• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

თარიღი: 28,12,2008

ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?

featured ბრენდინგი
ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?

რამდენჯერ ”გადაგიქსეროქსებიათ” დოკუმენტი, კონსპექტი, ტესტები ან უბრალოდ – საჭირო ფურცლები? ალბათ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ სიტყვა გადაქსეროქსება არ არსებობს და საერთოდ ”ქსეროქსი” უბრალოდ ბრენდის სახელია?

სინამდვილეში მოწყობილობა, რომელსაც ”ქსეროქსს” ვეძახით ასლგადამღები მანქანაა, რომელიც კომპანიამ 1959 წელს შეიმუშავა და აურაცხელი რაოდენობით გაყიდა, პირველიმე წელს ათეულობით მილიონი მოგება მიიღეს და პირველი მოდელიც ძალიან პოპულარული გახდა. ცხადია დღეს ”ქსეროქსი” რეგისტრირებულია როგორც სავაჭრო მარკა და ამავროულად ის მთელს მსოფლიოში დოკუმენტის ასლის სინონიმიც არის.

თუმცა ზოგი ბრენდი, მხოლოდ გარკვეულ ქვეყანაში გვხვდება გარკვეული პროდუქტის სინონიმად, ასეთია მაგალითად ”ჯიპი”, სიტყვა, რომელიც საბჭოთა სივრცეში – უგზობის ავტომობილის ან ყველგანმავლების სინონიმად იქცა.

ხოლო სიტყვა ”ბოტასი” საქართველოში იქცა სპორტული ფეხსაცმელის სინონიმად, ბევრი ასეთი სიტყვის გახსენება შეიძლება, მაგრამ მოდით ვნახოთ, კერძოდ რა განაპირობებს ბრენდის უზარმაზარ პოპულარობას და დამკვირდებას როგორც ყოველდღიურ სიტყვად.

პირველი, რაც ნებისმიერ ძლიერ ბრენდს სჭირდება, ეს ვიწრო პროფილი, ანუ ვიწრო ნიშაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის რეკომენდებული კომპანია ერთი ბრენდის ქვეშ უშვებდეს საპონს და რაციის ანტენებს. როდესაც მომხმარებელი გაიგონებს თქვენი ბრენდის სახელს, მას გონებაში უნდა წარმოუდგეს, ერთი და მხოლოდ ერთი პროდუქტი, ასოცირებული ამ ბრენდთან.

არ უნდა ავურიოთ კომპანიის სიძლიერე, თავად ბრენდის სიძლიერესთან, მაგალითად უზარმაზარი კორპორაცია General Electric წელიწადში კოლოსალურ მოგებას ნახულობს, მაშინ როდესაც როგორც ბრენდი არც ისე ძლიერია, ძალიან ცოტამ თუ იცის რას აწარმოებს ეს კომპანია, არადა თითქმის ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის სახლის ელ.ნათურებს და თვითმფრინავის ტურბინებს სწორედ ეს კომპანია გვთავაზობს. თავის დროზე GE მა სცადა კომპიუტერების აწყობის ბაზარზე შესვლა რაც კრახით დამთავრდა, რადგან ვერ გაუწია კონკურენცია ვიწროდ ამ ბაზარზე ორიენტირებულ DELL – ს, IBM – ს და სხვ.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დიდი უპირატესობის მისაღებად ეს არის… ყურადღებით: ინოვაცია! თუკი გადავხედავთ ბრენდებს რომლებიც ახლა გარკვეულ მოქმედებებთან და პროდუქტებთან ასოცირდებიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაჯდნენ როგორც რეგულარული სიტყვები, მაშინ მივხვდებით რომ მათი პროდუქტი, იმ დროს ბაზარზე პირველი იყო და არაფერი მსგავსი იმ დროს არ არსებობდა.

