• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

Archive for the ‘featured’ Category


Posted on May 16, 2010 - by Gio

როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში

როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში

წარმოიდგინე, რომ ასპონსორებ “ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გუნდს, მათი ავტომობილი და შეფერილობა – პირდაპირ შენს პროდუქტთან არის ასოცირებული, ამ ყველაფერში 1 მილიარდ დოლარს იხდი, ჰოდა ერთ დღესაც… ევროკავშირი კანონით გიკრძალავს სპორტული ღონისძიებების დასპონსორებას – თუკი თამბაქოს მწარმოებელი ხარ… არადა – ხარ!

რა გინდა, რომ ქნა?

არადა ეს კანონი ძალაში, სპონსორობაზე შუა მოლაპარაკებების პერიოდში შევიდა. ეს ყველაფერი მარლბოროს დაემართა, იცით ალბათ – ეს ბრენდი მილიონობით და მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს იმაზე, რომ “ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი – “ფერარი” დაესპონსორებინათ.

რა გააკეთეს? რადა მაინც დაასპონსორეს, დათანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არცერთ რბოლაში მათი ლოგო არ გამოჩნდებოდა… როგორ აუარეს აკრძალვას გვერდი?

როგორ და…

(more…)


Posted on March 15, 2010 - by Gio

Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი

Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი

მუსიკალური კლიპი, რომელიც ორ პოპ-ლეგენდას, ლედი გაგას და ბიონსის შესრულებით, რეჟისორმა ჯონას აკერლანდმა გადაიღო – უკვე წარმატების ზენიტშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრემიერა სულ 2-3 დღის წინად შედგა. თავისთავად ცხადია, რომ კლიპის პოპულარობა უკვე დამკვიდრებულმა ვარსკვლავმა – ბიონიმ და ამომავალმა ვარსკვლავმა – ლედი გაგამ განაპირობეს, ამას დავამატოთ საკმაოდ ხარისხიანი მუსიკა და მულტიმილონიანი გადაღება.

მაგრამ…

ვიდეო კლიპში, რომელიც სხვათაშორის 10 წუთიანია, ჩვენ, როგორც მარკეტოლოგებს სულ სხვა რამე გვაინტერესებს, ეს კლიპი უხვადაა ამოტენილი ე.წ. Product Placement (საქონლის განთავსება) ით, რომელიც სხვადასხვანაირად გადანაწილდა და კლიპის დანახარჯების უდიდესი ნაწილი აანაზღაურა – თუ მთლიანად არა.

მაშ ასე, თავად ვიდეო და დეტალური მასალაც

(more…)


Posted on January 27, 2010 - by Gio

Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა

Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა

დადგა დრო, როდესაც მარკეტინგის ახალ ტრენდებზე, ანუ მიმდინარეობაზე უნდა ვისაუბროთ, დღეს გავჩერდებით ერთ, სრულიად ახალთახალ ტერმინზე “თრაივერთაისინგზე” ანუ “ცადე-შეაფასეზე” ქართულად უფრო შესატყვისი ტერმინი ვერ გამოვიგონე, თუმცა როდესაც სტატიას უფრო დაწვრილებით წაიკითხავთ და დაუკვირდებით, ადვილად მიხვდებით რამდენად მარტივი და მძლავრი ინსტრუმენტია ეს ახალი მიმდინარეობა.

სიმართლე რომ ვთქვათ, სულაც არ არის ახალი, მაგრამ ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველიაო, დღეს რეალურად საუბარი გვაქვს მარკეტინგის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის “საცდელი ნიმუშის” ცალკე ტრენდად, ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბებაზე

მაშ ასე, რა არის რეალურად Tryvertising – ი?

(more…)


Posted on December 29, 2009 - by Gio

რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში?

რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში?

დეკადა – ეს 10 წელს ნიშნავს, ალბათ შეამჩნიეთ რომ დამთავრდა 21-ე საუკუნის პირველი დეკადა და წინ მოულოდნელობით აღსავსე, მეორე დეკადა გველოდება. რით არის ვითომ მნიშვნელოვანი ეს ამბავი? საქმე იმაშია რომ კაცობრიობა ნელ-ნელა გადადის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ეპოქიდან, ახალ – ენერგეტიკულ ეპოქაში.

