Marketeer

კოკა-კოლას ყველაზე დიდი, მარკეტინგული ფიასკო.

1985 წელს, მას შემდეგ რაც კოკა-კოლას დაბადებიდან თითქმის მთელი საუკუნე გავიდა, კოკა-კოლას ხელმძღვანელობამ დაუშვა შეცდომა, რომელიც მომავალში უამრავ სახელმძღვანელოში შევიდა, გახდა უამრავი განხილვის საგანი, მის გარშემო შეიქმნა ბევრი თეორია, მოკლედ გახდა შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ პროდუქტს.

ამ მცდარი გადაწყვეტილების შემდგომ, კოკა-კოლას აბონენტთა მომსახურების ხაზი უბრალოდ დაიბომბა სატელეფონო ზარებით, ხალხი ამბობდა რომ გადადიოდა პეპსის სმაზე, მოუწოდებდა კომპანიას შეეცვალა გადაწყვეტილება, გარდა მომხმარებელთა უარყოფითი ზარებისა კოკა-კოლამ მიიღო უამრავი უკმაყოფილების წერილი საკუთარ მისამართით.

მოდით გავყვეთ ისტორიას და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და რაც ყველაზე მთავარია – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სხვების შეცდომებიდან.

წაიკითხე დანარჩენი »

ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?

რამდენჯერ ”გადაგიქსეროქსებიათ” დოკუმენტი, კონსპექტი, ტესტები ან უბრალოდ – საჭირო ფურცლები? ალბათ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ სიტყვა გადაქსეროქსება არ არსებობს და საერთოდ ”ქსეროქსი” უბრალოდ ბრენდის სახელია?

სინამდვილეში მოწყობილობა, რომელსაც ”ქსეროქსს” ვეძახით ასლგადამღები მანქანაა, რომელიც კომპანიამ 1959 წელს შეიმუშავა და აურაცხელი რაოდენობით გაყიდა, პირველიმე წელს ათეულობით მილიონი მოგება მიიღეს და პირველი მოდელიც ძალიან პოპულარული გახდა. ცხადია დღეს ”ქსეროქსი” რეგისტრირებულია როგორც სავაჭრო მარკა და ამავროულად ის მთელს მსოფლიოში დოკუმენტის ასლის სინონიმიც არის.

თუმცა ზოგი ბრენდი, მხოლოდ გარკვეულ ქვეყანაში გვხვდება გარკვეული პროდუქტის სინონიმად, ასეთია მაგალითად ”ჯიპი”, სიტყვა, რომელიც საბჭოთა სივრცეში – უგზობის ავტომობილის ან ყველგანმავლების სინონიმად იქცა.

ხოლო სიტყვა ”ბოტასი” საქართველოში იქცა სპორტული ფეხსაცმელის სინონიმად, ბევრი ასეთი სიტყვის გახსენება შეიძლება, მაგრამ მოდით ვნახოთ, კერძოდ რა განაპირობებს ბრენდის უზარმაზარ პოპულარობას და დამკვირდებას როგორც ყოველდღიურ სიტყვად.

წაიკითხე დანარჩენი »

პროვაიდერთა ომები, ანუ Caucasus Online vs United Georgian Telecom

აგვისტოში რუსეთთან უსამართლო და უთანასწორო ომით ისედაც ნერვებდაწყვეტილ ქართველებს, ოქტომბერში ახალი სანერვიულო გაუჩინეს ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა, ამჯერად ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” იერიში მიიტანა ”კაუკასუს ონლაინის” ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე, რომელიც ბაზარზე GElink ის სახელითაა ცნობილი.

გარდა ამისა ”გაერთიანებული ტელეკომი” ითხოვდა გაურკვეველი წარმომავლობის ვალის 3 მილიონი ლარის ანაზღაურებას, მაგრამ 16 ოქტომბერს სასამართლომ დავა ”კაუკასუს ონლაინის” სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ამ დროს აღმოჩნდა, რომ ”კაუკასუს ონლაინს” არ გააჩნდა კორპუსის ამხანაგობებისგან თანხმობა – სახურავებზე დაემონტაჟებინა ხაზები, ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ”გაერთიანებლი ტელეკომის” თანამშრომლებმა ამ ”შეცდომის გამოსწორება” სასწრაფოდ საკუთარ თავზე აიღეს და ისედაც გამწარებულ ხალხს ინტერნეტის ხაზის ჩაუჭრეს.

შეიძლება სხვა დროს ხალხს ასეთი მძაფრი რეაქცია არ ჰქონოდა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ხალხი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ინფორმაციას სწორედ ინტერნეტიდან იღებს, ხოლო საქართველოში შექმნილი პირობების გამო, ზოგიერთისთვის ინტერნეტი ერთადერთ გასართობ საშუალებადაც კი იქცა.

წაიკითხე დანარჩენი »

4 ფილოსოფოსიური კითხვა, რომელიც ტვინს აგატკიებთ!

