განცხადებებით ავსებდნენ ინტერნეტ-სივრცეს. ეს სეგმენტი გარკვეულ ბალასტს წარმოადგენს ასეთი სახის სიტუაციებში და ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლებიან, თუნდაც PR ის თვალსაზრისით, მაგრამ სხვა სიტუაციებში, მაგალითად როგორც ელექტორატი, შეიძლება გადამწყვეტ ძალადაც კი იქცნენ

მასმედია

საპატრიარქომ პირველი არხისგან, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვა ეთერი – სადებატოდ. თუმცა პირველმა არხმა თავიდან უარი განაცხადა რემონტის მომიზეზებით, მოგვიანებით მაინც დათანხმდა სტუდიის სასწრაფო წესით მოწყობას, მაგრამ ამასობაში თვითონ საპატრიარქომ თქვა უარი.

აქ გასათვალისწინებელია ის მომენტი რომ საპატრიარქოს მხრიდან, დებატებში ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ბასა ფოცხიშვილი. რაც PR ის თვალსაზრისით ნამდვილად არამომგებიანი სვლა იქნებოდა, რადგან არც ამ პიროვნებას აქვს კარგი იმიჯი. განსაკუთრებით სკანდალური იყო მისი წლების წინად გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ მას მოსწონს ქურდული მენტალიტეტის ადამიანები და ასეთებს თვლის სწორედ ვაჟკაცებად. საპატრიარქოს კი ისედაც ხშირად ადანაშაულებენ ამ მენტალიტეტის მქონე ხალხის შეფარებაში.

გაზეთმა კვირის პალიტრამ კი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდ ტირაჟიანი გაზეთია, დაიწყო აშკარა რელიგიური პროპაგანდა, რომელიც ზედიზედ რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მაგალითად იბეჭდებოდა მუხრან მაჭავარიანის ინტერვიუ, სადაც მან რათქმაუნდა ისევ ვიდეოს გამავრცელებელი გამოლანძღა და არა დამამზადებელი. აქ უკვე ”ავტორიტეტის” მომენტი შემოდის ძალაში.

უნდა აღინიშნოს ასევე რომ საკმაოდ ბევრ გავლენიან გაზეთს თუ ჟურნალს საერთოდ არ უხსენებია საქართველოს მოქალაქეების უმიზეზო დაკავების ფაქტი, გარდა რათქმაუდნა თავად ჟურნალი “ლიბერალისა”

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატიდან მოითხოვეს ოფიციალური ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა ვითარებაში მოხდა საქმის აღძვრა.

პატრიარქის ოფიციალური პოზიცია

ყველა ელოდა თავად პატრიარქის რეაქციასაც. რათქმაუნდა, ბევრი ითქვა იმის შესახებ რომ პატრიარქი ”შეიწყალებდა” დაკითხულ პირებს და ამის მერე ყველა ”ბედნიერი” იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ან ჯერ-ჯერობით არ მოხდა.

მან მხოლოდ განაცხადა რომ ეკლესიის წარმომადგენლებს თავი შეეკავებინათ პოლიტიკური განცხადებებისგან, მაგრამ იქვე დასძინა, ციტატა:

უფრო მძიმე დღეები უნახავს ეკლესიას და ეს ანტიეკლესიური კამპანია, უპირეველეს ყოვლისა საშიშია თვითონ სახელმწიფოსთვის

აქ, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არ დაასახელა კონკრეტულად ვინ აწარმოებს ანტიეკლესიურ კამპანიას და რა საშიშროებას შეიცავს ერთ-ერთი რელიგიის წინააღგმდეგ სავარაუდო კამპანია თავად სახელმწიფოსთვის. ასეთი ტიპის ზოგადი განცხადება კი საშუალებას იძლევა მოგვიანებით სხვადასხვანაირად იქნას ინტერპრეტირებული.

მოგვიანებით პატრიარქმა განაცხადა, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველას აზრს, თუნდაც ჩვენ ეს არ მოგვწონდესო.

ასე თუ ისე ეს ამბავიც დასრულდა, არავინ არაფერი წააგო და არავინ არაფერი მოიგო, სამაგიეროდ ბევრმა ალბათ თავისთვის გააკეთა დასკვნა.

4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
წინასიტყვაობა: დღეს საიტზე ახალი ავტორი გვყავს – მარი ალუღიშვილი, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში იმედია კიდევ შემოგვთავაზებს ახალ სტატიებს, მისი თემა მარკეტინგულ საფუძველში, სულ დასაწყისში მდებარეობს, გადაშალეთ ნებისმიერი მარკეტინგული სახელმძღვანელო და იქ 4P ის ანუ ე.წ. Marketing Mix (მარკეტინგული ნარევი) – ს აღმოჩენთ.