რას ნიშნავს თავად ეპოქა? წლების მანძილზე, კაცობრიობამ სხვადასხვა ეპოქალური ეტაპები გაიარა, მაგალითად (ძალიან შორს, რომ არ წავიდეთ) ინდუსტრიალიზაციის ეპოქა, ამ პერიოდში მოხდა ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა, უამრავი ახალი პროდუქტის გამოგონება, კონვეირული სისტემის დანერგვა, ძრავის გამოგონება და ა.შ. ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა რომ ადრე იშვიათი თუ ძვირფასი პროდუქცია, ხელმისაწვდომი გახდა საშუალო ფენის მომხმარებლისთვისაც.

ინდუსტრიალიზაციას მალევე მოყვა თან კომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეპოქა, ეს იყო ტელეგრაფი, ტელეფონი, პეიჯერები, მობილური ტელეფონი, რადიო, რაციები, ტელევიზიები, ალბათ ეპოქალური გარღვევა იყო ინტერნეტი, შემდგომ კი ვირტუალური სერვისები, ახალი კომუნიკაციის საშუალებები, ელ.ფოსტა, ტვიტერი, ფეისბუქი, მყისიერი შეტყობინების სერვისები ე.წ. მესენჯერები, ინტერნეტ ტელევიზია, ინტერნეტ ტელეფონი, უამრავი გაზეთი გადავიდა ვირტუალურ გამოცემებზე  და ა.შ.

რას ნიშნავს ეპოქალური გადასვლა და რაში ჭირდება ამის ცოდნა მარკეტოლოგს?

(more…)


Posted on December 13, 2009 - by Gio

პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი

პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი

ანუ როგორ უნდა აკეთო თან კარგი საქმე და თან მარკეტინგი? ხშირად, მარკეტოლოგებისადმი მიდგომა ძალიან მძაფრია, უბრალო მომხმარებლების მიერ, ისინი ხომ მომხმარებლის სურვილებზე მოქმედებენ, ბრჭყვიალა შეფუთვაში ჩვეულებრივ პროდუქტს ახვევენ და მომხმარებელს თავაზობენ უფრო მეტ ფასად ან კიდევ უფრო უარესს – უღირსს პიროვნებას პოლიტიკაში “ქაჩავენ” და მერე უბრალო ხალხს მართავენ, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი მარკეტოლოგი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს – მოყვეს მხოლოდ პროდუქტის კარგ მხარეებზე, ისე – როგორც ადრე ვერასდროს წარმოიდგენდით.

კომპანია პიქსარს, ასე თუ ისე ყველა ვიცნობთ, ამ კომპანიას ეკუთვნის ისეთი ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმები როგორიცაა “ვოლი”, “რატატული”, “სათამაშოების ისტორია”, “მონსტრების კორპორაცია” და რათქმაუნდა “მაღლა” (UP) ჯერ კიდევ დამწყები კომპანია Apple ის სტივ ჯობსმა შეიძინა ხოლო 2006 წელს კი დისნეის მფლობელობაში გადავიდა.

პიქსარი იმ დროს ჯერ კიდევ UP ის გამოსაშვებად ემაზდებოდა, ხოლო 10 წლის გოგონა ქოლბი ქართენი კიბოს იშვიათი სახეობით იტანჯებოდა. თუმცა მას ერთი ფილმის ნახვის სურვილი აცოცხლებდა, მან თვის დასაწყისში UP ის მიმოხილვა ნახა და ძალიან უნდოდა ნახვა მოესწრო. სამწუხაროდ ქოლბის კიბო ჯერ კიდევ 3 წლის წინად დაუდგინდა, ხოლო თვის ბოლოს უკვე ცხადი გახდა, რომ მალე დაიღუპებოდა…

(more…)


Posted on December 11, 2009 - by Gio

რატომ არის მონოპოლია ცუდი – თავად მონოპოლისტისთვისაც?

რატომ არის მონოპოლია ცუდი – თავად მონოპოლისტისთვისაც?

სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ, პატარა შესავალი უნდა გავაკეთო და მოვყვე, როგორ მივიკვლევდი გზას ამ დასკნვამდე, ვისაც გეზარებათ ბევრის კითხვა და მითუმეტეს ისტორიები – დაბლა ჩადით და პირდაპირ ახსნაზე გადადით.

