Archive for July, 2009
Posted on July 14, 2009 - by Mari Alugishvili
4P, 5P, 7P… ანუ საწყისის – საწყისები.
წინასიტყვაობა: დღეს საიტზე ახალი ავტორი გვყავს – მარი ალუღიშვილი, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში იმედია კიდევ შემოგვთავაზებს ახალ სტატიებს, მისი თემა მარკეტინგულ საფუძველში, სულ დასაწყისში მდებარეობს, გადაშალეთ ნებისმიერი მარკეტინგული სახელმძღვანელო და იქ 4P ის ანუ ე.წ. Marketing Mix (მარკეტინგული ნარევი) – ს აღმოჩენთ.
ინსტრუმენტი რომელიც თითქოს ყველა დამწყებმა მარკეტოლოგმა უნდა იცოდეს, დღემდე საკმაოდ ბურუსითაა მოცული, განსაკუთრებით იმ მარკეტინგული მენეჯერებისთვის, ვისაც მარკეტინგული განათლება არ მიუღია და თანამდებობაზე ნაცნობობით მოხვდა :P
მაშ ასე, ვინც არ იცით – გამოგადგებათ, ვინც იცით – არ გაწყენთ გამეორება, ბევრისთვის მისტიური 4P:
Posted on July 9, 2009 - by Gio
პირველი არხის რებრენდინგი… ღირდა კი?
რებრენდინგი… ბევრი მარკეტოლოგი და არც თუ უმიზეზოდ ამ სიტყვას უფრთხის, როგორც წესი გამოცდილი პროფესიონალები რებრენდინგს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ, რადგან ეს საკმაოდ რთული, დროში გაწელილი, დიდ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებული პროცესია. გარდა ამისა პროცესს თან სდევს ძველი ბრენდის მიმართ ცნობადობის დაკარგვა, უნდობლობა კლიენტებში, დამაბნეველი სიტუაციები, იურიდიული პროცესები და სხვ. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად გადამწყვეტი ხდება რებრენდინგზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველოში, მითუმეტეს უფრო იშვიათია მსგავსი პროცესი, დღემდე სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია გასახსენებელი, მათ შორის ცოტა ხნის წინად საზოგადოებრივი მაუწყებლის, (რომელიც თავის მხრივ პირველ არხს, მეორე არხს და რადიოებს აერთიანებს) ”პირველმა არხმა” გაიარა ეს პროცესი, რადგან შედეგების მონიტორინგს და დაკვირვებას დრო სჭირდება, მოდით ვნახოთ რეალურად ღირდა თუ არა ამ არხის რებრენდინგი.
თემა მითუმეტეს საინტერესო უნდა იყოს, თუკი გავიხსენებთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კერძო კომპანია, ის პირდაპირ ფინანსდება თქვენი, გადასახადების გადამხდელის ჯიბიდან, მათ შორის პერსონალის ხელფასი და ისინი ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების წინაშე, დამქირავებელი – ხალხია! მოსამსახურე – საზ.მაუწყებელი!


