• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

თარიღი: 9,07,2009

პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?

ბრენდინგი
პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?

რებრენდინგი… ბევრი მარკეტოლოგი და არც თუ უმიზეზოდ ამ სიტყვას უფრთხის, როგორც წესი გამოცდილი პროფესიონალები რებრენდინგს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ, რადგან ეს საკმაოდ რთული, დროში გაწელილი, დიდ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებული პროცესია. გარდა ამისა პროცესს თან სდევს ძველი ბრენდის მიმართ ცნობადობის დაკარგვა, უნდობლობა კლიენტებში, დამაბნეველი სიტუაციები, იურიდიული პროცესები და სხვ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად გადამწყვეტი ხდება რებრენდინგზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოში, მითუმეტეს უფრო იშვიათია მსგავსი პროცესი, დღემდე სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია გასახსენებელი, მათ შორის ცოტა ხნის წინად საზოგადოებრივი მაუწყებლის, (რომელიც თავის მხრივ პირველ არხს, მეორე არხს და რადიოებს აერთიანებს) ”პირველმა არხმა” გაიარა ეს პროცესი, რადგან შედეგების მონიტორინგს და დაკვირვებას დრო სჭირდება, მოდით ვნახოთ რეალურად ღირდა თუ არა ამ არხის რებრენდინგი.

თემა მითუმეტეს საინტერესო უნდა იყოს, თუკი გავიხსენებთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კერძო კომპანია, ის პირდაპირ ფინანსდება თქვენი, გადასახადების გადამხდელის ჯიბიდან, მათ შორის პერსონალის ხელფასი და ისინი ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების წინაშე, დამქირავებელი – ხალხია! მოსამსახურე – საზ.მაუწყებელი!

ლოგო… ო, ეს ლოგო!

ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე საზოგადოებრივ მაუწყებელს მწვანე, დაკლაკნილი ლოგო ჰქონდა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ქილიკის, იუმორის და ანეკდოტების წყარო, მიუხედავად დიდი მონდომებისა მისი ავტორი მაინც ვერ დავადგინე, სამაგიეროდ გავარკვიე რომ თავის დროზე დამკვეთებს მოუთხოვიათ: – მწვანე იყოს და CNN ის ლოგოსავით დაკლაკნილიო… მოკლედ, რაც გამოვიდა აქედან, ყველამ ვნახეთ, გაუგებარია მწვანე ფერის არჩევა, ან CNN თან მიბაძვა რითი იყო გამოწვეული, ალბათ ისევ ქართველების წამხედურა-მიმბაძველობით.

გავიდა დრო და ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყდა არხის განახლება – ამასთანავე რებრენდინგიც, ჰოდა დადგა დრო ლოგოს გამოცვლისა… თუმცა ახალი ლოგო… მე მგონი აქ არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშია, ეს უბრალოდ წყევლაა… ჰო რა, წყევლა, რომ პირველ არხს არასდროს არ უნდა ჰქოდნეს კარგი ლოგოტიპი სანამ მას პრინცი არ აკოცებს ან რამე ამის მსგავსი.

რას წარმოადგენს ახალი ლოგო? – ნაცრისფერ ოთკუთხედს… რომელსაც საფლავის ქვის შეფერილობა და ფორმა აქვს, ეს აღქმა კიდევ უფრო ძლიერი ხდება, თუკი ბილბორდზე გამოსახულ წამყვანს ნახავთ, რომელსაც ეს ქვ… ვიზუალური ეფექტისთვის – ლოგო ირეკლავს ფერმკრთალად… ეს ყველაფერი ღამით საკმაოდ უცნაური სანახავია.

ახლა სარკის ეფექტი რატომ? იდეა ასეთი იყო: ეს არის სარკე, რომელიც ჩვენ ანუ საზოგადოებას ირეკლავს… რაც თავის მხრივ, ალბათ რუსული ОРТ – ს ქუდებიდან თუ გადაიღეს, მოგვიანებით კი ეს ”სარკე” გაამრუდეს… რაც ასევე ცუდი სიგნალია.

მოკლედ, ამ ლოგოს ყველა თავისი ”გარყვნილების დონის” მიხედვით აღიქვავს… ან შეიძლება ავტორი ცდილობდა რაიმეს კომპენსაციას? მოკლედ, ლოგოს ამბავში არ იქნა და არ გვეშველა, სამაგიეროდ პარლამენტარები არ მოერიდნენ უხამსს შედარებებს, ხოლო პირველ არხზე დასაქმებული ჟურნალისტები კი გამეტებით იცავდნენ ლოგოს და უხამსს შედარებებს მომხმარებლის გარყვნილ ბუნებას მიაწერდნენ, რაც ცოტა არ იყოს და საკამათოა, თუკი ვინმემ რაიმე უხამსი ფორმით შექმნა, რა მომხმარებლის ბრალია?