მაგალითად ქსეროქსმა პირველი ასლგადამღები მანქანა შემოგვთავაზა, ჯიპი პირველი ბრენდი იყო, რომელიც პოსტსაბჭოთა მომხმარებელმა იხილა, ხოლო ბოტასი საქართველოს ბაზარზე პირველი ამ ტიპის სპორტული ფეხსაცმელი იყო და ა.შ.

ერთის მხრივ, ბრენდის სიტყვასთან ასოციაცია შეიძლება მისი სიძლიერის მაჩვენებელი იყოს, მაგრამ სინამდვილეში მას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, საქმე იმაშია, რომ თუკი სიტყვა გადავა ყოველდღიურ მოხმარებაში, ის სასამართლოებმა შეიძლება გააფორმონ, როგორც ჩვეულებრივი სიტყვა და შესაბამისად კომპანიამ დაკარგოს თავისი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. ასეთი პრობლემის წინაშე დადგა Google, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა ლექსიკონმა ბრენდი შეიტანა, როგორც ზმნა: to Google… ძებნის სინონიმად. კომპანიამ დაუყოვნებლივ მოითხოვეს ასეთი განმარტების ამოღება, თავად ქსეროქსსაც უწევს სარკლამო კამპანიების ჩატარება, იმისთვსის რომ ხალხს ურჩიოს არ იხმარონ სიტყვა ”ქსეროქსი” ასლის გადაღების სინონიმად.

ასე რომ გახსოვდეთ: ვიწრო ნიშა და ინოვაცია. ყველა ახალი პროდუქტი, სჯობს ახალი ბრენდის ქვეშ გაუშვათ, ვიდრე უკვე არსებული ბრენდის გუდვილი გაუყოთ.

წერილის გამოქვეყნების თარიღია: 28,12,2008 დრო: 7:50 pm თემა: featured, ბრენდინგი. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ თემაზე გამოხმაურებას კომენტარების RSS 2.0 არხით. შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი, ან გამომეხმაუროთ თქვენი საკუთარი ვებ-გვერდიდან.

26 კომენტარი

ინტერესით გავეცნობოდი თქვენს აზრს!



  1. ავტორის ვებგვერდი

    29,12,2008

    ბმული კომენტართან

    Kate ფიქრობს:

    ვა, რა საინტერესო რაღაცეები ამოვიკითხე…
    გაიხარე, საინტერესო პოსთისთვის.



  2. ავტორის ვებგვერდი

    29,12,2008

    ბმული კომენტართან

    komisia ფიქრობს:

    და მაინც, ძალიან ნელა ამატებთ სტატიებს :)



  3. ავტორის ვებგვერდი

    6,01,2009

    ბმული კომენტართან

    Txlasho ფიქრობს:

    აუ მართლა ცოტა სწრაფ სწრაფად დაამატე ხოლმე რა სტატიები :(( მაგრად მშიამოვნებს შენი სტატიების წაკითხვა



  4. ავტორის ვებგვერდი

    10,01,2009

    ბმული კომენტართან

    თაზო ფიქრობს:

    ძალიან საინტერესო სტატიაა. შარშან მარკეტინი გავიარე ერთი სემესტრი. ლექტორმაც ერთხელ შემოაგდო თემა: რატომ არ აწარმოებს კოკა–კოლა საპონს? ზოგმა რა მოთხრა, ზოგმა–რა. მოკლედ ამ საკითხზე იმ დროსაც ბევრი გავიგე, მომწონს მარკეტინგი, რა. საინტერესო პროფესიაა



  5. ავტორის ვებგვერდი

    7,02,2009

    ბმული კომენტართან

    piccolina ფიქრობს:

    იგივე მოხდა პამპერსის და ჰუვერის შემთხვევაში
    მარა ჰუვერს საქართველოში ნაკლებად ხმარობენ (არც იციან ვაფშე თუ არსებობს კომპანია ჰუვერი)



  6. ავტორის ვებგვერდი

    7,02,2009

    ბმული კომენტართან

    N!-No ფიქრობს:

    ქსეროქსის როგორც ბრედის არსებობის შესახებ რამდენიმე ხნის წინ გავიგე და ბოტასზეც შემთხვევით შევიტყვე მშობლებისგან.
    ყოველთვის მაინტერესებდა ამ სიტყვის წარმომავლობა რადგან ვამჩნევდი რომ არც რუსულში და არც ინგლისურში სპორტული ფეხსაცმლს ასე არ ეძახდნენ :დ

    საინტერესო პოსტია :უპ:



  7. ავტორის ვებგვერდი

    12,02,2009

    ბმული კომენტართან

    abazi ფიქრობს:

    კარგი სიახლე იყო მომეწონა მარა რამდენად გამოვიყენებ ეგ არ ვიცი :D



  8. ავტორის ვებგვერდი

    19,02,2009

    ბმული კომენტართან

    გიორგი კალატოზიშვილი ფიქრობს:

    საინტერესოა, მაგრამ უფრო მეტ ანალიზს ველოდი:( ვფიქრობ, წერილის სათაური სხვა უნდა იყოს, რადგან აქ ლაპარაკია არა იმაზე, რომ ბრენდი იქცა სიტყვად, არამედ მეტწილად იმაზე, რომ ბრენდი ან/და მისი აღმნიშვნელი სიტყვა იქცა სინონიმად.
    მაინტერესებს, თქვენ თავად წერთ თუ მეტწილად თარგმნით სხვა ავტორების წერილებს? წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისათვის:)



  9. ავტორის ვებგვერდი

    19,02,2009

    ბმული კომენტართან

    Gio ფიქრობს:

    ვფიქრობ, მეტი ანალიზი ამ ეტაპზე საჭირო არ არის, ყველაფერი დაღეჭილი – აზარმაცებს ადამიანს.

    ბრენდები სიტყვებად იქცნენ, ამაზე საუბარია ბოლოსკენ. სინონიმიზაციაზე კი წერილის თავში.

    თავად ვწერ რათქმაუნდა. (თუმცა ყველა თემაზე ვატარებ კვლევას)



  10. ავტორის ვებგვერდი

    1,03,2009

    ბმული კომენტართან

    Mariam Arsenishvili ფიქრობს:

    საინტერესო სტატიაა.მიხარია ეს საიტი რომ აღმოვაჩინე.
    ქსეროქსი, ჯიპი, ჰუვერიც ასევე ძლიერი ბრენდი რომელიც მტვერსასრუტის სანაცვლოდ იხმარება. კლინექსი ამერიკასა და კანადაში ცნობილი როგორც ერთჯერადი ცხვირსახოცი, ჩვენთან ნოვას რომ ვეძახით :)

    ამას ასევე მინდა დავამატო არც ისე შორეული წარსულის “ორენჯ ქარდი”. ძალიან სასაცილო იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ ბევრმა მოქალაქემ საკრედიტო ბარათის არსებობა არ იცოდა, და მის ცნობიერებაში საქართველოს ბანკის დახმარებით ეს სიტყვა შევიდა როგორც “ორენჯი”. ბევრჯერ გამიგია თიბისის, ბანკ რესპუბლიკის, ტაოს საკრედიტო ბარათებს ხალხი ორენჯს რომ ეძახის :)) თიბისის ორენჯი მაქვს დასაფარი, ტაოს ორენჯიდან გამოვიტანე თანხა და ა.შ…
    მე ვფიქრობ დიდი წვლილი მიუძღვის აქ first mover advantage-ს. ამის მეშვეობით ხალხის ცნობიერებაში ბრენდის სახელი და რეალური პროდუქტის დასახელების აღრევა ხდება, რაც მომხმარებლებს დიდად არ ანაღვლებთ, თუმცა კონკურენტთათვის ეს არც ისე სასურველია :)
    google-ს რაც შეეხება, არ ვიცოდი თუ ლექსიკონში ეს სიტყვა შევიდა-გამოვიდა :) ლექსიკონს native speaker-ები არ ხმარობენ და მე გამიგია ბევრი ინგლისელისგან გუგლ ზმნის ხმარება.



