როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
წარმოიდგინე, რომ ასპონსორებ “ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გუნდს, მათი ავტომობილი და შეფერილობა – პირდაპირ შენს პროდუქტთან არის ასოცირებული, ამ ყველაფერში 1 მილიარდ დოლარს იხდი, ჰოდა ერთ დღესაც… ევროკავშირი კანონით გიკრძალავს სპორტული ღონისძიებების დასპონსორებას – თუკი თამბაქოს მწარმოებელი ხარ… არადა – ხარ!
რა გინდა, რომ ქნა?
არადა ეს კანონი ძალაში, სპონსორობაზე შუა მოლაპარაკებების პერიოდში შევიდა. ეს ყველაფერი მარლბოროს დაემართა, იცით ალბათ – ეს ბრენდი მილიონობით და მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს იმაზე, რომ “ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი – “ფერარი” დაესპონსორებინათ.
რა გააკეთეს? რადა მაინც დაასპონსორეს, დათანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არცერთ რბოლაში მათი ლოგო არ გამოჩნდებოდა… როგორ აუარეს აკრძალვას გვერდი?
როგორ და…
წლის დასაწყისში ფერარიმ ახალი სარბოლო ავტომობილის დიზაინი წარმოადგინა, დომინანტი ფერი ისევ წითელი იყო, მასზე სხვადასხვა მცირე სპონსორების ლოგოები იყო დატანილი: შელი, ბრიჯსტოუნი, თავად ფერარიც… ერთი შეხედვით უმანკო დიზაინი, არსად არაფერი განსაკუთრებული, გარდა ერთი “მცირე” დიზაინრული დეტალისა: ავზზე და პილოტების კოსტიუმებზე დატანილი იყო შავ-თეთრი შტრიხკოდის მსგავსი ხაზები, ახლოდან – თითქოს დიზაინერმა სილამაზის გამო მიახატაო, აი შორიდან… განსაკუთრებით კი 300კმ/სთ მოძრავ ავტომობილზე, ერთ-ერთი სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის ლოგოს მოგაგონებდათ… რათქმაუნდა მარლბოროსი.
ევროკავშირის წარმომადგენლები ჩემსავით სულაც არ აღტაცებულან მარლბოროს გენიალური გადაწყვეტილებით, სასწრაფოდ განრისხდნენ და გამოაცხადეს “უნდა გამოვიძიოთ ხომ არ ეწევა თამბაქოს ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი “ქვეცნობიერ რეკლამასო” მე თუ მკითხავ, არანაირი “ქვეცნობიერი რეკლამა” არ არის, უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა, თუმცა ისიც ფაქტია რომ კანონისთვის გვერდის ავლა ცადეს, არადა წინ – ესპანური გრანპრია, მერე კი დიდი ბრიტანეთის გრანპრი.
“ფილიპ მორისს” ბევრი არ უფიქრია და განაცხადა: “გვჯერა და დარწმუნებული ვართ, ჩვენი ურთიერთობა ფერარისთან არ არღვევს თამბაქოს რეკლამის შესახებ მიღებულ კანონს, ფერარის ბოლიდი არ ატარებს თამბაქოს ბრენდს, ლოგოს ან რეკლამას, როგორც წერია კიდეც კანონში.”მაგრამ “ფერარიმ” მაინც გადაწყვიტა მოეხსნა ეს შტრიხკოდის მსგავსი რეკლამა, რათქმაუნდა “ფილიპ მორისთან” წინასწარი შეთანხმებით და განაცხადეს, რომ ეჭვები უსაფუძვლო იყო.



თითქმის გამოუვიდათ, თითქმის…….
ამას ჰქვია, საქმის ცოდნაც!!!! კიდევ ერთხელ მინდა დავწერო, რომ მაგარ სტატიებს წერ!!! თუ შეგიძლია ხშირად დაამატე ახალი სტატიები!!!!!
აქვე საინტერესო იქნება იმის აღნიშვნაც, რომ ეს რეკლამა “ფილიპ მორისმა” “ფერარის” ბოლიდებიდან მოხსნა წინა კვირის ესპანეთის გრან-პრის წინ, თუმცა ის შეცვალა სხვა ტიპის გაფორმებით, რომელიც არანაკლებ იწვევს “მარლბოროსთან” ასოციაციას:
ფოტო ესპანეთის გპ-დან:
http://www.grandprix.com/jpeg/phc/pspa10/sat/alonso2-lg.jpg
ფოტო მონაკოს გპ-დან:
http://www.grandprix.com/jpeg/phc/pmon10/sat/alonso1-lg.jpg
მაგარიაა
გული მწყდება, რომ ასეთი საინტერესო ბლოგები იშვიათად ახლდება. იგივე პრობლემა გვაქვს ჩვენც პიარ ჰიპერმარკეტზე და რაღაცა უნდა ვქნათ, თორემ გავჩერდებით მალე. ნახე რამდენი მკითხველი ჰყავს შენს ბლოგს და რამდენი საინტერესო კომენტარი იდებოდა. როდის დადებ ახალ შთაბეჭდილებებს?
საუკეთესო სურვილებით
ძაან მომეწონაა პირველად ვარ ამ BLOGZE )) და აშკარად კარგი შთაბეჭდლება დამრჩა ))
ძალიან საინტერესო ბლოგია,და საერტოდ,საინტერესო თემა გაქვს შერჩეული.იმედი მაქვს მსგავს სარეკლამო ხრიკებს კიდევ გაგვიზიარებ :)
მომეწონა ძალიან. მივესალმები ასეთი ბლოგების არსებობას. ინფორმაციულს+საინტერესო . წარმატებები
ისე ამ ბოლო დროს ქართულ კომპანიებსაც გაუჩნდათ საინტერესო ხრიკების ისტორია,(მართალია ცოტა, მაგრამ მაინც…).
მაგალითად “ნაბეღლავს”, რომელმაც “ბორჯომს” სულ რამდენიმე ბილბორდით აჯობა :))))))))))
მართლა ძალიან საინტერესოა! სიამოვნებით დაველოდები მსგავს აინტერესო სიახლეებს.
საინტერესოა..
ბავშვობაში ფორმულა ერთი, “საგონკაო” მანქანები ერთმანეთთან ასოციიერდებოდა ჩემს ცნობიერებაში… ^^
საკაიფოდ გააკეთეს.მალადეც დიზაინერს.
გამოვიდათ თან როგორ
!!!
კრეატივიი… ძალიან მაგარიაა!!! :))))
ძალიან საინტერესო პოსტია. მე მაგრად მიტყდება რომ ესეთ საინტერესო ბლოგებზე ინფორმაცია ძალიან იშვიატად ახლდება. რაც სჰეეხება მალბოროს აქვთ ხალხს ფული და ასპონსორონ და იყვნენ რა :)
ძალიან ორიგინალური რეკლამაა :)
მაგარი თემაა
გამარჯობათ,მოკლედ მარკტინგულ კომუნიკაციებზე და პროდუქტის მენეჯმენტზე ვწერ თემას,თუ ვინმეს შეგიძლიათ სასარგებლო ბმულებით დახმარება მადლობელი დაგრჩებით,მინდა რაღაც ძალიან მაგარი ვაჯახო.აქვე მინდა ავღნიშნო რომ,ძალიან მაგარი სტატიაა მალბოროს შესახებ,მსგავსი დიზაინერები და კრეატივშიკები არ აწყენდა არც ქართულ კომპანიებს.