ინსტრუმენტი რომელიც თითქოს ყველა დამწყებმა მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს, დღემდე საკმაოდ ბურუსითაა მოცული, განსაკუთრებით იმ მარკეტინგული მენეჯერებისთვის, ვისაც მარკეტინგული განათლება არ მიუღია და თანამდებობაზე ნაცნობობით მოხვდა :P

მაშ ასე, ვინც არ იცით – გამოგადგებათ, ვინც იცით – არ გაწყენთ გამეორება, ბევრისთვის მისტიური 4P:

დღეს გადაწყდა ცოტა რამ მარკეტინგზე დაგვეწერა,რადგან თემა, რომელსაც ამ სტატიაში შევეხებით ძალიან გამოყენებადი და მნვიშვნელოვანია. კერძოდ ეს თემა ეხება მარკეტინგულ მიქსს, რომელიც ოთხი პი ს სახელითაცაა ცნობილი. მარკეტინგული მენეჯმენტის საფუძველიც სწორედ აქედან იწყება, მაგრამ საქართველოში მის გამოყენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაშინ როდესაც ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს ან რა დანიშნულება აქვს ოთხ პი-ს. მაშ ასე, მარკეტინგული მიქსი (Marketing Mix) ძირითადად შედგება ოთხი ელემენტისაგან:

ფასი (Price)

ადგილი (Place)

პროდუქტი (Product)

პრომო-პრომოუშენი (Promotion)

ოთხივე ელემენტი, ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მოდით განვიხილოთ, როგორ ურთიერთქმედებენ ისინი და საერთოდ, რატომ ეძახიან Marketing Mix – ს, ანუ ”მარკეტინგულ ნარევს”. საქმე იმაშია, რომ პროდუქტი ,რომელსაც შენ სთავაზობ მომხმარებელს, შეიძლება შეიცვალოს მიქსის-ნარევის ელემენტების დოზის გაზრდით ან შემცირებით.

უფრო გასაგები რომ გახდეს თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ მხატვრის პალიტრის მაგალითი:

მხატვარი ერთმანეთში ურევს მთავარ ფერებს სხვა და სხვა რაოდენობით, რომ მიიღოს საბოლოო ფერი რომელსაც ნახატში გამოიყენებს. გამოდის რომ მხატვარს შვიდი ძირითადი ფერისაგან უამრავი ახალი ფერის შექმნა შეუძლია. ყოველი ხელით შესრულებული ნახატი კი უნიკალური და ყველასგან განსხვავებულია. მარკეტინგულ მიქსში გვაქვს არა შვიდი, როგორც ეს ხატვაშია არამედ ოთხი ძირითადი კომპონენტი, რომელთა დოზების ცვლის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მრავალფეროვან, ხშირად უნიკალურ საქონელს ან  მომსახურებას.

დროთა განმავლობაში ყველა გამოცდილება, თეორია ან მეთოდი იხვეწება და ახალი, გაუმჯობესებული სახით წარმოგვიდგება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – ზოგიერთმა  მარკეტოლოგმა  4P – ხუთამდე გაზარდა და დაუმატა ახალი კომპონენტი ხალხი (People). ასე დაიბადა 5P.

მოგვიანებით, არც 5 კომპონენტი აღმოჩდა საკმარისი და საერთო რაოდენობა შვიდ P – მდე გაიზარდა, კერძოდ კი: გარეგნული მხარე (Physical evidence) და პროცესი (Process).

ამ დროისთვის, ალბათ უკვე მიხვდით რატომ წარმოიშვა ტერმინი 4P და არა მაგალითად 4M, საქმე იმაშია რომ ყველა კომპონენტის ინგლისური დასახელება ასო P დან იწყება.

ახლა, როდესაც ზოგადად ვიცით თუ რა არის შვიდი პი, მოდით ვისაუბროთ მის თითოეულ კომპონენტზე:

ფასი (Price) – პროდუქტზე ფასის დადების მრავალი გზა არსებობს (Pricing), ამისათვის სწორად უნდა განისაზღვროს პროდუქტის თვითღირებულება, ბაზრის ღირებულება და კიდევ უამრავი ელემენტი.ზოგჯერ საჭიროა ფასის ცვლილება – დაწევა ან აწევა. რათა არ დაეცეს თქვენი პროდუქტის გაყიდვები.

ადგილი (Place) – ესაა მექანიზმი რომლის საშუალებითაც საქონელი და/ან სერვისი, მიდის მიმწოდებლიდან მომხმარებლამდე. ადილი სადაც მომხმარებელი უშუალოდ ხვდება პროდუქტს.

პროდუქტი (Product) – პროდუქტი ხელშესახები მატერია ან მომსახურებაა, რომელიც შეგიძლია გაყიდო ან იყიდო.

პრომოუშენი (Promotion) – ოთხი პი ს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მოიცავს მარკეტერის ყველა კომუნიკაციას. როგორც ნეილ ბორდენი თავის დროზე ”მარკეტინგულ მიქსში” ამბობდა – ”მარკეტინგის ყველა კომუნიკაციას აქვს თავის პრომო მიქსი”. ის შეგვიძლია ნამცხვრის მიქსს შევადაროთ, რომლის ძირითადი ინგრედიენტები ერთი და იგივეა, მაგრამ თუ რომელიმე მათგანის დოზას გავზრდით ან შევამცირებთ მივიღებთ სულ სხვა გემოს.