  11. ავტორის ვებგვერდი

    22,04,2009

    ბმული კომენტართან

    Bako ფიქრობს:

    ზოგი ჭირი მარგებელიაო, ზუსტად ასე დაემართა.გლობალი გაითიშა დღეს და ქართულ სერვერებზე ხეტიალში აქ მშვენიერ საიტზე ავღმოჩნდი )))
    სტატია ძაან მომწეონა თუცა, რაც აქ აღნიშნულ ბრენდებზე ითქვა ყველაფერი ვიცოდი.
    წარმატებები საიტის მოდერატორებს და რა თქმა უნდა მკითხველებსაც!!!



  12. ავტორის ვებგვერდი

    23,04,2009

    ბმული კომენტართან

    გიორგი კალატოზიშვილი ფიქრობს:

    Gio
    რაღაც კარგი წიგნი მაქვს “ბრენდების ომი”. გინდა მეილზე გადმოგიგზავნი?



  13. ავტორის ვებგვერდი

    23,04,2009

    ბმული კომენტართან

    okili ფიქრობს:

    საინტერესო სტატიაა, ორიოდე თვის წინ მქონდა პრეზენტაცია ზუსტად ქსეროქსზე :)



  14. ავტორის ვებგვერდი

    27,04,2009

    ბმული კომენტართან

    levani ფიქრობს:

    ხო არავინ იცის შემთხვევიტ სად შეიძლევა ტბილისში არსებული ფირმების მონაცემთა ბაზა ვნახო????დამეხმარეეთ



  15. ავტორის ვებგვერდი

    10,06,2009

    ბმული კომენტართან

    nanana ფიქრობს:

    ისე, თუ წერთ, წესიერად რომ წეროთ, ჯობია. წერტილ-მძიმეებზე არ მაქვს ლაპარაკი და თვითონ შინაარსზე, ბევრი რამ საკამათო და არასწორია და უამრავი ლიტერატურის გაცნობაა საჭირო, სანამ თემაზე საკუთარ აზრს გამოთქვამ, მარა სათაურშივეა დიდი ლაფსუსი. ბრენდი სიტყვად იქცა, რა უბედურებაა?! სიტყვაა ყველაფერი, რასაც წარმოთქვამ და წერ. ავტორს უნდოდა ეთქვა: საკუთარი (ბრენდის) სახელები, რომლებიც საზოგადო სახელებად იქცნენ. არ გინდათ ამ ქართული გრამატიკის სწავლა, ბატონო, და რა ვქნათ?



  16. ავტორის ვებგვერდი

    10,06,2009

    ბმული კომენტართან

    Gio ფიქრობს:

    nanana ნება მიბოძეთ მიგითითოთ, რომ ყველაფერი რასაც წერთ და წარმოთქვამთ სიტყვა არ არის, თუ შეიძლება იხილეთ ენციკლოპედიური განმარტება:

    http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90

    ასე, რომ იქნებ თავად გაერკვიოთ საკითხში რომელსაც სხვისთვის სწავლებას აპირებთ.



  17. ავტორის ვებგვერდი

    3,07,2009

    ბმული კომენტართან

    Tornike ფიქრობს:

    კოტლერის “მარკეტინგის საფუძვლები” წიკითხეთ თუ ეს სფერო გაინტერესებთ, დასაწყისისთვის აჯობებს, ისე კარნეგის დიდ შთამომავლობაზე მიაწექიტ სტატიებს, ამოუწურავი თემაა))



  18. ავტორის ვებგვერდი

    3,10,2009

    ბმული კომენტართან

    mariko ფიქრობს:

    საინტერესო საიტია და უფრო მიმზიდველი გახდება თუ კიდევ ბევრ და კარგ ინფორმაციას შემოგვთავაზებთ!!!
    შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა!!!
    წარმატებები …..