სალამი მკითხველებო, თქვენს თითოეულ კომენტარებს ყურადღებით ვაკვირდები და ვკითხულობ. უნდა ვაღიარო, რომ ცოტა, მაგრამ ძალიან საინტერესო მკითხველები მყავს :)

დღეს გადავწყვიტე ოდნავ განსხვავებულ თემას შევხებოდი, რადგან 20 ნოემბერი ”მსოფლიო ფილოსოფოსიის” დღეა. მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის არ იქნება საიდუმლო, რომ მთელი მარკეტინგი აგებული დარწმუნების ტექნოლოგიებზე, მომხმარებლის ფსიქოლოგიურ რეაქციაზე, ხშირად გადარწმუნებაზე და გარკვეული აზრის დანერგვაზე.

ნამდვილი მარკეტოლოგისთვის კამათი არასადროს არის დამთრგუნველი, პირიქით, ნებისმიერი მარკეტერი ცდილობს ჩაერთოს ასეთ კამათში და თავისი პოლიტიკა გაატაროს. ხდება ისეც, რომ მარკეტოლოგი განგებ მარცხდება, მარტო იმიტომ რომ საკუთარი პროდუქტის უპირატესობა დაამტკიცოს, მოკლედ მგონი უკვე მიხვდით რომ დღეს საუბარი იქნება ჩახლართულ, ტვინის ასატკიებელ ფილოსოფოსურ პრობლემებზე.

დიდი შანსია, რომ ქვემოთ მოყვანილ 4 ფილოსოფოსურ კითხვასთან თავად მიხედვით, რომელიც BBC იმ გამოაქვეყნა, თავად გიმსჯელიათ და ალბათ კომენტარებშიც გამოხატავთ აზრს, რომელიც თქვენ თავთან თუ სხვასთან კამათში დაგებადათ. მე პირადად კი რამოდენიმე თემაზე მქონდა გახსნილი დისკუსია Forum.ge ზე, თუმცა ზოგი მათგანი მართლაც უცხო და საინტერესო აღმოჩნდა.

მოკლედ, დავიწყეთ.

წაიკითხე დანარჩენი »

GT მობილური – უცნაური კომპანიის, უცნაური კამპანია და აღსასრული.

კომპანია ”GT მობილური” 1999 წელს შეიქმნა და ახლა, თითქმის შეუძლებელია ყველაფრის ზუსტად გადმოცემა, მაგრამ ვცდი მნიშვნელოვანი მომენტები მაინც გადმოვცე.

9 წლის წინად საქართველოში 3 ოპერატორი მოქმედებდა, ”მაგთი,” ”ჯეოსელი” და ბევრისთვის დღესაც უცნობი ”მეგაკომი”. ამ უკანასკნელს დროებით შევეშვათ, რადგან ის სულაც არ იყო GSM სტანდარტის და ამდენად ვერც პოპულარობა მოიხვეჭა, ცოტა ხანში გაკოტრდა და ბოლოს ”ნდობის ტელეფონების” ნომრების გაქირავებით იყო დაკავებული.

მაშ ასე, 1999 წელს კომპანია მაგთი, რომელიც იქამდე მხოლოდ 900 მეგაჰერცზე გადიოდა, პირველი გადაბრძანდა ორმაგ 900/1800 ტიპის სიხშირეზე. სწორედ ამ დროს დაიწყო გარკვეული მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ”ჯეოსელსს” არ აძლევდნენ მეორე სიხშირეს.

მოგეხსენებათ საქართველოში ბიზნესის კეთების მეთოდები და იმ დროს მაგთის როგორც არასდროს დიდი მფარველი ჰყავდა პოლიტიკაში.

წაიკითხე დანარჩენი »

ევანგელიზმი – მარკეტინგის მწვერვალები

თუკი Word of Mouth (WoM) მარკეტინგის გაძლიერებული ფორმაა, მაშინ ევანგელიზმი თვითონ WoM ის გაძლიერებული ჟანრია.

რას ნიშნავს თვითონ ტერმინი ”ევანგელიზმი” ის მოდის სიტყვიდან – ”კარგი ამბების მოტანა” და როგორც უკვე ხვდებით, რელიგიასთან საკმაოდ ახლო კავშირშია, რა იყო რელიგიური ევანგელისტების ძირითადი მიზანი? გადმოეყვანათ ყველა სხვა სარწმუნოების აღმსარებელი – ქრისტიანობაზე.

მარკეტინგული ევანგელიზმიც დაახლოებით ასე მოქმედებს, ევანგელისტი, რომელიც კარგად იცნობს ადამიანის ფსიქოლოგიას, აქვს დარწმუნების და პრეზენტაციის ძლიერი უნარები, ქმნის მომხმარებელთა კულტურას, გუნდს, საზოგადოებას. რომლებიც თავის მხრივ სხვებს არწმუნებენ გადმოვიდნენ ამ პროდუქტზე.

წაიკითხე დანარჩენი »

”ქალაქში მკვლელია” – 3 დღე, ქართული PR კამპანიის არქივებიდან.

