გამოქვეყნების თარიღი: 29,12,2009
რა გველის 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში?
დეკადა – ეს 10 წელს ნიშნავს, ალბათ შეამჩნიეთ რომ დამთავრდა 21-ე საუკუნის პირველი დეკადა და წინ მოულოდნელობით აღსავსე, მეორე დეკადა გველოდება. რით არის ვითომ მნიშვნელოვანი ეს ამბავი? საქმე იმაშია რომ კაცობრიობა ნელ-ნელა გადადის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ეპოქიდან, ახალ – ენერგეტიკულ ეპოქაში.
რას ნიშნავს თავად ეპოქა? წლების მანძილზე, კაცობრიობამ სხვადასხვა ეპოქალური ეტაპები გაიარა, მაგალითად (ძალიან შორს, რომ არ წავიდეთ) ინდუსტრიალიზაციის ეპოქა, ამ პერიოდში მოხდა ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა, უამრავი ახალი პროდუქტის გამოგონება, კონვეირული სისტემის დანერგვა, ძრავის გამოგონება და ა.შ. ამ ყველაფერმა იქამდე მიგვიყვანა რომ ადრე იშვიათი თუ ძვირფასი პროდუქცია, ხელმისაწვდომი გახდა საშუალო ფენის მომხმარებლისთვისაც.
ინდუსტრიალიზაციას მალევე მოყვა თან კომუნიკაციებისა და ინფორმაციის ეპოქა, ეს იყო ტელეგრაფი, ტელეფონი, პეიჯერები, მობილური ტელეფონი, რადიო, რაციები, ტელევიზიები, ალბათ ეპოქალური გარღვევა იყო ინტერნეტი, შემდგომ კი ვირტუალური სერვისები, ახალი კომუნიკაციის საშუალებები, ელ.ფოსტა, ტვიტერი, ფეისბუქი, მყისიერი შეტყობინების სერვისები ე.წ. მესენჯერები, ინტერნეტ ტელევიზია, ინტერნეტ ტელეფონი, უამრავი გაზეთი გადავიდა ვირტუალურ გამოცემებზე და ა.შ.
რას ნიშნავს ეპოქალური გადასვლა და რაში ჭირდება ამის ცოდნა მარკეტოლოგს?