ფერი…

ფერი ასე თუ ისე კარგია, მოწითალო-მოვარდისფრო-მოლაჟვარდ-მოიასამნისფროა, ასეთი ფერის დასმა საკმაოდ ძნელია ბეჭვდისას და საერთოდაც არ არის დომინანტი რომელიმე ფერი, გარდამავალი, გრადიენტული ფერია და კონკრეტულად თქმა ძნელია, რომელია კორპორატიული ფერი? თუმცა ფერი არ არის ბანალური და არის განსხვავებული, რაც კარგია.

საიტი… ( http://www.1tv.ge/ )

ვებ-გვერდი ნამდვილად მოწონებას იმსახურებს, ტექნოლოგიურად .NET ზეა შესრულებული როგორც ეტყობა, რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა ქართულ ვებ-სივრცეში, ეს ტექნოლოგია იმის გამო რომ იშვიათია, ასეთუისე გამორიცხავს ქართველი ვაი-ჰაკერებისგან თავდასხმას.

საიტს აქვს ე.წ. პირობების შესაბამისი ფორმატირება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ყველა ბრაუზერიდან (IE, Opera, Firefox) თანაბრად, გამართულად დაათვალიეროთ საიტი. ფორმატირებაც კარგად არის შესრულებული და მიუხედავად იმისა, რომ ზოგან ცხრილებია გამოყენებული, საიტი საკმაოდ სწრაფად იტვირთება.

სახელი…

როგორც იქნა დაიბრუნეს დასახელება ”პირველი არხი” რომელსაც 2005 წლიდან იყენებდნენ, მე მგონი ეს ყველაზე უფრო მომგებიანი სვლაა მთელ ამ დამთრგუნველ და უგვანო რებრენდინგის პროცესში.

მომხმარებელი ისედაც ”პირველ არხს” ან ”თბილისს” ეძახდა ამ არხს.

რეკლამა…

რებრენდინგს თან მოჰყვა რეკლამაც, რაც ცხადია აუცილებელია, ეს იყო ბილბორდები, ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე რათქმაუდნა დიდი პოსტერები თავად ტელევიზიის შენობაზე, ამ გადაწყვეტილებასაც არა უშავს.

გარდა ამისა დამზადდა აუცილებელი ელემენტები, ქუდები და ა.შ.

ვინ იმუშავა…

პროექტზე, საბჭოსთან ერთად მუშაობდა გერმანული united senses ( http://www.unitedsenses.tv ), რებრენდინგი მიმდინარეობდა ომის შემდგომ პერიოდში და ორიენტირი აღებული იყო BBC ზე.

კომპანია ირწმუნება, მიიღეს ვერცხლის ჯილდო პირველი არხის რებრენდინგის შესრულებისთვის კონკურსში: INAP EBUconnect Awards, რომელიც საკმაოდ გაურკვეველი წარმონაქმნია და ინფორმაციის მოგროვება ვერ შევძელი, როგორც აღმოჩნდა გამარჯვებულს გადაწყვეტს დამსწრე საზოგადოება, თუმცა ან ესენი ვინ არიან გაუგებარია.

მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერზე ტელევიზიამ ვაკანსია გამოაცხადა, ძალიან მაღალი მოთხოვნებით და კრიტერიუმებით, თუმცა არავინ აუყვანია და მოგვიანებით ალბათ გადაიფიქრეს და დანიშნეს ვახო ნიკოლავა, რომელიც თუ მეხსიერება არ მატყუებს – წამყვანი იყო.

რას ვიზამთ, წარმატება ვუსურვოთ!

დასკვნა…

ასე იყო თუ ისე, ჩვენი გადახდილი გადასახადები გერმანულმა კომპანიამ ჩაიჯიბა და შედეგად ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შემოგვთავაზა. არის ბნელი და არის ნათელი წერტილებიც. თუმცა რაც არ უნდა დიადი და ძლიერი რებრენდინგი შეასრულო და შეფუთო, პროდუქტს არ ეშველება, თუკი თავად პროდუქტი სრული ნაგავია.

ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ამართლებს უკვე გამოჩნდა, უაზრო, უშინაარსო გადაცემებით, უდაბლესი რეიტინგით და ყველაზე ცუდი: გაჩნდა ეჭვი რომ მაუწყებლობა მიკერძოებულია და მთავრობის ”რუპორად” გამოიყენება, რასაც ”სირცხვილის დერეფნები”, ცემა-ტყეპა და საბჭოდან რამოდენიმე წევრის პროტესტის ნიშნად გასვლა მოყვა.

ფაქტია რომ ”საზმაო” როგორც მას ხალხი მოიხსენიებს, ვერ იქცა პატარა BBC იდ.

It may be hard for an egg to turn into a bird: it would be a jolly sight harder for it to learn to fly while remaining an egg. We are like eggs at present. And you cannot go on indefinitely being just an ordinary, decent egg. We must be hatched or go bad.
C. S. Lewis

It may be hard for an egg to turn into a bird: it would be a jolly sight harder for it to learn to fly while remaining an egg. We are like eggs at present. And you cannot go on indefinitely being just an ordinary, decent egg. We must be hatched or go bad.
C. S. Lewis
წერილის გამოქვეყნების თარიღია: 9,07,2009 დრო: 3:46 pm თემა: ბრენდინგი. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ თემაზე გამოხმაურებას კომენტარების RSS 2.0 არხით. შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი, ან გამომეხმაუროთ თქვენი საკუთარი ვებ-გვერდიდან.

7 კომენტარი

ინტერესით გავეცნობოდი თქვენს აზრს!



  1. ავტორის ვებგვერდი

    19,07,2009

    ბმული კომენტართან

    მელოტი ფიქრობს:

    აუ ეგ რაღაც გაურკვეველი ვარდისფერი გულს მირევს ! :(

    რაღაცნაირი მსუყე ფერია….. გადაცემები- კოშმარი… არადა იმედი მქონდა, ერთი ნორმ არხი გამოჩნდებოდა ქართულ ტელესივრცეში



  2. ავტორის ვებგვერდი

    29,07,2009

    ბმული კომენტართან

    komisia ფიქრობს:

    ლოგო არც ისეთი ცუდი არაა როგორც ყველა ამბობს.
    მე არ ვარ ეგრე პესიმისტურად განწყობილი, დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს.



  3. ავტორის ვებგვერდი

    5,08,2009

    ბმული კომენტართან

    David ფიქრობს:

    არ დაგიმალავ და ცოტა უფრო სიღრმისეულ ანალიზს მოველოდი :)

    რიბრენდინგის განხილვაში რა შუაშია მარკეტინგის მენეჯერი აიყვანა კომპანიამ თუ არა? გასაგებია, რომ შენ პირადად ეს საკითხი გაღელვებს, მაგრამ სტატია კი არ უნდა გააფუჭო ამითი.

    შემდეგ… ბრენდი მხოლოდ ლოგო არაა და არც რიბრენდინგია მხოლოდ რედიზაინი. აქ კი ფაქტიურად მხოლოდ ვიზუალური ელემენტების განხილვას ვხედავთ.

    უცხოელების ხელი ამ პროექტს უთუოდ ეტყობა. პრობლემა ისაა, რომ ქართველების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ ეტყობა. ანუ, იგივე ლოგოს საკითხში საჭირო იყო ნეიტრალური, მინიმალური კრეატივის მქონე 1-იანი, რომელიც არ გამოიწვევდა არანაირ პროტესტს. აი ამ ნაწილში ვხედავ მუშა ჯგუფის მიერ დადებული შედეგის სისუსტეს.

    მთელი რიბრენდინგის შეფასებას კომენტარის ფორმატში მოვერიდები – სხვა ფორმატი უნდა :)

    პ.ს. ლოგოს ავტორი, მის საიტს თუ დავუჯერებთ, არის ავთანდილ შარვაშიძე – http://www.sharvashidze.com/



  4. ავტორის ვებგვერდი

    18,08,2009

    ბმული კომენტართან

    aliencat ფიქრობს:

    კი, საფლავის ქვას გავს ნამდვილად. წითელ ზონას ვუყურებ ხან, თუ გამახსენდა…
    ძაან მაინტერესებს ჯეოსელის რებრენდინგზე თუ წერია აქ სადმე რამე, მე ძველი ლოგო მენატრება :( წითელი ფერიც უხდებოდა ლოგოს და უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა. იასამნისფერი კარგი ფერია, მაგრამ მაინც არ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება. საჭირო არ იყო საერთოდ რებრენდინგი



  5. ავტორის ვებგვერდი

    15,10,2009

    ბმული კომენტართან

    Sopho ფიქრობს:

