• თავფურცელი
  • არქივი
  • ბლოგის შესახებ
  • გალერეა
გამოვიწეროთ განახლებები: გზავნილებისთვის | კომენტარებისთვის | ელ.ფოსტაზე
  • PR
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგი
  • რეკლამა
  • რჩევები და ხრიკები
  • საიტის ამბები

Marketeer

თარიღი: 19,10,2008

როგორ გამოიყენა Coca-Cola – ამ სანტა-კლაუსი

რეკლამა
როგორ გამოიყენა Coca-Cola – ამ სანტა-კლაუსი

ლეგენდარული სასმელის დაბადება

ჩვენი ისტორია 1885 წელს იწყება, სწორედ ამ დროს კოლუმბუსში, ჯორჯიის შტატში, ადგილობრივი აფთიაქის მეპატრონე ჯონ პემბერტონი კოკაინის ღვინის გამოყვანით იყო დაკავებული. მაშინ კოკაინი სულაც არ იყო აკრძალული და აშშ-ს მოსახლეობაც მას დასვენებისთვის მიმართავდა, უფრო მეტიც, კოკას ფოთლებზე დაყენებული ღვინოები დიდი წარმატებით სარგებლობდა, სწორედ ამ სახით დაიბადა კოკა-კოლას წინაპარი – ”პემბერტონის, კოკაინის ფრანგული ღვინო.”

როგორც უმეტესობა წარმატებული პროდუქტისა კოკა-კოლაც შემთხვევით დაიბადა, იმ წელს აშშ-ში მშრალი კანონი (ალკოჰოლის აკრძალვა) მიიღეს და ჯონმაც თავისი პროდუქტი უალკოჰოლო სასმელად გადააკეთა. ერთ დღესაც, როდესაც პემბერტონი და მისი მეგობრები ახალ სასმელს უკირკიტებდნენ შემთხვევით გაზიც დაამატა, ასე დაიბადა უალკოჰოლო, გაზიანი გამაგრილებელი სასმელი.

სახელი თავიდან Coca(კოკას მცენარე) – Kola (კოლას ნაყოფი) ერქვა, მაგრამ მერე K შეცვალეს C – ით, კოკა-კოლას ეკუთვნის სახელწოდება Coke რომელიც კოკა-კოლის მოკლე სახელიცაა და ჟარგონზე კოკაინსაც ნიშნავს.

ამის შემდგომ, პროდუქტის განვითარების ეტაპები მეტად ბურუსითაა მოცული, ჯონი მორფინმა გაიტაცა, შვილი გალოთდა, რეცეპტი ნელ-ნელა გაყიდა სხვადასხვა ბიზნესმენებზე, სულ ბოლოს გაყიდა უფლება Coca-cola ს სახელზეც, შემდგომ ერთმა ბიზნესმენმა The Coca-Cola Company ჩამოაყალიბა, რომელიც გაურკვეველი მიზეზებით დაიწვა დაარსების დოკუმენტაციასთან ერთად და ა.შ. თუმცა მისი ახალი მფლობელი, მისტერ კენდლერი გამუდმებით განაგრძნობდა ახალი პროდუქტის რეკლამირებას, მართალია მაშინვე ეფექტი არ მოყოლია, სამაგიეროდ 50 წლისთავზე სასმელი უკვე ეროვნული სიამაყის გამოხატულება იყო.

კოკა-კოლა მას შემდეგ უზარმაზარ თანხას ხარჯავს რეკლამაზე და ზოგადად მარკეტინგზე, თითოეული ბოთლიდან მოგების უზარმაზარი პროცენტი, პირდაპირ გათვალისწინებულია რეკლამაზე, მაგრამ ალბათ არცერთი სარეკლამო კამპანია ისეთივე წარმატებული არ ყოფილა, როგორც ნახევრად წმინდანის სიმბოლოს: სანტა-კლაუსის გამოყენება კოკა-კოლის გასარეკლამებლად.

კოკა-კოლა კიდევ უზარმაზარ გზას გაივლის, ის გახდება აშშ-ს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო, ისინი დაუშვებენ მარკეტინგის ისტორიაში ყველაზე დიდ შეცდომას, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ახლა კი

Santa & Coke

Santa & Coke

ცოტა რამ სანტა-კლაუსის შესახებ

სანტა კლაუსი ანუ წმინდა კლაუსი, თითქმის ყველასთვის არის ცნობილი, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ის? რათქმაუნდა მხიარული, მსუქანა, გრძელწვერა მოხუცის სახით, რომელსაც წითელი ქურთუკი აცვია. სწორედ, ასეთი იმიჯის ჩამოყალიბებს შეუწყო ხელი კოკა-კოლამ.