  19. ავტორის ვებგვერდი

    15,10,2009

    ბმული კომენტართან

    Sopho ფიქრობს:

    კარგი სტატიაა და საერთოდ ბლოგიც მომწონს. კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია რომ მოგეცათ რა უნდა ქნას კომპანიამ როცა ესეთი ბრენდი მისი კონკურენტია? მაგალითად იგივე ნოვას შემთხვევაში მყიდველი მაღაზიაში მოითხოვს ნოვას მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სულ არ აინტერესებდეს რა ბრენდის ცხვირსახოვს იყოდის. საბოლოოდ კი ეს გაყიდვებზე აისახება. როგორ შეიძლება ესეთ შემთხვევაში მომხმარებლის ‘ტვინის გარეცხვა’?



  20. ავტორის ვებგვერდი

    25,10,2009

    ბმული კომენტართან

    RUSUDAN ZHORZHOLIANI ფიქრობს:

    კარგი და საინტერესო იყო საშინლად მაინტერესებს ეს მარკეტინგიიიიი…



  21. ავტორის ვებგვერდი

    16,12,2009

    ბმული კომენტართან

    aiwona-daiwona ფიქრობს:

    ბრენდები გასაგებია (ისე, ესენი ვიცოდი კიდეც), მაგრამ იმაზე ცოტა ეწერა – როგორ მივაღწიოთ იმავეს (და არა იგივეს :)



  22. ავტორის ვებგვერდი

    16,12,2009

    ბმული კომენტართან

    aiwona-daiwona ფიქრობს:

    ისე, გიორგი, “ბრენდების ომს”, თუ გამომიგზავნიდით, მეც წავიკითხავდი. ჩემი მეილია:aza@bakuriani.ge



  23. ავტორის ვებგვერდი

    20,12,2009

    ბმული კომენტართან

    vaxusht ფიქრობს:

    გიო ბრენდების ომს თუ გამომიგზავნი გამისწორდება ჩემი სკაიპია vaxushti13



  24. ავტორის ვებგვერდი

    22,12,2009

    ბმული კომენტართან

    eka ფიქრობს:

    გამარჯობათ!

    ძალიან კარგი საიტია, საინტერესო და სააზროვნო საკითხებით.
    თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს . კოტლერის “მარკეტინგის მენეჯმენტი” მჭირდება ძალიან. იცით სად შეიძლება მისი პოვნა?



  25. ავტორის ვებგვერდი

    22,02,2010

    ბმული კომენტართან

    მაკა ასათიანი ფიქრობს:

    საინტერესო იყო :)



  26. ავტორის ვებგვერდი

    8,04,2010

    ბმული კომენტართან

    Natalie Saginashvili ფიქრობს:

    ძალიან საინტერესო სტატია იყო, გმადლობ. ისე კი როგორც ვიცი ქსეროქსში საშინლად უკმაყოფილონი იყვნენ იმით რომ ყველა ასლის გადამღებ მანქანას და გასამრავლებელ მასალას ქსეროქს უწოდებდნენ. ასევე იმითაც, რომ ქსეროქსი ზმნად იქცა.

    “You can’t xerox a xerox on a xerox”

    მოუწოდებდნენ ისინი.



გამოთქვით აზრი

გამოიყენეთ შანსი კომენტარის დასატოვებლად

  1. სახელი (აუცილ.)

    ელ.ფოსტა (აუცილ.)

    ვებგვერდი

    ტექსტი

  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში თარიღი: 16,05,2010
    • Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი თარიღი: 15,03,2010
    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
  • ბოლო კომენატრები

    • APRIL on პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
    • APRIL on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
    • გიორგი კალატოზიშვილი on როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
    • nino on 4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
    • დილეტანტი დედამიწიდან on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Bring – what's new on the internet
    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!