    თვითონ ამ არხის რებრენდინგი ჩემთვის მისაღებია – მითუმეტეს მაშინ როცა რაც იყო იმაზე უარესს ვერ გააკეთებდნენ ;) გადაცემებს რაც შეეხება გეთანხმებით, ამ ნაწილში ვერ გაქაჩა ზუსტად არხმა არადა მაგარი გადაცემები რომ გაეკეთებინათ ამდენი წვრილმანი შენიშვნა აღარ დაგვიგროვდებოდა და დეტალებზე არ გამოვეკიდებოდით. ისე ვფიქრობ რომ დაფინანსება რომ არ ჰქონდეთ და რეკლამიდან შემოსავალზე და შესაბამისად გადაცემის რეიტინგზე რომ იყვნენ დამოკიდებულები ბევრად უკეთეს გადაცემებს მოიფიქრებდნენ.



  6. ავტორის ვებგვერდი

    16,12,2009

    ბმული კომენტართან

    aiwona-daiwona ფიქრობს:

    სოფო მართალია, სანამ 1-ლი არხელების შემოსავალი გადაცემების რეიტინგზე არ იქნება დამოკიდებული, არაფერი ეშველებათ.
    “წითელი ზონა” კი მართლა საინტერესო გადაცემაა.



  7. ავტორის ვებგვერდი

    19,07,2010

    ბმული კომენტართან

    APRIL ფიქრობს:

    საერთოდ, ყველა ქვეყანაშია ხელისუფლების რუპორი ტელევიზიები და მასმედიის სხვა საშუალებები. ეს გასაკვირი არაა. იყოს რა. ხომ ვიცით, ვინ რას წარმოადგენს.
    მაგრამ ლოგო… ლოგო მძიმე შემთხვევაა. მეც მაქვს გავლილი პიარის კურსები (არაერთხელ) და ცოტათი მაინც ვერკვევი ამ საკითხებში. როგორც ჩემმა ცნობილმა და წარმატებულმა მასწავლებლებმა ამიხსნეს, ნაცრისფერი არაა სარეკლამო ფერი, ეს ლოგო კი პირველ რიგში მაგ ფერით წარმოდგინდება (გარდამავალ ელფერებზე არაფერს ვამბობ, ლოგო სტატიკურ ფორმატში ნაცრისფერის შთაბეჭდილებას ტოვებს). მოკლედ, ვისაც არ ეზარება, ყველა გვაბოლებს და ჩვენზე აკეთებს ფულს და ამით ჩვენც უაღრესად კმაყოფილები ვრჩებით და უარესიც – ვამაყობთ, რომ ევროპულმა თუ ამერიკულმა კომპანიებმა ამდენ მილიონ დოლარად ასეთი საქმე გაგვიკეთეს. თბილისის სლოგანისა არ იყოს – ვიღაც ტიპი ჩამოიყვანეს, ასევს, აჭამეს, ასიამოვნეს, მერე იმანაც ზე_შთაგონებული სახით მოხია – “ქალაქი, რომელსაც უყვარხარო” და ჩვენც დიდი მადლიერებით გადავუხადეთ უშველებელი თანხა და ბედნიერად გავუშვით სახლში. სლოგანი კიდე, ისეთიაააა – ქვას გახეთქავს. კაი რაა… “როდამდის?!” :D
    ქართველო ნიჭიერო პიარისტებო, მე მჯერა რომ ასეთი არაერთია საქართველოში, იაქტიურეთ და თუ შეცდომებს დაუშვებთ, შეგისწორებთ, არ დაგზარდებით :) თუ წარმატებით გაართმევთ მსგავს დავალებებს თავს, გპირდებით მე პირადად მაინც ძალიან გამიხარდება, და ქე მაინც საქართველოში დარჩება ის ფული და ლოგო თუ სლოგანიც ქართული რეალობის გამოძახილ იქნება. ასე რომ ქართველო მარკეტოლოგებო და პიარისტებო, გაიკეთეთ პიარი და იმუშავეთ საქართველოსთვის :)



გამოთქვით აზრი

გამოიყენეთ შანსი კომენტარის დასატოვებლად

  1. სახელი (აუცილ.)

    ელ.ფოსტა (აუცილ.)

    ვებგვერდი

    ტექსტი

  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში თარიღი: 16,05,2010
    • Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი თარიღი: 15,03,2010
    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
  • ბოლო კომენატრები

    • APRIL on პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
    • APRIL on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
    • გიორგი კალატოზიშვილი on როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
    • nino on 4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
    • დილეტანტი დედამიწიდან on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Bring – what's new on the internet
    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!