ხალხი (People) – ხალხზე დაკვირვება არის ყველა სერვისის/პროდუქტის და გამოცდილების მნიშვნელოვანი ელემენტი. მიმწოდებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პროდუქტის დამზადება და რეალიზება ერთდროულად მოხდეს, ამასთან ერთად დაიხვეწოს მომხმარებლის დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება.

გარეგნული მხარე (Evidence) – არის სერვისის მატერიალური ნაწილი ჩაცმულობა და/ან აღჭურვილობა.

პროცესი (Process) – პროცესი არის 7P ს ერთ-ერთი ელემენტი. მასში თავმოყრილია მარკეტინგულ და/ან ფინანსურ ოპერაციებზე დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება. მაგალითად კომპანიას სურს მიიღოს 30% მარკეტინგული წილი, ამისათვის კომპანია ასრულებს მარკეტინგული დაგეგმარების პროცესს.

ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ოთხი, ხუთი და მით უმეტეს შვიდი პი?

პასუხი მარტივია: ფაქტიურად, მარკეტინგის ძირითად საფუძველს მარკეტინგული მიქსი წარმოადგენს! მიუდექით ამ ინსტრუმენტს, როგორც რეცეპტს, ეს დაგეხმარებათ უკეთ წარმართოთ თქვენი საქმიანობა.

საჭიროა გამოუშვა პროდუქტი, მაგრამ უნდა წინასწარ დაადგინო სად უშვებ პროდუქტს და რა სეგმენტისთვისაა გათვლილი, რათა სწორად დაადო ფასი და ბოლოს გააკეთო შენი პროდუქტის PR აქცია ან სარეკლამო კამპანია. რადგან დღესდღეობით პროდუქტის სიმცირეს არ ვუჩივით, აუცილებელია მომხმარებლამდე მივიდეს თქვენი გზავნილი, მათი საშუალებით დანარჩენი სამი პი პროდუქტის უკეთ რეალიზებასა და მეტი მოგების მიღებაში დაგეხმარებათ.

ვფიქრობ ეს სტატია დაგეხმარებათ ამ საქმის უკეთ შესწავლაში და თუ გადაწყვეტთ მარკეტინგი თქვენი ცხოვრების პროფესიად აქციოთ (ან უკვე აქციეთ) ეს ინფორმაცია გამოუყენებელი არ დაგრჩებათ.

პატივისცემით: მარი ალუღიშვილი

პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
რებრენდინგი… ბევრი მარკეტოლოგი და არც თუ უმიზეზოდ ამ სიტყვას უფრთხის, როგორც წესი გამოცდილი პროფესიონალები რებრენდინგს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ, რადგან ეს საკმაოდ რთული, დროში გაწელილი, დიდ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებული პროცესია. გარდა ამისა პროცესს თან სდევს ძველი ბრენდის მიმართ ცნობადობის დაკარგვა, უნდობლობა კლიენტებში, დამაბნეველი სიტუაციები, იურიდიული პროცესები და სხვ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად გადამწყვეტი ხდება რებრენდინგზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოში, მითუმეტეს უფრო იშვიათია მსგავსი პროცესი, დღემდე სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია გასახსენებელი, მათ შორის ცოტა ხნის წინად საზოგადოებრივი მაუწყებლის, (რომელიც თავის მხრივ პირველ არხს, მეორე არხს და რადიოებს აერთიანებს) ”პირველმა არხმა” გაიარა ეს პროცესი, რადგან შედეგების მონიტორინგს და დაკვირვებას დრო სჭირდება, მოდით ვნახოთ რეალურად ღირდა თუ არა ამ არხის რებრენდინგი.

თემა მითუმეტეს საინტერესო უნდა იყოს, თუკი გავიხსენებთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კერძო კომპანია, ის პირდაპირ ფინანსდება თქვენი, გადასახადების გადამხდელის ჯიბიდან, მათ შორის პერსონალის ხელფასი და ისინი ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების წინაშე, დამქირავებელი – ხალხია! მოსამსახურე – საზ.მაუწყებელი!

ლოგო… ო, ეს ლოგო!

ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე საზოგადოებრივ მაუწყებელს მწვანე, დაკლაკნილი ლოგო ჰქონდა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ქილიკის, იუმორის და ანეკდოტების წყარო, მიუხედავად დიდი მონდომებისა მისი ავტორი მაინც ვერ დავადგინე, სამაგიეროდ გავარკვიე რომ თავის დროზე დამკვეთებს მოუთხოვიათ: – მწვანე იყოს და CNN ის ლოგოსავით დაკლაკნილიო… მოკლედ, რაც გამოვიდა აქედან, ყველამ ვნახეთ, გაუგებარია მწვანე ფერის არჩევა, ან CNN თან მიბაძვა რითი იყო გამოწვეული, ალბათ ისევ ქართველების წამხედურა-მიმბაძველობით.

