Archive for the ‘ბრენდინგი’ Category
Posted on July 9, 2009 - by Gio
პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
რებრენდინგი… ბევრი მარკეტოლოგი და არც თუ უმიზეზოდ ამ სიტყვას უფრთხის, როგორც წესი გამოცდილი პროფესიონალები რებრენდინგს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ, რადგან ეს საკმაოდ რთული, დროში გაწელილი, დიდ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებული პროცესია. გარდა ამისა პროცესს თან სდევს ძველი ბრენდის მიმართ ცნობადობის დაკარგვა, უნდობლობა კლიენტებში, დამაბნეველი სიტუაციები, იურიდიული პროცესები და სხვ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად გადამწყვეტი ხდება რებრენდინგზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველოში, მითუმეტეს უფრო იშვიათია მსგავსი პროცესი, დღემდე სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია გასახსენებელი, მათ შორის ცოტა ხნის წინად საზოგადოებრივი მაუწყებლის, (რომელიც თავის მხრივ პირველ არხს, მეორე არხს და რადიოებს აერთიანებს) ”პირველმა არხმა” გაიარა ეს პროცესი, რადგან შედეგების მონიტორინგს და დაკვირვებას დრო სჭირდება, მოდით ვნახოთ რეალურად ღირდა თუ არა ამ არხის რებრენდინგი.
თემა მითუმეტეს საინტერესო უნდა იყოს, თუკი გავიხსენებთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კერძო კომპანია, ის პირდაპირ ფინანსდება თქვენი, გადასახადების გადამხდელის ჯიბიდან, მათ შორის პერსონალის ხელფასი და ისინი ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების წინაშე, დამქირავებელი – ხალხია! მოსამსახურე – საზ.მაუწყებელი!
Posted on December 28, 2008 - by Gio
ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?
რამდენჯერ ”გადაგიქსეროქსებიათ” დოკუმენტი, კონსპექტი, ტესტები ან უბრალოდ – საჭირო ფურცლები? ალბათ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ სიტყვა გადაქსეროქსება არ არსებობს და საერთოდ ”ქსეროქსი” უბრალოდ ბრენდის სახელია?
სინამდვილეში მოწყობილობა, რომელსაც ”ქსეროქსს” ვეძახით ასლგადამღები მანქანაა, რომელიც კომპანიამ 1959 წელს შეიმუშავა და აურაცხელი რაოდენობით გაყიდა, პირველიმე წელს ათეულობით მილიონი მოგება მიიღეს და პირველი მოდელიც ძალიან პოპულარული გახდა. ცხადია დღეს ”ქსეროქსი” რეგისტრირებულია როგორც სავაჭრო მარკა და ამავროულად ის მთელს მსოფლიოში დოკუმენტის ასლის სინონიმიც არის.
თუმცა ზოგი ბრენდი, მხოლოდ გარკვეულ ქვეყანაში გვხვდება გარკვეული პროდუქტის სინონიმად, ასეთია მაგალითად ”ჯიპი”, სიტყვა, რომელიც საბჭოთა სივრცეში – უგზობის ავტომობილის ან ყველგანმავლების სინონიმად იქცა.
ხოლო სიტყვა ”ბოტასი” საქართველოში იქცა სპორტული ფეხსაცმელის სინონიმად, ბევრი ასეთი სიტყვის გახსენება შეიძლება, მაგრამ მოდით ვნახოთ, კერძოდ რა განაპირობებს ბრენდის უზარმაზარ პოპულარობას და დამკვირდებას როგორც ყოველდღიურ სიტყვად.