ისტორია კი წლების წინად, ჩემს ინსტიტუტში დაიწყო, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ ზოგადად ბიზნესს ვერავინ გასწავლის, ასევე დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ სასწავლო დაწესებულებას მხოლოდ კარგი კარიერისტის მომზადება შეუძლია და არა მეწარმე-ბიზნესმენის, ეს აზრი მომავალში კიდევ უფრო გამიმყარდა – გამოცდილების დაგროვების შემდგომ, მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს არსად უსწავლიათ ეს საქმე და ან სხვა განათლება აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ უმაღლესი განათლება, არამედ უბრალოდ – თავისი იდეების რწმენა გააჩნდათ და კიდევ – ძალიან ბევრს მუშაობდენ და წირავდნენ ყველაფერს საკუთარი ბიზნესისთვის. ეს ახლანდელმა კრიზისმაც დაადასტურა, როდესაც გადარჩნენ მხოლოდ ბუნებრივი ნიჭის მქონე მმართველების მიერ მართული კომპანიები, ხოლო სხვადსხვა ცნობილი უნივერსიტეტების MBA თუ სხვა სტატუსის მქონე მენეჯერებმა კრახი განიცადეს და უდიდესი კომპანიები სამუდამოდ დასამარდა.

მოვრჩეთ ახლა სწავლა-განათლების მიერ ადამიანის ჩარჩოში მოქცევაზე ტირილს და დავუბრუნდეთ ისტორიას. მოკლედ, ამ აზრებში დარწმუნებული, ფაქტიურად არ ვსწავლობდი საგნებს, რომელიც გაკვრითაც კი არ ეხებოდა ბიზნესს, ხოლო თავად საგანს რომელსაც პირდაპირ ”ბიზნესი” ერქვა, საერთოდ აგდებით ვეკიდებოდი და წიგნსაც კი ზერელედ ვკითხულობდი, მოვიდა გამოცდებიც (more…)


Posted on November 4, 2009 - by Gio

ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ

ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ

2002 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 87% თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის, ხოლო 0.7% – ურწმუნო, დანარჩენი წილი ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიებს და მრწამსებს!

საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, მაგრამ რადგან მთელი საქართველო რელიგიურმა ისტერიამ მოიცვა, გადავწყვიტე ჩემი პატარა წვლილი მეც შემეტანა და ყველაფრისთვის PR ის გადმოსახედიდან გადმომეხედა, ასევე ვეცდები სავარაუდო პროგნოზი და შესაძლო სცენარი გადმოვცე, რაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის დამთხვევა – იქნება მხოლოდ შემთხვევითი. ქვემოთ მოყვანილი აზრი კი გამოხატავს მხოლოდ ავტორის პირად შეხედულებას და თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს გთხოვთ დატოვოთ საიტი და არ წაიკითხოთ აღნიშნული სტატია.

ხოლო, თუ მაინც გადაწყვიტეთ რომ წაგეკითხათ, მაშინ…

(more…)


Posted on February 3, 2009 - by Gio

კოკა-კოლას ყველაზე დიდი, მარკეტინგული ფიასკო.

კოკა-კოლას ყველაზე დიდი, მარკეტინგული ფიასკო.

1985 წელს, მას შემდეგ რაც კოკა-კოლას დაბადებიდან თითქმის მთელი საუკუნე გავიდა, კოკა-კოლას ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა, რომელიც მომავალში უამრავ სახელმძღვანელოში შევიდა, გახდა უამრავი განხილვის საგანი, მის გარშემო შეიქმნა ბევრი თეორია, მოკლედ გახდა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ პროდუქტს.

ამ მცდარი გადაწყვეტილების შემდგომ, კოკა-კოლას აბონენტთა მომსახურების ხაზი უბრალოდ დაიბომბა სატელეფონო ზარებით, ხალხი ამბობდა რომ გადადიოდა პეპსის სმაზე, მოუწოდებდა კომპანიას შეეცვალა გადაწყვეტილება, გარდა მომხმარებელთა უარყოფითი ზარებისა კოკა-კოლამ მიიღო უამრავი უკმაყოფილების წერილი საკუთარ მისამართით.