გავიდა დრო და ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყდა არხის განახლება – ამასთანავე რებრენდინგიც, ჰოდა დადგა დრო ლოგოს გამოცვლისა… თუმცა ახალი ლოგო… მე მგონი აქ არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ წყევლაა… ჰო რა, წყევლა, რომ პირველ არხს არასდროს არ უნდა ჰქოდნეს კარგი ლოგოტიპი სანამ მას პრინცი არ აკოცებს ან რამე ამის მსგავსი.

რას წარმოადგენს ახალი ლოგო? – ნაცრისფერ ოთკუთხედს… რომელსაც საფლავის ქვის შეფერილობა და ფორმა აქვს, ეს აღქმა კიდევ უფრო ძლიერი ხდება, თუკი ბილბორდზე გამოსახულ წამყვანს ნახავთ, რომელსაც ეს ქვ… ვიზუალური ეფექტისთვის – ლოგო ირეკლავს ფერმკრთალად… ეს ყველაფერი ღამით საკმაოდ უცნაური სანახავია.

ახლა სარკის ეფექტი რატომ? იდეა ასეთი იყო: ეს არის სარკე, რომელიც ჩვენ ანუ საზოგადოებას ირეკლავს… რაც თავის მხრივ, ალბათ რუსული ОРТ – ს ქუდებიდან თუ გადაიღეს, მოგვიანებით კი ეს ”სარკე” გაამრუდეს… რაც ასევე ცუდი სიგნალია.

მოკლედ, ამ ლოგოს ყველა თავისი ”გარყვნილების დონის” მიხედვით აღიქვავს… ან შეიძლება ავტორი ცდილობდა რაიმეს კომპენსაციას? მოკლედ, ლოგოს ამბავში არ იქნა და არ გვეშველა, სამაგიეროდ პარლამენტარები არ მოერიდნენ უხამსს შედარებებს, ხოლო პირველ არხზე დასაქმებული ჟურნალისტები კი გამეტებით იცავდნენ ლოგოს და უხამსს შედარებებს მომხმარებლის გარყვნილ ბუნებას მიაწერდნენ, რაც ცოტა არ იყოს და საკამათოა, თუკი ვინმემ რაიმე უხამსი ფორმით შექმნა, რა მომხმარებლის ბრალია?

ფერი…

ფერი ასე თუ ისე კარგია, მოწითალო-მოვარდისფრო-მოლაჟვარდ-მოიასამნისფროა, ასეთი ფერის დასმა საკმაოდ ძნელია ბეჭვდისას და საერთოდაც არ არის დომინანტი რომელიმე ფერი, გარდამავალი, გრადიენტული ფერია და კონკრეტულად თქმა ძნელია, რომელია კორპორატიული ფერი? თუმცა ფერი არ არის ბანალური და არის განსხვავებული, რაც კარგია.

საიტი… ( http://www.1tv.ge/ )

ვებ-გვერდი ნამდვილად მოწონებას იმსახურებს, ტექნოლოგიურად .NET ზეა შესრულებული როგორც ეტყობა, რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა ქართულ ვებ-სივრცეში, ეს ტექნოლოგია იმის გამო რომ იშვიათია, ასეთუისე გამორიცხავს ქართველი ვაი-ჰაკერებისგან თავდასხმას.

საიტს აქვს ე.წ. პირობების შესაბამისი ფორმატირება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ყველა ბრაუზერიდან (IE, Opera, Firefox) თანაბრად, გამართულად დაათვალიეროთ საიტი. ფორმატირებაც კარგად არის შესრულებული და მიუხედავად იმისა, რომ ზოგან ცხრილებია გამოყენებული, საიტი საკმაოდ სწრაფად იტვირთება.

სახელი…

როგორც იქნა დაიბრუნეს დასახელება ”პირველი არხი” რომელსაც 2005 წლიდან იყენებდნენ, მე მგონი ეს ყველაზე უფრო მომგებიანი სვლაა მთელ ამ დამთრგუნველ და უგვანო რებრენდინგის პროცესში.

მომხმარებელი ისედაც ”პირველ არხს” ან ”თბილისს” ეძახდა ამ არხს.

რეკლამა…

რებრენდინგს თან მოჰყვა რეკლამაც, რაც ცხადია აუცილებელია, ეს იყო ბილბორდები, ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე რათქმაუდნა დიდი პოსტერები თავად ტელევიზიის შენობაზე, ამ გადაწყვეტილებასაც არა უშავს.

გარდა ამისა დამზადდა აუცილებელი ელემენტები, ქუდები და ა.შ.

ვინ იმუშავა…

პროექტზე, საბჭოსთან ერთად მუშაობდა გერმანული united senses ( http://www.unitedsenses.tv ), რებრენდინგი მიმდინარეობდა ომის შემდგომ პერიოდში და ორიენტირი აღებული იყო BBC ზე.

კომპანია ირწმუნება, მიიღეს ვერცხლის ჯილდო პირველი არხის რებრენდინგის შესრულებისთვის კონკურსში: INAP EBUconnect Awards, რომელიც საკმაოდ გაურკვეველი წარმონაქმნია და ინფორმაციის მოგროვება ვერ შევძელი, როგორც აღმოჩნდა გამარჯვებულს გადაწყვეტს დამსწრე საზოგადოება, თუმცა ან ესენი ვინ არიან გაუგებარია.

მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერზე ტელევიზიამ ვაკანსია გამოაცხადა, ძალიან მაღალი მოთხოვნებით და კრიტერიუმებით, თუმცა არავინ აუყვანია და მოგვიანებით ალბათ გადაიფიქრეს და დანიშნეს ვახო ნიკოლავა, რომელიც თუ მეხსიერება არ მატყუებს – წამყვანი იყო.

რას ვიზამთ, წარმატება ვუსურვოთ!

დასკვნა…

ასე იყო თუ ისე, ჩვენი გადახდილი გადასახადები გერმანულმა კომპანიამ ჩაიჯიბა და შედეგად ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შემოგვთავაზა. არის ბნელი და არის ნათელი წერტილებიც. თუმცა რაც არ უნდა დიადი და ძლიერი რებრენდინგი შეასრულო და შეფუთო, პროდუქტს არ ეშველება, თუკი თავად პროდუქტი სრული ნაგავია.

ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ამართლებს უკვე გამოჩნდა, უაზრო, უშინაარსო გადაცემებით, უდაბლესი რეიტინგით და ყველაზე ცუდი: გაჩნდა ეჭვი რომ მაუწყებლობა მიკერძოებულია და მთავრობის ”რუპორად” გამოიყენება, რასაც ”სირცხვილის დერეფნები”, ცემა-ტყეპა და საბჭოდან რამოდენიმე წევრის პროტესტის ნიშნად გასვლა მოყვა.

ფაქტია რომ ”საზმაო” როგორც მას ხალხი მოიხსენიებს, ვერ იქცა პატარა BBC იდ.

It may be hard for an egg to turn into a bird: it would be a jolly sight harder for it to learn to fly while remaining an egg. We are like eggs at present. And you cannot go on indefinitely being just an ordinary, decent egg. We must be hatched or go bad.

C. S. Lewis

It may be hard for an egg to turn into a bird: it would be a jolly sight harder for it to learn to fly while remaining an egg. We are like eggs at present. And you cannot go on indefinitely being just an ordinary, decent egg. We must be hatched or go bad.

C. S. Lewis

პარეტოს პრინციპი, ანუ რესურსების ფოკუსირება.
დიდი ხანია აღარ დამიწერია, კრიზისმა საკუთარი მსხვერპლი მოითხოვა და გადავყევი ზედ, მოკლედ ასე იყო თუ ისე, ახალი წერილისთვისაც მოვიცალე. მგონი რომ მეტად აქტუალური თემა შევარჩიე მიმდინარე მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, მაშ ასე, თქვენს წინაშეა პარეტოს პრინციპი, სხვანაირად 80/20 ის კანონი.

მოგეხსენებათ თავად მარკეტინგი საკმაოდ ახალგაზრდა მეცნიერებაა, ხოლო საქართველო თავად ახალგაზრდა ქვეყანა, ამიტომ ბევრი რამ საქართველოში პირველად ხდება, იმიტომ კი არა რომ ჩამოვრჩით, დებილები ვართ და ა.შ. არამედ უბრალოდ – სულ რამოდენიმე წელია რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ამიტომაც ჯერ ყველაფერს ვერ ავუწყეთ ფეხი.

ამხელა შესავალი კი იმისთვის დამჭირდა, რომ გითხრათ – 80/20 ის კანონი დასავლეთის, უკვე განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებადი პრინციპია, მაგრამ საქართველოში მეეჭვება ბევრმა კი არა საერთოდ ვინმეს გაეგონოს, განეხილოს ან მითუმეტეს – კორპორაციაში დაენერგოს.

მაშ ასე, მაინც რა არის ეს მისტიური პრინციპი?

პარეტოს პრინციპს, მეორე სახელად 80/20 ის კანონი ტყუილად არ ქვია, საქმე იმაშია, რომ ეს კანონი გვამცნობს: ნებისმიერი შედეგის 80% მომდინარეობს განხორციელებული ცდების 20% იდან. თუ თქვენ ჩემნაირად აზროვნებთ, მაშინ ალბათ მაგალითიც დაგჭირდებათ ცარიელი სიტყვების რახა-რუხის მაგივრად, მაშ ასე: თუ თქვენ ფლობთ მაღაზიას, მისი გაყიდვების 80% იქნება თქვენი კლიენტების 20% ისგან… ოღონდ ამ მაგიურმა რიცხვებმა 80% და 20% არ მოგატყუოთ, ეს არ არის მკაცრად ფიქსირებული რიცხვი, არამედ იგულისხმება რომ შედეგის და ცდების ფარდობა ამ რიცხვებთან ახლო-მახლო იტრიალებს, ანუ შეიძლება იყოს 10% კლიენტებიგან შემოსული 90% შემოსავალი, ან 30% პროდუქციისა გამოიმუშავებდეს 85% ს მოგებისა და ა.შ.

კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ადამიანის გონება ისეა მოწყობილი რომ წამსვე შეკრებს 80% და 20% ს და მიიღებს 100% ეს არ შეგეშალოთ, 80% ხომ სხვა განზომილებაა და 20% კი სხვა. მათი შეკრება არ შეიძლება და არ არის აუცილებელი ფარდობა 100% ს ადგენდეს.

ახლა კი დროებით, პარეტოს დავუბრუნდეთ, ვინ იყო პარეტო? ეკონომისტებისთვის ეს ადამიანი კარგად ცნობილი იქნება, მას გარდა ამ კანონისა კიდევ ბევრი კვლევა და დამოკიდებულება აქვს გამოვლენილი, კერძოდ 80/20 ის კანონი კი აღმოაჩნია იტალიის მოსახლეობაზე დაკვირვებისას, როდესაც დაადგინა რომ იტალიის მიწების 80% ეკუთვნოდა იტალიის მოსახლეობის 20% ს, მოგვიანებით პარეტომ სხვა ქვეყნებიც შეამოწმა და აღმოაჩინა რომ იქაც იგივე ფარდობა მოქმედებდა, როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ ფარდობა ჯადოსნური სულაც არ არის და ის ცხოვრების ბევრ სფეროზე მოქმედებს, უფრო სწორად კი – ყველა სფეროზე.

მაგალითად ინტერნეტში შეხვდებით საიტებს, რომლებიც ირწმუნებიან რომ პარეტოს პრინციპით, შეიძლება სწრაფად დაიკლო, თუკი შესრულებული სავარჯიშოების რაოდენობას დაიყვან 20% მდე, მაგრამ ზუსტად ამოირჩევ რომელი სავარჯიშოების 20% შეადგენს იმ ეფექტს, რომელიც 80% ით გაკლებინებთ წონაში.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ პარეტოს პრინციპის გამოყენების არსიც ეს არის, უნდა გაარკვიოთ თქვენი კლიენტების/პროდუქციის თუ სხვა მომსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი 20% და მოახდინოთ მასზე კონცეტრირება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარკეტინგული კამპანიებისთვის კრიზისის პირობებში, ამ დროს ხომ ბიუჯეტი მაქსიმალურად შეზღუდულია და დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ვუმიზნებთ მომხმარებლიდან.

მაგრამ!

არ დაგავიწყდეთ არც დარჩენილი 80% კლიენტისა და არც ახალი კლიენტების მოპოვება, ამ ნაწილიდან მიღებული შემოსავალი დაფარავს კომპანიის ხარჯებს და შეუნარჩუნებს მას საერთო იმიჯს.

წარმატებებს გისურვებთ!

Give me a fruitful error anytime, full of seeds, bursting with its own corrections.

Vilfredo Pareto

კოკა-კოლას ყველაზე დიდი, მარკეტინგული ფიასკო.
1985 წელს, მას შემდეგ რაც კოკა-კოლას დაბადებიდან თითქმის მთელი საუკუნე გავიდა, კოკა-კოლას ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა, რომელიც მომავალში უამრავ სახელმძღვანელოში შევიდა, გახდა უამრავი განხილვის საგანი, მის გარშემო შეიქმნა ბევრი თეორია, მოკლედ გახდა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ პროდუქტს.

ამ მცდარი გადაწყვეტილების შემდგომ, კოკა-კოლას აბონენტთა მომსახურების ხაზი უბრალოდ დაიბომბა სატელეფონო ზარებით, ხალხი ამბობდა რომ გადადიოდა პეპსის სმაზე, მოუწოდებდა კომპანიას შეეცვალა გადაწყვეტილება, გარდა მომხმარებელთა უარყოფითი ზარებისა კოკა-კოლამ მიიღო უამრავი უკმაყოფილების წერილი საკუთარ მისამართით.

მოდით გავყვეთ ისტორიას და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და რაც ყველაზე მთავარია – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სხვების შეცდომებიდან.

ახალი ფორმულა

1985 წელი იდგა და პეპსი სულ უფრო იკრებდა ძალას, იმავდროულად პარავდა კოკა-კოლას ბაზრის წილს, ამ უკანასკნელის გაყიდვები სულ უფრო ვარდებოდა, გემოს შედარებისას უმეტესობა მომხმარებლისა აღიარებდა რომ პეპსი უფრო მოსწონდა, რადგან მას უფრო მოტკბო და უცნაურად რბილი გემო ჰქონდა. რაღაც ცვლილება აუცილებელი იყო, ასე ფიქრობდა კოკა-კოლას იმ დროინდელი ხელმძღვანელობა.

