Archive for the ‘რჩევები და ხრიკები’ Category
Posted on October 17, 2008 - by Gio
როგორ გავაფორმოთ სარეკლამო განცხადება?
დღეს დიზაინერები რატომღაც ირჩევენ აბსტრაქტულ ფოტოებს რეკლამების გასაფორმებლად, არადა მე აბსტრაქტულ ფოტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებდი თუკი მსურს კლიენტს რაიმე დავუმალო. მოერიდეთ ექსცენტრულობას თუკი თქვენი პროდუქტის გაყიდვას არ აპირებთ ექსცენტრიულ ხალხზე.
ქალის სურათს რეკლამაში – კაცები იგნორირებას გაუკეთებენ, ხოლო კაცის სურათს პირიქით – ქალები, თუკი გსურთ მაინცდამაინც ადამიანის ფოტოთი გააფორმოთ რეკლამა, მაშინ აირჩიეთ ბავშვის სურათი, კვლევებით დადგინდა რომ ქალები ბავშვის სურათს გაცილებით უკეთ აღიქვამენ ვიდრე ოჯახის სურათებს.
გახსოვდეთ რომ ფერადი სურათი ორჯერ უფრო კარგად ამახსოვრდება ადამიანს ვიდრე შავ-თეთრი.
Posted on October 15, 2008 - by Gio
15 გზა, სარეკლამო ტექსტის კითხვადობის გასაზრდელად.
თუკი თქვენ გსურთ დიდი ტექსტის კითხვადობის გაზრდა, არსებობს რამოდენიმე მეთოდი ამის მისაღწევად, რეკლამის მამა: დევიდ ოგილვი გვთავაზობს 15 წესს, რომლებიც დღემდე აქტუალურია, მიუხედავად მათი სიძველისა.