მოდით გავყვეთ ისტორიას და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და რაც ყველაზე მთავარია – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სხვების შეცდომებიდან.

(more…)


Posted on December 28, 2008 - by Gio

ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?

ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?

რამდენჯერ ”გადაგიქსეროქსებიათ” დოკუმენტი, კონსპექტი, ტესტები ან უბრალოდ – საჭირო ფურცლები? ალბათ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ სიტყვა გადაქსეროქსება არ არსებობს და საერთოდ ”ქსეროქსი” უბრალოდ ბრენდის სახელია?

სინამდვილეში მოწყობილობა, რომელსაც ”ქსეროქსს” ვეძახით ასლგადამღები მანქანაა, რომელიც კომპანიამ 1959 წელს შეიმუშავა და აურაცხელი რაოდენობით გაყიდა, პირველიმე წელს ათეულობით მილიონი მოგება მიიღეს და პირველი მოდელიც ძალიან პოპულარული გახდა. ცხადია დღეს ”ქსეროქსი” რეგისტრირებულია როგორც სავაჭრო მარკა და ამავროულად ის მთელს მსოფლიოში დოკუმენტის ასლის სინონიმიც არის.

თუმცა ზოგი ბრენდი, მხოლოდ გარკვეულ ქვეყანაში გვხვდება გარკვეული პროდუქტის სინონიმად, ასეთია მაგალითად ”ჯიპი”, სიტყვა, რომელიც საბჭოთა სივრცეში – უგზობის ავტომობილის ან ყველგანმავლების სინონიმად იქცა.

ხოლო სიტყვა ”ბოტასი” საქართველოში იქცა სპორტული ფეხსაცმელის სინონიმად, ბევრი ასეთი სიტყვის გახსენება შეიძლება, მაგრამ მოდით ვნახოთ, კერძოდ რა განაპირობებს ბრენდის უზარმაზარ პოპულარობას და დამკვირდებას როგორც ყოველდღიურ სიტყვად.

(more…)


Posted on December 14, 2008 - by Gio

პროვაიდერთა ომები, ანუ Caucasus Online vs United Georgian Telecom

პროვაიდერთა ომები, ანუ Caucasus Online vs United Georgian Telecom

აგვისტოში რუსეთთან უსამართლო და უთანასწორო ომით ისედაც ნერვებდაწყვეტილ ქართველებს, ოქტომბერში ახალი სანერვიულო გაუჩინეს ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა, ამჯერად ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” იერიში მიიტანა ”კაუკასუს ონლაინის” ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე, რომელიც ბაზარზე GElink ის სახელითაა ცნობილი.

გარდა ამისა ”გაერთიანებული ტელეკომი” ითხოვდა გაურკვეველი წარმომავლობის ვალის 3 მილიონი ლარის ანაზღაურებას, მაგრამ 16 ოქტომბერს სასამართლომ დავა ”კაუკასუს ონლაინის” სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ამ დროს აღმოჩნდა, რომ ”კაუკასუს ონლაინს” არ გააჩნდა კორპუსის ამხანაგობებისგან თანხმობა – სახურავებზე დაემონტაჟებინა ხაზები, ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ”გაერთიანებლი ტელეკომის” თანამშრომლებმა ამ ”შეცდომის გამოსწორება” სასწრაფოდ საკუთარ თავზე აიღეს და ისედაც გამწარებულ ხალხს ინტერნეტის ხაზის ჩაუჭრეს.

შეიძლება სხვა დროს ხალხს ასეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონოდა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ხალხი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ინფორმაციას სწორედ ინტერნეტიდან იღებს, ხოლო საქართველოში შექმნილი პირობების გამო, ზოგიერთისთვის ინტერნეტი ერთადერთ გასართობ საშუალებადაც კი იქცა.

(more…)



  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში თარიღი: 16,05,2010
    • Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი თარიღი: 15,03,2010
    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
  • ბოლო კომენატრები

    • APRIL on პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
    • APRIL on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
    • გიორგი კალატოზიშვილი on როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
    • nino on 4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
    • დილეტანტი დედამიწიდან on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Bring – what's new on the internet
    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!