როგორც ნიუ-იორკ თაიმსი წერს, კოკა-კოლას კვლევის და განვითარების ჯგუფმა ახალი ფორმულა მიიღო დიეტური კოკა-კოლას კვლევის პროცესში, ახალი ფორმულა უფრო მოტკბო გემოსი გახლდათ, ხოლო ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო რომ მომხმარებელი ახალ ფორმულას ამჯობინებდა ძველს. გადაწყდა ახალი ფორმულის ჩაშვება და ძველის მთლიანად ამოღება ბაზრიდან, ყველაფერი საიდუმლოდ დაიგეგმა, სიახლის შესახებ არ იცოდნენ თვითონ ჩამომსხმელებმაც და კოკა-კოლას პერსონალმაც კი, დაიწყო სრული რებრენდინგი და სარეკლამო რგოლების მომზადება, მსახიობებმა, რომლებიც რეკლამებში მონაწილეობდნენ არ იცოდნენ რომ ახალ ფორმულას უწევდნენ რეკლამას და პრესკონფერენციაზე გაცხადებულ ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მათ შორის დისტრიბუტორები, მათთვის ყველაზე კარგად იყო ცნობილი კოკა-კოლის გაყიდვების შემცირების შესახებ.

ახალ ამბავს ყველა კარგად შეხვდა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რამოდენიმე დღეში უკმაყოფილო მომხმარებელმა კომპანიაში რეკვა დაიწყო, ისინი ითხოვდნენ ძველი ფორმულის დაბრუნებას, ბევრი ამბობდა რომ ”თითქოს ძველი მეგობარი დაკარგეს”, კოკა-კოლას სატელეფონო ხაზი დღეში ათასამდე ასეთ ზარს იღებდა, ხოლო მათი საფოსტო ყუთი გატენილი იყო უკმაყოფილო კლიენტების წერილებით, რამოდენიმე დღეში კომპანიის ხაზზე დღეში ექვსი ათასი უკმაყოფილო კლიენტი რეკავდა, ამასობაში პეპსი გამარჯვებას ზეიმობდა, თან რათქმაუნდა ცეცხლზე ნავთი დაასხა და დაიწყო PR აქცია, რომლის მთავარი მესიჯი იყო ”კოკა-კოლა მიხვდა, რომ მის სასმელს ცუდი გემო აქვს და ამიტომ ცვლის” რათქმაუნდა თან დაურთო სატელევიზიო რეკლამაც, სადაც მოხუცი კაცი ამბობდა ”მათ ჩემი კოლა მოკლეს”…

და აი მას მერე, რაც 40 000 უკმაყოფილების წერილი დაუგროვდათ, ანუ 77 დღის მერე – კოკა-კოლამ დააბრუნა ძველი ფორმულა, ნიშნულით Coca-Cola Classic და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, გაყიდვებმა მიაღწიეს პიკს და დაამყარეს ბოლო 12 წლის გაყიდვების რეკორდი, ხალხი ძველ ფორმულას მიესია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ცხადია მას მერე ბევრი ითქვა იმაზე, რომ ამ საქციელით კოკა-კოლამ უბრალოდ თავი გადაირჩინა და არანაირი შეცდომა არ ყოფილა, თუმცა კომპანიის მმართველმა ასე უპასუხა ამ პრეტენზიას: ”ჩვენ არც ამდენად სულელები ვართ და არც ამდენად ჭკვიანები”.

კოკა-კოლა კლასიკური.

რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ?

ცვლილება არ შეიძლება მოახდინო – მხოლოდ ცვლილების გამო! – კოკა-კოლას მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ მათ მთლიანად გააქრეს ბაზრიდან ძველი პროდუქტი, გადასვლა – თუკი ის საერთოდ მოხდებოდა, უნდა ყოფილიყო ნელი და დროში გაწელილი, რადგან პროდუქტის მიმართ ლოიალობა არ ქრება ერთიანად, ამას კარგად იყენებს მაიკროსოფტი და სხვა კომპანიები, ახალი პროდუქტის შემოტანისას წლების მანძილზე გრძელდება წინა პროდუქტების მხარდაჭერა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა მაიკროსოფტს უეცრად რომ გაექრო Windows XP და აეძულებინა მომხმარებელი გადასულიყო Windows Vista ზე.

ნუ შეგეშინდება უკან დაბრუნების – კოკა-კოლას რომ არ დაებრუნებინა ძველი ფორმულა, ექსპერტების აზრით, ახლა უკვე პეპსი იქნებოდა ბაზარზე დომინანტი.

მარკეტინგული კვლევა – სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის რეალური აღმოჩნდება ბაზარზე პროდუქტის გამოსვლისას.

სტატია დაიწერა დღეს, იმიტომ რომ:

დღეს, 25 წლის მერე იმ თარიღიდან, როდესაც კოკა-კოლამ დიდი შეცდომა დაუშვა და მერე უკან დააბრუნა ძველი ფორმულა სახელით: Coca-Cola Classic, კომპანია აღიარებს შეცდომას და მოაშორებს დამატებას Classic, იმიტომ რომ ეს პროდუქტი ისედაც კოკა-კოლასთან ასოცირდება – ამიტომ მან თავისი თავი ამოწურა.

ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?
რამდენჯერ ”გადაგიქსეროქსებიათ” დოკუმენტი, კონსპექტი, ტესტები ან უბრალოდ – საჭირო ფურცლები? ალბათ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ სიტყვა გადაქსეროქსება არ არსებობს და საერთოდ ”ქსეროქსი” უბრალოდ ბრენდის სახელია?