იყო კი ის რელიგიური წმინდანი? არა! საქმე იმაშია, რომ სანტა-კლაუსის პერსონაჟი ჩამოყალიბდა წლების მანძილზე, ის არის წმინდა ნიკოლაუსის და იესო ქრისტეს ბავშვობის შერწყმა, სწორედ წმ. ნიკოლაუსს მიაწერენ საჩუქრების დარიგების ჩვეულებას.

დროთა განმავლობაში ის ამერიკის კულტურის ნაწილად და შობის დღესასწაულის შეუცვლელ სიმბოლოდ იქცა. 1900 იან წლებში ჩამოყალიბდა ყველა ის ფუნქცია რითიც სანტაა ცნობილი, საკვამურიდან ჩაძრომა, დამხმარე ელფები, წითელცხვირა ირმები, მარხილი, ჩრდილოეთ პოლუსი და ა.შ.

უკვე 1927 წელს, ამერიკელებს ჰყავდათ ასეთი ტრადიციული, ზღაპრული გმირი, მაგრამ ის ჯერ კიდევ შორს იყო დღევანდელი სანტას იმიჯისგან, საქმე იმაშია რომ სანტა ხან გამხდარი იყო, ხან სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი ეცვა და ა.შ.

იმ დროს კოკა-კოლა გაფაციცებით ეძებდა გაყიდვების გაზრდის საშუალებას ზამთარში, რადგან ხალხს ღრმად ჩაებეჭდა ტვინში, რომ კოკა-კოლა გამაგრილებელი სასმელი იყო და ამდენად მხოლოდ ცხელ დღეებში თუ გამოდგებოდა.

1922 წელს კოკა-კოლამ დაამტკიცა სლოგანი ”წყურვილმა სეზონი არ იცის” და რადგან D’Arcy Advertising Agency (კომპანია, რომელიც იმ დროს კოკა-კოლასთვის მუშაობდა, მოგვიანებით შეერწყა ”პაბლისის”)- ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოინდომა სანტა-კლაუსი ზრდასრული ადამიანის ზომის და კულტური სიმბოლო გამხდარიყო 1931 წელს დაიქირავეს მიჩიგანელი, ნიჭიერი მხატვარი ჰედონ სანდბლომი, სწორედ მან შექმნა სანტა-კლაუსის თანამედროვე იმიჯის პირველი მონახაზები.

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, წითელი და თეთრი სამოსი სანტასთვის კოკა-კოლას არ გამოუგონია, იმ დროისთვის უკვე არსებობდა სანტას ასეთი ვარიანტი, რათქმაუნდა ნიჭიერმა მხატვარმა შეამჩნია, რომ ასეთი ფერები კოკა-კოლას კორპორატიულ ფერებს ემთხვეოდა და ამიტომაც აირჩია.

იმ დროისთვის ფერადი ტელევიზია და ფერადი ჟურნალ-გაზეთები ახალი ხილი იყო და ამიტომაც კოკა-კოლას მასირებულმა წითელ-თეთრმა, კეთილმა, თეთრწვერა ბაბუამ უზარმაზარი ეფექტი გამოიწვია.

კოკა-კოლამ მკვეთრად გაზარდა გაყიდვები ზამთარში და ეს ძირითადად ბავშვების ხარჯზე მოხდა, მათ ძალიან მოწონდათ და მოსწონთ ლოყებღაჟღაჟა მოხუცი, რომელსაც საჩუქრები მოაქვს.

სანტას იმიჯი ცხადია უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდიდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მომხმარებლის ყურადღება, რომ პატარა ცვლილებამ სარეკლამო სურათში: სანტას ხელიდან საქორწინო ბეჭდის გაქრობამ, წერილების ზღვა გამოიწვია კოკა-კოლას ოფისში, გაკვირვებული მომხმარებელი კითხულობდა – რა მოუვიდა მისის კლაუსს?

კოკა-კოლამ სანტა კლაუსი ამერიკის ყველაზე ცნობილ კაცად აქცია!

- სერ, კომუნისტებმა მთვარეზე გაფრენა დაგვასწრეს და ახლა მთელ მთვარეს წითლად ღებავენ…

- მერე რა, დაიცადეთ სანამ შეღებავენ და ზედ თეთრად, ”კოკა-კოლა” მიაწერეთ…

წერილის გამოქვეყნების თარიღია: 19,10,2008 დრო: 11:17 pm თემა: რეკლამა. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ თემაზე გამოხმაურებას კომენტარების RSS 2.0 არხით. შეგიძლიათ დამიტოვოთ კომენტარი, ან გამომეხმაუროთ თქვენი საკუთარი ვებ-გვერდიდან.