2005 წლის ნოემბერში, თბილისის ახალგამოღვიძებულ, ისედაც ათასი საზრუნავით დატვირთულ ქალაქის მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა, ქალაქში გაჩნდა პოსტერები და ბანერები, უცნაური და მუქარით სავსე წარწერებით: ქალაქში მკვლელია, თბილისი სასაფლაოა, ჯერ კიდევ არავინ მოგიკლეს? და ა.შ.

მისი წარმოშობის არც წყარო და არც მიზანი არავინ იცოდა. დაიწყო მასიური ისტერია. უცნაურმა კამპანიამ ერთი შეხედვით შედეგს მიაღწია, მშვენივრად მუშაობდა Word of Mouth ინსტრუმენტი. ცნობები ახალი პლაკატების შესახებ, სავარაუდო ახსნები და ა.შ. მეგობრიდან – მეგობარს გადაეცემოდა მთელი ქალაქის მასშტაბით.

წაიკითხე დანარჩენი »

LOLcats – ანუ ერთი ფისუნიას ფენომენალური წარმატება

ყველაფერი კი 2003 წელს, ერთ უცნაურ ფორუმზე Something Awful ზე დაიწყო, ამ ფორუმის წევრმა სახელად HappyCat – მა იმ დღეს სასაცილო, ჩაპუტკუნებული ფისუნიას სურათი აღმოაჩინა რუსული კატების საკვების მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე და სასწრაფოდ ფორუმზე გამოფინა.

Happycat მა გადაწყვიტა, რომ მარტო კატა იმდენად სასაცილო არ იყო და ამიტომ ქვეშ ინგლისურად წარწერაც მიამატა I can haz Cheezburger? (ჩიზბურგერს მაჭმევ?) განგებ დამტვრეული გრამატიკით და მართლწერით, თითქოს კატები ასე საუბრობენო…

ამ სურათმა უცებ მოიპოვა პოპულარობა და ინტერნეტში აქა-იქ გაიელვებდა ხოლმე, ინტერნეტის აქტიურმა მომხმარებლებმა დაიწყო სურათის საკუთარი ვერსიების შექმნა, საკუთარი სასაცილო წარწერებით, თან რაც მთავარია დამტვრეული ინგლისურით.

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ვერც იდეის ავტორი და ვერც კატების საკვების მწარმოებელი კომპანია ვერ მიხვდა ამ სურათის მთელ პოტენციალს, სამაგიეროდ ნიჭიერმა ბიზნესმენმა ერიკ ნაგაკავამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა რომ ასეთი ტიპის სურათებს ერთად მოგროვებულს ვერცერთ საიტზე ვერ ნახავდით, ამიტომ მან და მისმა პარტნიორმა სასწრაფოდ დაარეგისტრირეს დომეინი http://icanhascheezburger.com და ინტერნეტ სივრცის ყველაზე პოპულარული ფენომენის ისტორიაც სწორედ აქედან იწყება.

წაიკითხე დანარჩენი »

როგორ გამოიყენა Coca-Cola – ამ სანტა-კლაუსი

ლეგენდარული სასმელის დაბადება

ჩვენი ისტორია 1885 წელს იწყება, სწორედ ამ დროს კოლუმბუსში, ჯორჯიის შტატში, ადგილობრივი აფთიაქის მეპატრონე ჯონ პემბერტონი კოკაინის ღვინის გამოყვანით იყო დაკავებული. მაშინ კოკაინი სულაც არ იყო აკრძალული და აშშ-ს მოსახლეობაც მას დასვენებისთვის მიმართავდა, უფრო მეტიც, კოკას ფოთლებზე დაყენებული ღვინოები დიდი წარმატებით სარგებლობდა, სწორედ ამ სახით დაიბადა კოკა-კოლას წინაპარი – ”პემბერტონის, კოკაინის ფრანგული ღვინო.”

წაიკითხე დანარჩენი »

როგორ გავაფორმოთ სარეკლამო განცხადება?

დღეს დიზაინერები რატომღაც ირჩევენ აბსტრაქტულ ფოტოებს რეკლამების გასაფორმებლად, არადა მე აბსტრაქტულ ფოტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებდი თუკი მსურს კლიენტს რაიმე დავუმალო. მოერიდეთ ექსცენტრულობას თუკი თქვენი პროდუქტის გაყიდვას არ აპირებთ ექსცენტრიულ ხალხზე.
ქალის სურათს რეკლამაში – კაცები იგნორირებას გაუკეთებენ, ხოლო კაცის სურათს პირიქით – ქალები, თუკი გსურთ მაინცდამაინც ადამიანის ფოტოთი გააფორმოთ რეკლამა, მაშინ აირჩიეთ ბავშვის სურათი, კვლევებით დადგინდა რომ ქალები ბავშვის სურათს გაცილებით უკეთ აღიქვამენ ვიდრე ოჯახის სურათებს.
გახსოვდეთ რომ ფერადი სურათი ორჯერ უფრო კარგად ამახსოვრდება ადამიანს ვიდრე შავ-თეთრი.

წაიკითხე დანარჩენი »

საიტის შესახებ

ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.