სინამდვილეში მოწყობილობა, რომელსაც ”ქსეროქსს” ვეძახით ასლგადამღები მანქანაა, რომელიც კომპანიამ 1959 წელს შეიმუშავა და აურაცხელი რაოდენობით გაყიდა, პირველიმე წელს ათეულობით მილიონი მოგება მიიღეს და პირველი მოდელიც ძალიან პოპულარული გახდა. ცხადია დღეს ”ქსეროქსი” რეგისტრირებულია როგორც სავაჭრო მარკა და ამავროულად ის მთელს მსოფლიოში დოკუმენტის ასლის სინონიმიც არის.

თუმცა ზოგი ბრენდი, მხოლოდ გარკვეულ ქვეყანაში გვხვდება გარკვეული პროდუქტის სინონიმად, ასეთია მაგალითად ”ჯიპი”, სიტყვა, რომელიც საბჭოთა სივრცეში – უგზობის ავტომობილის ან ყველგანმავლების სინონიმად იქცა.

ხოლო სიტყვა ”ბოტასი” საქართველოში იქცა სპორტული ფეხსაცმელის სინონიმად, ბევრი ასეთი სიტყვის გახსენება შეიძლება, მაგრამ მოდით ვნახოთ, კერძოდ რა განაპირობებს ბრენდის უზარმაზარ პოპულარობას და დამკვირდებას როგორც ყოველდღიურ სიტყვად.

პირველი, რაც ნებისმიერ ძლიერ ბრენდს სჭირდება, ეს ვიწრო პროფილი, ანუ ვიწრო ნიშაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის რეკომენდებული კომპანია ერთი ბრენდის ქვეშ უშვებდეს საპონს და რაციის ანტენებს. როდესაც მომხმარებელი გაიგონებს თქვენი ბრენდის სახელს, მას გონებაში უნდა წარმოუდგეს, ერთი და მხოლოდ ერთი პროდუქტი, ასოცირებული ამ ბრენდთან.

არ უნდა ავურიოთ კომპანიის სიძლიერე, თავად ბრენდის სიძლიერესთან, მაგალითად უზარმაზარი კორპორაცია General Electric წელიწადში კოლოსალურ მოგებას ნახულობს, მაშინ როდესაც როგორც ბრენდი არც ისე ძლიერია, ძალიან ცოტამ თუ იცის რას აწარმოებს ეს კომპანია, არადა თითქმის ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის სახლის ელ.ნათურებს და თვითმფრინავის ტურბინებს სწორედ ეს კომპანია გვთავაზობს. თავის დროზე GE მა სცადა კომპიუტერების აწყობის ბაზარზე შესვლა რაც კრახით დამთავრდა, რადგან ვერ გაუწია კონკურენცია ვიწროდ ამ ბაზარზე ორიენტირებულ DELL – ს, IBM – ს და სხვ.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დიდი უპირატესობის მისაღებად ეს არის… ყურადღებით: ინოვაცია! თუკი გადავხედავთ ბრენდებს რომლებიც ახლა გარკვეულ მოქმედებებთან და პროდუქტებთან ასოცირდებიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაჯდნენ როგორც რეგულარული სიტყვები, მაშინ მივხვდებით რომ მათი პროდუქტი, იმ დროს ბაზარზე პირველი იყო და არაფერი მსგავსი იმ დროს არ არსებობდა.

მაგალითად ქსეროქსმა პირველი ასლგადამღები მანქანა შემოგვთავაზა, ჯიპი პირველი ბრენდი იყო, რომელიც პოსტსაბჭოთა მომხმარებელმა იხილა, ხოლო ბოტასი საქართველოს ბაზარზე პირველი ამ ტიპის სპორტული ფეხსაცმელი იყო და ა.შ.

ერთის მხრივ, ბრენდის სიტყვასთან ასოციაცია შეიძლება მისი სიძლიერის მაჩვენებელი იყოს, მაგრამ სინამდვილეში მას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, საქმე იმაშია, რომ თუკი სიტყვა გადავა ყოველდღიურ მოხმარებაში, ის სასამართლოებმა შეიძლება გააფორმონ, როგორც ჩვეულებრივი სიტყვა და შესაბამისად კომპანიამ დაკარგოს თავისი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. ასეთი პრობლემის წინაშე დადგა Google, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა ლექსიკონმა ბრენდი შეიტანა, როგორც ზმნა: to Google… ძებნის სინონიმად. კომპანიამ დაუყოვნებლივ მოითხოვეს ასეთი განმარტების ამოღება, თავად ქსეროქსსაც უწევს სარკლამო კამპანიების ჩატარება, იმისთვსის რომ ხალხს ურჩიოს არ იხმარონ სიტყვა ”ქსეროქსი” ასლის გადაღების სინონიმად.

ასე რომ გახსოვდეთ: ვიწრო ნიშა და ინოვაცია. ყველა ახალი პროდუქტი, სჯობს ახალი ბრენდის ქვეშ გაუშვათ, ვიდრე უკვე არსებული ბრენდის გუდვილი გაუყოთ.