15 კომენტარი

ინტერესით გავეცნობოდი თქვენს აზრს!



  1. ავტორის ვებგვერდი

    1,11,2008

    ბმული კომენტართან

    komisia ფიქრობს:

    რა მარკეტინგულ შეცდომაზე საუბრობთ აქ “ისინი დაუშვებენ მარკეტინგის ისტორიაში ყველაზე დიდ შეცდომას, მაგრამ ამაზე მოგვიანებით”
    დაწერეტ რა ეგეც, ძალიან საინტერესოა :)

    პ.ს.
    კაი წამოწყებაა, წარმატებები ;)



  2. ავტორის ვებგვერდი

    6,11,2008

    ბმული კომენტართან

    BigCrow ფიქრობს:

    უსირცხვილოებო…
    მთელი პოსტი იმის იმედად წავიკითხე, რომ ბოლოს იქნებოდა ნათქვამი ის დიდი მარკეტინგული შეცდომა მაგრამ ჰა, სარ არის? არ არის :(



  3. ავტორის ვებგვერდი

    6,11,2008

    ბმული კომენტართან

    Gio ფიქრობს:

    ეგ შეცდომა ცალკე პოსტის თემაა, რომელიც მალე იქნება გამოქვეყნებული, როგორც კი დავასრულებ ;)



  4. ავტორის ვებგვერდი

    1,12,2008

    ბმული კომენტართან

    sophie ფიქრობს:

    დიდი მონდომებით ველი ,,დიდ მარკეტინგულ შეცდომას” :)



  5. ავტორის ვებგვერდი

    13,01,2009

    ბმული კომენტართან

    Jack TrouT ფიქრობს:

    ხალხნო ეგ შეცდომა იყო, როცა კოკაკოლამ გამოუშვა ”ნიუ კოკა” და ცდილობდნენ ახალ ეტაპზე გადაეყვანათ პროდუქტი, მაგრამ ხალხი აუჯანყდათ რადგან მიიჩნევდნენ რომ ეს მათი ტრადიციული სასმელი იყო და არავის ქონდა მისი შეცვლის და მოდერნიზების უფლება ;)



  6. ავტორის ვებგვერდი

    31,01,2009

    ბმული კომენტართან

    mar1ami3 ფიქრობს:

    აუ რატომ აგარ წერთ ახალ თემებს???? ის მაინც დაწერეთ სად შეიდზლება ამდაგვარი თემების ნახვა სულაც რუსული ან ინგლისური სიტე იყოს გადმოვთარგმნი და ვნახავ :)



  7. ავტორის ვებგვერდი

    6,02,2009

    ბმული კომენტართან

    anka ფიქრობს:

    ძალიან კმაყოფილი ვარ შენი ბლოგით:)მე პიარ მენეჯერი ვარ და დარწმუნებული ვარ აქ ამოკითხული ინფორმაცია ძალიან გამომადგება, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს სხვა სტატიებსაც:)მოუთმენლად ველი ახალ პოსტებს:)



  8. ავტორის ვებგვერდი

    10,03,2009

    ბმული კომენტართან

    besik kurtanidze ფიქრობს:

    ძაან საინტერესო საიტია, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს შევედი პირველად, ისე კარგი იქნებოდა მეტი “ნიუსები” რო იყოს



  9. ავტორის ვებგვერდი

    20,03,2009

    ბმული კომენტართან

    გიორგი კალატოზიშვილი ფიქრობს:

    გიო, შენი ბლოგის თუ ვებ-გვერდის ბმულის დადება მინდა ჩემს ბლოგზე http://kalatozik.blog.ge/ და თუ ნებას დამრთავ დღესვე ვიზამდი ამას:)



  10. ავტორის ვებგვერდი

    27,04,2009

    ბმული კომენტართან

    levani ფიქრობს:

    ისე ახალი იდეა მომივიდა, ჯერ მოდი პერსონაჯი შევქმნათ ყველასატვის საყვარელი რომელიც ეროვნულ სიამაყეს და სიმბოლოს ცარმოადგენს და ამის შემდეგ შევქმნატ ბრენდი და ამ ჩვენ საყვარელ პერსონაჯს “გავაყიდინოთ”
    სანამ გამოვიგონებტ ამ პერსონაჯს შეიძლება ზველების გამოყენებაც მაგ:ნაცარქექია)))



  11. ავტორის ვებგვერდი

    1,12,2009

    ბმული კომენტართან

    RazGo :) ფიქრობს:

    კოკა ძაან მაგარიააა !!! ვისაც გსურთ ოდნოკლასსნიკებსში მაქ კოკა კოლას გრუპა და შემოგვიერთდით ;)



  12. ავტორის ვებგვერდი

    16,12,2009

    ბმული კომენტართან

    aiwona-daiwona ფიქრობს:

    levani – მოდი პერსონაჯი შევქმნათ ყველასატვის საყვარელი რომელიც ეროვნულ სიამაყეს და სიმბოლოს ცარმოადგენს და ამის შემდეგ შევქმნატ ბრენდი და ამ ჩვენ საყვარელ პერსონაჯს “გავაყიდინოთ”-
    რა გავაყიდინოთ ნაცარქექიას? :)



  13. ავტორის ვებგვერდი

    2,01,2010

    ბმული კომენტართან

    pligg.com ფიქრობს:

    როგორ გამოიყენა Coca-Cola – ამ სანტა-კლაუსი …

    ადრე მახსოვს საუბარი იყო უცხოეთში თითქოს საახალწლო რეკლამა რომელშიც წითელი ფერი ფიგურირებს უნდა აეკრძალათ. რადგან მსგავსი რეკლამა კოკაკოლას “აპიარებსო” მართლაც ასეა, ვნახოთ როგორ მიაღწია კოკაკოლამ მსგავს შედეგს…



  14. ავტორის ვებგვერდი

    18,01,2010

    ბმული კომენტართან

    nika ფიქრობს:

    გამარჯობათ, მოკლედ იქნებ დამეხმაროთ. რეფერატი მაქვს დასაწერი სარეკლამო საქმიანობის სამართლებლივ საფუძვლებზე და იქნებ შეძლოთ რამე ინფორმაციის მოწოდება
    წინასწარ მადლობა



  15. ავტორის ვებგვერდი

    15,05,2010

    ბმული კომენტართან

    giosait ფიქრობს:

    რამე ახლი სტატიები დაამატე, კიდევ, მაგარი საიტია.



გამოთქვით აზრი

გამოიყენეთ შანსი კომენტარის დასატოვებლად

  1. სახელი (აუცილ.)

    ელ.ფოსტა (აუცილ.)

    ვებგვერდი

    ტექსტი

  • Ad Ad Ad Ad
  • საიტის შესახებ

    ეს უცნაური ბლოგი, არის პირველი თემატური ბლოგი ქართული ინტერნეტის ისტორიაში. საითი მთლიანად მიეძღვნა ახალგაზრდა მეცნიერებას: მარკეტინგს. მაქსიმალურად ვცდილობ წერილები არამარტო საინტერესო იყოს, არამედ თითოეული მათგანიდან რაიმე ისწავლოს მკითხველმა. იმედი მაქვს ისევე ისიამოვნებთ ამ საითით, როგორც მე მსიამოვნებს თქვენთვის წერა. პატივისცემით - ავტორი.
  • შესანიშნი წერილები

    • როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში თარიღი: 16,05,2010
    • Lady Gaga – Telephone ft. Beyonce და Product Placement – ი თარიღი: 15,03,2010
    • Tryvertising – ანუ მარკეტინგის ახალი მიმდინარეობა თარიღი: 27,01,2010
    • რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში? თარიღი: 29,12,2009
    • პიქსარის და მომაკვდავი გოგონას ამბავი თარიღი: 13,12,2009
  • ბოლო კომენატრები

    • APRIL on პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
    • APRIL on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
    • გიორგი კალატოზიშვილი on როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
    • nino on 4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
    • დილეტანტი დედამიწიდან on ყველაფერი რელიგიური ბუასილის შესახებ
  • სიტყვების გროვა

    • ad anti drugs campaign caturday coca coca-cola cola copyright david frank Georgia happycat illustration lolcat marketeer marketer ogilvy om nom nom nom PR printed readability santa Tbilisi text typography virus marketing ბლოგი განცხადება გაფორმება გაძლიერებული ევანგელიზმი კითხვადობა კლაუსი კოკა კოკა-კოლა კოლა კოპირაიტინგი მარკეტინგი მარკეტოლოგი პრინტი სანა სანტა-კლაუსი სარეკლამო სასაცილო კატები ტექსტი ქალაქში მკვლელია
  • Blogroll

    • Bring – what's new on the internet
    • Business Conference
    • eNews.GE
    • Naino’s Blog
    • PR – Articles, news, opinions
    • Rocko.Ge
    • ბრენდის სამზარეულო
    • მიდი, მოვდივარ…
    • ყვავის ბუდე
© 2008 Marketeer - Think, Do!