• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

თარიღი: 16,05,2010

როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში

featured ბრენდინგი
როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში

წარმოიდგინე, რომ ასპონსორებ “ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გუნდს, მათი ავტომობილი და შეფერილობა – პირდაპირ შენს პროდუქტთან არის ასოცირებული, ამ ყველაფერში 1 მილიარდ დოლარს იხდი, ჰოდა ერთ დღესაც… ევროკავშირი კანონით გიკრძალავს სპორტული ღონისძიებების დასპონსორებას – თუკი თამბაქოს მწარმოებელი ხარ… არადა – ხარ!

რა გინდა, რომ ქნა?

არადა ეს კანონი ძალაში, სპონსორობაზე შუა მოლაპარაკებების პერიოდში შევიდა. ეს ყველაფერი მარლბოროს დაემართა, იცით ალბათ – ეს ბრენდი მილიონობით და მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს იმაზე, რომ “ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი – “ფერარი” დაესპონსორებინათ.

რა გააკეთეს? რადა მაინც დაასპონსორეს, დათანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არცერთ რბოლაში მათი ლოგო არ გამოჩნდებოდა… როგორ აუარეს აკრძალვას გვერდი?

როგორ და…

სამ განზომილებიანი ხედი

წლის დასაწყისში ფერარიმ ახალი სარბოლო ავტომობილის დიზაინი წარმოადგინა, დომინანტი ფერი ისევ წითელი იყო, მასზე სხვადასხვა მცირე სპონსორების ლოგოები იყო დატანილი: შელი, ბრიჯსტოუნი, თავად ფერარიც… ერთი შეხედვით უმანკო დიზაინი, არსად არაფერი განსაკუთრებული, გარდა ერთი “მცირე” დიზაინრული დეტალისა: ავზზე და პილოტების კოსტიუმებზე დატანილი იყო შავ-თეთრი შტრიხკოდის მსგავსი ხაზები, ახლოდან – თითქოს დიზაინერმა სილამაზის გამო მიახატაო, აი შორიდან… განსაკუთრებით კი 300კმ/სთ მოძრავ ავტომობილზე, ერთ-ერთი სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის ლოგოს მოგაგონებდათ… რათქმაუნდა მარლბოროსი.

პილოტების კოსტიუმები

ევროკავშირის წარმომადგენლები ჩემსავით სულაც არ აღტაცებულან მარლბოროს გენიალური გადაწყვეტილებით, სასწრაფოდ განრისხდნენ და გამოაცხადეს “უნდა გამოვიძიოთ ხომ არ ეწევა თამბაქოს ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი “ქვეცნობიერ რეკლამასო” მე თუ მკითხავ, არანაირი “ქვეცნობიერი რეკლამა” არ არის, უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა, თუმცა ისიც ფაქტია რომ კანონისთვის გვერდის ავლა ცადეს, არადა წინ – ესპანური გრანპრია, მერე კი დიდი ბრიტანეთის გრანპრი.

ოპტიკური ილუზია?

“ფილიპ მორისს” ბევრი არ უფიქრია და განაცხადა: “გვჯერა და დარწმუნებული ვართ, ჩვენი ურთიერთობა ფერარისთან არ არღვევს თამბაქოს რეკლამის შესახებ მიღებულ კანონს, ფერარის ბოლიდი არ ატარებს თამბაქოს ბრენდს, ლოგოს ან რეკლამას, როგორც წერია კიდეც კანონში.”

მაგრამ “ფერარიმ”  მაინც გადაწყვიტა მოეხსნა ეს შტრიხკოდის მსგავსი რეკლამა, რათქმაუნდა “ფილიპ მორისთან” წინასწარი შეთანხმებით და განაცხადეს, რომ ეჭვები უსაფუძვლო იყო.

წერილის გამოქვეყნების თარიღია: 16,05,2010 დრო: 3:39 am თემა: featured, ბრენდინგი. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ თემაზე გამოხმაურებას კომენტარების RSS 2.0 არხით. შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი, ან გამომეხმაუროთ თქვენი საკუთარი ვებ-გვერდიდან.

5 კომენტარი

ინტერესით გავეცნობოდი თქვენს აზრს!



  1. ავტორის ვებგვერდი

    17,05,2010

    ბმული კომენტართან

    don ფიქრობს:

    თითქმის გამოუვიდათ, თითქმის…….



  2. ავტორის ვებგვერდი

    18,05,2010

    ბმული კომენტართან

    giosait ფიქრობს:

    ამას ჰქვია, საქმის ცოდნაც!!!! კიდევ ერთხელ მინდა დავწერო, რომ მაგარ სტატიებს წერ!!! თუ შეგიძლია ხშირად დაამატე ახალი სტატიები!!!!!



  3. ავტორის ვებგვერდი

    22,05,2010

    ბმული კომენტართან

    თორნიკე ფიქრობს:

    აქვე საინტერესო იქნება იმის აღნიშვნაც, რომ ეს რეკლამა “ფილიპ მორისმა” “ფერარის” ბოლიდებიდან მოხსნა წინა კვირის ესპანეთის გრან-პრის წინ, თუმცა ის შეცვალა სხვა ტიპის გაფორმებით, რომელიც არანაკლებ იწვევს “მარლბოროსთან” ასოციაციას:
    ფოტო ესპანეთის გპ-დან:
    http://www.grandprix.com/jpeg/phc/pspa10/sat/alonso2-lg.jpg
    ფოტო მონაკოს გპ-დან:
    http://www.grandprix.com/jpeg/phc/pmon10/sat/alonso1-lg.jpg



  4. ავტორის ვებგვერდი

    2,06,2010

    ბმული კომენტართან

    X-Spamer ფიქრობს:

    მაგარიაა



  5. ავტორის ვებგვერდი

    18,07,2010

    ბმული კომენტართან

    გიორგი კალატოზიშვილი ფიქრობს:

    გული მწყდება, რომ ასეთი საინტერესო ბლოგები იშვიათად ახლდება. იგივე პრობლემა გვაქვს ჩვენც პიარ ჰიპერმარკეტზე და რაღაცა უნდა ვქნათ, თორემ გავჩერდებით მალე. ნახე რამდენი მკითხველი ჰყავს შენს ბლოგს და რამდენი საინტერესო კომენტარი იდებოდა. როდის დადებ ახალ შთაბეჭდილებებს?
    საუკეთესო სურვილებით



გამოთქვით აზრი

გამოიყენეთ შანსი კომენტარის დასატოვებლად

  1. სახელი (აუცილ.)

    ელ.ფოსტა (აუცილ.)

    ვებგვერდი

    ტექსტი

  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში თარიღი: 16,05,2010
    • Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი თარიღი: 15,03,2010
    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
  • ბოლო კომენატრები

    • ზურაბ პავლიაშვილი on Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი
    • ზურაბ პავლიაშვილი on LOLcats – ანუ ერთი ფისუნიას ფენომენალური წარმატება
    • ზურაბ პავლიაშვილი on 4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
    • ზურაბ პავლიაშვილი on 15 გზა, სარეკლამო ტექსტის კითხვადობის გასაზრდელად.
    • ზურაბ პავლიაშვილი on როგორ გამოიყენა Coca-Cola – ამ სანტა-კლაუსი
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Bring – what's new on the internet
    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!